⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.11.2008)
გაუქმებულია:

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 04.04.2006
ძალის დაკარგვა 04.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №303
სარეგისტრაციო კოდი 140030000.22.033.008419
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 07/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,077 სიტყვა · ~15 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
04.04.2006 მიღება
04.11.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:28.35pt; margin-bottom:.0001pt; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold; font-style:italic; text-decoration:underline;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.5in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:.25in; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-24.15pt; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 140.030.000.22.033.008.419 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №303 2006 წლის 4 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდების დამტკიცების შესახებ „ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის №2235 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტისა და „საქართველოს ფინანსთა სამი-ნისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს თანდართული რედაქციით „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდება“. მუხლი 2🔗. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ალექსიშვილი საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის დისციპლინური წესდება“ (შემდგომში – წესდება) ვრცელდება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომლებზე (შემდგომში – თანამშრომლები), რომლებსაც დადებული აქვთ პოლიციაში მიღებისას ფიცი, მინიჭებული აქვთ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სპეციალური წოდებები. წესდება ასევე განსაზღვრავს პოლიციის ხელმძღვანელობის უფლება-მოვალეობებს დისციპლინური წახალისების (პასუხისმგებლობის) გამოყენების დროს.     მუხლი 2🔗. სამსახურებრივი დისციპლინა მოიცავს პოლიციის თითოეული თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების ზუსტ შესრულებას, რომელიც დადგენილია საქართველოს კანონმდებლობით, შიდა სამსახურებრივი ინსტრუქციებითა და მითითებებით, ფუნქციონალური მოვალეობებითა და შრომითი ხელშეკრულებით, ასევე პოლიციის ხელმძღვანელის ბრძანებებით.     მუხლი 3🔗. სამსახურებრივი დისციპლინა ემყარება პოლიციის თანამშრომლების მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვას, მათ პირად პასუხისმგებლობას, რომელიც მიმართულია საქართველოს ეკონომიკური უსაფრთხოების დაცვაზე.     მუხლი 4🔗. სამსახურებრივი დისციპლინა მიიღწევა: ა) პოლიციის თანამშრომლის მიერ დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებით, ასევე პოლიციის ორგანოებში შინაგანაწესის, ფორმის ტარების დადგენილი წესის, სამსახურებრივ ინფორმაციასთან მუშაობის დადგენილი წესების დაცვითა და დაკისრებული ფუნქციონალური მოვალეობების შესრულებით; ბ) პოლიციის თანამშრომლის მხრიდან კვალიფიკაციის ამაღლებით, რომელიც აუცილებელია დაკისრებული მოვალეობების შესრულებისათვის; გ) პოლიციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელის მიერ მის დაქვემდებარებაში მყოფ მოსამსახურეებზე დაკისრებული მოვალეობების შესრულებაზე სისტემატური კონტროლით.     