„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ქ.თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრის №61 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№19
სარეგისტრაციო კოდი
010260030.52.101.016029
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110624004, 27/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

ქ. თბილისის მერის

ბრძანება №19

2011 წლის 24 ივნისი

ქ. თბილისი

„ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრი ს №61 ბრძანებაში ცვლილე ბ ის შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-3 პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის, „ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქ. თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1-1 გადაწყვეტილებით დამტკიცებული ქ. თბილისის მერიის დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტის „ნ” ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

1. „ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ქალაქ თბილისის მერის 2008 წლის 30 დეკემბრი ს №61 ბრძანებ ით დამტკიცებულ ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი სახის ცვლილებ ა:

ა) დებულების პირველი და მე-2 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 1. ზოგადი დებულებანი

1. ქ. თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახური (შემდგომში – სამსახური) არის ქ. თბილისის მთავრობის კომპეტენციას მიკუთვნებულ საფინანსო-საბიუჯეტო სფეროს მართვის მიზნით შექმნილი ქალაქ თბილისის მერიის სტრუქტურული ერთეული- ქ. თბილისის მერიის საფინანსო ორგანო .

2. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტის მომზადება, ქ. თბილისის ბიუჯეტის შე სრულება, ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის მომზადება.

3. სამსახური თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” საქართველოს ორგანული კანონით, ,,საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონით, საქართველოს საბიუჯეტო კოდექსით, ,,ქ. თბილისის მერიის დებულების დამტკიცების შესახებ” ქალაქ თბილისის საკრებულოს 2006 წლის 12 ოქტომბრის №1 -1 გადაწყვეტილებით, წინამდებარე დებულებით ა და საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.

4. სამსახური ანგარიშვალდებულია ქ. თბილისის მერის წინაშე.

5. სამსახურის კომპეტენცია, უფლებამოსილება, სტრუქტურა და საქმიანობის წესი განისაზღვრება სამსახურის წინამდებარე დებულებით.

6. სამსახურს აქვს შტამპი, ბლანკი, ბეჭედი სახელწოდების აღნიშვნით და ბანკში შესაბამისი საბიუჯეტო (სალარე და სავალუტო) ანგარიშები.

7. სამსახურის დაფინანსების წყაროა ქ. თბილისის ბიუჯეტი.

8. სამსახურის იურიდიული მისამართია ქ. თბილისი, შარტავას ქ. №7.

    მუხლი 2. სამსახურის ძირითადი ამოცანები და ფუნქციები

1. სამსახურის ძირითადი ამოცანებია:

ა) დედაქალაქის პრიორიტეტების დოკუმენტის და ბიუჯეტის პროექტ ებ ის შემუშავება, ბიუჯეტის შესრულება და შესრულების ანგარიშის მო მზადება;

ბ) ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების ანალიზი, შესაბამისი ინფორმაციებისა და წინადადებების მომზადება;

გ) ქ. თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე ქალაქის საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებულ მონაცემთა ბაზის ფორმირება და მონაცემთა ანალიზი;

დ) დადგენილი წესის შესაბამისად, ადგილობრივი გადასახადებისა და მოსაკრებლების შემოღებაზე წინადადებებისა და გადაწყვეტილებათა პროექტების მომზადებაში მონაწილეობის მიღება;

ე) ქ. თბილისის მერიის ხელმძღვანელობის წინაშე წინადადების წარდგენა, ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის მიზნით;

ვ) ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის შესაბამისი ორგანოების საქმიანობაში საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების მდგომარეობის გაუმჯობესების და საბიუჯეტო სახსრების მოქმედი კანონმდებლობის დაცვით გამოყენებისათვის მეთოდოლოგიური დახმარების გაწევა და ერთიანი საფინანსო დოკუმენტბრუნვის სისტემის დანერგვა .

