დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 26.11.1998
ძალის დაკარგვა 26.01.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს დაზვერვის სამსახურის უფროსი
ნომერი №42
სარეგისტრაციო კოდი 000000090.01(3).003.000416
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 24/12/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 988 სიტყვა · ~5 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
26.11.1998 მიღება
26.01.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.013.003.416 საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის უფროსის ბრძანება N42 1998 წლის  26 ნოემბერი ქ. თბილისი დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესის დამტკიცების შესახებ "დაზღვევის  შესახებ" საქართველოს 1997 წლის 2 მაისის კანონის მე-14 მუხლის  პირველი პუნქტის “გ" ქვეპუნქტის მოთხოვნის შესრულების, სადაზღვევო ორგანიზაციების მიერ სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებების უზრუნველყოფის შემდგომი გარანტიების შექმნის მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს "დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების  მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესი" (თან  ერთვის). 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ცერცვაძე დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესი თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 "დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებისა და ინვესტირების წესი" შემუშავებულია "დაზღვევის შესახებ" საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ ქვეპუნქტის  შესრულების  მიზნით და განსაზღვრავს  სადაზღვევო  ორგანიზაციების მიერ დაზღვევის (გარდა სიცოცხლის დაზღვევისა) სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების (შემდგომში _ სადაზღვევო რეზერვები) განთავსების ძირითად  მიმართულებებსა და განაწილების წესს.     მუხლი 2🔗 წინამდებარე წესი არ ვრცელდება დაგროვებადი და დაბრუნებადი სახის დაზღვევის სახეობების მიხედვით შექმნილი სადაზღვევო რეზერვების განთავსებასა და  ინვესტირებაზე.     მუხლი 3🔗 სადაზღვევო  ორგანიზაციები, ფინანსური მდგომარეობის უზრუნველყოფისა და  სადაზღვევო ხელშეკრულებათა საფუძველზე აღებული სადაზღვევო ვალდებულებების შესრულების  მიზნით, ახორციელებენ საკუთარი სადაზღვევო რეზერვების განთავსებასა  და ინვესტირებას.     მუხლი 4🔗 სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება ხდება დივერსიფიკაციის, დაბრუნებადობის, სარგებლიანობისა და ლიკვიდურობის პირობებით.     მუხლი 5🔗 1. წინამდებარე წესის მიზნებისათვის ერთ საინვესტიციო ობიექტად ითვლება: ა) ერთი სახის სახელმწიფო სასესხო ვალდებულებანი, მათი რაოდენობისა და  ნაირგვარობის მიუხედავად; ბ) ერთი ადგილობრივი მმართველობის ორგანოს მიერ ემისირებული ფასიანი ქაღალდები, მიუხედავად ფასიანი ქაღალდების რაოდენობისა და ნაირგვარობისა; გ) ერთი სააქციო საზოგადოების მიერ ემისირებული ფასიანი ქაღალდები; დ) ერთ ბანკში განთავსებული ანაბრები ლარებში ან უცხოურ ვალუტაში, მიუხედავად სადეპოზიტო ანგარიშების რაოდენობისა; ე) ერთი ქვეყნის ვალუტა, ამ ვალუტით შეძენილი ფასიანი ქაღალდების  ჩაუთვლელად; ვ) ერთი დასახელების ძვირფასი ქვები და ლითონები; ზ) უძრავი ქონების ერთი ობიექტი; თ) ერთი საკრედიტო დაწესებულება თუ სადაზღვევო ორგანიზაცია სადაზღვევო რეზერვებით იძენს ამ ორგანიზაციის ფასიან ქაღალდებს და განთავსებული  აქვს  სადაზღვევო რეზერვები ამ ორგანიზაციის სადეპოზიტო ანგარიშზე. 2. ანგარიშსწორების ანგარიშზე განთავსებლი სადაზღვევო რეზერვები არ მიეკუთვნება საინვესტიციო ობიექტს.     