მუხლი 5🔗. გაცემული ბრძანება: ა) წერილობითი ან სიტყვიერი ფორმით, პოლიციის ხელმძღვანელის მიერ მისი უფლებამოსილებისა და კომპეტენციის ფარგლებში, სავალდებულოა შესასრულებლად დაქვემდებარებული პოლიციის თანამშრომლებისათვის; ბ) უნდა შესრულდეს ზუსტად და შესრულება უნდა მოხსენდეს (წერილობით, თუ ამას მოითხოვს ბრძანების გამცემი) ბრძანების გამცემის მიერ მითითებულ დროში; გ) პოლიციის თანამშრომელმა უნდა მიიღოს, როგორც წესი, მისი უშუალო უფროსისაგან, რომლის დაქვემდებარებაშიც იმყოფება. იმ შემთხვევაში, როდესაც ბრძანება გაცემულია ზემდგომი უფროსისაგან, პოლიციის თანამშრომელი ვალდებულია მიღებული ბრძანება შეასრულოს, რასაც ატყობინებს მის უშუალო უფროსს; დ) შეუძლია შეცვალოს ბრძანების გამცემმა ან ზემდგომმა უფროსმა.     მუხლი 6🔗. პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც ეჭვი შეეპარება ბრძანების მართებულობაში, ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს აღნიშნულის შესახებ უშუალოდ ბრძანების გამცემ ხელმძღვანელს ან ზემდგომ ხელმძღვანელს. თუ უშუალო უფროსი, ან მისი არყოფნის შემთხვევაში ზემდგომი ხელმძღვანელი დაადასტურებს ბრძანების კანონიერებას, ის აუცილებლად უნდა შესრულდეს, გარდა საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული შემთხვევებისა. ამ შემთხვევაში ბრძანების შესრულებით გამოწვეულ შედეგებზე პასუხისმგებელია ბრძანების გამცემი.     მუხლი 7🔗. პოლიციაში ხელმძღვანელი პირი პასუხისმგებელია მის დაქვემდებარებაში მყოფი თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივ დისციპლინაზე.     მუხლი 8🔗. სამსახურებრივი დისციპლინის შენარჩუნებისათვის ხელმძღვანელი პირი ვალდებულია: ა) უზრუნველყოს პირადი შემადგენლობის მიერ საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის დაცვა, გარკვევით გასცეს ბრძანებები, შეამოწმოს მისი ზედმიწევნით და დროულად შესრულება; ბ) გამჭვირვალედ და ობიექტურად შეაფასოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების სამსახურებრივი მუშაობის შედეგები; გ) შექმნას აუცილებელი პირობები მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან დაკისრებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების უზრუნველსაყოფად; დ) ობიექტურად მიიღოს ზომები დისციპლინური წახალისებისა და/ან პასუხისმგებლობის ზომების გამოყენებისას; ე) მიიღოს ზომები მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების მიერ კვალიფიკაციისა და ფიზიკური მომზადების ამაღლების უზრუნველსაყოფად; ვ) უზრუნველყოს მის დაქვემდებარებაში მყოფი მოხელეების მხრიდან საიდუმლოს დაცვა; ზ) მაქსიმალური კონტროლი განახორციელოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან სამსახურებრივი საბუთების (დოკუმენტების), საიდუმლო რეჟიმის დაცვასა და ინვენტარის შენახვაზე; თ) განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადაცდომების მიზეზების დროულ გამოვლენას და თავიდან აცილებას. დისციპლინის დარღვევაზე შეურიგებელი ატმოსფეროს შექმნას; ი) ჩაუნერგოს მის დაქვემდებარებაში მყოფ მოხელეებს სამსახურებრივი ინვენტარისადმი მაქსიმალურად სიფრთხილით მოპყრობა, მათი დანიშნულებისამებრ მაქსიმალური გამოყენება; კ) პირადად იძლეოდეს დისციპლინის მკაცრი დაცვის მაგალითს.     მუხლი 9🔗. ხელმძღვანელმა მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლების მიერ დისციპლინის დარღვევისას უნდა შეახსენოს მათ სამსახურებრივი მოვალეობების ჯეროვნად შესრულების საჭიროება, გააფრთხილოს, რომ დაუშვებელია ამგვარი ქმედება, ხოლო, აუცილებლობის შემთხვევაში, ჩადენილი გადაცდომის სიმძიმიდან გამომდინარე, მიიღოს ზომები დამრღვევის მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენებისათვის.     მუხლი 10🔗. პოლიციის თანამშრომლები, რომლებიც ერთმანეთს არ ემორჩილებიან სამსახურებრივად, ერთმანეთის მიმართ შეიძლება იყვნენ უფროსები და უმცროსები. უფროსობა განისაზღვრება დაკავებული თანამდებობით და/ან სპეციალური წოდებებით.     