2. სამსახური, მისი საქმიანობის ძირითადი ამოცანებიდან გამომდინარე, ასრულებს შემდეგ ფუნქციებს:

ა) ადგენს ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რისთვისაც:

ა. ა) ქ.თბილისის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით, განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ ამზადებს შესაბამისი აქტის პროექტს, რომლითაც განისაზღვრება წარსადგენი ინფორმაციის ნუსხა და წარდგენის ვადები;

ა.ბ) საქალაქო სამსახურებთან, რაიონულ გამგეობებსა და სხვა მხარჯავ დაწესებულებებთან ერთად , ამზადებს პრიორიტეტების დოკუმენტის პროექტს;

ა.გ ) ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტის მოსამზადებლად, კანონმდებლობის შესაბამისად, შეიმუშავებს საბიუჯეტო განაცხადის ფორმებს, მხარჯავ დაწესებულებებ სა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე დასა გზავნად;

ა.დ) უზრუნველყოფს ქ. თბილისის საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან ან/და მხარჯავი დაწესებულებებიდან განაცხადის ფორმებისა და კანონმდებლობით დადგენილი შესაბამისი ინფორმაციის (მონაცემების) მიღება – დამუშავებას, განხილვას, საჭიროების შემთხვევაში, ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტში შეტანამდე ამზადებს წინადადებებს მათ დასაზუსტებლად;

ა.ე ) შემოსულობების პროგნოზირებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ა და შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით;

ა.ვ ) მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე ადგენს ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს, რომელიც მოიცავს: ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხი მოსაკრებლების, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღები ფინანსური დახმარებისა და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებ სა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებზე განაწილებით, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად;

ა.ზ ) სამსახური, ქ. თბილისის ბიუჯეტის პროექტს საკრებულოს შესაბამის გადაწყვეტილების პროექტთან ერთად, დადგენილ ვადაში წარუდგენს განსახილველად ქ. თბილისის მთავრობას, შემდგომში ქ. თბილისის საკრებულოში წარსადგენად;

ა.თ ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტს ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად - მასალებს საბიუჯეტო ორგანიზაციებისა და მხარჯავი დაწესებულებებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, განწერაში ცვლილების შესატანად;

ა.ი ) საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს წინადადებებს, გასული წლის საბიუჯეტო სახსრების თავისუფალი ნაშთის მიმდინარე წელს გამოყენების თაობაზე.

ბ) ახორციელებს ქ. თბილისის ბიუჯეტის შე სრულებას, რისთვისაც:

ბ. ა) ადგენს დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების განწერას კვარტალების მიხედვით;

ბ. ბ) უზრუნველყოფს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურიდან შემოსულობების შესახებ მიღებული ინფორმაციის დამუშავებას;

ბ. გ) დადგენილი წესის თანახმად, ამზადებს მერიის საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;

ბ. დ) იღებს და ამუშავებს მხარჯავი დაწესებულებების (მათ შორის რაიონული გამგეობების) საბიუჯეტო ვალდებულებებს და საგადახდო მოთხოვნებს;

ბ. ე) დადგენილი წესის მიხედვით, ახდენს მხარჯავი დაწესებულებების ვალდებულებების რეგისტრაციას და რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებების შესაბამისი საგადახდო მოთხოვნის თანხის გადახდას;

ბ.ვ ) ქ. თბილისის მერის განკარგულების შესაბამისად, ახორციელებს მერის სარეზერვო ფონდიდან სახსრების გამოყოფას.

