სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 31.03.2006
ძალის დაკარგვა 01.06.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი
ნომერი №101/ნ
სარეგისტრაციო კოდი 280060000.22.035.008405
გამოქვეყნების წყარო სსმ, 46, 05/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:SPLiteraturuly;}
@font-face {font-family:"Lucida Sans Unicode"; panose-1:2 11 6 2 3 5 4 2 2 4;}
@font-face {font-family:AcadNusx;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;}
p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
p.Obsahtabulky, li.Obsahtabulky, div.Obsahtabulky {mso-style-name:"Obsah tabulky"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 280.060.000.22.035.008.405
საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის
ბრძანება №101/ნ
2006 წლის 31 მარტი
ქ. თბილისი
სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების შესახებ
„სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №59 დადგენილების მე-3 პუნქტის საფუძველზე, ვ
ბრძანებ:
1. დამტკიცდეს „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის“ თანდართული წესი (დანართი №1).
2. სსიპ – „სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტომ“ უზრუნველყოს:
ა) ამ ბრძანებით გათვალისწინებული შესაბამისი ღონისძიებების გატარება;
ბ) სოციალური დახმარებების დანიშვნა-გაცემასთან დაკავშირებული შიდასაორგანიზაციო სამუშაო ფორმების დამტკიცება და მათი შევსების ინსტრუქციის მიღება.
3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის მოვალეობის
შემსრულებელი ვ. მეგრელიშვილი
დანართი №1
სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესი
თავი I
ზოგადი დებულებები
მუხლი 1🔗. რეგულირების სფერო და მიზანი
1. ეს წესი ადგენს სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ ღატაკ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესსა და პირობებს, რაც გულისხმობს სოციალური დახმარების დანიშვნა-გაცემისათვის საჭირო მთელი ორგანიზაციული ციკლის რეგულირებას, განსაზღვრავს სოციალური დახმარების ადმინისტრირების ორგანოს კომპეტენციებს, არეგულირებს სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.
2. ეს წესი შემუშავებულია „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №59 დადგენილების, „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე და მისი მიზანია საქართველოში მცხოვრებ უკიდურეს სიღატაკეში მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი და ეფექტური სოციალური დახმარებით უზრუნველყოფა, ამ ოჯახების საარსებო პირობების გასაუმჯობესებლად.
მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტებები
ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნია იგივე მნიშვნელობა, რაც „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 15 მარტის №59 დადგენილებაში, საქართველოს მთავრობის 2005 წლის 17 მარტის №51 დადგენილებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის ფორმირების წესში“ და საქართველოს ეკონომიკური განვითარების მინისტრის 2005 წლის 29 სექტემბრის №1-1/1024 ბრძანებით დამტკიცებულ „სოციალურად დაუცველი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების წესში“, თუ ამავე წესით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მუხლი 3🔗. სოციალური დახმარება
1. ამ წესის მიზნებისათვის სოციალური დახმარება არის ფულადი სახის გასაცემელი, რომლის მიზანია ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირება და/ან მისი პრევენცია.
2. სოციალური დახმარება წარმოადგენს საოჯახო დახმარებას.
მუხლი 4🔗. სოციალური დახმარების მიღების უფლება
1. სოციალური დახმარების მიღების უფლება ეფუძნება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელს.
2. სოციალური დახმარების მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდეგში – მონაცემთა ერთიანი ბაზა) და შესაბამისი მეთოდოლოგიის გამოყენებით მინიჭებული აქვს სარეიტინგო ქულა, რომელიც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ „სიღატაკის ზღვრულ ქულაზე“ (შემდგომში – ღატაკი ოჯახი).
თავი II
სოციალური დახმარების ბენეფიციარი ოჯახებისა და სააგენტოს უფლება-მოვალეობები
მუხლი 6🔗. სოციალური დახმარების ადმინისტრირება
სოციალური დახმარების ადმინისტრირებას ახდენს სსიპ – სოციალური დახმარებისა და დასაქმების სახელმწიფო სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც „სიღატაკის ზღვარს მიღმა მყოფი ოჯახებისათვის მიზნობრივი სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №59 დადგენილების, ამ წესისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს სოციალური დახმარების მაძიებელ ოჯახებზე სოციალური დახმარების დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენას და დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების გადაწყვეტას.