მუხლი 11🔗. პოლიციის თანამშრომელთა ერთობლივი სამსახურის დროს, თუ ისინი სამსახურებრივად არ ემორჩილებიან ერთმანეთს და ზემდგომი უფროსის მიერ არ არის განსაზღვრული მათი უფლებამოსილება, უფროსს წარმოადგენს თანამდებობით უფროსი, ხოლო თანაბარი თანამდებობისას – წოდებით უფროსი.     მუხლი 12🔗. თანამდებობის დროებით შესრულებისას, როდესაც ეს ბრძანებით არის დამტკიცებული, უფროსი სარგებლობს დროებით შესასრულებელი თანამდებობის შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობის (წახალისების) უფლებამოსილებით. თავი II წახალისების გამოყენება     მუხლი 13🔗. პოლიციის თანამშრომელი სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის, ხანგრძლივი და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის, განსაკუთრებული სირთულის ან მნიშვნელობის დავალების შესრულებისათვის შეიძლება წახალისებულ იქნეს.     მუხლი 14🔗. დადგენილია წახალისების შემდეგი ფორმები: ა) მადლობის გამოცხადება და მადლობის სიგელით დაჯილდოება; ბ) პრემიის მიცემა ან ფასიანი საჩუქრით დაჯილდოება; გ) 10 დღე-ღამის დამატებითი შვებულების მიცემა; დ) ფინანსური პოლიციის სამკერდე ნიშნით დაჯილდოება; ე) მორიგი სპეციალური წოდების ვადამდე მინიჭება; ვ) დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა; ზ) სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას გამოჩენილი ვაჟკაცობისა და მამაცობისათვის სახელმწიფო ჯილდოზე წარდგენა.     მუხლი 15🔗. შეიძლება ერთდროულად გამოყენებულ იქნეს წახალისების რამდენიმე ფორმა.     მუხლი 16🔗. პოლიციის თანამშრომლისათვის წახალისების ფორმის გამოყენების უფლება აქვს მის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიმღებ თანამდებობის პირს. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენების შესახებ მოტივირებული წინადადების შეტანის უფლება აქვს პოლიციის თანამშრომლის უშუალო უფროსს ან მის შემცვლელს. წარდგინებას თან უნდა ახლდეს თანამშრომლის დახასიათება და წახალისების გამოყენების საფუძველი (ჩადენილი ქმედების დეტალური აღწერა), რომლის საფუძველზე მას შეიძლება განესაზღვროს წახალისების ერთ-ერთი ფორმა.     მუხლი 17🔗. წახალისების ფორმის ამორჩევისას მხედველობაში მიიღება წარმატებული და კეთილსინდისიერი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება, განსაკუთრებული სიძნელისა და საჭიროების დავალების შესრულება. წახალისების ნებისმიერი ფორმის გამოყენება შესაძლებელია, მიუხედავად იმისა, თუ როდის (რა ვადაში) იქნა თანამშრომელი წახალისებული.     მუხლი 18🔗. წახალისების ბრძანება დაყვანილ უნდა იქნეს პოლიციის ყველა თანამშრომლამდე. თავი III დისციპლინური პასუხისმგებლობის განსაზღვრა     მუხლი 19🔗. პოლიციაში დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომები გამოიყენება შემდეგ შემთხვევებში: ა) სამსახურებრივ მოვალეობათა ბრალეული შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება; ბ) სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევა; გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საფრთხის ბრალეული შექმნა; დ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან პოლიციის თანამშრომლის და პოლიციის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი (ბრალეული ქმედობა) განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი თუ მის გარეთ; ე) პოლიციის ხელმძღვანელისადმი დაუმორჩილებლობა.     მუხლი 20🔗. დისციპლინური გადაცდომისათვის პოლიციის თანამშრომლის მიმართ შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის შემდეგი ზომები: ა) შენიშვნა; ბ) საყვედური; გ) სასტიკი საყვედური; დ) ფინანსური პოლიციის სამკერდე ნიშნის ჩამორთმევა; ე) უფრო დაბალი თანრიგის (რანგის) თანამდებობრივ სარგოზე გადაყვანა არა უმეტეს ერთი წლისა; ვ) სპეციალური წოდების ერთი საფეხურით დაქვეითება; ზ) არა უმეტეს 10 სამუშაო დღის ხელფასის დაკავება; თ) თანამდებობიდან გათავისუფლება; ი) სამსახურიდან დათხოვნა.     