სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის ბრძანება მოქმედი ადგილობრივი თვითმმართველობა
მიღების თარიღი 23.06.2011
ძალაში შესვლა 24.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო
ნომერი №15
სარეგისტრაციო კოდი 210020090.21.014.016022
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110623018, 23/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისა და დაბრუნების წესის დამტკიცების შესახებ
p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-autospace:none; font-size:16.0pt; color:navy; font-weight:bold;}
a:link, span.MsoHyperlink {color:blue; text-decoration:underline;}
a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; }
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:10.0pt; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:8.0pt; }
span.CommentTextChar { }
p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; }
span.BalloonTextChar { }
span.HeaderChar { }
span.FooterChar { }
span.CommentSubjectChar { font-weight:bold;}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; text-autospace:none; font-size:11.0pt; }
span.BodyTextChar { color:navy; font-weight:bold;}
p.font5, li.font5, div.font5 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.font6, li.font6, div.font6 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.xl63, li.xl63, div.xl63 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.xl64, li.xl64, div.xl64 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.xl65, li.xl65, div.xl65 { margin-right:0in; margin-left:0in; font-size:11.0pt; }
p.xl66, li.xl66, div.xl66 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.xl67, li.xl67, div.xl67 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.xl68, li.xl68, div.xl68 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; }
p.xl69, li.xl69, div.xl69 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; }
p.xl70, li.xl70, div.xl70 { margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; font-size:12.0pt; }
p.xl71, li.xl71, div.xl71 { margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; }
p.xl72, li.xl72, div.xl72 { margin-right:0in; margin-left:0in; border:none; padding:0in; font-size:11.0pt; }
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; }
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;}
span.PlainTextChar { }
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; }
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;}
@page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:49.5pt 1.0in 58.5pt 49.5pt;}
div.Section1 {page:Section1;}
ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის
ბრძანება №
15
2011
წლის 23 ივნისი
ქ. თბილისი
სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესის დამტკიცების შესახებ
„სახელმწიფო შესყიდვების შესახებ” საქართველოს კანონის მე
-3 მუხლის პირველი პუნქტის „ო1“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი“.
2. ეს ბრძანება ამოქმედდეს 2011 წლის 24 ივნისს.
ტ. ურჯუმელაშვილი
სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის და საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის ოდენობებისა და გადახდის წესი
მუხლი 1🔗. სატენდერო განცხადების და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების
საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
1. სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის (შემდგომში – სისტემა) მეშვეობით სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს.
2. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის სისტემაში განთავსებას, აგრეთვე დამატებით სატენდერო განცხადების გაზეთ „24 საათში” გამოქვეყნებას უზრუნველყოფს სახელმწიფო შესყიდვების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო). გაზეთ „24 საათში” სატენდერო განცხადების გამოქვეყნების წესი და პირობები განისაზღვრება სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
3. სისტემის მეშვეობით ერთი სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს:
ა) 50 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება წარმოადგინა სულ მცირე ერთმა პრეტენდენტმა ან როდესაც ტენდერს მიენიჭა სტატუსი „ტენდერი შეწყვეტილია“. ამ თანხიდან 40 ლარი მიემართება გაზეთ „24 საათის“ ანგარიშზე, ხოლო 10 ლარი – სააგენტოს ანგარიშზე, სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით;
ბ) 25 ლარს, როდესაც შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულების მომენტისთვის სატენდერო წინადადება არ წარმოუდგენია არცერთ პრეტენდენტს. აღნიშნული თანხიდან 20 ლარი მიემართება გაზეთ „24 საათის“ ანგარიშზე, ხოლო 5 ლარი – სააგენტოს ანგარიშზე, სააგენტოსა და გაზეთ „24 საათს” შორის დადებული ხელშეკრულებით განსაზღვრული წესით.
4. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (
www.procurement.gov.ge
).
5. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს:
ა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უნიკალური ნომერი და გადახდის თარიღი;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი.
6. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია
სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამის ტენდერში სატენდერო წინადადების მიღების ვადის დასრულებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული ტენდერების რაოდენობის შესაბამისად.
7. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის
, ამ მუხლის მე-6 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სისტემაში ტენდერის გამოცხადების უფლება სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.
8. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშიდან, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
9. სატენდერო განცხადებისა და სატენდერო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეცდომით გადახდილია. ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და გამოქვეყნების საფასურის განაკვეთს შორის.
10. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას და შესაბამის დოკუმენტაციას. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო ამ მოთხოვნას ათი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის თანხის დაბრუნებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს.
11. სააგენტოში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შეცდომით გადახდილი თანხის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ შეცდომით გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.
მუხლი 2🔗. საკონკურსო განცხადების და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების
საფასურის ოდენობა და გადახდის წესი
1. სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის შემსყიდველი ორგანიზაცია იხდის გამოქვეყნების საფასურს. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებას უზრუნველყოფს სააგენტო.
2. სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე ერთი საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის საფასურის ოდენობა შეადგენს 10 ლარს.
3. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხდება ხაზინის ერთიანი ანგარიშის სადეპოზიტო ქვეანგარიშზე, რომელიც მითითებულია სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (
www.procurement.gov.ge
).
4. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტში მითითებული უნდა იყოს:
ა) გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტის უნიკალური ნომერი და გადახდის თარიღი;
ბ) შემსყიდველი ორგანიზაციის დასახელება და საიდენტიფიკაციო კოდი;
5. შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია
საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასური გადაიხადოს შესაბამისი კონკურსის გამოცხადებიდან 30 დღის ვადაში ნებისმიერი პერიოდულობით, გამოცხადებული კონკურსების რაოდენობის შესაბამისად.
6. შემსყიდველი ორგანიზაციის მიერ საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდისათვის
, ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი ვადის გადაცილების შემთხვევაში, შემსყიდველ ორგანიზაციას შეეზღუდება სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე კონკურსის გამოცხადების უფლება საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის არსებული დავალიანების სრულად გადახდამდე.
7. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნების საფასურის გადახდა ხდება მხოლოდ შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშიდან, უნაღდო ანგარიშსწორების ფორმით.
8. საკონკურსო განცხადებისა და საკონკურსო დოკუმენტაციის გამოქვეყნებისათვის გადახდილი საფასურის უკან დაბრუნება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი შეცდომით გადახდილია. ზედმეტად გადახდილი თანხის შემთხვევაში, ბრუნდება სხვაობა გადახდილ თანხასა და გამოქვეყნების საფასურის განაკვეთს შორის.
9. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების შესახებ სააგენტოში წარმოდგენილი მოთხოვნა უნდა შეიცავდეს შეცდომით გადახდილი თანხის დაბრუნების კანონიერი საფუძვლის არსებობის დასაბუთებას და შესაბამის დოკუმენტაციას. შეცდომით გადახდილი თანხის უკან დაბრუნების თაობაზე დაინტერესებული პირის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, სააგენტო ამ მოთხოვნას ათი სამუშაო დღის ვადაში უგზავნის თანხის დაბრუნებაზე შესაბამის უფლებამოსილ პირს.
10. სააგენტოში მოთხოვნა წარდგენილი უნდა იქნეს შეცდომით გადახდილი თანხის გადახდიდან სამი თვის ვადაში. ამ ვადის გასვლის შემდეგ შეცდომით გადახდილი თანხა არ ბრუნდება. ამ ვადის გაგრძელება ან გაშვებული ვადის აღდგენა დაუშვებელია.