მუხლი 7🔗. სააგენტოს ფუნქციები, უფლებები და მოვალეობები
1. სოციალური დახმარების პროგრამის ადმინისტრირებისათვის სააგენტო უზრუნველყოფს:
ა) სოციალური დახმარების დანიშვნას, გაანგარიშებას, შეჩერებას, შეწყვეტას, აღდგენას, აგრეთვე გაცემის ორგანიზაციას;
ბ) სოციალური დახმარების მიმღებთა აღრიცხვას და პირადი საქმეების წარმოებას;
გ) სტატისტიკის წარმოებას.
2. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) სისტემატურად შეამოწმოს დახმარების მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდის ან შემცირების, ფაქტების გამოსავლენად);
ბ) არსებული თუ გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება დახმარების დანიშვნის, შეჩერების, შეწყვეტის ან/და დახმარების ოდენობის გადაანგარიშების შესახებ;
გ) შესაბამისი დაწესებულებებისა და ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც საჭიროა სოციალური დახმარების დანიშვნის, გაანგარიშების, შეჩერება-აღდგენისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის.
3. სააგენტო უზრუნველყოფს ამ წესით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ფუნქციებისა და უფლება-მოვალეობების შესრულებას.
მუხლი 8🔗. სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის უფლება-მოვალეობები
1. სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახს უფლება აქვს:
ა) მიიღოს სოციალური დახმარება ამ წესითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული პირობებითა და ოდენობით;
ბ) მოითხოვოს სოციალური დახმარების ადგილზე მიტანა, თუ ოჯახის ყველა სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრს შეზღუდული აქვს გადაადგილების უნარი (ადგილზე მიტანის სხვა შემთხვევებსა და გარემოებებს განსაზღვრავს სააგენტო);
გ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, სოციალურ დახმარებასთან ერთად მიიღოს სახელმწიფო პენსია, სახელმწიფო კომპენსაცია/სახელმწიფო აკადემიური სტიპენდია და სხვა სოციალური დახმარებები.
2. სოციალური დახმარების მიმღები ოჯახი ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ აცნობოს სააგენტოს ოჯახის წევრთა შემადგენლობაში მომხდარი ცვლილებების (წევრის გარდაცვალება, დაბადება, ქორწინება, საზღვარგარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასვლა და სხვა) შესახებ;
ბ) აცნობოს სააგენტოს იმ გარემოების დადგომის შესახებ, რომელსაც თან სდევს ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესება, ამ გარემოების წარმოშობიდან არა უგვიანეს ერთი თვისა;
გ) შეასრულოს სააგენტოს მიერ განსაზღვრული და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოვალეობები.
თავი III
სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშება, დანიშვნა, გაცემა, შეჩერება, შეწყვეტა და განახლება
მუხლი 9🔗. სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშება
1. სოციალური დახმარების ოდენობა ეფუძნება ღატაკი ოჯახის წევრთა რაოდენობას და მის ოდენობასა და გაანგარიშების პრინციპებს განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა.
2. სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშებისას, ოჯახის წევრთა რაოდენობაში არ გაითვალისწინება ოჯახის ის წევრ(ებ)ი, რომელიც მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის მიუხედავად სოციალური დახმარების დანიშვნის მომენტისათვის არის:
ა) სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებული, რომელსაც სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შესაბამისად შეეფარდათ თავისუფლების აღკვეთა;
ბ) იძულებით სამკურნალოდ გაგზავნილი პირი;
გ) ვადიან სამხედრო სამსახურში მყოფი პირი;
დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ სამ თვეზე მეტი ვადით წასული პირი;
ე) ინსტიტუციურ დაწესებულებაში და იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე.
მუხლი 10🔗. სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძველი
სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძველია ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის მაჩვენებელი სარეიტინგო ქულა, რომლის ოდენობაც ნაკლებია საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილ სიღატაკის ზღვრულ ქულაზე და ოჯახის წერილობითი მიმართვა სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ.
მუხლი 11🔗. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა
1. სოციალური დახმარების დასანიშნად მიმართვა ხდება სოციალური დახმარების დანიშვნის საფუძვლის წარმოშობიდან ნებისმიერ დროს.
2. სოციალური დახმარების დასანიშნად, ღატაკი ოჯახის სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა, ღატაკი ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით, სააგენტოს შესაბამის რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში უნდა წარადგინოს წერილობითი განცხადება.
