1. დაინტერესებულ პირს, რომელიც არ აცხადებს დამოუკიდებელ მოთხოვნას დავის საგანზე ან მის ნაწილზე, შეუძლია მიმართოს არბიტრაჟს განცხადებით, რათა დაუშვას იგი მესამე პირად მოსარჩელის ან მოპასუხის მხარეზე, რადგან არბიტრაჟის გადაწყვეტილებას ამ საქმეზე შეუძლია შემდგომში გავლენა მოახდინოს მის უფლებებსა და მოვალეობებზე ერთ-ერთი მხარის მიმართ.
2. თუ საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე არბიტრაჟი დაადგენს, რომ მისი გადაწყვეტილება შეიძლება შეეხოს სხვა პირის უფლება-მოვალეობებს, რომელიც არ წარმოადგენს მხარეს, არბიტრაჟი ვალდებულია ასეთი პირი საქმეში ჩართოს მესამე პირად დამოუკიდებელი საარბიტრაჟო მოთხოვნის გარეშე