⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (15.01.2014)
გაუქმებულია:

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“

მიღების თარიღი 24.06.2011
ძალაში შესვლა 01.07.2011
ძალის დაკარგვა 15.01.2014
გამომცემი ორგანო სპეციალური ფირნიშის წარმომდგენი პირის
ნომერი №გაცემის თარიღი
სარეგისტრაციო კოდი 360160000.22.025.016028
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110624023, 24/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 8,323 სიტყვა · ~42 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
24.06.2011 მიღება
01.07.2011 ძალაში შესვლა
15.01.2014 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (15)
1 N
4 მისამართი
6 საქმიანობის შეწყვეტის თარიღი
11 12
ფაქტ ობრივად არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მონაცემები (თითოეული მორის მიხედვით)
გაცემის თარიღი №...დან №...მდე
IV V
გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის
სახელი, გვარი თანამდებობა
უკან დაბრუნებული დაზიანებული ან/და გაუქმებული დოკუმენტის შენიშვნა
დაბრუნების თარიღი ნომერი
უკან დაბრუნებული დაზიანებული ან/და გაუქმებული სპეციალური ფირნიშის შენიშვნა
III IV
სახელი გვარი
ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმომდგენი პირის
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

„საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ“ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; } p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; } a:link, span.MsoHyperlink { color:blue; text-decoration:underline;} a:visited, span.MsoHyperlinkFollowed {color:purple; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; } p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate { margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; font-size:11.0pt; } span.HeaderChar { } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } span.BalloonTextChar { } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } span.PlainTextChar { } span.FooterChar { } p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml { margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:35.45pt 42.45pt .5in .75in;} div.Section1 {page:Section1;} @page Section2 {size:841.9pt 595.3pt; margin:45.0pt 121.9pt 45.0pt 117.0pt;} div.Section2 {page:Section2;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №96 2011 წლის 24 ივნისი ქ. თბილისი საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს ტყის კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ” საქართველოს 2011 წლის 17 მაისის №4677 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის, ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ’’ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე” საქართველოს 2011 წლის 11 მარტის №4385 კანონის მე-2 მუხლის მე-19 პუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართულ დანართებთან ერთად საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) ,,საშეშე მერქნის კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის ფორმისა და გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 20 დეკემბრის №566 ბრძანება; ბ) ,,ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელი დოკუმენტების გაცემის წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2005 წლის 22 სექტემბრის №380 ბრძანება; გ) „ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” დამტკიცების თაობაზე” საქართველოს სატყეო მეურნეობის სახელმწიფო დეპარტამენტის უფროსის 2000 წლის 1 ივნისის №10/37 ბრძანება; დ) ,,ხე-ტყის კანონიერად დამზადების დამადასტურებელი დოკუმენტისა და მისი გაცემის წესის შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 10 დეკემბერის №806 ბრძანება; ე) ,,გარემოსდაცვითი ტექნიკური  რეგლამენტების შესახებ” საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 13 ნოემბრის №745 ბრძანების პირველი პუნქტის ,,ე” ქვეპუნქტის საფუძველზე დამტკიცებული მე-5 დანართი. 3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან გაცემულ ხე-ტყის კანონიერებისა და წარმოშობის დამადასტურებელ დოკუმენტებს იურიდიული ძალა უნარჩუნდებათ 2011 წლის 1 აგვისტომდე, საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი წესით მათ შეცვლამდე. 4. ეს ბრძანება, გარდა საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტისა, ძალაში შევიდეს 2011 წლის 1 ივლისიდან. 5. საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტი ძალაში შევიდეს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე საქართველოს იურისდიქციის სრულად აღდგენის შემდეგ. ა. ხეთაგური საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესები და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო წინამდებარე საქართველოს ტერიტორიაზე ხე-ტყის მოძრაობის წესებით და მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტით (შემდგომში – დებულება) რეგულირდება საქართველოს ტყის ფონდის ტერიტორიაზე დამზადებული ხე-ტყის მოძრაობის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისა და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის (დანართი 12) შევსების, გაცემისა და გამოყენების წესები, მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების დადგენისა და პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) მფლობელი მეწარმე სუბიექტის მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოძრაობის აღრიცხვა-სისტემატიზაციისა და ანგარიშგების წესები.     მუხლი 2🔗. გამოყენებულ ტერმინებს ამ დებულების მიზნებისათვის აქვს შემდეგი მნიშვნელობა 1. ხე-ტყით მოსარგებლე – პირი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით მინიჭებული აქვს ხე-ტყის მოპოვების უფლება ან/და კანონიერად ფლობს ხე-ტყეს, ასევე თვითმმართველი ერთეულის ან/და კერძო საკუთრებაში მყოფ ტერიტორიაზე არსებული ხე-მცენარეებიდან მიღებულ მერქნულ რესურსს. 2.  ხე-ტყის მფლობელი – პირი, რომელიც კანონიერად ფლობს ხე-ტყეს. 3. დამზადების ადგილი – შესაბამისი მუნიციპალიტეტი, სოფელი, დასახლება და სხვა ტერიტორია ან საქართველოს ტყის ფონდის (შესაბამისი სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი, ლიტერი) ტერიტორია, სადაც მოხდა მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარეებიდან მერქნული რესურსის დამზადება. 4. ლიცენზიანტი – პირი, რომელიც კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად ფლობს ტყით სარგებლობის გენერალურ ან ხე-ტყის დამზადების სპეციალურ ლიცენზიას. 5. ხე-ტყის /ხე-მცენარი ს ტრანსპორტირება – ხე-ტყის /ხე-მცენარი ს საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება (მოძრაობა). 6. გადამზიდავი პირი – პირი, რომელიც ახორციელებს ხე-ტყის ან ხე-მცენარ ის მიღებული მერქნული რესურსის ტრანსპორტირებას. 7. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი – მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტი, რომლის საფუძველზეც ხორციელდება ხე-ტყის ან ხე-მცენარი ს ტრანსპორტირება ამ დებულებით დადგენილი წესით. 8. პირველადი გადამუშავების პროდუქცია – მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან  ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად მიღებული ფიცარი (ჩამოგანული ან ჩამოუგანავი), ძელი, ძელაკი, შპალი, საპარკეტე ფრიზა, შავად ნამზადი დეტალი. 9. ფიცარი – სიგრძეზე დახერხილი მორის ნაწილი, რომლის სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე მეტი არ არის, ხოლო სიგანე ორჯერ და მეტად აღემატება სისქეს. ფიცარს აქვს ორი განიერი და ორი ვიწრო გვერდი. 10.   ძელი – სიგრძეზე დახერხილი ან გათლილი ხე (მორის ნაწილი), რომლის სისქე და სიგანე განივ ჭრილში 10 სანტიმეტრს აღემატება. ძელი შეიძლება იყოს სხვადასხვა მხრიდან ჩამოხერხილი, ხოლო ფორმის მიხედვით მახვილ და ბლაგვკუთხიანი. 11.   ძელაკი – მცირე ზომის ძელი, სიგრძეზე გახერხილი მორის ნაწილი. მისი სისქე სწორკუთხა განივ ჭრილში 10 სანტიმეტრზე ნაკლებია, ხოლო სიგანე არ აღემატება ორმაგ სისქეს. 12.   შპალი – დახერხილი ხის მასალა, რომელიც გამოიყენება რკინიგზის მშენებლობისთვის რკინიგზის ვაკისზე რელსების საყრდენად. შპალები იყოფა სამ ძირითად კატეგორიად: ძელისებური, ორმხრივ ჩამოხერხილი (ჩამოგანული) და სწორკუთხოვანი. 13. შავად ნამზადი დეტალი – გარკვეული პროდუქტის მისაღებად საჭირო ზომისა და ფორმის ნამზადი, რომლის მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება სასურველი სახის დეტალი. 14. საპარკეტე ფრიზა –  მცირე ზომის ნამზადი, რომლის შეშრობისა და მცირე (მექანიკური) დამუშავების შედეგად მიიღება პარკეტი. 15. ნაგვერდული – სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან ხე-მცენარის გადამუშავების (დახერხვის) დროს ნაპირზე ჩამოთლილი მორის ნაწილი, რომელსაც გააჩნია მხოლოდ ორი გვერდი: ერთი სწორი (ჩანახერხი მხარე) და მეორე დაუმუშავებელი (ამობურცული მხარე). 16. დაპობილ-დაჩეხილი სათბობი შეშა – სათბობი შეშა, რომელიც მიიღება     ხე-ტყის ან ხე-მცენარის დაპობისა და გაჩეხვის შედეგად. 17. სახერხი დანადგარი – მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის პირველადი გადამუშავების სახერხი ტექნოლოგიური საშუალებები (დაზგა-დანადგარები და მოწყობილობები, მათ შორის, მათი სამაგრი მოწყობილობები). 18. გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენები – სახერხი საამქროს  მიერ   მრგვალი ხე-ტყის (მორის), ასევე ხე-მცენარის გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ხის ნაფოტი, ბურბუშელა, ნახერხი. ასევე ხის სხვა ისეთი ნარჩენები, რომელთა განთავსების ადგილიდან გადაადგილება/გაფანტვა შესაძლებელია ქარის მეშვეობით. 19.   ბუნკერი – სახერხი საამქრ ოს ტერიტორიაზე სხვადასხვა მოყვანილობისა და ფორმის ფოლადის, რკინაბეტონის, ხის ან სხვა მყარი ნაკეთობის სათავსი (საცავი) ან ნაგებობა, რომელიც გამოიყენება  გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განსათავსებლად. 2 0. მდინარის ან ხევის კალაპოტი – მდინარის ან ხევის ის ნაწილი, სადაც გაედინება მდინარის ან ხევის წყალი მაქსიმალური დონის (წყალუხვობის) პერიოდში. 