საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.04.2006
ძალის დაკარგვა 18.10.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკის მინისტრი
ნომერი №38
სარეგისტრაციო კოდი 010240030.22.025.008545
გამოქვეყნების წყარო სსმ, 59, 28/04/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,777 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2006 მიღება
18.10.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:SimSun; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@SimSun"; panose-1:2 1 6 0 3 1 1 1 1 1;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-justify:inter-ideograph; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 55.3pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.240.030.22.025.008.545 საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანება №38 2006 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტისა და საქართველოს მთავრობის 2006 წლის 1 აპრილის №71 დადგენილებით დამტკიცებული საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს დებულების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის „ჟ“ ქვეპუნქტის თანახმად, ვბრძანებ: 1. ძალადაკარგულად ჩაითვალოს საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2005 წლის 4 აპრილის №19 ბრძანება „საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის 2004 წლის 10 ნოემბრის №32 ბრძანების ძალადაკარგულად ცნობისა და საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულების დამტკიცების თაობაზე“ (სსმ III, 2005 წ., №39, მუხლი 414🔗). 2. დამტკიცდეს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების თანდართული დებულება. 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ნ. გილაური საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს ცენტრალური აპარატის სტრუქტურული ქვედანაყოფების დებულება თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. სამინისტროს სტრუქტურა 1. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სტრუქტურაში შედიან შემდეგი ქვედანაყოფები: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი; ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი; გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი; დ) ეკონომიკური დეპარტამენტი; ე) იურიდიული დეპარტამენტი; ვ) გენერალური ინსპექცია. 2. საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს სტრუქტურაში შედიან მრჩევლები, რომლებიც სამინისტროს დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებას ახორციელებენ ენერგეტიკის მინისტრის მიერ დადგენილი კომპეტენციის ფარგლებში. 3. წინამდებარე დებულება აწესრიგებს სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, კომპეტენციას, ანგარიშვალდებულებასა და მასთან დაკავშირებულ სხვა ურთიერთობებს.     მუხლი 2🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილება 1. სტრუქტურული ქვედანაყოფი, თავის საქმიანობას წარმართავს სამინისტროს დებულების, სხვა ნორმატიული აქტებისა და საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის ბრძანებების საფუძველზე. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფი ანგარიშვალდებულია საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის წინაშე. 3. თავისი ფუნქციების განხორციელებისას სტრუქტურული ქვედანაყოფი წარმოადგენს საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროს. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის ყოველდღიურ საქმიანობას მეთვალყურეობს ენერგეტიკის მინისტრი ან მინისტრის მოადგილე.     მუხლი 3🔗. სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელობა 1. სტრუქტურულ ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი. 2. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 3. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე. 4. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შეუსრულებლობის შემთხვევაში მის უფლებამოსილებას ასრულებს მისი მოადგილე ან მის სტრუქტურაში შემავალი ერთ-ერთი სამმართველოს უფროსი. 5. სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სტრუქტურული ქვედანაყოფის საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს სტრუქტურული ქვედანაყოფის საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს სტრუქტურულ ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარუდგენს მინისტრს წინადადებებს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, საჯარო მოსამსახურეების პრემიის, მათი წახალისების, მათზე დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის ამოცანების შესასრულებლად საჭირო სახსრებისა და მატერიალური საშუალებების გამოყოფის თაობაზე; ზ) შუამდგომლობს სტრუქტურული ქვედანაყოფის მოსამსახურეების კვალიფიკაციის ამაღლების თაობაზე; თ) ყოველი კალენდარული წლის დამთავრებიდან ერთ თვეში წარუდგენს მინისტრს გასული წლის განზოგადებულ ანგარიშს სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციიდან გამომდინარე გაწეული საქმიანობის შესახებ; ი) ასრულებს სამინისტროს დებულებით, ამ დებულებით, მინისტრის ან მინისტრის მოადგილის მიერ განსაზღვრულ სხვა ამოცანებს.     მუხლი 4🔗. სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების სტრუქტურა სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის სტრუქტურაში შედიან შემდეგი სამმართველოები: ა) ადმინისტრაციული დეპარტამენტი: ა.ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო; ა.ბ) კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველო; ა.გ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო; ა.დ) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო. ბ) ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი: ბ.ა) ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველო; ბ.ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო; გ) ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი: გ.ა) ენერგოსისტემის მართვისა და ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო; გ.ბ) ენერგობალანსების სამმართველო; გ.გ) ენერგორესურსებისა და სათბობის სამმართველო; დ) ეკონომიკური დეპარტამენტი: დ.ა) საბიუჯეტო და ფინანსური ანალიზის სამმართველო; დ.ბ) ინვესტიციური პროექტის დაფინანსების სამმართველო; დ.გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო; დ.დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო. ე) იურიდიული დეპარტამენტი: ე.ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო; ე.ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო; ე.გ) მეთოდოლოგიური სამმართველო. ვ) გენერალური ინსპექცია: ვ.ა) შიდა აუდიტის სამმართველო; ვ.ბ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო.     მუხლი 5🔗. სამმართველოს ხელმძღვანელობა 1. სამმართველოს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი. 2. სამმართველოს უფროსი დაკისრებული ფუნქციების შესრულებისას ანგარიშვალდებულია სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის წინაშე. 3. სამმართველოს უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამმართველოს საქმიანობას; ბ) ანაწილებს მოვალეობებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და განკარგულებებს; გ) აკონტროლებს სამმართველოს საჯარო მოსამსახურეების მიერ თავიანთი სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას; დ) ხელს აწერს სამმართველოში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) წარუდგენს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსს სამმართველოს მუშაობის ანგარიშს; ვ) ახორციელებს სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის მიერ დაკისრებულ სხვა დავალებებს. თავი II სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციები     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციული დეპარტამენტი ადმინისტრაციული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები: ა) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველო: ა.