მუხლი 6🔗 იკრძალება სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება ნებისმიერი სხვა მიმართულებით,  რომელიც არ არის განსაზღვრული წინამდებარე წესის მე-8 მუხლით.     მუხლი 7🔗 სადაზღვევო რეზრვების არანაკლებ 80% ინვესტირებული უნდა იქნეს  საქართველოს  ტერიტორიაზე, თუ კანონმდებლობით და/ან საქართველოს მონაწილეობით დადებული საერთაშორისო ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. თავი II სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების მიმართულებანი     მუხლი 8🔗 1. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირების ძირითადი მიმართულებებია: ა) სახელმწიფო სასესხო ვალდებულებანი (I​1) ;                                         ბ) მუნიციპალური სასესხო ვალდებულებანი (I​2); გ) სადეპოზიტო და საშემნახველო სერტიფიკატები (I​3); დ) სხვა სახის ფასიანი ქაღალდები (გარდა სააქციო საზოგადოების  ჩვეულებრივი  აქციებისა) (I​4); ე) უძრავი ქონება (I​5); ვ) ძვირფასი თვლები და ლითონები (I​6); ზ) სავალუტო ფასეულობები (I​7); 2. სადაზღვევო რეზერვები შესაძლებელია განთავსებულ იქნეს სადაზღვევო  ორგანიზაციის ანგარიშსწორების ანგარიშზე (I​8);     მუხლი 9🔗 1. საქართველოს  ტერიტორიაზე  სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება, ამ წესის  მე-8  მუხლით განსაზღვრული მიმართულებებით, ხდება მხოლოდ იმ ფასიან ქაღალდებში, რომელთა ემისიის პროსპექტები რეგისტრირებულია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ. 2. საქართველოს  ტერიტორიაზე  სადაზღვევო  რეზერვები განთვსებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ სადეპოზიტო და საშემნახველო  სერტიფიკატებში, რომელთა გამოშვება და  მიმოქცევა დამტკიცებულია ემიტენტი ბანკის მიერ, მოქმედი კანონმდებლობის  შესაბამისად. 3. სადაზღვევო რეზერვების ინვესტირება სავალუტო ფასეულობებში ხდება სავალუტო რეგულირების შესახებ მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნების სრული დაცვით. თავი III სადაზღვევო რეზერვების განთავსება და ინვესტირება     მუხლი 10🔗 სადაზღვევო ორგანიზაციის მიერ სადაზღვევო  ხელშეკრულებათა საფუძველზე  აღებული სადაზღვევო ვალდებულებების უზრუნველსაყოფად, მიმდინარე სადაზღვევო ანაზღაურების გაცემის მიზნით, ტექნიკური რეზერვის სრული თანხის არანაკლებ 5  პროცენტისა განთავსებულ უნდა  იქნეს ბანკში სადაზღვევო ორგანიზაციის ანგარიშსწორების ანგარიშზე.     მუხლი 11🔗 I​1  და I​2 მიმართულებით ერთად შესაძლებელია ინვესტირებულ იქნეს ტექნიკური რეზერვის სრული თანხის არა უმეტეს 95%;     მუხლი 12🔗 1. I​3 მიმართულებით  შესაძლებელია ინვესტირებულ იქნეს ტექნიკური რეზერვის სრული თანხის არა უმეტეს 50%; 2. I​3 მიმართულებით ინვესტირებული თანხა განთავსებულ უნდა იქნეს  არანაკლებ სამ საინვესტიციო ობიექტში;     მუხლი 13🔗 1. I​4 მიმართულებით  ინვესტირებული  თანხის  საერთო ოდენობა არ  შეიძლება იყოს ტექნიკური რეზერვის სრული თანხის 15 %-ზე მეტი; 2. I​4 მიმართულებით  ინვესტირებული თანხა განთავსებულ უნდა იქნეს არანაკლებ ორ საინვესტიციო ობიექტში;     მუხლი 14🔗 1. I​5 მიმართულებით  ინვესტირებულ  უნდა იყოს ტექნიკური  რეზერვის თანხის სრულიოდენობის არა უმეტეს 30%. 2. I​5 მიმართულებით ინვესტირებული თანხა განთავსებულ უნდა იქნეს  არანაკლებ ორ საინვესტიციო ობიექტში.     მუხლი 15🔗 I​6 მიმართულებით  შესაძლებელია  ინვესტირებულ იქნეს  ტექნიკური  რეზერვის  სრული თანხის არა უმეტეს 20%.     მუხლი 16🔗 გამაფრთხილებელ ღონისძიებათა რეზერვის ინვესტირება ხდება ინვესტირების  ნებისმიერი  მიმართულებებით  საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის  სამსახურთან შეთანხმების საფუძველზე.