გ) სამსახური ახორციელებს ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მომზადებას, რისთვისაც:

გ. ა) უზრუნველყოფს ბიუჯეტის ყოველდღიური შემოსულობების შესახებ ინფორმაციის მიღებას საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურისაგან, აღრიცხავს და აანალიზებს ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მდგომარეობას;

გ. ბ) იღებს ინფორმაციებს მხარჯავი დაწესებულებებიდან და საბიუჯეტო ორგანიზაციებიდან მათთვის გათვალისწინებული ასიგნებების გამოყენების შესახებ;

გ. გ) ადგენს ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების კვარტალურ მიმოხილვასა და შესრულების წლიურ ანგარიშებს და წარუდგენს ქ. თბილისის მთავრობას და საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს კონტროლის პალატას;

დ) ადგენს ქ. თბილისის მერიის პერიოდულ და წლიურ საბუღალტრო ანგარიშებს;

 ე) უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, მხარჯავ დაწესებულებებს და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ სხვა ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა - ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე;

ვ) ქმნის ერთიან კომპიუტერულ საინფორმაციო ბაზას, ახორციელებს საქმიანობის პროგრამულ უზრუნველყოფას, მომსახურებას;

ზ) ამუშავებს ქ. თბილისის საბიუჯეტო მაჩვენებლების სტატისტიკურ- საინფორმაციო მონაცემებს, კომპეტენციის ფარგლებში, მონაწილეობს მერიის ვებ-გვერდის განახლებაში. უზრუნველყოფს დადგენილი წესით მოთხოვნილი ინფორმაციის მომზადებას და მიწოდებას;

თ) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს:

თ. ა) ქ. თბილისის მთავრობის სახელით დადებული და ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების (მიწის) სარგებლობისა და საკუთრების უფლებით გადაცემაზე შემდგარი გარიგებებით გათვალისწინებული,სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი ან/და გადასახდელი თანხების, რიგ შემთხვევებში, დარიცხული საურავის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის თანხების გაანგარიშებას;

თ. ბ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის საქალაქო სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ქ. თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ;

თ.გ ) ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების სარგებლობაში არსებულ ან/და თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით, ქ. თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მიწის საფასურის ოდენობის გაანგარიშებას;

ი) უზრუნველყოფს სამსახურში შექმნილი დოკუმენტების არქივისათვის გადაცემას, მათ შორის, ბუღალტრული დოკუმენტების, აღრიცხვის რეგისტრების, ხარჯთანუსხების, მათი გაანგარიშებების და სხვა საბუთების შენახვა ს;“;

ბ) დებულების მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     „მუხლი 4. სამსახურის სტრუქტურული ერთეულები

1. სამსახური შედგება შემდეგი განყოფილებებისაგან:

ა) ადმინისტრაციული განყოფილება;

ბ) საბიუჯეტო განყოფილება;

გ) სახაზინო განყოფილება;

დ) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება;

ე) ანალიტიკური განყოფილება.

2. სახაზინო განყოფილებას და აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებას აქვთ საკუთარი შტამპი.

3. ადმინისტრაციული განყოფილება ახორციელებს:

ა) სამსახურის გამართული საქმიანობის უზრუნველყოფას;

ბ) სამსახურის განყოფილებების ურთიერთკოორდინაციას;

გ) მიღებული კორესპონდენციის ადრესატამდე დაყვანას;

დ) სამსახურის მატერიალური ფასეულობების აღრიცხვას;

ე) სამსახურისა და მერიის სხვა სტრუქტურული ერთეულების საფინანსო საქმიანობის გაუმჯობესებისა და სრულყოფის მიზნით ინფორმაციულ-ტექნოლოგიური სიახლეების შემუშავებას, მოძიებას, დამუშავებას და დანერგვას;

ვ) წინადადებების შემუშავებას სამსახურის თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლების, გადამზადებისა და შრომითი პროცესის ეფექტურობის გაუმჯობესების შესახებ;

ზ) ქ. თბილისის მერის დავალების შესაბამისად, ქ. თბილისის მერის განკარგულების პროექტის მომზადებას ქ. თბილისის მერის სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის შესახებ;

თ) სამსახურის უფროსის ცალკეული დავალებების შესრულებას .