ა)    თავისი კომპეტენციის ფარგლებში მინისტრის მოხსენებების, საჯარო გამოსვლებისა და ანგარიშების მომზადება; ა.ბ) სამინისტროში პრესკონფერენციებისა და პრეზენტაციების ორგანიზება; ა.გ) მასობრივი ინფორმაციის საშუალებებთან, არასამთავრობო და სხვა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან მინისტრისა და სამინისტროს ურთიერთობების უზრუნველყოფა და ხელშეწყობა; ა.დ) მინისტრის ორგანიზაციული და საინფორმაციო-ანალიტიკური მომსახურება; ა.ე) საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა; ა.ვ) კანონმდებლობით განსაზღვრულ შემთხვევებში, ნორმატიული აქტის გამოცემაზე (მიღებაზე) ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საჯაროდ გამოცხადება _ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ყველასათვის ხელმისაწვდომ ადგილზე ან/და სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსება; ა.ზ) მოქალაქეთა მიღების კოორდინაცია და ორგანიზაციული უზრუნველყოფა. ბ) კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველო: ბ.ა) სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმის წარმოების ორგანიზება, საჯარო მოხელეთა მიერ ადმინისტრაციული წარმოებისა და დავალებების სათანადოდ შესრულების კონტროლი; ბ.ბ) მინისტრის ან/და მინისტრის მოადგილეების დავალებების (რეზოლუციების) შესაბამისად მომზადებულ პროექტებზე შემსრულებელთა მიერ ვიზირების უზრუნველყოფა; ბ.გ) საკონტროლო დავალებათა შესრულებაზე კონტროლი; ბ.დ) სამინისტროში ზეპირი მოსმენების ორგანიზაციული უზრუნველყოფა, საჭიროების შემთხვევაში გამართული თათბირების ან ზეპირი მოსმენების ოქმების შედგენა; ბ.ე) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების შესახებ ბრძანებათა პროექტების მომზადება; ბ.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს მოხელეთა და მოსამსახურეთა პირადი საქმეების შედგენა, შრომის წიგნაკების, ჩანართი ფურცლების აღრიცხვა-წარმოება; ბ.ზ) მოხელეთა პროფესიული მომზადების, გადამზადების და ვაკანტური თანამდებობების დასაკავებლად კონკურსის ორგანიზება, ატესტაციის მოწყობა, კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად რეზერვში ჩარიცხულ მოხელეთა დასაქმება, სტაჟირებისა და შრომის დისციპლინის კონტროლი; ბ.თ) საიდუმლო საქმის წარმოების განხორციელება, მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ შესაბამის ინფორმაციასთან და დოკუმენტაციასთან დაკავშირებით საიდუმლოების რეჟიმის დაცვის უზრუნველყოფა. გ) ამ მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის „ბ.ა“, „ბ.ბ“ და „ბ.გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფუნქციებს ახორციელებს კადრებისა და საქმის წარმოების სამმართველოს უფროსის მოადგილე. დ) ინფორმაციული უზრუნველყოფისა და ანალიზის სამმართველო: დ.ა) ენერგეტიკული დარგის ერთიანი საინფორმაციო ბაზის დანერგვა და მისი ანალიზი; დ.ბ) სამინისტროს ინფორმაციული ბაზის შექმნა და მისი მუდმივი განახლება, სამინისტროს აპარატის შიდა კომპიუტერული ქსელის გამართული მუშაობისა და განვითარების უზრუნველყოფა, შიდა კომპიუტერულ ქსელში ერთიანი ინფორმაციული ბაზის შექმნა და მასში სამინისტროს მუშაობისათვის საჭირო სამართლებრივი აქტებისა და სხვადასხვა სახის ინფორმაციის განთავსება; დ.გ) სამინისტროს ელექტრონული ვებ-გვერდის შედგენა, დამუშავება და მისი მუდმივი განახლება. სამინისტროს ნორმატიული აქტების, შესაბამისი საოქმო ჩანაწერების, წლიური ანგარიშების, ენერგეტიკის დარგის სხვადასხვა სახის სტატისტიკური ტექნიკურ-ეკონომიკური მაჩვენებლებისა და სამინისტროში არსებული სხვა სახის საჯარო ინფორმაციის სამინისტროს ელექტრონულ ვებ-გვერდზე განთავსება. ე) მატერიალური უზრუნველყოფის სამმართველო: ე.ა) სამინისტროს ცენტრალური აპარატის ფუნქციონირებისთვის აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური პირობების შექმნა, შენობა-ნაგებობების მოვლა და საჭიროების შემთხვევაში კაპიტალური მშენებლობის, სარემონტო-სამშენებლო სამუშაოთა ორგანიზება კანონმდებლობით დადგენილი წესით. აგრეთვე, სამინისტროს ცენტრალური აპარატის საჭიროებისთვის სახელმწიფო შესყიდვების ორგანიზება და ამ მიზნით, შესაბამისი პროექტებისა და წინადადებების შემუშავება; ე.