მუხლი 21🔗. ერთი დისციპლინური გადაცდომისათვის შეიძლება გამოყენებულ იქნეს დისციპლინური პასუხისმგებლობის მხოლოდ ერთი ზომა. დისციპლინის რამდენიმე პირის მიერ ერთობლივად დარღვევის შემთხვევაში დისციპლინური სასჯელი დაედება თითოეულ პირს პერსონალურად.     მუხლი 22🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას განსაზღვრავს თანამშრომლის დანიშვნაზე გადაწყვეტილების მიმღები თანამდებობის პირი, რომელიც უნდა შეესაბამებოდეს ჩადენილი გადაცდომის სიმძიმესა და ბრალეულობის ხარისხს. სასჯელის სახის და ზომის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული: გადაცდომის ხასიათი, გარემოებები, რომელთა დროს იქნა ჩადენილი გადაცდომა, დამრღვევის ადრინდელი ყოფაქცევა, მისი დამოკიდებულება სამსახურისადმი, სამსახურებრივი სტაჟი და პროფესიული მომზადების დონე.     მუხლი 23🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებამდე დამრღვევს უნდა ჩამოერთვას წერილობითი ახსნა-განმარტება ან სხვაგვარად უნდა მიეცეს მას თავისი აზრის გამოთქმის უფლება. თუ პოლიციის თანამშრომელი უარს იტყვის წერილობითი ახსნა-განმარტების მიცემაზე ან არ გამოცხადდება სამსახურში სიტყვიერი განმარტების მისაცემად, აღნიშნული არ შეაჩერებს დისციპლინური ზომის გამოყენებას.     მუხლი 24🔗. სამსახურიდან გათავისუფლების, როგორც დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენება, შეიძლება იმ შემთხვევაში, თუ მის მიმართ გამოყენებულია სხვა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, გარდა ამ წესდების 25-ე მუხლისა.     მუხლი 25🔗. პოლიციის თანამშრომლის მიმართ სამსახურიდან გათავისუფლება პირდაპირ შეიძლება გამოყენებულ იქნეს სამსახურებრივი დისციპლინის უხეში ან სისტემატური დარღვევის შემთხვევაში, კერძოდ: ა) სამსახურებრივი საიდუმლოების შემცველი საბუთების, სამსახურებრივი ინვენტარის, სამსახურებრივი იარაღის და პირადი მოწმობის (ჟეტონის) დაკარგვა; ბ) სამსახურისათვის მატერიალური ზარალის მიყენება; გ) სამსახურში არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებლობა; დ) სამსახურში ნასვამ მდგომარეობაში გამოცხადება; ე) პოლიციელისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენა, მიუხედავად იმისა, სად არის ეს ქმედება ჩადენილი; ვ) დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება ან შეუსრულებლობა.     მუხლი 26🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა გამოიყენება უშუალოდ გადაცდომის გამოვლენისას, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა, მას შემდეგ, რაც პოლიციის უფროსისათვის გახდა ცნობილი გადაცდომა. ამ დროში არ შედის დამრღვევის ავადმყოფობის ან შვებულების ვადა.     მუხლი 27🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს გადაცდომის ჩადენიდან ექვსი თვის ვადის გასვლის შემდგომ, ხოლო თუ გადაცდომა გამოვლენილია რევიზიის ან შემოწმების შედეგად, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა გამოიყენება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ გადაცდომიდან გასული არ არის ერთი წელი. თავი IV დისციპლინური საქმის წარმოება     მუხლი 28🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენებას წინ უნდა უსწრებდეს სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება, რომლის დროსაც უნდა დადგინდეს: ა) ნამდვილად ჩადენილი იყო თუ არა გადაცდომა, მისი ჩადენის დრო, ადგილი და გადაცდომის ჩადენის გარემოება; ბ) გადაცდომის ჩადენის მიზანი და მოტივი; გ) კონკრეტული პოლიციის თანამშრომლის მოქმედების ან უმოქმედობის ბრალეულობა, აგრეთვე თითოეული პოლიციის თანამშრომლის ბრალეულობის ხარისხი ჩადენილ გადაცდომაზე (თუ გადაცდომა ჩადენილია ჯგუფურად); დ) გარემოებები, რომლებმაც იმოქმედეს პოლიციის თანამშრომლის ბრალეულობის ხარისხზე; ე) პოლიციის თანამშრომლის პირადი და საქმიანი თვისებები, რომელმაც ჩაიდინა გადაცდომა; ვ) გადაცდომის ჩადენის მიზეზი და საფუძველი; ზ) გადაცდომის შედეგად გამოწვეული ზარალი.     