4 . საბიუჯეტო განყოფილება ახორციელებს:

ა) ქ. თბილისის საბიუჯეტო პროცესის რეგულირების ღონისძიებების შემუშავებას;

ბ) ქ. თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების, აგრეთვე საბიუჯეტო მოწყობასთან დაკავშირებული მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

გ) ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადებას, ქ. თბილისის საშუალოვადიანი სამოქმედო გეგმებისა და ბიუჯეტის პროექტების ფორმირების მიზნით განსახორციელებელ ღონისძიებათა შესახებ და ამ საკითხებზე უწევს მეთოდოლოგიურ დახმარებას მხარჯავ დაწესებულებებსა და საბიუჯეტო ორგანიზაციებს;

დ ) საბიუჯეტო განაცხადის ფორმებ ის შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადებას,საბიუჯეტო ასიგნებების ა და დასაქმებულთა რიცხოვნობის საორიენტაციო ზღვრული მოცულობების მითითებით ;

ე ) საქალაქო სამსახურები დან , რაიონული გამგეობები დან და სხვა მხარჯავი დაწესებულებები დან შესაბამისი ინფორმაციების, მასალების მიღებას და დამუშავებას;

ვ ) წარმოდგენილი მასალების საფუძველზე, ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტ ებ ის შედგენას – განსაზღვრავს შემოსულობების საერთო თანხას, ადგილობრივ ბიუჯეტში ჩასარიცხ მოსაკრებლებს, სახელმწიფო ბიუჯეტიდან მისაღებ ფინანსურ დახმარებას და სხვა შემოსულობებს გადასახადების წყაროების გამოყოფით და გადასახდელების საერთო თანხას საბიუჯეტო ასიგნებების მხარჯავ დაწესებულებებ სა და საბიუჯეტო ორგანიზაციებზე, დასაფინანსებელ პროგრამებსა და ღონისძიებებს, ქვეყანაში მოქმედი საბიუჯეტო კლასიფიკაციების შესაბამისად. ამ სახით შედგენილ ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტს წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელობას, შემდგომში ქ. თბილისის მთავრობის სხდომაზე განსახილველად. ამზადებს ქ. თბილისის პრიორიტეტების დოკუმენტისა და ბიუჯეტის პროექტ ები ს შესახებ ქ. თბილისის მთავრობის დადგენილებ ებ ის და ქ. თბილისის საკრებულოს შესაბამისი გადაწყვეტილების პროექტს;

ზ ) წლიური დამტკიცებული ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ ჭრილში დაბალანსებას, ადგენს შემოსულობებისა და გადასახდელების კვარტალურ განწერას და წარუდგენს სამსახურის ხელმძღვანელს დასამტკიცებლად;

თ ) დამტკიცებულ ი კვარტალურ ი განწერ ი ს გაგზავნას შესაბამისი საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის;

ი ) დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტის მომზადებას, ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილების პროექტთან ერთად, ქ. თბილისის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

კ ) დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების და საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის ბრძანების პროექტის მომზადებას მხარჯავი დაწესებულებებისა და საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის გამოყოფილი ასიგნებების გადანაწილების შესახებ, დამტკიცებულ განწერაში ცვლილების შეტანის მიზნით;

ლ ) ქ. თბილისის ბიუჯეტის გადასახდელების კვარტალურ გადანაწილებას და ც ვლილებების გადაცემას შესაბამისი განყოფილებებისათვის;

მ ) კანონმდებლობით დადგენილ ვადებში ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების კვარტალური მიმოხილვის და შესრულების წლიური ანგარიშის მოსამზადებელი სამუშაოების ორგანიზებას, ამზადებს ქ. თბილისის მთავრობის დადგენილების პროექტს. უზრუნველყოფს შესაბამისი ინფორმაციების მიღებას, დამუშავებას და ანალიზს. ამზადებს ბიუჯეტის შესრულების ინფორმაციას და ანგარიშს, მათ შორის, მერის სარეზერვო ფონდის ანგარიშს, ქ. თბილისის მთავრობის სხდომაზე და შემდგომში ქ. თბილისის საკრებულოზე განსახილველად;

5. სახაზინო განყოფილება ახორციელებს:

ა) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების ყოველდღიურ აღრიცხვას, რისთვისაც ყოველდღიურად ამუშავებს ბანკიდან მიღებულ ამონაწერებს და უზრუნველყოფს ქ. თბილისის ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი თანხების დადგენილი წესით დაბრუნებას;

ბ) საბიუჯეტო ვალდებულებების დოკუმენტების მიღებას, მათ შორის:

ბ. ა) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან – ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე;

ბ. ბ) რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან – ქ. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

ბ. გ) წარმოდგენილი ვალდებულების დოკუმენტების სისრულის და სისწორის (ხელშეკრულებებისა და ვალდებულებების რეესტრთან შესაბამისობა; საბიუჯეტო კლასიფიკაციასთან შესაბამისობა) შემოწმებას და მათ ფორმირებას პროგრამულ ბაზებში;

ბ. დ) კურატორი მერის მოადგილისათვის წარსადგენ ი ვალდებულებების ყოველდღიური რეესტრის მომზადებას;

გ) საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების მიღებას აღებული ვალდებულებების შესაბამისად, მათ შორის:

გ. ა) აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილებიდან – ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მიერ განსახორციელებელ გადასახდელებზე;

გ. ბ) რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან – ქ. თბილისის ბიუჯეტით გათვალისწინებულ გადასახდელებზე;

დ) წარმოდგენილი საგადახდო მოთხოვნების დოკუმენტების რეკვიზიტების სისრულის შემოწმებას და მათ შედარებას შესაბამის ვალდებულებებთან;

ე) რაიონული გამგეობებიდან და სხვა მხარჯავი დაწესებულებებიდან მიღებული საგადახდო მოთხოვნების შეტანას პროგრამულ ბაზებში და შესაბამისი საგადახდო დავალებების ფორმირებას;

ვ) მომზადებული და შემოწმებული ვალდებულებებისა და საგადახდო მოთხოვნების ხელმოსაწერად ხელმძღვანელობისათვის წარდგენას;

ზ) ხელმძღვანელობის მიერ ხელმოწერილი დოკუმენტების საფუძველზე რეესტრის მომზადებასა და ფორმირებას მომსახურე საბანკო დაწესებულებაში წარსადგენად, რომელიც ხორციელდება ელექტრონული სისტემის მეშვეობით ან საგადახდო დავალებების საშუალებით;

თ) ქ. თბილისის ბიუჯეტის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ანგარიშების მომზადებას და უზრუნველყოფს დამტკიცებული ფორმების მიხედვით საქართველოს ფინანსთა სამინისტროსათვის დადგენილ ვადებში წარდგენას;

ი) ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების მონაცემთა ბაზის ფორმირებას, ანალიზს და შესაბამისი წინადადებების მომზადებას;

ლ) სახელმწიფო ხაზინიდან ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების შესახებ ელექტრონული და სხვა სახის ინფორმაციის მიღებას, საბოლოო ინფორმაციის ჩატვირთვას პროგრამულ ბაზებში. აწესებს მონიტორინგს შემოსულობების ფაქტობრივი შესრულების მიმდინარეობაზე და ამზადებს შესაბამის წინადადებებს საბიუჯეტო განყოფილებაზე გადასაცემად ;

მ) სხვა შემოსავლების, მათ შორის, მოსაკრებლების პროგნოზირებას, ამ შემოსავლების წლიური გეგმის და კვარტალების მიხედვით განწერის შესახებ შესაბამისი წინადადებების მომზადებას და საბიუჯეტო განყოფილებაზე გადაცემას;

ნ) შემოსულობების დამტკიცებ უ ლი გეგმის შესრულების ყოველთვიური, კვარტალური და წლიური ოპერატიული ანგარიშების მომზადებას, სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული ქ. თბილისის ბიუჯეტის შემოსულობების შესრულების მონაცემების შედარებას ბანკიდან მიღებული ამონაწერის მაჩვენებლებთან;

ო) მოთხოვნის საფუძველზე ახდენს:

ო.ა ) ქ. თბილისის მთავრობის სახელით დადებული და ქ. თბილისის ადგილობრივი ქონების (მიწის) სარგებლობისა და საკუთრების უფლებით გადაცემაზე შემდგარი გარიგებებით გათვალისწინებული,სახელმწიფო ხაზინაში გადახდილი ან/და გადასახდელი თანხების, რიგ შემთხვევებში, დარიცხული საურავის, პირგასამტეხლოსა და ჯარიმის თანხების გაანგარიშებას;

ო. ბ) ფიზიკური, კერძო სამართლის იურიდიული პირების ან კანონით გათვალისწინებული სხვა ორგანიზებული წარმონაქმნების სარგებლობაში არსებულ ან/და თვითნებურად დაკავებულ სახელმწიფოს საკუთრების მიწაზე საკუთრების უფლების აღიარებასთან დაკავშირებით ქ. თბილისის ბიუჯეტის სასარგებლოდ გადასახდელი მიწის საფასურის ოდენობის გაანგარიშებას;

ო. გ) საჭიროების შემთხვევაში, ინფორმაციის მიწოდებას შესაბამის საქალაქო სამსახურებზე, ადმინისტრაციული სამართალდარღვევების შედეგად საურავებისა და ჯარიმების, აგრეთვე მოსაკრებლებისა და სხვა არასაგადასახადო შემოსავლების სახით, ქ. თბილისის ბიუჯეტში ჩარიცხული თანხების შესახებ.

6. აღრიცხვა-ანგარიშგების განყოფილება ახორციელებს:

ა) ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ სახელმწიფო შესყიდვაზე მომზადებული ხელშეკრულების პროექტით გათვალისწინებული თანხის ოდენობის შედარებას ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების შესაბამის რესურსთან და სამსახურის უფროსისთვის წარდგენას ვიზირებისათვის;

ბ) ქ. თბილისის მერიის მუნიციპალური შესყიდვების საქალაქო სამსახურის მიერ, შესაბამისი თანმხლები წერილით, მოწოდებული ხელშეკრულებების რეესტრით მიღებას. რეესტრში მოცემულ და ხელშეკრულებაში დაფიქსირებულ მონაცემთა შესაბამისობას;

გ) მიღებული ხელშეკრულებებისა და ინსტრუქციით გათვალისწინებული სხვა დოკუმენტების საფუძველზე, საბიუჯეტო რესურსების გათვალისწინებით, საბიუჯეტო ვალდებულების დოკუმენტის მომზადებას, რეგისტრაციის მიზნით კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას და სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემას;

დ) ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე პასუხისმგებელი საქალაქო სამსახურებიდან წერილების მიღებას, რომელსაც თან ერთვის სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი პირველადი დოკუმენტაცია;

ე) წარმოდგენილ ი დოკუმენტაციის შემდეგი მონაცემების შემოწმებას:

ე. ა) წარმოდგენილ დოკუმენტაციაში დაფიქსირებულ ფაქტ ობრივი თანხის შესაბამისობას აღებულ ვალდებულებასთან;

ე. ბ) ფაქტ ობრივი შესრულების ვადის შესაბამისობას ხელშეკრულების პირობებით გათვალისწინებულ ვადასთან;

ე. გ) ხელშეკრულების შესრულების კონტროლზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერის არსებობას;

დ) რეკვიზიტების შედარებას ხელშეკრულებასთან;

ვ)სამეურნეო მოვლენის მოხდენის დამადასტურებელი დოკუმენტაციის საფუძველზე, რეგისტრირებული საბიუჯეტო ვალდებულებიდან საგადახდო მოთხოვნის ფორმირებას, კომპიუტერულ მონაცემთა ბაზაში შეტანას და სამსახურის სახაზინო განყოფილებისთვის გადაცემას, ანგარიშსწორების განხორციელების მიზნით;