ბ) სადღეღამისო მორიგეობის უზრუნველყოფა.     მუხლი 7🔗. ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი ენერგეტიკული პოლიტიკისა და საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველო: ა.ა) ენერგეტიკის დარგში ერთიანი სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების შემუშავება, მათი განხორციელების ხელშეწყობა; ა.ბ) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და პრიორიტეტების შესაბამისად, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და მოხმარების, აგრეთვე იმპორტ-ექსპორტის ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებათა ერთიანი სახელმწიფო პროგრამების შემუშავება; ა.გ) ენერგიის განახლებადი და ალტერნატიული წყაროების ათვისებისა და გამოყენების ძირითად მიმართულებათა განსაზღვრა, სხვადასხვა სახის პერსპექტიული პროგრამების შემუშავება და მათი განხორციელების ხელშეწყობა; ა.დ) მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურების კლასიფიკაციისა და სტატუსის, მათ შორის, ელექტროენერგიის წარმოების ლიცენზიატის მიერ ტარიფის დადგენის გარეშე საქმიანობის განხორციელების პრინციპების შემუშავება; ა.ე) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში, ენერგეტიკის დარგში პრივატიზების გეგმის შემუშავებასა და საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის განსაზღვრაში მონაწილეობა; ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ენერგეტიკულ ბაზრებზე კონკურენციის განვითარებისა და პრივატიზაციის პროცესების მიმდინარეობის ხელშეწყობა; ა.ზ) ენერგეტიკულ დარგში დარგობრივი და დარგთაშორისი სამეცნიერო-კვლევითი, საპროექტო-საკონსტრუქტორო და საგანმანათლებლო მიმართულებების განვითარების ხელშეწყობა და კოორდინაცია; ა.თ) მიღებული ინფორმაციისა და წარმოდგენილი დოკუმენტაციის ანალიზი, შესაბამისი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება. ბ) საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველო: ბ.ა) ენერგეტიკის დარგში საინვესტიციო პოლიტიკის წასახალისებლად მიმზიდველი წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება და შემუშავება; ბ.ბ) ქვეყნის ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მოთხოვნებიდან გამომდინარე დაგეგმილი ღონისძიებებისა და პროგრამების განხორციელების კოორდინაცია სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში; ბ.გ) მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებში საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მონაწილეობისა და საერთაშორისო ინვესტორებთან ურთიერთობების კოორდინაცია საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში; ბ.დ) საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია; გ) დეპარტამენტის უფროსის მოადგილე წარმართავს ენერგეტიკული პოლიტიკის სამმართველოსა და საერთაშორისო ურთიერთობების სამმართველოს საქმიანობას.     მუხლი 8🔗. ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტი ენერგოსისტემის კოორდინაციისა და მონიტორინგის დეპარტამენტის ძირითადი ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები: ა) ენერგოსისტემის მართვისა და ტექნიკური მონიტორინგის სამმართველო: ა.ა) ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავება; ა.ბ) სახელმწიფო პოლიტიკის, სახელმწიფო სტრატეგიისა და სახელმწიფო პროგრამების გათვალისწინებით, ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების შემუშავება და მათი შესრულების ხელშეწყობა; ა.გ) ენერგეტიკის დარგებში ძირითადი რგოლების ტექნიკური და ტექნოლოგიური მოდერნიზაციის ღონისძიებათა თაობაზე წინადადებებისა და პროექტების შემუშავება; ა.დ) ელექტროენერგიის სასისტემო ან/და სისტემათაშორისი ტრანზიტისათვის განკუთვნილი ელექტრო-გადამცემი ხაზების სიის განსაზღვრა; ა.