⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (29.12.2008)
გაუქმებულია:

ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 05.04.2006
ძალის დაკარგვა 29.12.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №246
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008426
გამოქვეყნების წყარო სსმ, 50, 12/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,571 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
05.04.2006 მიღება
29.12.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.426 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №246 2006 წლის 5 აპრილი ქ. თბილისი ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დაფუძნდეს ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯი საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯი (შემდგომში – კოლეჯი) არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი. იგი წარმოადგენს სახელმწიფო მმართველობის ორგანოებისგან განცალკევებულ ორგანიზაციას, რომელიც სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. კოლეჯი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კანონით „ზოგადი განათლების შესახებ“, „განათლების შესახებ“, ნორმატიული აქტებითა და წინამდებარე წესდებით. 3. კოლეჯი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელმწიფო კონტროლს აწარმოებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახილველად საჭირო დოკუმენტაცია და ინფორმაციის წარდგენა. 4. კოლეჯს გააჩნია დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიშსწორების ანგარიშები ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა. 5. კოლეჯის იურიდიული მისამართია: ქ. ბორჯომი, თამარ მეფის ქ. №21.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. კოლეჯის მიზანია მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. კოლეჯში მიიღებიან მხოლოდ საბაზო განათლების მქონე პირები. 3. კოლეჯი ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. კოლეჯი ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. კოლეჯში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი კოლეჯში განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“, სხვა კანონებითა და კანონქვემდებარე ნარმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. კოლეჯის დირექტორი 1. კოლეჯის დირექტორი არის დაწესებულების უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძღვანელობს კოლეჯის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებთან სამართლებრივ ურთიერთობაში. 2. კოლეჯის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეადგინოს პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 4. კოლეჯის დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით, კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან. 5. საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად კოლეჯის მომსახურე ყველა პირისათვის. 6. კოლეჯის ადმინისტრაცია შედგება დირექტორის, დირექტორის ორი მოადგილის, მთავარი ბუღალტრის და საქმეთა მმართველისგან. 7. კოლეჯის დირექტორს ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა კოლეჯის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე.     მუხლი 5🔗. პედაგოგები 1. კოლეჯის პერსონალს მიეკუთვნება სასწავლო-აღმზრდელობითი პროცესის წარმმართველი პირები: (მასწავლებელი, საწარმოო სწავლების ოსტატი, მეთოდისტი და სხვ.). 2. პედაგოგები სამუშაოზე მიიღებიან ხელშეკრულების საფუძველზე, კონკურსის წესით ან მის გარეშე. 3. პედაგოგთა უფლება-მოვალეობანი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 6🔗. მოსწავლეები 1. კოლეჯის მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია სასწავლებელში. 2. კოლეჯში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპაციალობების დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 3. კოლეჯში სწავლება შეიძლება განხორციელდეს დასწრებული სწავლების ფორმით, რომელსაც აფინანსებს სახელმწიფო ბიუჯეტი სახელმწიფო დაკვეთის შესაბამისად. 4. კოლეჯს შეუძლია მოემსახუროს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღებას შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია „ბავშვთა უფლებების კონვენციით“, „საერთაშორისო ხელშეკრულებით“ და სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო 1. კოლეჯის პედაგოგიური საბჭო არის კოლეჯის მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნის, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“ და წინამდებარე წესდებით. 2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად, თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5 და არა უმეტეს 1/3. თუკი დაწესებულებების   პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს. 5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც. 6. პედაგოგიური საბჭო წარმართავს კოლეჯის სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს კოლეჯის საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების ჩატარების საკითხი. 7. საქართველოს გაანთლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო კვირის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 8. პოლიტექნიკური კოლეჯის დირექტორის წარდგინებით პედაგოგიური საბჭო ამტკიცებს სამეურვეო საბჭოს წარმომადგენელს და განსაზღვრავს სამეურვეო საბჭოს წევრთა რაოდენობას. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს სწავლების მეთოდიკა და სახელმძღვანელოები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან. 10. პედაგოგიურ საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს კოლეჯის ყველა პედაგოგი.     მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო 1. კოლეჯის საბიუჯეტო და არასაბიუჯეტო ფინანსური და მატერიალური რესურსების მოზიდვისა და განკარგვის მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, კოლეჯის პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი 1 წევრი, 2 მშობელი, დამსაქმებელი ან საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი. 3. კოლეჯის სამეურვეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ საბჭოს თავმჯდომარის, ხოლო მისი არყოფნის შემთხვევაში, თავმჯდომარის მოადგილის მიერ. კოლეჯის სამეურვეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა ერთ მესამედს და კოლეჯის დირექტორის სხდომის მოწვევის საფუძვლების მითითებით. სამეურვეო საბჭოს პირველი სხდომა იმართება არჩევიდან 10 დღის ვადაში. 4. სამეურვეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. 5. დაწესებულების დირექტორს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს საბჭოს მუშაობაში სათათბირო ხმის უფლებით. 6. სამეურვეო საბჭო ვალდებულია სასწავლო წლის მანძილზე ორჯერ მაინც მოამზადოს ანგარიში და წარუდგინოს დაწესებულების მოსწავლეთა მშობლების (კანონიერი წარმომადგენლის) საერთო კრებას.     მუხლი 9🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. კოლეჯის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს. სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს კოლეჯის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები კოლეჯის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს, საჭიროებს თანხმობას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების განხორციელება საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან შეთანხმებას. 4. კოლეჯი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს კოლეჯის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას. 6. კოლეჯი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე. წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. კოლეჯის დაფინანსების წყარო შეიძლება იყოს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანომდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სახსრები კანონმდებლობით დადგენილი წესით ბიუჯეტიდან ანგარიშსწორების შემდგომ უნდა მოხმარდეს კოლეჯის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია. 3. კოლეჯს უფლება აქვს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოსა და საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით იჯარით გასცეს მისთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით მფლობელისა და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონება, რომელიც აღემატება საგანმანათლებლო პროგრამის შესრულებისათვის საჭირო ნორმატივებს.     მუხლი 11🔗. კოლეჯის ქონება 1. დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად კოლეჯს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაეცემა შესაბამისი ქონება. 2. კოლეჯი მისთვის გადაცემულ ქონებას ფლობს და სარგებლობს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 12🔗. საბუღალტრო ანგარიშგება 1. კოლეჯი ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს შესაბამის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს. 2. კოლეჯის წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 13🔗. კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა კოლეჯის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 14🔗. კოლეჯის შექმნა და ლიკვიდაცია 1. კოლეჯი იქმნება განუსაზღვრული ვადით. 2. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 3. კოლეჯის ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 15🔗. გარდამავალი დებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯი წარმოადგენს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ბორჯომის პოლიტექნიკური კოლეჯის უფლებამონაცვლეს.