21.   მაღალმთიანი რეგიონი – ,,მაღალმთიანი რეგიონების სოციალურ-ეკონომიკური და კულტურული განვითარების შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული სოფლების, თემების და დაბების ჩამონათვალში არსებული დასახლება. 22.   ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლი – წყლის მაქსიმალური ზვირთცემისას წყლით დაფარული (მაქსიმალური დონის) შესაბამისი სანაპირო ხაზის კიდიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია. 23.   შავი ზღვის სანაპირო ზოლი – ზღვის ნაპირიდან 300 მეტრის ფარგლებში არსებული ტერიტორია. 24. სამინისტრო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო. 25. მინისტრი – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 26. ბუნებრივი რესურსების სააგენტო – საქართველოს ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბუნებრივი რესურსების სააგენტო. თავი II ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა, დოკუმენტის გაცემა, მათ გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები     მუხლი 3🔗. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გამოყენების ზოგადი მოთხოვნები 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი დადგენილი წესით ივსება ხე-ტყის დამზადების ადგილზე ხე-ტყის ტრანსპორტირებამდე ან/და შესაძლებელია ამავე წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ელექტრონული ფორმით შევსება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებული სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით. ელექტრონული ფორმით წარდგენილ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარდგენილ დოკუმენტს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ადასტურებს ხე-ტყის კანონიერ წარმოშობას. 2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის (შეუვსებელი ფორმა) დამზადებისა და გამოყენების სამართლებრივ საფუძვლებს ადგენს ,,მკაცრი აღრიცხვის ფორმების შესახებ” საქართველოს კანონი. 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება და ივსება ქართულ ენაზე გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით, დოკუმენტში ღიად დარჩენილი რეკვიზიტები აღინიშნება ,,Z”-ით. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა აფხაზეთში დადგენილი წესით ივსება აგრეთვე აფხაზურ ენაზე. 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ ამ დებულების №2 და №3 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში დოკუმენტის ფორმის გამცემი ორგანოს მიერ. 6. სპეციალური ფირნიშის მიღებისა და გაცემის რეგისტრაცია, ასევე დაზიანებული ან/და უკან დაბრუნებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ ამ დებულების №4 და №5 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში მისი გამცემი ორგანოს მიერ. 7. სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოები, რომელთაც ამ დებულების საფუძველზე მინიჭებული აქვთ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის უფლებამოსილება, ვალდებულნი არიან გამოყონ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმებისა და სპეციალური ფირნიშის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირები. 8. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა იბეჭდება სამ ეგზემპლარად. 9. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი გაცემიდან არა უმეტეს 72 საათისა უნდა ჩაბარდეს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის შესაბამის ორგანოს, ხოლო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში არსებული მონაცემები სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დადგენილი წესით უნდა აისახოს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში. ამასთან, სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით ელექტრონული ფორმით შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მონაცემთა ერთიან ბაზაში ელექტრონულად წარდგენა ხორციელდება ამ პუნქტით დადგენილ ვადებში. 10. დაუშვებელია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებულ ფორმაში რაიმე შესწორების შეტანა. შეცდომის დაშვების შემთხვევაში დაზიანებული ფორმა მის გამცემ ორგანოს შესაბამისი განაცხადით უნდა ჩაბარდეს ამ მუხლის მე-9 პუნქტით დადგენილ ვადებში. არასწორად შევსებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს იურიდიული ძალა არ აქვს და აკრძალულია მათი გამოყენება. 11. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ფორმის სტამბური წესით დაბეჭდვას უზრუნველყოფს სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე უფლებამოსილი ორგანო. 12. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი, ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელიც გაუქმების მიზეზების მითითებით ბარდება ამ მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე განსაზღვრულ მის განაწილებაზე პასუხისმგებელ პირს. 13. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება ხორციელდება მორის გადანაჭრელზე. მარკირების პროცესში სპეციალური ფირნიშის დაზიანების შემთხვევაში მისი უკან დაბრუნება ხორციელდება ამ მუხლის მე-12 პუნქტით დადგენილი წესით. 14. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერა შესაძლებელია შევსების დროს დაშვებული შეცდომის ან ფიზიკური დაზიანების გამო ჩამოწერის აქტის (დანართი №6) მიხედვით, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომრისა და ჩამოწერის მიზეზების მითითებით. გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის უტილიზაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 15. ყველა ჩანაწერი ამ მუხლით გათვალისწინებულ ჟურნალში უნდა გაკეთდეს გარკვევით ლურჯი ან შავი ფერის ბურთულიანი კალმით. დაუშვებელია ჟურნალში ჩანაწერების ამოშლა, გადაშლა. აუცილებლობიდან გამომდინარე, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალების წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: ,,შესწორება (რეკვიზიტის ნომერი) რეკვიზიტში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)”.     მუხლი 4🔗. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოებია: ა) ბუნებრივი რესურსების სააგენტო; ბ) საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდეგში – დაცული ტერიტორიების სააგენტო); გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება – გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – აჭარის სატყეო სააგენტო (შემდეგში – აჭარის სატყეო სააგენტო); დ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის სოფლის მეურნეობის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დეპარტამენტის საქვეუწყებო დაწესებულება – სატყეო სამმართველო. 2. ამ მუხლით განსაზღვრული ორგანოები საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სოციალური ჭრების განხორციელების შედეგად მოპოვებულ ხე-ტყეზე გასცემენ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტს.     მუხლი 5🔗. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანო, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების აღრიცხვისა და ანგარიშგების წესები 1. სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ტყითსარგებლობის შედეგად მოპოვებული  ხე-ტყის შემდგომი რეგულირების მიზნით, ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოა ბუნებრივი რესურსების სააგენტო. 2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის საფუძველია შესაბამისი ტყით სარგებლობის გენერალური ან ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზია ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და დადგენილი წესით ტყეკაფის გამოყოფა. 3. ბუნებრივი რესურსების სააგენტო ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და შესაბამისი სპეციალური ფირნიშების გაცემას უზრუნველყოფს შესაბამისი განაცხადიდან (მიმართვიდან) არა უმეტეს 5 სამუშაო დღის ვადაში. 4. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის გაცემის რეგისტრაცია წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ და ამ დებულების №7 და №8 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალებში. 5. ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული უკან დაბრუნებული, მათ შორის, დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების ან სპეციალური ფირნიშის აღრიცხვა წარმოებს ზონარგაყრილ, დანომრილ, დალუქულ და ამ ბრძანების №9 და №10 დანართებით დადგენილი ფორმების შესაბამის ჟურნალში. 6. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყით მოსარგებლეზე გაცემული, ასევე უკან დაბრუნებული და დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის შესახებ ინფორმაცია, ასევე დადგენილი წესით გაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში არსებული მონაცემები, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების თანახმად, უნდა აისახოს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში. 7. თუ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება არ ხორციელდება უშუალოდ  ხე-ტყით მოსარგებლის მიერ, მან ამისთვის ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წინასწარ უნდა წარმოადგინოს სხვა პირისთვის დოკუმენტის შევსების უფლებამოსილების მინიჭების თაობაზე დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტი ან საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა. 8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებულ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებაზე უფლებამოსილ პირებზე ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების განაწილების შესახებ ინფორმაცია აისახება ამ დებულების №11 დანართით დადგენილი ფორმის ზონარგაყრილ, დანომრილ, ხე-ტყით მოსარგებლის ბეჭდით დამოწმებულ ჟურნალში. 9. ყველა ჩანაწერი ამ დებულების №11 დანართით დადგენილი ფორმის ჟურნალში უნდა გაკეთდეს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-15 პუნქტის შესაბამისად. სრულად შევსებული ჟურნალი ინახება ხე-ტყის მოსარგებლის მიერ  ტყითსარგებლობის ვადის განმავლობაში. 10. ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია მიიღოს ყველა ზომა, რათა დაცული იყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალი, ასევე მისთვის გადაცემული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები და სპეციალური ფირნიშები დაკარგვის ან სხვაგვარი ზემოქმედებისგან. მათი შენახვის ადგილები უნდა იყოს ხელშეუხებელი გარეშე პირთათვის და სათანადოდ დაცული დაზიანებისაგან. 11. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი გადაეცემა ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემიდან არა უმეტეს 72 საათისა ან/და სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით ელექტრონული ფორმით შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი ამავე ვადაში დადგენილი წესით ელექტრონულად წარდგენილ უნდა იქნეს შესაბამის მონაცემთა ერთიან ბაზაში. 12. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის დაკარგვის შემთხვევაში ხე-ტყით მოსარგებლემ დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. 13. გაუხარჯავი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმები ან/და ხე–ტყის მარკირების სპეციალური ფირნიშები ტყითსარგებლობის ვადის გასვლის შემდეგ 30 კალენდალური დღის ვადაში წარმოდგენილ უნდა იქნეს ბუნებრივი რესურსების სააგენტოში. 14. ამ მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის და სპეციალური ფირნიშების შენახვაზე და დაცვაზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყით მოსარგებლეს.     მუხლი 6🔗. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ შესაბამისი წარმოშობის დოკუმენტის გაცემა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირთა უფლება-მოვალეობანი 1. სოციალური ჭრებით მოპოვებულ ხე-ტყეზე სახელმწიფო ტყის ფონდის მართვის უფლების მქონე ორგანოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ხე-ტყის დამზადების ბილეთი, ბუნებრივი რესურსების სარგებლობისთვის შესაბამისი მოსაკრებლისა და დადგენილ შემთხვევებში მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 2. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა I ხარისხის ხიდან მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მერქნული რესურსისა, რომლის მარკირებაც განხორციელდება ხე-ტყის მოსარგებლის მოთხოვნის შემთხვევაში. ამასთან, ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე სავალდებულოა II ხარისხის ხიდან მიღებული ხე-ტყე ხე-ტყის მოსარგებლის მიერ დაკოტრილ იქნეს სიგრძით არა უმეტეს ერთი მეტრისა. 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი უფლებამოსილი პირი ვალდებულია: ა) მოითხოვოს ხე-ტყის დამზადების ბილეთი, გარდა კანონმდებლობით დადგენილი შემთხვევებისა, ასევე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალებისა და ხე-ტყის გადამზიდავი პირის შესახებ); ბ) შეამოწმოს ფაქტობრივად დამზადებული რესურსისა და მისი ოდენობის შესაბამისობა ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებთან; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ: გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ.ბ) დარღვეულია ხე-ტყის დამზადების ადგილი და ხე-ტყის ათვისების ვადები; გ.გ) მოპოვებული რესურსის სახეობა არ შეესაბამება, ხოლო ოდენობა აღემატება ხე-ტყის დამზადების ბილეთში ასახულ მონაცემებს. 4. ამ მუხლით დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემთხვევაში: ა) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხდება სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე ხე-ტყის დამზადების ადგილიდან გამოსვლამდე; ბ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ბ.ა) სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის შევსება; ბ.ბ) ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ. ამასთან, მე-2 რეკვიზიტში ხორციელდება მითითება სოციალური ჭრის თაობაზე; ბ.გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველაზე ბოლოს; გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების სისწორეზე პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს, გარდა მე-7 რეკვიზიტში ,,დანიშნულების ადგილში“ მისათითებელი ინფორმაციისა, რომელიც ივსება ხე-ტყით მოსარგებლის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე. 5. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად   ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამისი ეგზემპლარის ხე-ტყით მოსარგებლეზე გადაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ. 6. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსებისა და გაცემის შემდეგ,  მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება შესაძლებელია ასევე განხორციელდეს დადგენილი წესით ელექტრონული ფორმით სპეციალური ხელსაწყოს მეშვეობით. 7. სოციალური ჭრის საფუძველზე მოპოვებული სპეციალური ფირნიშებით დაუმარკირებელი წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა და ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მოქმედების ვადა განისაზღვრება მისი გაცემიდან არა უმეტეს 24 საათისა. ამ ვადის გასვლის შემდეგ, ხე-ტყის მოსარგებლის მიერ მისი შემდგომი ტრანსპორტირება შესაძლებელია განხორციელდეს მხოლოდ დაჩეხილ-დაპობილი მერქნის (სათბობი შეშის) სახით და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტში ,,დანიშნულების ადგილის” მიხედვით შესაბამისი მუნიციპალიტეტის ან შესაბამისი თვითმმართველი ქალაქის საზღვრებში. აკრძალულია ამ პუნქტით გათვალიწინებული ხე-ტყის სახერხ საამქროში შეტანა ან/და ნებისმიერი ფორმით გასხვისება. 8. სოციალური ჭრის განხორციელების შედეგად სათბობი შეშით უზრუნველყოფის მიზნით მოპოვებულ ხე-ტყეზე წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე სავალდებულოა მისი დაკოტვრა სიგრძით არაუმეტეს ერთ მეტრამდე.     მუხლი 7🔗. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის შევსების წესი და პასუხისმგებლობა მასში ასახული ინფორმაციის სისწორეზე 1. ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსებამდე, ხე-ტყით მოსარგებლის (ლიცენზიანტის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელის) მიერ სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორის) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა. 2. ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყის სახერხ საამქროში გადამუშავების მიზნებიდან გამომდინარე, ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ასევე სავალდებულოა მათი მარკირება სპეციალური ფირნიშებით და დადგენილი წესით ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა. 3. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შევსება ხორციელდება შემდეგი წესების დაცვით: ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება; ბ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყით მოსარგებლის ან ამ დებულების შესაბამისად, მის მიერ უფლებამოსილი პირის მიერ; გ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველა რეკვიზიტის შევსების შემდეგ; დ) ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მარკირებული მერქნული რესურსის მოცულობა და საერთო მოცულობა (მ​3) ჯიშების მიხედვით, ასევე შესაბამისი სპეციალური ფირნიშის ნომრები აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-4 რეკვიზიტში მოცემულ ცხრილში. ცხრილის შეუვსებელ თითოეულ რეკვიზიტში დაისმევა – Z. ამასთან, ამავე რეკვიზიტში მრგვალი ხე-ტყის (მორის) მსხვილი ბოლოს დიამეტრის მითითება სავალდებულო არ არის; ე) წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა და ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) მოცულობა ჯიშების მიხედვით აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტში, მისი არარსებობისას აღნიშნულ რეკვიზიტში დაისმევა – Z. 4. ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ამ მუხლის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის რეკვიზიტებში ასახული მონაცემების შევსებაზე და სისწორეზე საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება ხე-ტყით მოსარგებლეს.     მუხლი 8🔗. ადგილობრივი თვითმმართველობის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირება, დადგენილ შემთხვევებში მათზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეების, მათ შორის კაკლის, წაბლისა და თუთის სახეობების (გარდა სხვა ხილ-კენკროვანი სახეობებისა) საქართველოს ტერიტორიაზე ტრანსპორტირებისთვის სავალდებულოა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც ხე-მცენარეებიდან მიღებული მერქნული რესურსის კანონიერად წარმოშობის დადასტურების მიზნით, უნდა მოიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) ხე-მცენარეების მოჭრის ან მოპოვების ადგილის შესახებ (მისამართი ზუსტი ადგილმდებარეობის მითითებით); ბ) ხე-მცენარეების მოცულობის (მ​3) შესახებ ჯიშის მიხედვით, ხოლო ხე-მცენარეებიდან მიღებული მორის შემთხვევაში –  მისი რაოდენობა, თითოეულის მორის სიგრძე, დიამეტრი წვრილი ბოლოდან, მოცულობა – ჯიშების მიხედვით და საერთო მოცულობა; გ) ხე-მცენარეების მესაკუთრის მონაცემების (ფიზიკური პირის შემთხვევაში სახელი, გვარი, პირადი ნომერი, იურიდიული პირის შემთხვევაში – მისი სახელწოდება და საიდენტიფიკაციო კოდი) შესახებ. 2. თვითმმართველი ერთეულის ან კერძო საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე მოპოვებული ხე-მცენარეებიდან მიღებული წვრილი ბოლოდან 12 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის და ერთ მეტრზე მეტი სიგრძის მერქნული რესურსის ტრანსპორტირების მიზნით სავალდებულოა  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება, ხოლო სახერხ საამქროში შეტანის მიზნით, ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 და მეტი სანტიმეტრის დიამეტრის ხე-ტყისა. ამ მიზნით დაინტერესებული პირი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია ადილობრივი თვითმმართველობის ორგანოს მიერ გაცემული ადგილწარმოშობის ცნობა, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ მუხლის პირველი პუნქტში მითითებულ ინფორმაციას. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ხორციელდება განაცხადის წარდგენიდან, არა უმეტეს 5 სამუშაო დღისა. ამავდროულად, დაინტერესებული პირი ვალდებულია წარადგინოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემისთვის შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი), საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი წესისა და ოდენობის შესაბამისად. 4. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი ვალდებულია: ა) მოითხოვოს წარმოშობის დოკუმენტში დასაფიქსირებელი მონაცემების ამსახველი შესაბამისი ინფორმაცია (მათ შორის, მონაცემები სატრანსპორტო საშუალების, გადამზიდავი პირისა და დანიშნულების ადგილის შესახებ); ბ)  შეამოწმოს ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, დამზადებული ხე-მცენარეების ოდენობა და სახეობა; გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე: გ.ა) თუ ხე-მცენარეების დამზადების ადგილი, ჯიში და ოდენობა (მ​3-ის) არ შეესაბამება წარმოდგენილ ხე-მცენარეების ადგილწარმოშობის ცნობაში ასახულ მონაცემებს; გ.ბ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას: ა) სავალდებულოა ყველა რეკვიზიტის შევსება, გარდა დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტისა, რომელიც გადაიხაზება – Z-ით; ბ) ყველა რეკვიზიტი ივსება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ; გ) დოკუმენტის მე-9 რეკვიზიტი ივსება ყველაზე ბოლოს; დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 6. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტების სრულად შევსების შემდეგ.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწაზე მოპოვებულ       ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა 1. სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეულ, სპეციალური ჭრების შედეგად მოპოვებულ და სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწაზე მოპოვებული ხე-ტყის ტრანსპორტრების დაწყებამდე სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ან/და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესით. 2. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა და სპეციალურ ფირნიშებით მარკირება ხორციელდება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს მიმართვის (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) საფუძველზე. 3. საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში სპეციალური ჭრების განხორციელებისას სპეციალური ჭრების განმახორციელებელი პირი წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) მიმართავს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს, მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისათვის. 4. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ამორიცხულ მიწაზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში ჭრების განხორციელებისას ჭრების განმახორციელებელი პირი მიმართავს წერილობით (სადაც მითითებულ უნდა იქნეს მოპოვებული რესურსის მოცულობა ჯიშების მიხედვით, ასევე მათი განთავსების ადგილი) ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მოპოვებულ ხე-ტყეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისთვის. 5. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, ამ მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტებში ასახული შესაბამისი დოკუმენტების (მიმართვის წერილის) გათვალისწინებით, ვალდებულია: ა) შეამოწმოს ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა შესაბამის დოკუმენტში (მიმართვის წერილის) ასახულ მონაცემებთან; ბ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ)  მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია; დ) თუ ხე-ტყის ჯიში ან/და ოდენობა არ შეესაბამება აღნიშნული დოკუმენტის (მიმართვის წერილის) მონაცემებს, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაიცემა აღნიშნული მონაცემების დაზუსტების შემდეგ.  6. ხე-ტყის სატრანსპორტო საშუალებაზე დატვირთამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ სავალდებულოა ხე-ტყის დამზადების შედეგად მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, გარდა ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრიდან 12 სანტიმეტრის ჩათვლით დიამეტრის ხე-ტყისა, რაც აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სათანადო რეკვიზიტებში, შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით. 7. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად   ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. 8. ამ მუხლის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის შევსება სავალდებულოა ამ პუნქტში მითითებული თავისებურებების გათვალისწინებით: ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება სახელმწიფო საკუთრებაში მიქცეული ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი ორგანოს სახელწოდება. მე-2 რეკვიზიტში ამ ორგანოს წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები. მე-5 რეკვიზიტში მიეთითება დოკუმენტის გაცემის (ხე-ტყის განთავსების) ადგილის მისამართი (თუ დამზადების ადგილი უცნობია),  ხოლო მე-6, მე-7  და მე-8 რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაციის (სატრანსპორტო საშუალების, დანიშნულების ადგილის ან ხე-ტყის გადამზიდავი პირის) არარსებობისას, აღნიშნული რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით. ბ) ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის პირველ რეკვიზიტში მიეთითება “ბუნებრივი რესურსების სააგენტო”-ს სახელწოდება. მე-2 რეკვიზიტში ამ მუხლის მე-2 ან მე-3 პუნქტების საფუძველზე წერილობითი მიმართვის რეკვიზიტები. მე-8 რეკვიზიტში ხე-ტყის გადამზიდავი პირის მონაცემები. 9. ამ მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტების საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას, დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის გადამზიდავ პირს, ხოლო პირველი და მე-3 ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს.     მუხლი 10🔗. საქართველოს ტერიტორიაზე იმპორტირებული ხე-ტყის რეგულირება 1. იმპორტირებული ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია იმპორტირებული ხე-ტყის (წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის) სახერხ საამქროში შეტანამდე უზრუნველყოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღება და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად. იმპორტიორი ვალდებულია ამისთვის მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის და მიაწოდოს ინფორმაცია ხე-ტყის შემოტანის თარიღის, შემოტანილი რესურსის მოცულობის (მ​3), დასამარკირებელი მერქნული რესურსის რაოდენობის ჯიშის მიხედვით და მათი პირველადი დასაწყობების ადგილის შესახებ. 2. ხე-ტყის იმპორტიორი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს     ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისა და სპეციალური ფირნიშებით მარკირებისთვის წარუდგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსზღვრული შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით. 4. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველია იმპორტის დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტები. 5. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემი, ამ მუხლის პირველ პუნქტში ასახული ინფორმაციის გათვალისწინებით, ვალდებულია: ა) შეამოწმოს იმპორტირებული ხე-ტყის ოდენობის შესაბამისობა იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში ასახულ მონაცემებთან; ბ) მოითხოვოს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შესაბამის რეკვიზიტებში მისათითებელი ინფორმაცია. გ) განაცხადოს უარი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე, თუ: გ.ა) არ არსებობს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის საფუძველი; გ.ბ)  იმპორტირებული ხე-ტყის ჯიში არ შეესაბამება ან/და ოდენობა აღემატება იმპორტის დამადასტურებელ შესაბამის დოკუმენტში გათვალისწინებულ მონაცემებს. გ.გ) არ არის წარმოდგენილი შესაბამისი მომსახურეობის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი); დ) ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას მე-2 და მე-3 ეგზემპლარი გადაეცემა ხე-ტყის მოსარგებლეს, ხოლო პირველი ეგზემპლარი რჩება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილ პირს. 6. თუ იმპორტიორის მიერ დარღვეულია ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღებისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები, იმპორტიორზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება იმპორტის დამადასტურებელი დოკუმენტების ფარგლებში განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი პასუხისმგებლობის დაკისრების შემდეგ.     მუხლი 11🔗. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამოყენებისა და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის ზოგადი დებულებები 1. ხე-ტყის ტყიდან ტრანსპორტირებისას თითოეული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტით გათვალისწინებული ხე-ტყე არ უნდა განთავსდეს სხვადასხვა სატრანსპორტო საშუალებაზე. 2. ხე-ტყის ტრანსპორტირებისას სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-2 ეგზემპლარი. 3. ხე-ტყე, რომელსაც ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ახლავს შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი (გარდა სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით ელექტრონული ფორმით შევსებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტისა, რომელიც ამ დებულებით დადგენილ ვადებში მიწოდებულია მონაცემთა ერთიან ბაზაში) ან/და მრგვალი ხე-ტყის (მორის) შემთხვევაში დადგენილი წესით არ არის მარკირებული სპეციალური ფირნიშებით იწვევს პასუხისმგებლობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 4. მრგვალი ხე-ტყის (მორის) სიგრძის გაზომვის დროს დასაშვებია ცდომილება არა უმეტეს 5 სმ-ით, ხოლო დიამეტრის გაზომვის დროს არა უმეტეს 2 სმ-ით.     მუხლი 12🔗. სპეციალური ფირნიშების მოქმედების ვადა, სპეციალური ფირნიშების გაუქმება, დაზიანებული სპეციალური ფირნიშების შეცვლა 1. დაუშვებელია სპეციალური ფირნიშის ხელმეორედ გამოყენება, აგრეთვე სპეციალური ფირნიშის გამოყენება, რომელზეც შეუძლებელია ნომრების ამოკითხვა. 