3. განცხადებასთან ერთად ოჯახის სრულწლოვანმა ქმედუნარიანმა წევრმა ან ოჯახის კანონიერმა წარმომადგენელმა განცხადების წარდგენისას თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტები:
ა) საკუთარი და „ოჯახის დეკლარაციის“ მიხედვით ოჯახის ყველა წევრის (გარდა იმ პირ(ებ)ისა, რომელიც გათვალისწინებულია ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით, ან/და მოცემული მომენტისათვის აღარ იმყოფება ოჯახის შემადგენლობაში) პირადობის (ბინადრობის) მოწმობა ან საქართველოს მოქალაქის პასპორტი;
ბ) შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული მეურვეობის ან მზრუნველობის დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, ან ნოტარიულად დამოწმებული რწმუნებულება/მინდობილობა, თუ განცხადება შემოაქვს პირს, რომელიც ოჯახის წევრი არ არის;
გ) დაბადების მოწმობა, თუ განცხადების შემოტანის მომენტისათვის ოჯახის წევრი თექვსმეტ წლამდე ასაკის არასრულწლოვანია;
დ) მონაცემთა ერთიან ბაზაში ოჯახის რეგისტრაციის მოწმობა (შემდეგში – მოწმობა);
ე) შესაბამისი სახელმწიფო ორგანოს მიერ გაცემული გარდაცვალების ან დაბადების (ან შვილად აყვანის) დამადასტურებელი დოკუმენტი და მისი ასლი, თუ „ოჯახის დეკლარაციის“ შევსების შემდეგ გარდაიცვალა ან დაიბადა ოჯახის წევრი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დოკუმენტების ასლები რჩება სააგენტოს რაიონული (საქალაქო) განყოფილებაში.
მუხლი 12🔗. განცხადების განხილვა და სოციალური დახმარების დანიშვნა
1. სოციალური დახმარების დანიშვნის ვადები და გაცემის პრინციპები რეგულირდება საქართველოს მთავრობის 2006 წლის 16 მარტის №59 დადგენილებით.
2. განცხადების რეგისტრაციიდან ორი კვირის ვადაში სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილების მიერ ხდება პრეტენდენტის უფლებრივი საკითხის შესწავლა, რის შედეგად მიიღება გადაწყვეტილება განცხადების დაკმაყოფილების ან უარის თქმის შესახებ.
3. სოციალური დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის საფუძვლებია:
ა) სრულად არ არის წარმოდგენილი ამ წესის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები;
ბ) წარმოდგენილი დოკუმენტ(ებ)ი არ შეესაბამება ოჯახის შესახებ მონაცემთა ერთიან ბაზაში დაცულ ინფორმაციას;
გ) ოჯახის სარეიტინგო ქულა აღემატება სოციალური დახმარების დანიშვნისათვის დადგენილ მაჩვენებელს;
დ) არსებობს სხვა საფუძველი, რომელიც გამომდინარეობს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობიდან.
4. დახმარების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების გამოტანის შემდეგ სააგენტოს რაიონულ (საქალაქო) განყოფილებაში დახმარების მიმღებ თითოეულ ოჯახზე იხსნება პირადი საქმე.
5. დახმარების დანიშვნაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება წერილობითი ფორმით ეცნობება განმცხადებელს. აღნიშნულის უზრუნველსაყოფად სოფლებსა და რაიონებში შესაძლოა გამოყენებულ იქნეს ცნობის საჯარო ფორმაც, რისთვისაც სააგენტო უფლებამოსილია თითოეული ოჯახის ინფორმირების ნაცვლად საქალაქო (რაიონულ) განყოფილებაში ოფიციალურად გამოაქვეყნოს შესაბამისი ინფორმაცია, ხოლო ოჯახის მიერ მოთხოვნის შემთხვევაში ვალდებულია წერილობით დაადასტუროს იგი.
მუხლი 13🔗. სოციალური დახმარების გაცემა
1. სოციალური დახმარება გაიცემა სოციალური დახმარების დანიშვნის შესახებ განცხადებაში აღნიშნულ ოჯახის ნებისმიერ სრულწლოვან, ქმედუნარიან წევრზე.
2. სოციალური დახმარება გაიცემა საბანკო დაწესებულების მეშვეობით.