მუხლი 29🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების წინ სამსახურებრივი შემოწმება შეიძლება არ ჩატარდეს, როდესაც პოლიციის ხელმძღვანელი პირი თვითონ შეესწრო მის დაქვემდებარებაში მყოფი პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენას (რაც მის მიერ დაწვრილებით იქნა აღწერილი პოლიციის უფროსისადმი წარმოდგენილ მოხსენებით ბარათში ან ასახულია ხელმძღვანელ პირთან გამართული თათბირის ოქმში) და დისციპლინური გადაცდომა აშკარაა (პოლიციის თანამშრომლის მიერ სამსახურში არასაპატიოდ დაგვიანება ან არგამოცხადება, შინაგანაწესის დარღვევა, დავალების შეუსრულებლობა ან არაჯეროვანი შესრულება, დაუმორჩილებლობა და სხვა), ამ შემთხვევაში დისციპლინური ზომის გამოყენებას წინ უნდა უძღვოდეს პოლიციის თანამშრომლის (რომლის მიმართაც გამოიყენება დისციპლინური პასუხისმგებლობა) ახსნა-განმარტება.     მუხლი 30🔗. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომლის მიმართ ხორციელდება სისხლისსამართლებრივი დევნა, პოლიციის უფროსი ვალდებულია უზრუნველყოს სრულყოფილი სამსახურებრივი შემოწმების ჩატარება.     მუხლი 31🔗. პოლიციის ხელმძღვანელობამ უნდა გამოიყენოს სამსახურებრივი შემოწმების შედეგები დისციპლინის განმტკიცებისასთვის.     მუხლი 32🔗. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების საფუძველი შეიძლება იყოს: ა) ინფორმაცია საგანგებო შემთხვევის შესახებ; ბ) ინფორმაცია პოლიციის თანამშრომლის მიერ ამ წესდების მე-19 მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენის შესახებ; გ) დისციპლინური გადაცდომის ფაქტის გამოვლენა, რომელიც ცნობილი გახდა ქვემდგომი ხელმძღვანელი პირის ინფორმაციით ოპერატიულ-საგამოძიებო ორგანოს, პროკურატურის, სასამართლოს, სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს შეტყობინების (წარდგინება), ასევე მასმედიაში გამოქვეყნებული ცნობები და ფიზიკური და იურიდიული პირების განცხადება (საჩივრები); დ) სხვა შემთხვევაში – პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით.     მუხლი 33🔗. პოლიციის უფროსი, შეაფასებს რა მიღებულ ცნობებს პოლიციის თანამშრომლების მხრიდან გადაცდომის ჩადენის შესახებ, იღებს გადაწყვეტილებას სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებაზე ან გამოიყენებს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომას სამსახურებრივი შემოწმების გარეშე ამ წესდების 29-ე მუხლის შესაბამისად.     მუხლი 34🔗. სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებაზე გადაწყვეტილება მიღებულ უნდა იქნეს პოლიციის უფროსისათვის გადაცდომის შესახებ ინფორმაციის მიღებიდან 5 დღის ვადაში და შემოწმება უნდა დამთავრდეს მისი დაწყებიდან 20 დღის ვადაში, თუ სხვა ვადა არ იქნება მითითებული პოლიციის უფროსის მიერ. იმ შემთხვევაში, როდესაც სამსახურებრივი შემოწმება შეიძლება გაჭიანურდეს საფუძვლიანი მიზეზით (საბუთების გამოთხოვნა, შესამოწმებელი პირის ავადმყოფობა ან სხვა), სამსახურებრივი შემოწმება შეიძლება გაგრძელდეს დამატებით არა უმეტეს ერთი თვისა.     მუხლი 35🔗. სამსახურებრივ შემოწმებას ახორციელებს პოლიციის შესაბამისი დანაყოფი, რომლის განხორციელებაშიც შეიძლება ჩართული იყოს პოლიციის სხვა სტრუქტურული ერთეულის თანამშრომლები, რომლებიც შემოწმების ჩატარებისას მოქმედებენ პოლიციის უფროსის სახელით.     