ე) ენერგეტიკის კომპლექსში შემავალ ორგანიზაციების, მათ შორის, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, იმპორტ-ექსპორტის და მიწოდების საწარმოებისა და ორგანიზაციების ტექნიკური მდგომარეობის მონიტორინგი და ანალიზი, სათანადო დასკვნების, წინადადებებისა და რეკომენდაციების მომზადება; ა.ვ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო ინვესტირებისა და იმ შეთანხმებების სათანადოდ განხორციელებაზე დაკვირვება, რომლებშიც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და დაევალა რაიმე მოქმედების განხორციელება. მიმდინარე სამუშაოების შესრულებაზე დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ა.ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში იმ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა, სადაც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და შეიძლება დაევალოს რაიმე მოქმედების განხორციელება; ა.თ)   ენერგოსექტორში მართვისა და ტექნოლოგიური პროცესების სრულყოფის, ენერგო და თბოდანაკარგების შემცირების შესახებ წინადადებათა მომზადება; ა.ი)    ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის და დისტრიბუციის ობიექტებზე სარეაბილიტაციო ღონისძიებათა განხორციელების პროგრამებისა და ტექნიკური მონაცემების მომზადება; ა.კ) ენერგეტიკის დარგში საიმედოობის სტანდარტების დამკვიდრების მიზნით, დარგში საწარმოებისა და ორგანიზაციებისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება. ბ) ენერგობალანსების სამმართველო: ბ.ა) ენერგეტიკის დარგში ბალანსების შედგენა; ბ.ბ) ქვეყანაში ენერგოშემცველებზე მოთხოვნილებათა პროგნოზირება; ბ.გ) ენერგეტიკული ობიექტების კონსერვაციისა და ლიკვიდაციის სტრატეგიისა და წესების შემუშავება; ბ.დ) ენერგეტიკის დარგში დარგობრივი ბალანსების შესრულების მონიტორინგი; გ) ენერგორესურსებისა და სათბობის სამმართველო: გ.ა) ელექტროენერგიის გენერაციის, ნავთობის, ბუნებრივი გაზის, ქვანახშირის მოპოვების, აგრეთვე განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის ეფექტიანად გამოყენების საკითხებში სარეკომენდაციო წინადადებების შემუშავება; გ.ბ) ენერგეტიკული რესურსების მარაგების პროგნოზირება, მიმდინარე ხარჯვის ანალიზი და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; გ.გ) ენერგოშემცველი რესურსების მოპოვების, ენერგიის წარმოების, ენერგოშემცველების გადაცემის, დისპეტჩერიზაციის, დისტრიბუციის, მიწოდებისა და რელიზაციის, აგრეთვე ენერგოშემცველების იმპორტ-ექსპორტის მოცულობის მონიტორინგი.     მუხლი 9🔗. ეკონომიკური დეპარტამენტი ეკონომიკური დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები და დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ა) საბიუჯეტო და ფინანსური ანალიზის სამმართველო: ა.ა) სამინისტროს სისტემაში განსაზღვრულ მიმართულებათა შესაბამისად საბიუჯეტო პროცესების ორგანიზება, საბიუჯეტო პარამეტრების განსაზღვრა და მათ ბაზაზე ბიუჯეტის პროექტის შემუშავება; ა.ბ) ბიუჯეტის შესრულების მონაცემების შედგენა და ანალიზი; ა.გ) ბიუჯეტის შესრულების დაგეგმვა და მისი შესრულების მიმდინარეობის თაობაზე პერიოდული ინფორმაციის მომზადება; ა.დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგში დაფინანსების სახელმწიფო და საბიუჯეტო პოლიტიკის შემუშავებაში მონაწილეობა და ხელშეწყობა. ბ) ინვესტიციური პროექტის დაფინანსების სამმართველო: ბ.ა) თავის კომპეტენციის ფარგლებში ენერგეტიკის დარგების მდგომარეობის მონიტორინგი, მიღებული ინფორმაციის ანალიზი და სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ბ.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებებში მონაწილეობა; ბ.გ) ენერგეტიკის დარგში იმ შეთანხმებების მომზადებაში მონაწილეობა, სადაც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და შეიძლება დაევალოს რაიმე მოქმედების განხორციელება (გარდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა); ბ.დ) ენერგეტიკის დარგში სახელმწიფო ინვესტირებისა და იმ შეთანხმებების სათანადოდ შესრულებაზე დაკვირვება, რომლებშიც სამინისტრო წარმოდგენილია მხარედ ან/და დაევალა რაიმე მოქმედების განხორციელება (გარდა “სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებისა). წარმოდგენილი მასალების საფუძველზე აღნიშნულ შეთანხმებებზე დაკვირვება და მიღებული ინფორმაციის ანალიზი. სათანადო დასკვნებისა და წინადადებების მომზადება; ბ.