2. სპეციალური ფირნიშის მოქმედების ვადა წყდება: ა) სპეციალური ფირნიშით მარკირებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში გადამუშავებისთანავე; ბ) თუ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების შემდგომ, სახერხ საამქროში ხე-ტყის გადამუშავებამდე დარღვეულია მისი მთლიანობა; გ) საკონტროლო ფირნიშის არარსებობისას. 3. სპეციალურ ფირნიშის დაზიანებისას შესაბამისი ხე-ტყით მოსარგებლე ან ხე-ტყის მფლობელი ვალდებულია მიმართოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს განაცხადით, რომელიც უნდა მოიცავდეს ინფორმაციას მრგვალი ხე-ტყის (მორის) ოდენობისა და განთავსების ადგილის თაობაზე და წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული შესაბამისი მომსახურების საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი), იმ შემთხვევაში თუ დაზიანებული სპეციალური ფირნიში განცალკევებულია მრგვალი ხე-ტყისგან (მორისგან), ასევე წარმოადგინოს დაზიანებული სპეციალური ფირნიშები. 4. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი გაიცემა ამ მუხლით დადგენილი წესით განაცხადის განხილვის შემდეგ არა უგვიანეს 7 სამუშაო დღისა, ხოლო უარი უნდა იყოს დასაბუთებული. ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას ვალდებულია: ა) მოითხოვოს ამ დებულების თანახმად გაცემული ხე-ტყის წარმოშობის შესაბამისი დოკუმენტი; ბ) მოითხოვოს შესაბამისი დაზიანებული სპეციალური ფირნიში, თუ იგი დადგენილი წესით არ არის წარმოდენილი; გ) შეამოწმოს მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და დაზიანებული სპეციალური ფირნიშის შესაბამისობა ხე-ტყის წარმოშობის შესაბამის დოკუმენტსა და  ბუნებრივი რესურსების სააგენტოში მრგვალ ხე-ტყეზე (მორზე) არსებულ მონაცემებთან და მხოლოდ მათი თანხვედრის შემთხვევაში გასცეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევებში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას სავალდებულოა თითოეული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით. 6. მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირების პროცესში დაზიანებული სპეციალური ფირნიშები სავალდებულოა წარმოდგენილ იქნეს ამ დებულების მე-3 მუხლის მე-9 პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში მათი დაზიანებიდან. 7. სახელმწიფო ტყის ფონდიდან ხე-ტყის ტრანსპორტირების პროცესში ან/და შემდგომ პერიოდში მარკირებული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშების დაზიანების შემთხვევაში აკრძალულია მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავება სპეციალური ფირნიშის ამ მუხლით დადგენილი წესით შეცვლამდე. თავი III ხე-ტყის პირველადი გადამუშავების ობიექტის (სახერხი საამქროს) ტექნიკური რეგლამენტი     მუხლი 13🔗. ზოგადი დებულებები წინამდებარე თავით დადგენილი მოთხოვნები სავალდებულოა ყველა სახერხი საამქროსათვის, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი დანადგარისა (ტექნიკისა) და მოწყობილობის (მათ შორის ამ დანადგარის სამაგრი მოწყობილობის) განთავსება/მონტაჟიდან მათ სრულ დემონტაჟამდე.     მუხლი 14🔗. ზოგადი მოთხოვნები 1. აკრძალულია სახერხი დანადგარების განთავსება/მონტაჟი: ა) სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე; ბ) დაცულ ტერიტორიაზე (გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე არსებული დაცული ლანდშაფტის, მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიისა და ბიოსფერული რეზერვატისა); გ) მდინარის კალაპოტის, ხევის ან მაგისტრალური სარწყავი არხის კიდიდან ორივე მხარეს – 50 მეტრის ფარგლებში, ხოლო მაღალმთიან რეგიონებში და მე-15 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში – 20 მეტრის ფარგლებში; დ) ტბებისა და წყალსაცავების წყალდაცვითი ზოლის ფარგლებში; ე) შავი ზღვის სანაპირო ზოლის ფარგლებში. 2. აკრძალულია მეწარმე სუბიექტების მიერ გადამუშავების შედეგად  წარმოქმნილი ნარჩენების განთავსება ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ტერიტორიის ფარგლებში. 3. სავალდებულოა სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის, მრგვალი ხე-ტყისა (მორისა) და მისი გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების განთავსების ტერიტორიის შემოღობვა არანაკლებ 1,5 მეტრი სიმაღლის რკინა-ბეტონის, ბეტონის, ხის ან სხვა მყარი კონსტრუქციით. 4. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ”, ,,დ”, ,,ე” ქვეპუნქტებისა და მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, დადგენილი მანძილი იანგარიშება შესაბამისი ობიექტის უახლოესი წერტილიდან სახერხი საამქროს სახერხი დანადგარის და ნარჩენების განთავსების ადგილის უახლოეს წერტილამდე. 5. აკრძალულია ხე-ტყის ან მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტის განთავსება სახერხი საამქროს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებს გარეთ (დატვირთვისა და ჩამოცლის პროცესის მიმდინარეობის გარდა). 6. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია შეასრულოს ამ თავით გათვალისწინებული შესაბამისი მოთხოვნები სახერხი დანადგარების განთავსება/მონტაჟიდან მის სრულ დემონტაჟამდე, მიუხედავად იმისა, აწარმოებს თუ არა ხე-ტყის გადამუშავებას. 7. სახერხი საამქროს საქმიანობის განსახორციელებლად სავალდებულოა სახერხი დანადგარის მთლიანი ან მისი ნაწილი უძრავად იყოს დამაგრებული საქმიანობის ადგილზე.     მუხლი 15🔗.  სახერხ საამქროში დაბინძურების თავიდან აცილების მოთხოვნები 1. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის) ან მისგან მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის ქიმიური დამუშავების მიზნით, სახერხი საამქროების ტერიტორიაზე გამოყოფილი სპეციალური მოედნები, აგრეთვე ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები აუცილებლად უნდა აღიჭურვოს მყარი მონოლითური (წყალგაუმტარი) დამცავი საფარით, ქიმიკატების ნიადაგსა და გრუნტის წყლებში გაჟონვის თავიდან ასაცილებლად, ასევე შესაბამისი წყალშემკრები სისტემით, ასევე ქიმიურ საშუალებათა შესანახი ადგილები უნდა იყოს დაცული და მიუწვდომელი უცხო პირთათვის. 2. სახერხი საამქროს მიმდებარე ტერიტორიის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად სავალდებულოა მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა საწარმოს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილას – ბუნკერში, ხოლო ნაგვერდულების განთავსება საწარმოს ტერიტორიაზე ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე. 3. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია არ დაუშვას სახერხი საამქროს ბუნკერების გადავსება გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებით, გადავსებამდე განახორციელოს მისი დაცლა და სახერხი საამქროს ტერიტორიიდან გატანა საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. იმ შემთხვევაში, თუ სახერხ საამქროში გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენებისა და სახერხი დანადგარების განთავსების ტერიტორია შემოღობილია რკინა- ბეტონის ან ბეტონის არანაკლებ 2,5 მეტრი და მეტი სიმაღლის მყარი კონსტრუქციით, მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი ნარჩენების შენახვა განახორციელოს ამ პუნქტის შესაბამისად საწარმოს შემოღობილი ტერიტორიის ფარგლებში, ბუნკერის გარეშე, ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე იმგვარად, რომ მაქსიმალურად იქნეს გამორიცხული ქარის მიერ აღნიშნული ნარჩენების შემოღობილი ტერიტორიის გარეთ გადატანა, ამასთან გადამუშავების შედეგად წარმოქმნილი და დასაწყობებული ნარჩენების სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს აღნიშნული ღობის კონსტრუქციის სიმაღლეს.     მუხლი 16🔗. სახერხ საამქროში მრგვალი ხე-ტყის (მორის), მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და სპეციალური ფირნიშების აღრიცხვის სავალდებულო მოთხოვნები 1. სავალდებულოა სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტების მიერ ,,ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ” (შემდეგში – ჟურნალი) წარმოება ამ დებულებით დამტკიცებული ფორმისა და მოთხოვნების შესაბამისად. 2. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, გვერდები დანომრილი. ჟურნალის დამოწმება ხორციელდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან შესაბამისი ტერიტორიული ორგანოს მიერ მისი სამოქმედო ტერიტორიისა და სახერხი საამქროს ადგილმდებარეობის გათვალისწინებით. 3. სახერხი საამქროს მფლობელი პირის მიერ შესაძლებელია განხორციელდეს ჟურნალის წარმოება ელექტრონული ფორმით ონლაინ რეჟიმში ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ოფიციალური ვებგვერდის (www.anr.ge , შემდეგში – ვებგვერდი) გამოყენებით ან ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებული სპეციალური ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით ამ თავის შესაბამისად. ელექტრონული ფორმით შედგენილი და წარმოებული დოკუმენტი არ საჭიროებს უფლებამოსილი პირის ხელმოწერას და მას აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც წერილობითი ფორმით წარმოებულ და პირადი ხელმოწერით დამოწმებულ დოკუმენტს. 4. სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, სახერხი დანადგარების განთავსება/მონტაჟიდან მრგვალი ხე-ტყის (მორის) ამ დებულებით დადგენილი წესით მიღებამდე, მაგრამ სახერხი დანადგარების განთავსება/მონტაჟიდან არა უგვიანეს 7 კალენდალური დღისა, ჟურნალის დამოწმებისთვის ან ელექტრონული ფორმით ჟურნალის წარმოების უფლების მინიჭებისთვის ბუნებრივი რესურსების სააგენტოში შესაბამისი განაცხადით ჟურნალთან (ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ჟურნალის გარეშე) ერთად წარმოადგინოს: ა) დაკავებული მიწის საკუთრების ან კანონიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტი; ბ) სახერხი საამქროს ჟურნალის წარმოებასა და საწარმოს წარმომადგენლობაზე სხვა პირ(ებ)ის უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი ნოტარიულად დამოწმებული დოკუმენტ(ებ)ი ან საწარმოს/ორგანიზაციის მიერ გაცემული მინდობილობა (თუ ჟურნალის წარმოება არ ხორციელდება უშუალოდ საწარმოს ხელმძღვანელის მიერ); გ) ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან. 5. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ჟურნალის წარმოებაზე უფლებამოსილი პირის შეცვლის შემთხვევაში, მის მიერ ჟურნალის წარმოების დაწყებამდე აცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს და ამ მუხლის მე-4 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად წარმოადგინოს უფლებამოსილების მინიჭების დამადასტურებელი დოკუმენტი. 6. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების წარმოდგენის შემდგომ, დანართი №13-ით გათვალისწინებული ჟურნალის დამოწმება ხდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს შესაბამისი უფლებამოსილი პირის მიერ (ფორმა №1-ის შევსება ხდება ჟურნალის წარდგენამდე, ხოლო ჟურნალის ფორმა №2-ის შევსება ხდება დადგენილი წესით სახერხი საამქროების საქმიანობისას). 7. სახერხი საამქროს მფლობელი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოში წარმოადგინოს სახერხი საამქროს საქმიანობისას სრულად შევსებული ჟურნალი, რომლის შესაბამის ბოლო გვერდზე ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილი პირის მიერ ხორციელდება შესაბამისი აღნიშვნა ჟურნალის სრულად შევსების თაობაზე, რის შემდეგაც ჟურნალი უკან უბრუნდება მის მესაკუთრეს, ხოლო ახალი ჟურნალი მოწმდება ამ მუხლის მოთხოვნების შესაბამისად (გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტისა).     მუხლი 17🔗. სახერხ საამქროში ხე-ტყის მიღებისა და შესაბამისი ჟურნალის წარმოების მოთხოვნები 1. ჟურნალში, მათ შორის, ელექტრონული ფორმით აღრიცხვა ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხი საამქროს ტერიტორიაზე განთავსებისთანავე, ხოლო ხე-ტყის პირველადი პროდუქტის გადამუშავებისას – სამუშაო დღის განმავლობაში სამუშაო პროცესის დასრულებისთანავე, მაგრამ არა უგვიანეს გადამუშავებიდან 12 საათისა. 2. სახერხ საამქროში სხვადასხვა პირის მიერ შეტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავების შედეგად მიღებული პირველადი გადამუშავების პროდუქტის დასაწყობება ხორციელდება ერთმანეთისგან განცალკევებით. 3. ჟურნალში ჩანაწერი წარმოებს ლურჯი ან შავი ფერის კალმით, ჩანაწერები კეთდება მკაფიოდ და აკრძალულია შეტანილ მონაცემთა ამოშლა, გადაშლა ან სხვაგვარი გადაშლის საშუალების გამოყენება. თუ ჟურნალის რომელიმე გრაფის შევსებისას დაშვებულ იქნა მექანიკური შეცდომა, შეცდომით გაკეთებული ჩანაწერი მკრთალად გადაიხაზება კალმით ისე, რომ ნათლად შეიძლებოდეს შეცდომით გაკეთებული ჩანაწერის წაკითხვა. ახალი ჩანაწერი კეთდება იმავე სვეტში შემდეგ სტრიქონზე გარკვევით, ხოლო სვეტში ,,შენიშვნა” პირი, რომელიც პასუხისმგებელია ჟურნალის წარმოებაზე, აკეთებს შემდეგ ჩანაწერს: ,,შესწორება (გრაფის ნომერი) გრაფაში გაკეთებულია (თარიღი), ხელმოწერა (გვარი, სახელი)”. 4. სახერხი საამქროში გადასამუშავებლად მიიღება მხოლოდ ამ დებულების შესაბამისად სპეციალური ფირნიშებით მარკირებული მრგვალი ხე-ტყე (მორი). თუ ვერ ხერხდება სახერხ საამქროში შემოტანილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშით იდენტიფიცირება ბუნებრივი რესურსების სააგენტოსთან შეთანხმებული ელექტრონული ხელსაწყოს მეშვეობით, სახერხი საამქროში არ  უნდა განხორციელდეს აღნიშნული მრგვალი ხე-ტყის (მორის) გადამუშავება მის იდენტიფიცირებამდე. ამასთან, მრგვალი ხე-ტყის (მორის) სახერხ საამქროში განთავსებისას ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 ეგზემპლარის გადაცემა ხორციელდება სახერხი საამქროს ხელმძღვანელზე ან მის მიერ განსაზღვრულ პირზე (გარდა სახერხ საამქროში შეტანამდე ხე-ტყის გასხვისების შემთხვევებისა). 5. სავალდებულ ოა სახერხი საამქრო ში ხე-ტყის მიღებისას მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშის ნომრები მითითებულ უნდა იქნეს ჟურნალის მე-2 გრაფაში , ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების რეკვიზიტების მითითების შემდეგ – თითოეული სპეციალური ფირნიშის ნომერი მიეთითება თითოეულ მე-2 გრაფაში ვერტიკალურად, ხოლო ამ სპეციალური ფირნიშით გათვალისწინებული მარკირებული მრგვალი ხე-ტყის სხვა რეკვიზიტები ჟურნალის შემდეგ გრაფებში, სპეციალურ ფირნიში ს შესაბამისი ნომრების მიხედვით. 6. სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) გადამუშავების პროცესის დაწყებისას სავალდებულოა სპეციალური ფირნიშიდან ამოღებულ იქნეს საკონტროლო ფირნიში და უზრუნველყოფილ იქნეს მისი შენახვა ამ მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით. 7. სახერხ საამქროში საქმიანობის განხორციელებისას ჟურნალი, სპეციალური ფირნიშები და საკონტროლო ფირნიშები, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მე-3 ეგზემპლარი ინახება სახერხი საამქროს ტერიტორიაზე სათანადოდ დაცულ ადგილას, რომელიც ხელმისაწვდომია მხოლოდ სახერხი საამქროს მფლობელის ან მის მიერ ამ თავით დადგენილი წესით ჟურნალის წარმოებაზე განსაზღვრული პასუხისმგებელი პირისთვის. ამასთან, იგი მოთხოვნისთანავე დაუყოვნებლივ უნდა წარედგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს უფლებამოსილ პირს. 8. ჟურნალის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში სახერხი საამქრო ვალდებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს, სადაც განხორციელდა ჟურნალის დამოწმება. 9 სრულად შევსებული ჟურნალი მეწარმე სუბიექტების მიერ ინახება 6 წლის განმავლობაში, მიუხედავად სახერხი საამქროს მიერ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად საქმიანობის შეწყვეტისა. ჟურნალი მოთხოვნისთანავე უნდა წარედგინოს ბუნებრივი რესურსების სააგენტოსა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა მაკონტროლებელ სახელმწიფო ორგანოებს. 10. ჟურნალის დაზიანება ან დაკარგვა სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმე სუბიექტს არ ათავისუფლებს შესაბამისი პასუხისმგებლობისაგან. 11. ჟურნალში არასწორი ჩანაწერების შეტანისთვის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებლობა ეკისრება სახერხი საამქროს მფლობელ მეწარმე სუბიექტს.     მუხლი 18🔗. სახერხი საამქროს ანგარიშგების მოთხოვნები 1. სახერხი საამქროს ანგარიში არის დოკუმენტი, რომელიც ასახავს ინფორმაციას სახერხი საამქროს მიერ მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავებისა და სპეციალური და საკონტროლო ფირნიშების შესახებ. 2. სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი, რომელიც არ ახორციელებს ჟურნალის ელექრონული ფორმით წარმოებას ვალდებულია ადგილმდებარეობის მიხედვით ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს ყოველთვიური ანგარიში (დანართი 14) ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა. 3. სახერხი საამქროს მფლობელის მიერ, სპეციალური ფირნიშით მარკირებული ხე-ტყის (მორის) მიღებისას მისი გადამუშავების შემდეგ სპეციალური ფირნიშიდან მიღებული საკონტროლო ფირნიში ყოველი მომდევნო თვის არა უგვიანეს 15 რიცხვისა მიღება-ჩაბარების აქტით ბარდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს ან მის შესაბამის ტერიტორიულ ორგანოს მისი სამოქმედო ტერიტორიის გათვალისწინებით, ხოლო ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში იგი ვალდებულია საკონტროლო ფირნიში წარმოადგინოს აღნიშნულ ვადებში ყოველთვიურ ანგარიშთან ერთად. 4. სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია: ა) ლიკვიდაციის, რეორგანიზაციის (გარდაქმნა, შერწყმა, გაყოფა) შესახებ, შესაბამისი პროცესის დაწყებიდან – 2 კვირის ვადაში; ბ) ინდივიდუალური მეწარმის გაუქმების შემთხვევაში, რეგისტრაციის გაუქმების შესახებ შესაბამისი განცხადების წარდგენისთანავე. თავი IV გარდამავალი რეგულირება      მუხლი 19🔗.  გარდამავალ პერიოდში ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის რეგულირება 1. ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან 2011 წლის პირველ ივლისამდე გაცემული დოკუმენტების (დედნის) საფუძველზე ფაქტობრივად არსებული მრგვალი  ხე-ტყის (მორის) შემდგომი სამართლებრივი რეგულირებისთვის, ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან მათზე გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტების ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტებით ჩანაცვლების მიზნით, აღნიშნული დოკუმენტებით გათვალისწინებული ხე-ტყით მოსარგებლე უფლებამოსილია 2011 წლის 1 ივლისიდან ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიმართოს განაცხადით და წარმოადგინოს ამ დებულებით დამტკიცებული №15 დანართით გათვალისწინებული ინფორმაცია. ამასთან, ხე-ტყის მოსარგებლე ვალდებულია განაცხადთან ერთად წარმოადგინოს ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან მათზე გაცემული შესაბამისი (რომელთა საფუძველზეც უნდა განხორციელდეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა) ,,ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, ხე-ტყით მოსარგებლეს მისი მოთხოვნის საფუძველზე გადაეცემა შესაბამისი ოდენობის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმა და სპეციალური ფირნიში. ამასთან, იგი ვალდებულია წარმოადგინოს საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გაცემისთვის შესაბამისი საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი). 3. ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშის გადაცემის შემდეგ, ხე-ტყით მოსარგებლე დადგენილი წესით ახორციელებს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემასა (შევსებას) და მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშებით მარკირებას 2011 წლის 1 აგვისტომდე. 4. ამ მუხლის შესაბამისად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის შემდეგ  ხე-ტყით მოსარგებლე ვალდებულია 2011 წლის 1 აგვისტოდან ერთი თვის ვადაში წარმოადგინოს გამოწერილი, №12 დანართით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის პირველი ეგზემპლარი. 5. ამ მუხლით გათვალისწინებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) განთავსების ადგილის მიუხედავად, გარდა სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიისა, სადაც ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ამ დებულების მე-7 მუხლის შესაბამისად. 