ზ)კანონმდებლობის შესაბამისად, წინასწარი (ავანსი) გადახდის დოკუმენტაციის მომზადებას და წინასწარი გადახდის დამოწმებას საგადახდო მოთხოვნით გათვალისწინებულ ვადაში;

თ) ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებში ბუღალტრული აღრიცხვის შესახებ დადგენილი წესის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის საქალაქო სამსახურების მიერ განხორციელებული ფაქტობრივი ხარჯების, არაფინანსური აქტივებით, ფინანსური აქტივებითა და ვალდებულებებით ოპერაციების ყოველდღიურ აღრიცხვას;

ი) სახაზინო განყოფილების მიერ ყოველდღიური საბანკო ამონაწერის დამუშავების შემდეგ საკასო ხარჯების აღრიცხვას;

კ) და მტკიცებული ფორმ ებ ის შესაბამისად, ქ. თბილისის მერიის ფინანსური ანგარიშგების დადგენილ ვადებში შედგენას;

ლ) ქ. თბილისის ადმინისტრაციისა და მერიის საქალაქო სამსახურების თანამშრომელთა შრომის ანაზღაურების და სხვა გასაცემი თანხების თავისდროულ დარიცხვას, უწყისების შედგენას და გაცემას;

მ) საგადასახადო დეკლარაციის შედგენას და დადგენილ ვადაში შესაბამის ორგანოში წარდგენას ;

ნ) მერიის სარეზერვო ფონდიდან გამოყოფილ თანხებზე შესაბამისი ვალდებულების და საგადახდო მოთხოვნის მომზადებას, მონაცემთა ბაზაში შეტანას და სახაზინო განყოფილებაზე გადაცემას;

ო) იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან სამეურნეო მოვლენის შედეგად ანგარიშსწორებათა სრულ აღრიცხვას;

პ) მეთოდოლოგიურ დახმარებას, მისი კომპეტენციის ფარგლებში, საქალაქო სამსახურებს და ბიუჯეტის დაფინანსებაზე მყოფ ორგანიზაციებს საბუღალტრო აღრიცხვა-ანგარიშგების გაუმჯებესებისა და მათთვის ბიუჯეტით გამოყოფილი სახსრების ხარჯვის დროს კანონმდებლობით დადგენილი პროცედურების სწორად განხორციელების საკითხებზე.

7. ანალიტიკური განყოფილება ახორციელებს:

ა) ბიუჯეტის პროგრამული ბაზების ზედამხედველობას და კორექტირებას;

ბ) სისტემის ფუნქციონირების პროცესში წარმოქმნილი სიტუაციების ანალიზს და შესაბამისი დარგისა თუ ორგანიზაციის კურატორთან განხილვას;

გ) ბიუჯეტის შემოსულობებების კომპიუტერული სისტემის ექსპლ უ ატაციას – სახელმწიფო ხაზინიდან მიღებული შემოსულობების ყოველდღიური ელექტრონული ინფორმაციის სისტემაში ჩატვირთვის უზრუნველყოფას, შედარებასა და ანალიზს;

დ) ბიუჯეტის შემოსულობების და გადასახდელების გეგმის შესრულების მაჩვენებლების ანალი ზის შესაბამისი ანგარიშების პროგრამულ უზრუნველყოფას;

ე) სამსახურის საქმიანობის ნორმატიული ბაზის ცვლილებების დროს შესაბამისი კორექტივების შეტანას კომპიუტერული სისტემის პროგრამულ უზრუნველყოფაში;

ვ) სისტემის მუშაობის თვალყურის დევნებას, სისტემის მუშაობის დროს წარმოქმნილი სიტუაციების ანალიზს და საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ცვლილებების შეტანას პროგრამულ პროდუქტში;“;

გ) მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ბ) უფლებამოსილ პირს წარუდგენს წინადადებებს სამსახურის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, მუშაკთა სამუშაოზე მიღების, დათხოვნის ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;“.

2. ბრძანება ძალაში შედის 2011 წლის 1ივლისიდან.

ქ. თბილისის მერი                                                                                    გ . უგულავა