საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 05.11.2007
ძალის დაკარგვა 09.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №646
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.011065
გამოქვეყნების წყარო სსმ, 156, 06/11/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 2 აქტით
- ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 28.01.2010
- ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.01.2008
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.011.065
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №646
2007 წლის 5 ნოემბერი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვისა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის აპარატის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2006 წლის 29 მარტის №122 ბრძანება.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსი, მისი მოადგილეები და ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფი.
4. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
დ. კეზერაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომში – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრის, გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების წინაშე.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციული დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციებია:
ა) მონაწილეობა გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამუშაო დღის ორგანიზებაში;
ბ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სამსახურებრივი თათბირების მომზადება და მათი მუშაობის უზრუნველყოფა;
გ) სახელმწიფო დაწესებულებებიდან გაერთიანებულ შტაბში შემოსული დავალებების დროულად და ხარისხიანად შესრულების კოორდინაცია, მათი შესრულების მიმდინარეობის შესახებ მოხსენებების მომზადება;
დ) გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების სპეციალური, განსაკუთრებული და საგანგებო დავალებების შესრულება;
ე) შემოსული ინფორმაციის ანალიზი და გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების ბრძანებების, დირექტივების, განკარგულებების, ანგარიშების, წერილებისა და მოხსენებების მომზადება;
ვ) გაერთიანებული შტაბის უფროსთან სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა მიღების ორგანიზაცია;
ზ) საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებისა და საარქივო საქმიანობის ორგანიზება. დოკუმენტების შესრულების კონტროლის განხორციელება;
თ) საფინანსო სამმართველოს კმაყოფაზე მყოფი გაერთიანებული შტაბის სტრუქტურების საფინანსო უზრუნველყოფა;
ი) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვის კონტროლი;
კ) გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაცვითი ღონისძიებების მონიტორინგი, წესრიგის დაცვის უზრუნველყოფა;
ლ) თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ კორპუსსა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეთა და მოქალაქეთა დაშვების რეჟიმის ორგანიზება;
მ) თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების საოფისე და სანივთე უზრუნველყოფისა და აღრიცხვის განხორციელება;
ნ) თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების პირადი შემადგენლობისათვის გადაუდებელი პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 6🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 7🔗. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.
მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გაერთიანებული შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა მორიგი სამხედრო წოდებების მინიჭების, თანამდებობაზე დანიშვნის, განთავისუფლების, გადაადგილების, მათ მიმართ დისციპლინარული ზომების გამოყენების ან/და მათი წახალისების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
მუხლი 10🔗. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობით და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფროსის მოადგილე დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში ასრულებს მის მოვალეობას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 12🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):
ა) საქმისწარმოების სამმართველო;
ბ) საფინანსო სამმართველო;
გ) საიდუმლოების რეჟიმის დაცვის სამმართველო;
დ) საკომენდანტო სამმართველო;
ე) სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო;
ვ) სამედიცინო პუნქტი.
მუხლი 13🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია:
ა) საქმისწარმოების სამმართველო – ახორციელებს საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოებას. უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ,,ნატო“-ს კლასიფიცირებული ინფორმაციის ქვერეგისტრის ფუნქციონირებას. გაერთიანებული შტაბის უფროსისა და მისი მოადგილეების მიერ გამოცემული დავალებების შესრულების კონტროლს. გაერთიანებული შტაბის მმართველობის კომპიუტერულ მომსახურებას. საქმისწარმოების უზრუნველსაყოფად სამმართველოს აქვს დადგენილი ნიმუშის მრგვალი ბეჭდები და შტამპები;
ბ) საფინანსო სამმართველო – უზრუნველყოფს მის კმაყოფაზე არსებულ საქართველოს შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის სტრუქტურათა ფინანსურ მომსახურებას. ფინანსური ოპერაციების საწარმოებლად სამმართველოს აქვს ბეჭედი საიდენტიფიკაციო კოდით;
გ) საიდუმლოების რეჟიმის დაცვის სამმართველო – უზრუნველყოფს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში საიდუმლოების რეჟიმის დაცვასა და კონტროლს, აწარმოებს მის დაქვემდებარებაში არსებულ არქივს;
დ) საკომენდანტო სამმართველო – ახორციელებს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე ავტომანქანების, სამხედრო მოსამსახურეებისა და სამოქალაქო პირების დაშვების რეჟიმს, კონტროლს უსაფრთხოების ღონისძიებებისა და წესრიგის დაცვაზე;
ე) სამეურნეო უზრუნველყოფის სამმართველო – ახორციელებს თავდაცვის სამინისტროსა და გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობასა და მიმდებარე ტერიტორიაზე საექსპლუატაციო და მიმდებარე სარემონტო სამუშაოების ჩატარებას იქ განთავსებული სამსახურების მატერიალურ-ტექნიკურ, საოფისე და სანივთე უზრუნველყოფასა და აღრიცხვას, სისუფთავის დაცვას;
ვ) სამედიცინო პუნქტი – უზრუნველყოფს გაერთიანებული შტაბის ადმინისტრაციულ შენობაში განთავსებული სამსახურების პირადი შემადგენლობის გადაუდებელი პირველადი დახმარების გაწევას.
მუხლი 14🔗. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის შუამდგომლობითა და გაერთიანებული შტაბის უფროსის წარდგინებით, თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 15🔗. ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე.
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას.
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 16🔗. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.