მუხლი 36🔗. სამსახურებრივი შემოწმება, საჭიროებიდან გამომდინარე, შეიძლება ჩატარდეს შემოწმების გეგმის შესაბამისად, რომელიც მტკიცდება პოლიციის უფროსის ამ მისი მოადგილის მიერ.     მუხლი 37🔗. პოლიციის თანამშრომელი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება, შეიძლება ჩამოცილებულ იქნეს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებას და შეუჩერდეს სამსახურებრივი ურთიერთობები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 38🔗. სამსახურებრივი შემოწმების საფუძველი შეიძლება იყოს პოლიციის უფროსის რეზოლუცია ან შესაბამისი ბრძანების გამოცემა. კომისიური წესით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისას აუცილებელია ბრძანებით განისაზღვროს შემოწმების ხელმძღვანელი პირი, სხვა შემთხვევაში შემოწმების ხელმძღვანელობა ევალება პოლიციის შესაბამისი დანაყოფის უფროსს ან პოლიციის უფროსის ერთ-ერთ მოადგილეს.     მუხლი 39🔗. სისხლის სამართლის საქმის გამოძიებასთან დაკავშირებით პროცესუალურ დარღვევებზე რეაგირება უნდა მოხდეს ზედამხედველი პროკურორის ან მოსამართლის წარდგინების საფუძველზე, რომლის მიხედვით უნდა განხორციელდეს პოლიციის თანამშრომლის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის განსაზღვრა.     მუხლი 40🔗. კომისიური წესით სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებისას კომისიაში არ შეიძლება შეყვანილ იქნეს: ა) პოლიციის თანამშრომელი, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება; ბ) იმ პოლიციელის ნათესავი, რომლის სამსახურებრივი შემოწმებაც ტარდება; გ) პოლიციის თანამშრომელი, რომელიც პირდაპირ დაქვემდებარებაშია იმ პოლიციის თანამშრომელთან, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება. შენიშვნა: ამ მუხლის “ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ ნათესავებად ჩაითვლებიან ოჯახის წევრი, პირდაპირი აღმავალი და დაღმავალი შტოს ნათესავი, გერი, და და ძმა, აგრეთვე მშობელი და შვილის გერები.     მუხლი 41🔗. 1. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას უფლება აქვს: ა) გამოიძახოს პოლიციის თანამშრომლები, მოქალაქები და ჩამოართვას მათ ახსნა-განმარტებანი შემოწმებასთან დაკავშირებით; ბ) გაეცნოს პოლიციის დანაყოფებში არსებულ მასალებსა და სხვა საბუთებს, საჭიროების შემთხვევაში გადაიღოს მათი ასლები და დაურთოს შემოწმების მასალებს; გ) საჭიროებიდან გამომდინარე, პოლიციის უფროსის გადაწყვეტილებით მოიწვიოს ექსპერტები და სპეციალისტები სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებით; დ) გამოითხოვოს პოლიციის სხვადასხვა დანაყოფებიდან, სამინისტროებისა და მათი მმართველობის სფეროში შემავალი სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებიდან სამსახურებრივი შემოწმებისათვის საჭირო მასალები და დოკუმენტები; ე) გავიდეს გადაცდომის ან შემთხვევის ადგილზე, შეადგინოს სქემები, განახორციელოს ფოტო და ვიდეო-აუდიო გადაღებები; ვ) ისარგებლოს სხვა უფლებამოსილებით. 2. პოლიციის თანამშრომელს, რომელიც ატარებს სამსახურებრივ შემოწმებას ვალდებულია: ა) იხელმძღვანელოს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ წესდებით; ბ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად დაიცვას ადამიანის უფლებები და თავისუფლება; გ) სამსახურებრივი გადაცდომის დადასტურების მიზნით მიიღოს ყველა ზომა საქმის მასალების ყოველმხრივ და ობიექტურად შესასწავლად; დ) გაეცნოს და დაურთოს შემოწმების მასალებს ყველა განცხადება (საჩივრები), რომელიც უშუალოდ იქნება დაკავშირებული შემოწმებასთან; ე) დაიცვას სამსახურებრივი საქმიანობის დროს მიღებული ყველა სახის საიდუმლო ინფორმაცია, რომელიც მისთვის ცნობილი გახდა სამსახურებრივი შემოწმებისას; ვ) სამსახურებრივი შემოწმებისას სისხლის სამართალის დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას დაუყოვნებლივ აცნობოს პოლიციის უფროსს; ზ) წარუდგინოს პოლიციის უფროსს სამსახურებრივი შემოწმების მასალები და შესაბამისი დასკვნა; თ) შემოწმების მასალები და შესაბამისი დასკვნა გააცნოს პოლიციის იმ თანამშრომელებს, რომელთა მიმართაც ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება.     