,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს
დადგენილება №18
2011 წლის 24 ივნისი
ქ. საჩხერე
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად:
მუხლი 1
,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში (სსმ, 13.05.2011.) შევიდეს შემდეგი ცვლილება:
1. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,, მუხლი 2. სამსახურის ფუნქციები
1. სამსახურის ძირითადი ფუნქციაა მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სახანძრო დაცვისა და სამაშველო სამუშაოების უზრუნველყოფა.
2. დაკისრებული ფუნქციების განხორციელების მიზნით სამსახური თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) განახორციელებს ხანძარსაწინააღმდეგო ზედამხედველობას, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, საგანმანათლებლო და სააღმზრდელო სამედიცინო დაწესებულებებში, საკონცერტო და სამაყურებლო დანიშნულების, სარკინიგზო ტრანსპორტის და საჰაერო შენობა-ნაგებობებში სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა შესრულებაზე;
ბ) უზრუნველყოფს ხანძრის ჩაქრობას ადმინისტრაციულ-ტერიტორიულ საზღვრებში;
გ) მონაწილეობას ღებულობს საქართველოს ტერიტორიაზე ხანძრის ლიკვიდაციისა და დაგეგმილ სახანძრო-ტაქტიკურ სწავლებებში;
დ) უზრუნველყოფს სახანძრო უსაფრთხოების ღონისძიებების შემუშავებისათვის წინადადებების მომზადებას და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში წარადგენს მას სარეალიზაციო დ;
ე) ახორციელებენ მშენებლობადამთავრებულ (რეკონსტრუირებული) ობიექტებზე ხანძარსაწინააღმდეგო სისტემების და მოწყობილობების გამოცდას და სათანადო აქტების გაფორმებას;
ვ) უზრუნველყოფს ხანძრებისა და მათი შედეგების, ასევე პირველი რიგის საავარიო-სამაშველო (ტექნიკური) სამუშაოების აღრიცხვას;
ზ) უზრუნველყოფს დაქვემდებარებულ დანაყოფში სახანძრო ტექნიკისა და ტექნიკური შეირაღების სწორ ექსპლუატაციას;
თ) სახანძრო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საკითხებში ურთიერთთანამშრომლობს სამსახურებთან და ორგანიზაცია-დაწესებულებებთან;
ი) საგანგებო სიტუაციების დროს ახორციელებს სამოქალაქო თავდაცვით და სამაშველო ღონისძიებებს;
კ) თავის კომპეტენციის ფარგლებში ასრულებს „სახანძრო უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ სხვა ფუნქციებს.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის სათაური შეიცვალოს შემდეგი შინაარ ს ი ს სათაურით:
,, სამსახურის უფროსი“.
მუხლი 2
დადგენილება ძალაში შედის გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ნ. აბჟანდაძე
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 24.06.2011.
- როდის იქნა მიღებული „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“?
- „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“ მიღებულია 24.06.2011. მიმღები ორგანო — საჩხერის მუნიციპალიტეტი. დოკუმენტის ნომერი — №18. სარეგისტრაციო კოდი — 010250050.35.130.016039.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 24.06.2011 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება „,,საჩხერის მუნიციპალიტეტის გამგეობის სახანძრო - სამაშველო სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საჩხერის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2011 წლის 29 აპრილის №11 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე“, №18, 24.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010250050.35.130.016039 (კონსოლიდირებული რედაქცია 24.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1385643/