1. არბიტრაჟი ვალდებულია შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მოქალაქის გარდაცვალებისას, თუ სადავო სამართლებრივი ურთიერთობა დასაშვებად თვლის უფლებამონაცვლეობას, ან იმ იურიდიული პირის არსებობის შეწყვეტისას, რომელიც საქმეში მხარეს წარმოადგენს;
ბ) თუ საქმის წარმოების დროს გაირკვევა, რომ ერთ-ერთი მხარე ქმედუუნაროა და მას არ ჰყავს კანონიერი წარმომადგენელი. საარბიტრაჟო განხილვა განახლდება კანონიერი წარმომადგენლის დანიშვნის შემდეგ;
გ) თუ საქმის განხილვა შეუძლებელია სხვა საქმის გადაწყვეტამდე, რომელიც განხილულ უნდა იქნეს სამოქალაქო, სისხლის სამართლის ან ადმინისტრაციული წესით.
2. არბიტრაჟს უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით შეაჩეროს საქმის წარმოება შემდეგ შემთხვევებში:
ა) მხარე იმყოფება ნამდვილ ვადიან სამხედრო სამსახურში ან გაწვეულია რაიმე სახელმწიფო მოვალეობის შესასრულებლად;
ბ) მხარე იმყოფება ხანგრძლივ სამსახურებრივ მივლინებაში;
გ) მხარე იმყოფება სამკურნალო დაწესებულებაში ან ავად არის, რის გამოც საშუალება არა აქვს გამოცხადდეს არბიტრაჟში და ეს დასტურდება სამედიცინო დაწესებულების ხელმძღვანელის მიერ გაცემული ცნობით;
დ) არბიტრაჟმა დანიშნა ექსპერტიზა.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება საქმიდან გასული პირის უფლებამონაცვლის დადგენამდე, მაგრამ არა უმეტეს ერთი წლისა, ხოლო „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – ქმედუუნარო პირისათვის წარმომადგენლის დანიშვნამდე.
4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში საქმის წარმოება შეჩერდება არაუმეტეს ერთი თვის ვადით. ამ ვადის გასვლისთანავე მხარე ვალდებულია დანიშნოს წარმომადგენელი, ხოლო არბიტრაჟი უფლებამოსილია განაახლოს საქმის განხილვა
შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის" დებულება · რედაქცია 27.06.2011
მუხლი 30. საქმის წარმოების შეჩერება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 24. საარბიტრაჟო წარმოების დაწყების საფუძველი
- მუხლი 25. საარბიტრაჟო განხილვა
- მუხლი 26. შეპასუხების გამოუყენებლობა
- მუხლი 27. საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 28. არბიტრაჟის კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების გაუქმება და საარბიტრაჟო განხილვის განახლება
- მუხლი 29. საარბიტრაჟო გადაწყვეტილების შესწორება და განმარტება, დამატებითი საარბიტრაჟო გადაწყვეტილება
- მუხლი 31. საქმის წარმოების შეწყვეტა, სარჩელის განუხილველად დატოვება
როგორ დავიმოწმოთ
განცხადება „შპს “თბილისის მუდმივმოქმედი კერძო არბიტრაჟის" დებულება“, მუხლი 30, №0, 27.06.2011 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1386089/muxli-30/