,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№16
სარეგისტრაციო კოდი
010250020.35.162.016040
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110627003, 28/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს

დადგენილება №16

2011 წლის 20 ივნისი

  ქ. ახმეტა

    ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

    მუხლი 1

 ,,ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის 43-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის    მე-20 მუხლის საფუძველზე , ,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში (სსმ V, №33 , 04.10.2010, მუხ. 967) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

     1.  მე-4 მუხლი ამოღებულ იქნეს.

     2. მე-14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

    ,,სპეციალისტი (იურიდიულ საკითხებში):

    ა) ახორციელებს საკრებულოსა და საკრებულოს თავმჯდომარის სამართლებრივი აქტების პროექტების სამართლებრივ ექსპერტიზას, ამზადებს შესაბამის დასკვნებს;

     ბ) საჭიროების შემთხვევაში ამზადებს წინადადებებს მიღებული სამართლებრივი აქტის გაუქმების ან მასში ცვლილებების შეტანის თაობაზე;

     გ) სამართლებრივ საკითხებში საკონსულტაციო დახმარებას უწევს საკრებულოს, საკრებულოს თავმჯდომარეს, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიებს, საკრებულოს სამუშაო ჯგუფებს და საკრებულოს წევრებს;

    დ) საკრებულოს თავმჯდომარის დავალებით წარმოადგენს და იცავს საკრებულოს ინტერესებს სასამართლოში, სახელმწიფო ორგანოებთან და სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობებში;

     ე) უზრუნველყოფს მოქმედი კანონმდებლობით და საკრებულოს სამართლებრივი აქტებით განსაზღვრული სხვა ფუნქციების განხორციელებას.“.

     3. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

     ,,საკრებულოს აპარატის მოსამსახურეთა თანამდებობათა დასახელებებს და თანამდებობრივ სარგოებს განსაზღვრავს საკრებულო.

     საკრებულოს აპარატის საშტატო ნუსხას ამტკიცებს საკრებულოს თავმჯდომარე.“.

    მუხლი 2

ეს დადგენილება ამოქმედეს გამოქვეყნებისთანავე.

საკრებულოს თავმჯდომარე                                ა. მაილაშვილი

 

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 20.06.2011.
როდის იქნა მიღებული „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
„,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 20.06.2011. მიმღები ორგანო — ახმეტის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №16. სარეგისტრაციო კოდი — 010250020.35.162.016040.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 20.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ ახმეტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2010 წლის 17 სექტემბრის №15 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №16, 20.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250020.35.162.016040 (კონსოლიდირებული რედაქცია 20.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1385315/