6. ამ მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გამცემის მიერ ხორციელდება მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირება სპეციალური ფირნიშებით, რაც აისახება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის სათანადო რეკვიზიტებში, შეუვსებელი რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით, ხოლო სახერხში საამქროში შეტანის მიზნით სავალდებულოა ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა და სპეციალური ფირნიშებით მარკირება ნებისმიერი მერქნული რესურსის (მათ შორის ერთ მეტრამდე სიგრძის დაკოტრილი მრგვალი ხე-ტყისა (მორი) და წვრილი ბოლოდან 4 სანტიმეტრზე მეტი დიამეტრის ხე-ტყის). 7. იმ შემთხვევაში თუ 2011 წლის 1 ივლისამდე მრგვალი ხე-ტყე განთავსებულია სახერხ საამქროში, აკრძალულია ამ მუხლის შესაბამისად აღნიშნული ხე-ტყის სპეციალური ფირნიშებით მარკირებამდე და ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემამდე სახერხი საამქროს მიერ მისი გადამუშავება. 8. დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი პირის მიერ ამ მუხლის თანახმად   ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემა ხორციელდება ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ყველა რეკვიზიტის სრულად შევსების შემდეგ. ამასთან დოკუმენტის მე-3 რეკვიზიტის და მე-5 რეკვიზიტის ,,ტყეკაფის ნომრის” ადგილი გადაიხაზება – Z-ით, ასევე თუ არ ხორციელდება ხე-ტყის ტრანსპორტირება დოკუმენტის მე-6, მე-7 და მე-8 რეკვიზიტები გადაიხაზება – Z-ით. 9. ამ მუხლის საფუძველზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემისას დოკუმენტის მე-2 რეკვიზიტში  ,,დოკუმენტის გაცემის საფუძველში” მიეთითება ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტში მოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტის საფუძველზე 2011 წლის პირველი იანვრიდან გაცემული შესაბამისი ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის რეკვიზიტები (სახელწოდება, გაცემის თარიღი და ნომერი). 10. ამ მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა ხორციელდება ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების მფლობელების მიერ. 11. გარდა ტყით სარგებლობის გენერალური ლიცენზიის, ხე-ტყის დამზადების სპეციალური ლიცენზიის ან გრძელვადიანი ტყითსარგებლობის ხელშეკრულების შემთხვევებისა, ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის შეცვლა ხორციელდება ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიერ. ამ შემთხვევებში დაინტერესებული პირი ბუნებრივი რესურსების სააგენტოს მიმართავს ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად, ამავდროულად იგი ვალდებულია წარადგინოს მის მიერ მოთხოვნილი დოკუმენტის გაცემისთვის და მრგვალი ხე-ტყის (მორის) მარკირებისთვის საქართველოს მთავრობის დადგენილებით გათვალისწინებული შესაბამისი მომსახურების გაწევის საფასურის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი (ქვითარი).      მუხლი 20🔗. სახერხი საამქროს მოთხოვნების გარდამავალი რეგულირება   1. სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი ვალდებულია სახერხი საამქრო შესაბამისობაში მოიყვანოს ამ დებულების III თავით დადგენილ მოთხოვნებთან  ამ დებულების ძალაში შესვლიდან არა უმეტეს 30 კალენდალური დღისა, ხოლო საწარმოს რეკონსტრუქცია ან მისი ადგილმდებარეობის შეცვლა/გადატანა განახორციელოს ამ დებულების ძალაში შესვლიდან არა უგვიანეს 60 კალენდალური დღისა. 2. იმ სახერხი საამქროს მფლობელი მეწარმე სუბიექტი, რომელსაც გააჩნია ამ დებულების ამოქმედებამდე არსებული მოთხოვნების დაცვით სათანადო წესით დამოწმებული ჟურნალი, უფლებამოსილია ამ დებულების III თავით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად აწარმოოს აღნიშნული ჟურნალი მის დამთავრებამდე. თავი V კონტროლი წინამდებარე დებულების მოთხოვნების შესრულებაზე     მუხლი 21🔗. კონტროლის განმახორციელებელი ორგანო ამ დებულების გათვალისწინებული წესების შესრულებაზე კონტროლი ხორციელდება  საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №2 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № I II III 1 ტერიტორიული ორგანოს დასახელება მომართვის №, თარიღი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემის თარიღი №...დან №...მდე რაოდენობა 2 3 4 5 6 გაგრძელება – IV V VI გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის შენიშვნა სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა დანართი №3 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის, ასევე დაზიანებული, უკან დაბრუნებული ან/და გაუქმებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი დოკუმენტის ნომერი გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 გაგრძელება უკან დაბრუნებული დაზიანებული ან/და გაუქმებული დოკუმენტის შენიშვნა დაბრუნების თარიღი დოკუმენტის ნომერი გვარი სახელი თანამდებობა დანართი №4 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ მის ტერიტორიულ ორგანოებზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № I II III 1 ტერიტორიული ორგანოს დასახელება მომართვის №, თარიღი სპეციალური ფირნიშის გაცემის თარიღი №...დან №...მდე რაოდენობა 2 3 4 5 6            გაგრძელება IV V VI გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის შენიშვნა სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა დანართი №5 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის გაცემაზე უფლებამოსილი ორგანოს მიერ დოკუმენტის გამცემ პასუხისმგებელ პირზე სპეციალური ფირნიშის გაცემის, ასევე დაზიანებული ან/და გაუქმებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № გაცემის თარიღი სპეციალური ფირნიშის ნომერი გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი, გვარი თანამდებობა ხელმოწერა 1 2 3 4 უკან დაბრუნებული დაზიანებული ან/და გაუქმებული სპეციალური ფირნიშის შენიშვნა დაბრუნების თარიღი ნომერი გვარი სახელი თანამდებობა დანართი №6 აქტი №–––– ,,-----” ,,--------------” 201­–– წელი გამოსაყენებლად უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის შესახებ № დოკუმენტის ან სპეციალური ფირნიშის ნომერი ჩამოწერის მიზეზი 1 2 3 4 5 ხელმოწერით ვადასტურებთ აქტის მიხედვით წარმოდგენილი უვარგისი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის ჩამოწერის სისწორეს: ადმინისტრაციული ორგანოს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი:                                      /---------------- ---------/ ადმინისტრაციული ორგანოდან ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის ან სპეციალური ფირნიშის განაწილებაზე პასუხისმგებელი პირი:              /--------------------- -------/ დანართი №7 ხე-ტყით მოსარგებლეზე ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № I II 1 ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი, მეწარმე სუბიექტის  შემთხვევაში დასახელებ) ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი მომართვის №, თარიღი მინდობი ლობის №, თარიღი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის 2 გაცემის თარიღი ნომერი რაოდენობა 3 4 5 6             გაგრძელება III IV V გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმის მიმღების შენიშვნა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი ხელმოწერა დანართი №8 ხე-ტყით მოსარგებლეზე სპეციალური ფირნიშის გაცემის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № I II 1 ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის  შემთხვევაში დასახელება) ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკ რულების ნომერი საიდენტიფი კაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი მომართვის №, თარიღი მინდობილობის №, თარიღი სპეციალური ფირნიშის 2 გაცემის თარიღი ნომერი რაოდენობა 3 4 5 6 გაგრძელება III IV V გაცემაზე პასუხისმგებელი პირის სპეციალური ფირნიშის მიმღების შენიშვნა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი ხელმოწერა დანართი №9 ხე-ტყით მოსარგებლის მიერ უკან დაბრუნებული დაზიანებული ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა I II 1 ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება) ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი მომართვის №, თარიღი მინდობი  ლობის №, თარიღი უკან დაბრუნებული დაზიანებული  ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის 2 დაბრუნების თარიღი ნომერი რაოდენობა 3 4 5 6   გაგრძელება III IV V ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის მიმღები პასუხისმგებელი პირის ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის წარმომდგენი პირის შენიშვნა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი ხელმოწერა დანართი №10 უკან დაბრუნებული დაზიანებული სპეციალური ფირნიშის აღრიცხვის ჟურნალის ფორმა  № I II 1 ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება) ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი მომართვის №, თარიღი მინდობი ლობის №, თარიღი უკან დაბრუნებული დაზიანებული სპეციალური ფირნიშის 2 დაბრუნების თარიღი ნომერი რაოდენობა 3 4 5 6   გაგრძელება III IV V სპეციალური ფირნიშის მიმღები პასუხისმგებელი პირის სპეციალური ფირნიშის წარმომდგენი პირის შენიშვნა სახელი გვარი თანამდებობა ხელმოწერა სახელი გვარი ხელმოწერა დანართი №11 ხე-ტყით მოსარგებლის მიერ ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების განაწილების აღრიცხვის ჟურნალის ფორმა № I II 1 ხე-ტყით მოსარგებლე (სახელი, გვარი,  მეწარმე სუბიექტის შემთხვევაში დასახელება) ლიცენზიის ან შესაბამისი ხელშეკრულების ნომერი საიდენტიფიკაციო ნომერი, ფიზიკური პირის შემთხვევაში პირადი ნომერი ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტის ფორმისა და სპეციალური ფირნიშების 2 გაცემის თარიღი ნომერი 3 4 5 6 გაგრძელება III IV V გაცემაზე პასუხისმგებელი პირის მიღებაზე პასუხისმგებელი პირის შენიშვნა სახელი, გვარი მინდობილობის №, თარიღი ხელმოწერა სახელი გვარი მინდობილობის №, თარიღი ხელმოწერა დანართი №12 ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტი № 0000000000 1. ხე-ტყით მოსარგებლე: ------------------------------------------------------------------------------------- ​                                               იურიდიული ან ფიზიკური