„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს კანონი
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში (პარლამენტის უწყებანი, №45, 21.11.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატება:
1. 88-ე მუხლის მე-2 პუნქტის ბოლოში სიტყვები „სხვაგვარი კომპენსაცია.“ შეიცვალოს სიტყვებით „სხვაგვარი კომპენსაცია, გარდა ამ კანონის 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის შემთხვევებისა.“.
2. 89-ე მუხლის „ვ“ ქვეპუნქტს სიტყვების „სასწავლო შეკრების,“ წინ დაემატოს სიტყვები „სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევისას,“.
3. 102-ე მუხლის პირველი პუნქტიდან ამოღებულ იქნეს სიტყვა „სავალდებულო“.
მუხლი 2
ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
საქართველოს პრეზიდენტიედუარდ შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
№1533-IIს
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე?
- „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1533. სარეგისტრაციო კოდი — 010.320.000.05.001.001.095.
- სად არის „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატების შეტანის თაობაზე, №1533, 21.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.320.000.05.001.001.095 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13840/