📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება–გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.06.2011
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №4
სარეგისტრაციო კოდი 220090000.11.004.016005
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110628013, 30/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 835 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება–გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:10.0pt; } p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:.5in; line-height:115%; text-autospace:none; font-size:11.0pt; } p.Normal, li.Normal, div.Normal { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; } p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; } p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 { margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml { margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml { margin-top:1.0pt; margin-right:0in; margin-bottom:1.0pt; margin-left:0in; font-size:9.0pt; } p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml { margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-weight:bold;} @page WordSection1 {size:595.35pt 842.0pt; margin:49.6pt 52.15pt 42.55pt 56.7pt;} div.WordSection1 {page:WordSection1;} ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება №4 2011 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმების და მათი მიღება- გამოცვლის წესის დამტკიცების თაობაზე „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის   მე-9 მუხლის „ვ“ და „ი ქვეპუნქტებისა და 35-ე მუხლის მე-7 პუნქტის საფუძველზე, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ადგენს: 1. დამტკიცდეს „ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესი“. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ეროვნული ვალუტის ბანკნოტებისა და მონეტების ვარგისიანობის კრიტერიუმებისა და მათი მიღება-გამოცვლის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს 2005 წლის 2 თებერვლის № 3 დადგენილება. 3. ეს დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. საბჭოს თავმჯდომარე        გ. ქადაგიძე ლარის ბანკნოტების და მონეტების ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები და მათი მიღება-გამოცვლის წესი     მუხლი 1🔗.  ზოგადი დებულებები ეს წესი ადგენს საქართველოს ტერიტორიაზე მიმოქცევის დანიშნულებით გამოშვებული ლარის ბანკნოტების და მონეტების (შემდგომში – ლარის ბანკნოტები და მონეტები) გადასახდელად ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმებს და მათი მიღება-გამოცვლის წესს.     მუხლი 2🔗.  ლარის ბანკნოტების და მონეტების  ვარგისობის განსაზღვრის კრიტერიუმები ლარის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც არ იწვევენ ეჭვს ნამდვილობაში, ფიზიკური მდგომარეობის მიხედვით იყოფა ოთხ კატეგორიად: ა) I კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი დაუზიანებელი და ისეთი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტები და მონეტები, როგორიცაა: ა.ა) ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მცირე ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვ.), რომლებიც არსებითად არ ცვლიან ბანკნოტის რეკვიზიტებს; ა.ბ) მონეტები, რომლებსაც აქვთ მცირე ზომის ნაკაწრები და კოროზიის ნიშნები, შენარჩუნებული აქვთ ფერი და მკვეთრი გამოსახულებები. ბ) II კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი ისეთი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტები და მონეტები, როგორიცაა: ბ.ა) ბანკნოტები, რომელთაც გააჩნიათ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები (ნახევები, წარწერები, ლაქები, დაბინძურება და სხვ.), რომელიც ხელს არ უშლის ბანკნოტის დამცავი ნიშნების და ნომინალის იდენტიფიცირებას და შენარჩუნებულია ბანკნოტის ორიგინალური ზომა; ბ.ბ) მონეტები, რომლებსაც აქვთ მნიშვნელოვანი ზომის დეფექტები, დაბინძურება და კოროზია, რაც მთლიანობაში არ ცვლის მონეტის გამოსახულებას, ზომას, ფერს და შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება. გ) III კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად ვარგისი შემდეგი სახის დაზიანებული ლარის ბანკნოტები და მონეტები: გ.ა) ბანკნოტები, რომელთაც შეცვლილი აქვთ ფერი, მაგრამ შესაძლებელია მათი იდენტიფიცირება; გ.ბ) ბანკნოტები, რომლებიც დახეული და შეწებებულია, მაგრამ მტკიცდება რომ შემადგენელი ნაწილები მიეკუთვნებიან ერთსა და იმავე ბანკნოტს; გ.გ) ბანკნოტები, რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებული აქვთ ორიგინალი ბანკნოტის ზომის 50%-ზე მეტი და  შესაძლებელია ბანკნოტის იდენტიფიცირება; გ.დ) მონეტები, რომელთაც აქვთ ნებისმიერი დაზიანება, მაგრამ შენარჩუნებულია ორიგინალი მონეტის ზომის 50%-ზე მეტი და შესაძლებელია მონეტის იდენტიფიცირება. დ) IV კატეგორიას მიეკუთვნება გადასახდელად უვარგისი ისეთი დაზიანების მქონე ლარის ბანკნოტები და მონეტები, რომლებიც არ აკმაყოფილებენ ამ მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ კატეგორიებს.     მუხლი 3🔗. დაზიანებული ლარის ბანკნოტების და მონეტების მიღება-გამოცვლის წესი 1. არამეწარმე ფიზიკურ პირს უფლება აქვს უარი თქვას II , III და IV კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიღებაზე . 2. მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები, ვალდებულნი არიან ანგარიშსწორების პროცესში შეუფერხებლად მიიღონ I და II კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები ნომინალური ღირებულების მიხედვით. 3. კომერციული ბანკები ვალდებულნი არიან: ა) ანგარიშსწორების ან გამოცვლის მიზნით, ყოველგვარი საზღაურის გარეშე, შეუფერხებლად მიიღონ I, II და III კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები; ბ) არ დაუშვან მიღებული II და III კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების მიმოქცევაში დაბრუნება და უზრუნველყონ მათი საქართველოს ეროვნულ ბანკში ჩაბარება. 4. იმ შემთხვევაში, თუ კომერციული ბანკის მიერ ვერ ხდება დაზიანებული ლარის ბანკნოტისა და მონეტისათვის IV კატეგორიის მინიჭება, მათი ვარგისობის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს ეროვნული ბანკი.  5. IV კატეგორიის ლარის ბანკნოტები და მონეტები არ წარმოშობს მათი მიღება-გამოცვლის ვალდებულებას და მოთხოვნის შემთხვევაში უბრუნდება მფლობელს. იმ შემთხვევაში, თუ ვერ ხერხდება მფლობელისათვის მათი დაბრუნება, მეწარმე სუბიექტები (გარდა კომერციული ბანკებისა) და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირები ვალდებულნი არიან, ყოველგვარი ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე, გადასცენ კომერციულ ან საქართველოს ეროვნულ ბანკს, ხოლო კომერციულმა ბანკებმა ასევე ანაზღაურების მოთხოვნის გარეშე – საქართველოს ეროვნულ ბანკს. 6. იმ შემთხვევაში, თუ IV კატეგორიის ლარის ბანკნოტების და მონეტების დაზიანება გამოწვეულია ხანძრის, სტიქიური უბედურებების ან სხვა ფორსმაჟორული გარემოებებით, რაც დასტურდება შესაბამისი ორგანოების მიერ გაცემული დოკუმენტებით, მათი გამოცვლის საკითხს ყოველ ცალკეულ შემთხვევაში განიხილავს და წყვეტს საქართველოს ეროვნული ბანკი.