ე) საქართველოს ენერგეტიკის ბაზრებზე კონკურენციის განვითარების მიზნით, დარგის რესტრუქტურიზაციისა და ძირეული ეკონომიკური რეფორმების განხორციელების ხელშეწყობა; ბ.ვ) სამინისტროს კომპეტენციის ფარგლებში ეკონომიკური რეფორმების გატარებისა და დარგში განხორციელებული პრივატიზების პროცესების მიმდინარეობის ხელშეწყობა. გ) ბუღალტრული აღრიცხვისა და ანგარიშგების სამმართველო: გ.ა) საბუღალტრო აღრიცხვისა და ანგარიშების წარმოება, ანალიზი; გ.ბ) სახელმწიფო ხაზინის სამსახურთან ურთიერთობა და საბიუჯეტო სახსრების მოძრაობისა და დაფინანსების ოპერატიული აღრიცხვა; გ.გ) შენობა-ნაგებობების მოვლის, კაპიტალური მშენებლობისა და კაპიტალური რემონტის დაფინანსების საპროგნოზო მონაცემების თაობაზე წინადადებების შემუშავება, სამინისტროს ფინანსური მდგომარეობის და სახელმწიფო ბიუჯეტთან ურთიერთობის მონიტორინგი და ამ საკითხებზე პერიოდულად რეკომენდაციების მომზადება; გ.დ) სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების დაფინანსება და ფინანსური მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში. დ) სახელმწიფო შესყიდვების სამმართველო: დ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში სამინისტროს საქმიანობის კოორდინაცია სახელმწიფო შესყიდვების სფეროში; დ.ბ) სახელმწიფო შესყიდვების გეგმებისა და შესრულების თაობაზე ანგარიშების მომზადება; დ.გ) სახელმწიფო ბიუჯეტით გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში სახელმწიფო შესყიდვების განხორციელებაში მონაწილეობა და ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულებაზე მონიტორინგი თავისი კომპეტენციის ფარგლებში; დ.დ) საქართველოს მთავრობასა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოსთვის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარსადგენი ანგარიშების პროექტების მომზადება; დ.ე) სახელმწიფო შესყიდვების გეგმის შედგენასა და სახელმწიფო შესყიდვების საშუალებების შერჩევაში მონაწილეობა; დ.ვ) სახელმწიფო შესყიდვების ეფექტიანობის ანალიზი და სათანადო წინადადებებისა და რეკომენდაციების შემუშავება; დ.ზ) პრეტენდენტთა სატენდერო წინადადებების სატენდერო კომისიის სხდომაზე გატანა; დ.თ) გამარჯვებულ პრეტენდენტთან გასაფორმებელი ხელშეკრულებების პროექტების მომზადება. ე) ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის მოადგილე: ე.ა) წარმართავს ინვესტიციური პროექტების დაფინანსების სამმართველოსა და სახელმწიფო შესყიდვების სამმართველოს საქმიანობას; ე.ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამზადებს დასკვნას ენერგეტიკის დარგში განხორციელებული სახელმწიფო ინვესტირების, მოზიდული საერთაშორისო დახმარების, კრედიტების გამოყენებისა და სახელმწიფო საინვესტიციო პოლიტიკის მიმართულებებზე, ასევე, მათი სათანადოდ შესრულებისა და ათვისების მიმდინარეობის თაობაზე.     მუხლი 10🔗. იურიდიული დეპარტამენტი იურიდიული დეპარტამენტის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ შემდეგი სამმართველოები: ა) კანონშემოქმედებისა და პარლამენტთან ურთიერთობის სამმართველო: ა.ა)    საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან და მთავრობიდან (ასევე სამინისტროებიდან) შემოსული საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტების განხილვა და შესაბამისი დასკვნების მომზადება; ა.ბ) საქართველოს პარლამენტთან, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან, საქართველოს მთავრობასთან და სხვა სახელმწიფო ორგანოებთან სამართლებრივი ურთიერთობების კოორდინაცია. ბ) სამართლებრივი უზრუნველყოფის სამმართველო: ბ.ა) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ხელშეკრულებების პროექტის მომზადება ან/და სამართლებრივი ექსპერტიზა; ბ.ბ) ინვესტორებთან და დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებების წარმოება და მათთან სამართლებრივი თანამშრომლობა; ბ.გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროს წარმომადგენლობის უზრუნველყოფა სასამართლოსა და არბიტრაჟში; ბ.დ) სამინისტროს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის იურიდიული სამსახურის მუშაობის კოორდინირება. გ) მეთოდოლოგიური სამმართველო:  გ.ა) ენერგეტიკის დარგში სამართლებრივი აქტების შემუშავება; გ.ბ) ენერგეტიკის დარგის ფუნქციონირების, რესტრუქტურიზაციისა და განვითარების სამართლებრივი ბაზის შემუშავება; გ.გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ენერგოობიექტებისა და სხვა ტექნიკური საშუალებების ექსპლუატაციის, მოწყობისა და სარგებლობის წესების შემუშავებაში მონაწილეობა.     მუხლი 11🔗. გენერალური ინსპექცია 1. გენერალური ინსპექციის ძირითად ფუნქციებს ახორციელებენ ინსპექციის შემდეგი სამმართველოები და უფროსის მოადგილე: ა) შიდა აუდიტის სამმართველო: ა.ა) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა დისციპლინისა და მათი ქმედებების კანონიერების დაცვის კონტროლი; ა.ბ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მოხელეთა და მუშა-მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებასთან დაკავშირებით ჩადენილი გადაცდომების სამსახურებრივი მოკვლევა და შესაბამისი დასკვნის მომზადება; ა.გ) სამინისტროს ასიგნებებში ასახული სახსრების სამინისტროს მოხელეთა მიერ განაწილებისა და ხარჯვის კანონიერების, მიზნობრივი განკარგვის, მატერიალურ ფასეულობათა და სხვა საშუალებათა დაცვის და მათი რაციონალური გამოყენების უზრუნველყოფის კონტროლი; ა.დ) სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საფინანსო-სამეურნეო საქმიანობის კომპლექსური და თემატური შემოწმება; ა.ე) სამინისტროს მოხელეთა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა მიერ კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ა.ვ) სამინისტროს მოხელეთა და მის კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის მუშა-მოსამსახურეთა ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენა და მათ აღმოსაფხვრელად შესაბამისი წინადადებების მომზადება; ა.ზ) სამინისტროსა და სამინისტროს კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირის საქმიანობის საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფის კონტროლი. ბ) ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველო: ბ.ა) მომხდარი ავარიებისა და სხვა ტექნიკურ გაუმართაობათა მიზეზების შესწავლა და სათანადო დასკვნების მომზადება, რომელსაც მოჰყვა ან შეიძლება მოჰყოლოდა სისტემური მნიშვნელობის ავარია, ასევე საბითუმო დონეზე მრიცხველებისა და აღრიცხვის კვანძების ტექნიკურ უწესივრობათა ინსპექცია; ბ.ბ) მინისტრის ოპერატიული დავალების საფუძველზე, თავისი კომპეტენციის ფარგლებში შემოწმება ტექნიკურ უწესივრობათა აღმოფხვრაზე და წინასაავარიო შემთხვევის დაფიქსირებისას, მინისტრისათვის შესაბამისი რეკომენდაციების მომზადება; ბ.გ) მინისტრის დავალების საფუძველზე „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების სათანადოდ შესრულების შემოწმება და შესაბამისი დასკვნების მომზადება. გ) გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე კოორდინაციას უწევს ტექნიკური ზედამხედველობის სამმართველოს ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციების განხორციელებაზე. 2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ ძირითად ფუნქციებს გენერალური ინსპექცია ახორციელებს მინისტრის კონკრეტული დავალების საფუძველზე და მის შესაბამისად. 3. გენერალური ინსპექცია მინისტრს წარუდგენს წერილობით ინფორმაციას თითოეული განხორციელებული შემოწმების, სამსახურებრივი მოკვლევისა და მისი შედეგების შესახებ. 4. ყოველ კალენდარულ წელს, 3 თვეში ერთხელ, გენერალური ინსპექცია წარუდგენს მინისტრს განზოგადებულ ანგარიშს გაწეული საქმიანობისა და მიღწეული შედეგების თაობაზე. თავი III დასკვნითი დებულებანი     მუხლი 12🔗. ცვლილებები და დამატებები წინამდებარე დებულებაში ცვლილებების და დამატებების შეტანა ხორციელდება მინისტრის ბრძანებით.