,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს მთავრობის
დადგენილება №244
2011 წლის 21 ივნისი
ქ. თბილისი
,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში (სსმIII, 2009 წელი, მუხლი 430) შეტანილ იქნეს შემდეგი დამატებები:
1. 89-ე მუხლს დაემატოს მე-6–მე-8 პუნქტები შემდეგი რედაქციით:
,,6. ეს მუხლი არ ვრცელდება იმ ობიექტების მშენებლობებზე, რომლებიც ხორციელდება უცხოური დაფინანსებით (მოზიდული საერთაშორისო სახსრები, უცხოური ინვესტიცია), რომელთა მშენებლობაზე ზედამხედველობა დამკვეთების მიერ ხორციელდება საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე ან/და ტენდერის შედეგად შერჩეული ობიექტის საზედამხედველო (საექსპერტო) კომპანიების მიერ, აგრეთვე დამკვეთის სტრუქტურაში არსებული სპეციალური, პროფესიული კადრებით დაკომპლექტებული სამსახურების მიერ.
7. ამ მუხლის მე-6 პუნქტში მითითებული ობიექტების მშენებლობების საბოლოოდ დასრულებისას,მშენებლობის ნებართვის მფლობელის ან ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სამინისტროს ან მისი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების მიერ სამშენებლო დოკუმენტაციის წარმოებისა და შეთანხმების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2010 წლის 25 მაისის №1-1/842 ბრძანებით დამტკიცებული წესი თ გათვალისწინებული მშენებლობის განმახორციელებელი დაწესებულებების მიერ სამშენებლო საქმიანობაზე სახელმწიფო ზედამხედველობის ორგანოს წარედგინება საბოლოო დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ობიექტის სრულ შესაბამისობას საპროექტო დოკუმენტაციის ნორმებსა და სტანდარტებთან. აღნიშნული დოკუმენტი, ასევე უნდა შეიცავდეს ინფორმაციას მთელი მშენებლობის განხორციელების პერიოდში დადგენილი წესით შესრულებული სამშენებლო სამუშაოების დასრულების აქტების, სხვა საჭირო დოკუმენტაციის ა და გამოყენებული მასალების შესაბამისობის სერტიფიკატებისა და მათი შენახვის ადგილსამყოფლის შესახებ.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული წესი ვრცელდება ამავე მუხლის მე-6 პუნქტში მითითებულ იმ ობიექტებზეც, რომელთა მშენებლობაც დაწყებულია ამ დადგენილების ამოქმედებამდე.“.
2. 97-ე მუხლს დაემატოს მე-7 პუნქტი შემდეგი რედაქციით:
,,7. ამ დადგენილების 89-ე მუხლის მე-6 პუნქტით განსაზღვრული ობიექტების ვარგისად აღიარება ხდება 89-ე მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი დოკუმენტაციის წარდგენისა და ვიზუალური დათვალიერების საფუძველზე.“.
მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 21.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №244. სარეგისტრაციო კოდი — 330130000.10.003.016404.
- რამდენი მუხლისგან შედგება „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მთავრობის დადგენილება „,,მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №244, 21.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 330130000.10.003.016404 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1384147/