პირის დასახელება/ვინაობა, მისამართი, საიდენტიფიკაციო კოდი (არსებობის შემთხვევაში) ​/ პირადი ნომერი ------------------------------------------------------------------------------------------------------------------- 2. დოკუმენტის გაცემის  საფუძველი: ---------------------------------------------------------------------                                                                           ​სანებართვო დოკუმენტის ნომერი და გაცემის თარიღი 3. მონაცემები (არამარკირებული) ხე-ტყის მოცულობისა და ჯიშის შესახებ: ​1 ხე-ტყის ჯიში ​  ​  ​  ​  ​2 ხე-ტყის მოცულობა 4. მონაცემები მარკირებული მრგვალი ხე -ტყის (მორის ) შესახებ : ​№ მორების რაოდენობა ​1 ​2 ​3 ​4 ​5 ​6 ​7 ​8 ​1 ფირნიშის ნომერი ​2 ჯიში ​3 მორების სიგრძე, დიამეტრი ბოლოების მიხედვით სიგრძე (მ) მსხვილი (სმ) წვრილი (სმ) ​  მორის მოცულობა ​№ მორების რაოდენობა ​9 ​10 ​11 ​12 ​13 ​14 ​15 ​16 ​1 ფირნიშის ნომერი ​2 ჯიში ​3 მორების სიგრძე, დიამეტრი ბოლოების მიხედვით სიგრძე (მ) მსხვილი (სმ) წვრილი (სმ) ​  მორის მოცულობა 5. დამზადების ადგილი: -------------------------------------------------------------------------------------- ​                                                                                  მიეთითება სატყეო უბანი, სატყეო, კვარტალი და ლიტერი, სხვა შემთხვევაში – განთავსების --------------------------------------------------------------- ტყეკაფის № ------------------------------------- ​                                             ზუსტი მისამართი 6. სატრანსპორტო საშუალება: ------------------------------------------------------------------------------- ​                                                                                                                                                         სახეობა, სახელმწიფო ნომერი 7. დანიშნულების ადგილი: ---------------------------------------------------------------------------------- ​                                                                                                                                                                                                ზუსტი მისამართი 8. ხე-ტყის გადამზიდავი პირი: ------------------------------------------------------------------------------                                                                      ​ხე-ტყის გადამზიდავი პირის სახელი და გვარი (გარკვევით), პირადი ნომერი 9. დოკუმენტის შევსების დრო და თარიღი:      ------ სთ  ------წთ    ”-------” ”----------------------------” 201 წ. 10. დოკუმენტის შევსებაზე პასუხისმგებელი პირის სახელი ------------------- გვარი ---------------- თანამდებობა --------------------------------------------------------------------------------------------------                                       ​ტყის ფონდის მართვის ორგანოს მიერ დოკუმენტის შევსების შემთხვევაში სავალდებულოა ამ გრაფის შევსება                                               ხელმოწერა ------------------------------------ დამამზადებელი: –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამკვეთი: ----------------------------------------------------------------------------------- სფს-ს რეგისტრაციის № –––––––––––––––––––––––––––––––––––– დანართი №13 (პირველი გვერდი)                                                                                                                                              ფორმა  №1 ხე-ტყის, მისი პირველადი გადამუშავების პროდუქტისა და შესაბამისი დოკუმენტების აღრიცხვის ჟურნალი                                                                                                               „ ––––––”  „ ––––––––––” 201––––––    წელი (თვე) 1) საწარმოს დასახელება  ––––––––––––––––––––––– 2) საწარმოს მფლობელი  –––––––––––––––––––––––––––––––– 3) საიდენტიფიკაციო ნომერი–––––––––––––––––––––– 4) ტელეფონის ნომერი ––––––––––––––––––––––––––––––– 5) საწარმოს მონაცემები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (საწარმოს მისამართი, შენობის ტიპი – კაპიტალური, დროებითი და სხვა) 6) სახერხი დანადგარების მონაცემები –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (რაოდენობა და ტიპი, მისი სიმძლავრე, და სხვა დანადგარები მათი არსებობის შემთხვევაში, მათ შორის  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– მერქნის ქიმიური დამუშავებისას გამოყენებული, შესაბამისი პარამეტრების მითითებით) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– 7) ცვლილებები ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მე-7 გრაფაში მიეთითება ინფორმაცია 1-6 გრაფებში მითითებული მონაცემების შეცვლის ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– შემთხვევაში,  რაც ამავე დროს უნდა ეცნობოს შესაბამის ორგანოს) –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (ჟურნალის შემდეგი გვერდი)                                                                                                                                                                                                                                                                          ფორმა №2 რიგითი № ხე-ტყის შემოსვლის თარიღი (წელი, თვე, რიცხვი, საათი) ხე-ტყის წარმოშობის ან კანონიერების დამადასტურებელი შესაბამისი დოკუმენტის რეკვიზიტები (ნომერი, გაცემის თარიღი) ხე-ტყის სახეობა (ჯიში) ხე-ტყის მოცულობა, მ​3 სახერხ საამქროში ხე-ტყის შემომტანი პირი (სახელი, გვარი, პირადი №) სატრანსპორტო საშუალების მარკა, სახელმწიფო ნომერი ხე-ტყის შემომტანის ხელმოწერა გადამუშავების (დახერხვის) თარიღი (წელი, თვე, რიცხვი) ხე-ტყის გადამუშავების პროდუქტის მოცულობა მ​3 სორტიმენტების მიხედვით, საერთო მოცულობა მ​3 1 2 3 4 5 6 7 8  9 10 კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში და დადგენილი წესით ხე-ტყის პირველადი გადამუშავების პროდუქტზე გაცემული დოკუმენტის რეკვიზიტები (ნომერი, სერია, გაცემის თარიღი,) შემოტანილი ხე-ტყის გადამუშავების შემდეგ, პროდუქტის გატანისას სახერხ სამქროში დარჩენილი ნაშთი: (გადასამუშავებელი ხე-ტყე ან/და გადამუშავებული პროდუქტი, მ​3 (მისი არარსებობისას დაისმევა X) სახერხი საამქროდან პროდუქტის გასვლის თარიღი (წელი,თვე, რიცხვი, საათი) ჩავაბარე ჩავიბარე შენიშვნა (მისი არარსებობისას დაისმევა X) სახერხი საამქროს შესაბამისი პასუხისმგებელი პირი (სახელი, გვარი) მისი ხელმოწერა პროდუქტის გამტანი პირის სახელი, გვარი, პირადობის ან მართვის მოწმობის № პროდუქტის გამტანი პირის ხელმოწერა 11 12 13 14 15 16 17 18 შენიშვნა: მონაცემები შეიტანება თითოეული დოკუმენტის მიხედვით; ხე-ტყის სხვადასხვა სორტიმენტებად გადამუშავებისას მე-10 გრაფა ივსება სორტიმენტების მიხედვით შესაბამისი მოცულობით (მ​3). მე-12 გრაფაში მიეთითება მე-3 გრაფაში მითითებული დოკუმენტით შემოტანილი ხე-ტყის გადამუშავების შედეგად სახერხ საამქროში იმავე დოკუმენტის ფარგლებში დარჩენილი გადასამუშავებელი ხე-ტყე ან/და გადამუშავებული პროდუქტის ნაშთი შესაბამისი მოცულობით (მ​3). იმ შემთხვევაში, როდესაც საქართველოს კანონმდებლობა ხე-ტყის პირველადი  გადამუშავების პროდუქტზე შესაბამისი დოკუმენტის გაცემას არ ითვალისწინებს მე-11 გრაფაში მიეთითება „ X”.                                                                                                                                          დანართი №14      სახერხი საამქროების ყოველთვიური ანგარიში ანგარიშგების პერიოდი 1 თვე წელი 2 მეწარმის (იურიდიული პირის) დასახელება ან მეწარმის (ფიზიკური პირის) სახელი გვარი 3 მეწარმის საიდენტიფიკაციო ნომერი 4 მისამართი 5 ტელეფონის ნომერი 6 საქმიანობის შეწყვეტის თარიღი ნაწილი I მონაცემები საანგარიშო პერიოდში მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) სპეციალური ფირნიშების ნუმერაციის შესახებ საანგარიშო პერიოდში მიღებული მრგავლი ხე-ტყის (მორის) რაოდენობა მ​3 (სულ) გადასამუშავებელი მრგვალი ხე-ტყის (მორის) ფაქტ ობრივი ნაშთი ანგარიშგების პერიოდამდე მ ​3 (სულ) ნაწილი II მონაცემები საანგარიშო პერიოდში გადამუშავებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) ფირნიშების ნუმერაცია ნაწილი III მონაცემები საანგარიშო პერიოდში მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტის ჯიშის და რაოდენობის შესახებ (მ​3) სახეობა (ჯიში) მ​3 სახეობა (ჯიში) მ​3 სახეობა (ჯიში) მ​3 სახეობა (ჯიში) მ​3 ნაწილი IV მონაცემები საანგარიშო პერიოდში სახერხ საამქროში ნაშთად დარჩენილი მრგვალი ხე-ტყის (მორის) პირველადი გადამუშავების პროდუქტის ჯიშის და  რაოდენობის შესახებ (მ​3) სახეობა (ჯიში) მ​3 სახეობა (ჯიში) მ​3 სახეობა (ჯიში) მ​3 სახეობა (ჯიში) მ​3 1. ვადასტურებ, რომ ანგარიშში მოცემული ინფორმაცია სწორია და სრულად ასახავს საანგარიშო პერიოდისათვის მრგვალი ხე-ტყის (მორის) მიღების, გადამუშავებასა და პირველადი გადამუშავების პროდუქტის მოძრაობასთან დაკავშირებულ ოპერაციებს. 2. იმ შემთხვევაში, როდესაც მიღებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) და გადამუშავებული პროდუქტის ნაირსახეობის ან რაოდენობიდან გამომდინარე ანგარიშგებისას საკმარისი არ არის ანგარიშის ერთი ფორმა, ერთდროულად გამოიყენება ანგარიშის რამოდენიმე ფორმა. მეწარმის ხელმოწერა ---------------------------------------   რიცხვი,  თვე, წელი --------------------------------------------- დანართი №15 ფაქტობრივად არსებული თითოეული მრგვალი ხე- ტყის ( მორის) მონაცემები № ფაქტ ობრივად არსებული მრგვალი ხე-ტყის (მორის) მონაცემები (თითოეული მორის მიხედვით) 2011 წლის პირველი იანვიდან გაცემული ხე-ტყის წარმოშობის ან/და კანონიერების დამადასტურებელი დოკუმენტის მონაცემები ჯიში მოცულობა მ​3 განთავსების ადგილი (ზუსტი მისამართი) ნომერი გაცემის თარიღი 1 N 2 3 ხე-ტყით მოსარგებლე ----------------------------------------------------------------------------,  ხელმოწერა -----------------   (გვარი, სახელი, იურიდიული პირის შემთხვევაში – დასახელება)