3. სოციალური დახმარების გაცემა წარმოებს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, სააგენტოსა და მომსახურე კომერციულ ბანკთან გაფორმებული ხელშეკრულების პირობებით.
მუხლი 14🔗. სოციალური დახმარების შეჩერება
1. სოციალური დახმარების დამნიშვნელი ორგანო ამოწმებს სოციალური დახმარების მიმღებ ოჯახებში მომხდარ ცვლილებებს და აჩერებს დანიშნულ სოციალურ დახმარებას, თუ სოციალური დახმარების მიღების უფლებრივი საკითხი იმ დროისათვის წარმოშობილ გარემოებათა გამო საჭიროებს დამატებით შესწავლა
-შემოწმებას.
2. სოციალური დახმარების შეჩერების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო.
3. სოციალური დახმარების შეჩერების საფუძველია:
ა) ღატაკი ოჯახის მიერ სოციალური დახმარების ზედიზედ 3 თვის განმავლობაში მიუღებლობა (ანუ, როდესაც არ ხდება საბანკო ანგარიშიდან თანხის გატანა ზედიზედ სამი თვის განმავლობაში). ასევე, როდესაც ანგარიშებიდან თანხები გაიცემა მინდობილობით სხვა პირზე და მინდობილობის გაცემიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ვერ მოხერხდა ოჯახის მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე არსებობის დადასტურება;
ბ) სოციალური დახმარების მიღების უფლებრივ საკითხზე არსებობს დასაბუთებული ინფორმაცია ან ახლად აღმოჩენილია გარემოება, რომელიც უკავშირდება ოჯახის სოციალურ-ეკონომიკურ და დემოგრაფიულ მდგომარეობას და საჭიროებს დამატებით შესწავლას;
გ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში შეჩერების პერიოდი არ უნდა აღემატებოდეს ორ თვეს; ხოლო „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში ხუთ თვეს. ამ ვადის გასვლის შემდეგ სააგენტოს შესაბამისი განყოფილება იღებს გადაწყვეტილებას დახმარების მიღების აღდგენის ან შეწყვეტის თაობაზე. გაგრძელების შემთხვევაში, შეჩერებული დახმარება ოჯახს აღუდგება შეჩერების მომენტიდან.
მუხლი 15🔗. სოციალური დახმარების შეწყვეტა
1. სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს სოციალური დახმარება შემდეგი საფუძვლების არსებობისას:
ა) სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის ყველა სრულწლოვანი ქმედუნარიანი წევრის გარდაცვალება;
ბ) ოჯახის განცხადება;
გ) ოჯახის მონაცემთა ერთიან ბაზაში რეგისტრაციის გაუქმება;
დ) ოჯახის სარეიტინგო ქულის ცვლილება;
ე) სიღატაკის ზღვრული ქულის ცვლილება;
ვ) ამ წესის მე-14 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა;
ზ) სოციალური დახმარების მიმღები ოჯახის მიერ, მოქმედი კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდებულებების შეუსრულებლობა.
2. სოციალური დახმარების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტოს შესაბამისი რაიონული (საქალაქო) განყოფილება ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან.
მუხლი 16🔗. სოციალური დახმარების გადაანგარიშება
1. დანიშნული სოციალური დახმარების ოდენობების გადაანგარიშება მოხდება შემდეგი გარემოებების არსებობისას:
ა) საქართველოს მთავრობის მიერ დადგენილი სოციალური დახმარების ოდენობების ცვლილებების შემთხვევაში (გადაანგარიშება განხორციელდება ავტომატურად სააგენტოს მიერ);
ბ) ოჯახის შემადგენლობაში მომხდარი ცვლილების შესაბამისად (გარდაცვალება, დაბადება, აგრეთვე ამ წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგომა). გადაანგარიშება მოხდება ასეთი ფაქტის დადასტურების მომდევნო თვიდან.
მუხლი 17🔗. სოციალური დახმარების ხელახალი დანიშვნა
შეწყვეტილი სოციალური დახმარების ახალი დანიშვნა მოხდება შეწყვეტის მიზეზების აღმოფხვრის შემდეგ, სოციალური დახმარების დანიშვნისათვის გათვალისწინებული წესით.
თავი IV
დასკვნითი დებულებები
მუხლი 18🔗. წესში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა
ამ წესში ცვლილებები და დამატებები შეიტანება საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ბრძანებით, საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.