,,ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ “ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს #9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
ქ. თბილისის საკრებულოს გადაწყვეტილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
ქალაქ თბილისის საკრებულოს
გადაწყვეტილება № 7-37
2011 წლის 24 ივნისი
ქ. თბილისი
„ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-65 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად, ქ. თბილისის საკრებულომ გადაწყვიტა:
1. „ქ. თბილისის ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ ქ. თბილისის საკრებულოს 2010 წლის 27 აგვისტოს № 9-65 გადაწყვეტილებით (სსმ V, № 21, 03.09.2010, მუხ . 580) დამტკიცებულ წეს ში შევიდეს შემდეგი ცვლილება:
ა) პირველ მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-6 პუნქტი:
„6. წინამდებარე წესით გათვალისწინებული კომპეტენციის განხორციელებისას ქალაქ თბილისის მთავრობის, ასევე ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის ქონების განკარგვაზე უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ ყველა საჭირო დოკუმენტაცია შეიძლება შეიქმნას და გაიცეს როგორც წერილობითი, ასევე ელექტრონული ფორმით, ელექტრონული წარმოების თავისებურებათა გათვალისწინებით. ელექტრონული ფორმით შექმნილ ან/და გაცემულ ნებისმიერ დოკუმენტს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორც წერილობით დოკუმენტს, თუ ელექტრონული ფორმით გაცემული დოკუმენტის ნამდვილობის გადამოწმება შესაძლებელია მისი შემდგენელი/გამომცემი ორგანოს ინტერნეტსაიტის მეშვეობით. ელექტრონულ ი ფორმით გაცემულ დოკუმენტებს აქვ თ იურიდიულ ი ძალა ხელმოწერის და ბეჭდის გარეშე.“.
ბ) მე-3 მუხლს:
ა.ა) დაემატოს შემდეგი შინაარსის 71 პუნქტი:
„71. ელექტრონული აუქციონით ქონების სასყიდლიან სარგებლობაში გადაცემის შემთხვევაში, აუქციონში მონაწილეობის შესახებ იმ დაინტერესებული პირის განაცხადი, რომელმაც გაიმარჯვა აუქციონში და აუქციონის შედეგების შესაბამისად უ ფლებამოსილი ორგანოს მიერ გამოცემული აქტი , თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემის შესახებ , უთანაბრდება ამ წესით გათვალისწინებულ ხელშეკრულებას.“;
ა.ბ) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„8. სარგებლობის უფლებით გაცემის აუქციონის ბეს (საბანკო გარანტიის) ოდენობა ს განსაზღვრავს პრივატიზების განმახორციელებელი ორგანო ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში.“.
2. გადაწყვეტილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე ზ. სამადაშვილი