„საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ’’ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის
ბრძანება №91
2011 წლის24 ივნისი
ქ. თბილისი
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ“საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვ ბ რ ძ ა ნ ე ბ :
მუხლი 1. „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრის 2010 წლის 17 აგვისტოს №32 ბრძანებით(სსმ III, ნაწილი, 20.08.2010, №101 მუხ. 1518) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
ა) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ბ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს ცენტრის დირექტორის მოადგილეს(ებს) და ცენტრის ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელებს”;
ბ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ე” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს ცენტრის და მისი ტერიტორიული ორგანოების საშტატო ნუსხას და შრომის ანაზღაურების ოდენობას”;
გ) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ვ) დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ცენტრის თანამშრომელთა და ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;“;
დ) დებულების მე -4 მუხლის მე-2 პუნქტის „ზ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ამტკიცებს ცენტრისა და მისი ტერიტორიული ორგანოების შინაგანაწესს, ცენტრის სრუქტურული ერთეულებისა და ტერიტორიული ორგანოების სამუშაო გეგმას, ცენტრისა და მისი ტერიტორიული ორგანოების თანამშრომელთა საქმიანობის ნორმებისა და წესების განმსაზღვრელ მეთოდურ მითითებებს, ინსტრუქციებსა და საკონტრაქტო პირობებს”;
ე) დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ლ” ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ლ) აკონტროლებს ცენტრის თანამშრომელთა და მისი ტერიტორიული ორგანოების ხელმძღვანელების მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას”.
ვ) დებულებას დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 4 1 . ცენტრის სტრუქტურა
1. ცენტრი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისაგან:
ა) პროგრამების სამსახური;
ბ) ფინანსურ -ადმინისტრაციული სამსახური.
2. ცენტრის ტერიტორიული ორგანოებია:
ა) ამბროლაურის ახალგაზრდული ცენტრი;
ბ) ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი;
გ) ბაღდათის ახალგაზრდული ცენტრი;
დ) გორის ახალგაზრდული ცენტრი;
ე) გურჯაანის ახალგაზრდული ცენტრი;
ვ) ზუგდიდის ახალგაზრდული ცენტრი;
ზ) ლენტეხის ახალგაზრდული ცენტრი;
თ) მარნეულის ახალგაზრდული ცენტრი.
2. ცენტრის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი:
ა) დადგენილი წესის შესაბამისად წყვეტს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა პრემიებისა და მატერიალური დახმარების, წახალისებისა და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს;
ბ) აკონტროლებს ტერიტორიული ორგანოს თანამშრომელთა მიერ მათზე დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას;
გ) კომპეტენციის ფარგლებში დებს ხელშეკრულებებს და გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
დ) ვალდებულია მისი არყოფნის პერიოდში აცნობოს ცენტრის დირექტორს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელის მოვალეობის შემსრულებლის შესახებ.“.
მუხლი 2 . ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ვლ. ვარძელაშვილი