მუხლი 42🔗. პოლიციის თანამშრომელს, რომლის მიმართაც ტარდება სამსახურებრივი შემოწმება, უფლება აქვს: ა) მისცეს წერილობითი ახსნა-განმარტებანი, გამოთქვას აზრი, დაურთოს საქმეს მის მიერ წარდგენილი მასალები და მტკიცებულებები; ბ) დააყენოს იმ პოლიციის თანამშრომლის აცილების საკითხი, ვინც ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას; გ) გაეცნოს მის მიმართ არსებული სამსახურებრივი შემოწმების მასალებს და შედგენილ დასკვნას.     მუხლი 43🔗. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას, უშუალოდ იღებს ახსნა-განმარტებებს იმ პოლიციის თანამშრომლისაგან, რომლის მიმართაც მიმდინარეობს სამსახურებრივი შემოწმება, ასევე სხვა პოლიციის თანამშრომლებისაგან.     მუხლი 44🔗. სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაში მითითებული უნდა იყოს: ა) დასკვნის შედგენის ადგილი და დრო; ბ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარების მიზეზი, ასევე პოლიციის თანამშრომლის (თანამშრომლების) სახელი, გვარი, თანამდებობა და წოდება, ვინც ახორციელებს სამსახურებრივ შემოწმებას; გ) გადაცდომის ადგილი და დრო, ასევე სხვა გარემოებები; დ) სრულყოფილი მონაცემები პოლიციის იმ თანამშრომელზე (თანამშრომლებზე), რომლებმაც ჩაიდინეს სამსახურებრივი გადაცდომა (სახელი, გვარი, თანამდებობა, სპეციალური წოდება, დაბადების წელი და ადგილი, საცხოვრებელი ადგილი, ნამსახურეობის ნუსხა); ე) სამსახურებრივი გადაცდომის მოტივი, მიზეზი და მიზანი, (თუ რომელი კანონი, კანონქვემდებარე აქტი ან სხვა სამართალებრივი აქტი იქნა დარღვეული); ვ) სამსახურებრივი გადაცდომის საფუძველი; ზ) მიზეზობრივი კავშირი გადაცდომის თანამდებობრივ მოვალეობებთან; თ) გადაცდომით მიყენებული ზიანის სახე და ოდენობა; ი) წინადადებები დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ; კ) წინადადებები პროფილაქტიკური ღონისძიებების ჩატარების შესახებ; ლ) სამსახურებრივ დასკვნას ხელს აწერენ შემოწმებაში მონაწილე პირები. იმ შემთხვევაში, როდესაც შემოწმების კომისიის წევრებს აქვთ განსხვავებული აზრი, აღნიშნული ფიქსირდება ხელმოწერის დროს, თანდართული განმარტებებით.     მუხლი 45🔗. სამსახურებრივი შემოწმების დასკვნაში მითითებული უნდა იყოს, ვისთვის იქნა დასკვნა გაცნობილი ხელმოსაწერად. იმ შემთხვევაში, როდესაც პოლიციის თანამშრომელი, რომლის მიმართაც ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება, უარს განაცხადებს ახსნა-განმარტების მიცემაზე, აღნიშნული უნდა იყოს დასკვნის ბოლო ნაწილში უარის თქმის მიზეზი.     მუხლი 46🔗. სამსახურებრივი შემოწმების დასკვნის შესაბამისად, პოლიციის კადრების სამსახური ამზადებს დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ პოლიციის უფროსის ბრძანების პროექტს, რომელიც წარედგინება პოლიციის უფროსს.     მუხლი 47🔗. სამსახურებრივი შემოწმების მიმდინარეობისას სისხლისსამართლებრივი დანაშაულის ნიშნების გამოვლენისას პოლიციის უფროსი დაუყოვნებლივ ატყობინებს აღნიშნულის შესახებ პროკურორს, რომელიც განსაზღვრავს მის ქვემდებარეობას.     მუხლი 48🔗. 1. სამსახურებრივი შემოწმების დამთავრებისთანავე შემოწმების მასალები უნდა აიკინძოს, დაინომროს და გაუკეთდეს სარჩევი. 2. შემოწმების საქმეში ჩაიკერება: ა) დოკუმენტი (დოკუმენტები), რომელიც ასახავს სამსახურებრივი შემოწმების საფუძველს; ბ) სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებაზე პოლიციის უფროსის ბრძანების ასლი, ასეთის არსებობის შემთხვევაში; გ) სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებული ახსნა-განმარტებები; დ) სამსახურებრივ შემოწმებასთან დაკავშირებული მასალები, საბუთები და ცნობები; ე) პოლიციის თანამშრომლის სამსახურებრივი დახასიათება; ვ) სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა; ზ) სამსახურებრივ შემოწმებაზე მიღებული გადაწყვეტილება (ასლი); თ) პასუხი იმ განცხადებაზე (საჩივარზე), რის საფუძველზეც ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება.     მუხლი 49🔗. სამსახურებრივი შემოწმების საქმე უნდა ინახებოდეს პოლიციის კადრების სამსახურში 3 წლის განმავლობაში, რის შემდეგაც ის ნადგურდება არსებული წესით, ხოლო დასკვნის ერთი ეგზემპლარი უნდა ჩაიკრას პოლიციის თანამშრომლის პირად საქმეში, დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების ბრძანებასთან ერთად.     მუხლი 50🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის მოხსნის უფლება გააჩნია იმ თანამდებობის პირს, რომლის მიერაც დადებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. პოლიციის თანამშრომელს ერთდროულად შეიძლება მოეხსნას ერთი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა.     მუხლი 51🔗. პოლიციის თანამშრომელი, რომელსაც შეფარდებული აქვს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, არ შეიძლება წახალისებულ იქნეს მანამ, სანამ არ მოეხსნება დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. ამ შემთხვევაში შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ამ წესდების მე-14 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული წახალისების ფორმა.     მუხლი 52🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობა არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს: ა) ავადმყოფობის პერიოდში; ბ) იმ პერიოდში, როდესაც პოლიციის თანამშრომელი მივლინებაში ან შვებულებაშია; გ) თუ გასულია დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების ხანდაზმულობის ვადა.     მუხლი 53🔗. პოლიციის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროს ბრძანებით, რომელიც დამრღვევს უნდა გაეცნოს ხელმოწერით.     მუხლი 54🔗. პოლიციის თანამშრომელს დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა მოხსნილად ეთვლება, თუ დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დადებიდან გავიდა ექვსი თვე და ამ პერიოდში პოლიციის თანამშრომლის მიმართ არ იქნა გამოყენებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ახალი ზომა.     მუხლი 55🔗. 1. ის თანამდებობის პირი, რომელმაც გამოიყენა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, უფლებამოსილია პოლიციის თანამშრომელს ბრძანებით ვადამდე მოუხსნას დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა. 2. დისციპლინური პასუხისმგებლობის ვადამდე მოხსნა ხორციელდება დისციპლინური სახდელის მქონე პოლიციის თანამშრომლის უშუალო უფროსის ან მისი შემცვლელის მოტივირებული შუამდგომლობის საფუძველზე.     მუხლი 56🔗. პოლიციის თანამშრომელი, რომლის მიმართაც გამოყენებულ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, უფლებამოსილია დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენებიდან ერთი თვის ვადაში გაასაჩივროს აღნიშნული გადაწყვეტილება ზემდგომ თანამდებობის პირთან ან სასამართლოში.     მუხლი 57🔗. გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის შესახებ დაუყოვნებლივ უნდა აღსრულდეს. პირი, რომლის მიზეზითაც აღნიშნული სასჯელი არ აღსრულდება, პასუხს აგებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 58🔗. დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების შესახებ უფლებამოსილი პირის ბრძანებები დაყვანილ უნდა იქნეს პოლიციის ყველა თანამშრომლამდე.