საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 25.04.2006
ძალის დაკარგვა 24.06.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №146
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.008558
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 02/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,944 სიტყვა · ~10 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
25.04.2006 მიღება
24.06.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:14.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.558 საქართველოს თავდაცვის მინისტრის ბრძანება №146 2006 წლის 25 აპრილი ქ. თბილისი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ ,,საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, ,,საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის ,,უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე. 3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები. ი. ოქრუაშვილი საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტის დებულება თავი I ზოგადი დებულებანი მუხლი 1🔗. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომი _ დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი. მუხლი 2🔗. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით. მუხლი 3🔗. დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე. მუხლი 4🔗. დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით ,,საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-1 პირადი შემადგენლობის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით. თავი II დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები მუხლი 5🔗. დეპარტამენტის ამოცანებია: ა) შეიარაღებული ძალების, ასევე ომიანობის დროს, შტატების შესაბამისად რეზერვისტებით სრულყოფილად და ხარისხიანად დაკომპლექტების მიზნით, ყველა აუცილებელ და პრაქტიკულ ღონისძიებათა დაგეგმვა, მზადყოფნა და მართვა; ბ) შენაერთების, ნაწილებისა და დაწესებულებების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებების დამუშავება, განზოგადება და საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება, შტატებისა და ტაბელების დამუშავება; გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდებისა და ფორმების შემუშავება, სისტემის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღებული ძალების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებით დროული დაკომპლექტების, აღრიცხვისა და კონტროლის უზრუნველყოფა, პროფესიული კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული ორგანიზაციული მეთოდების გაანალიზება; დ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ერთიანი ინფორმაციული და ტექნიკური უზრუნველყოფა; ე) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რესურსების შესახებ სტატისტიკური, თემატური და ანალიტიკური ინფორმაციის მომზადება; ვ) მოქმედი კანონმდებლობის თანახმად საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა პატივისა და ღირსების დაცვის, სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა; ზ) სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს ნორმატიული აქტების პროექტების წინადადებების შემუშავებაში, რომელთაც სამართლებრივი ექსპერტიზისთვის წარუდგენს თავდაცვის სამინისტროს იურიდიულ სამმართველოს; მუხლი 6🔗. დეპარტამენტის ფუნქციებია: ა) შეიარაღებული ძალებში მობილიზაციის ჩატარების გეგმისა და ძირითად ღონისძიებათა ჩამონათვალის შემუშავება; ბ) შეიარაღებული ძალების სამობილიზაციო გაშლის გეგმის შემუშავება. მასში მიმდინარე სტრუქტურული და საშტატო ცვლილებების ასახვა. მობილიზაციის დროს შეიარაღებული ძალების რეზერვისტებითა და ტექნიკით დაკომპლექტებისას მიმდინარე და წარმოქმნილი არასრული საშტატო რიცხოვნობის დაკომპლექტების შემთხვევაში _ დაფარვის დაგეგმვა და შესრულების კონტროლი; გ) შეიარაღებულ ძალებში მუდმივი სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობის უზრუნველყოფა, მისი პერიოდული ანალიზი და შემდგომი გაუმჯობესება. სათანადო რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების შემუშავება და შესაბამის თანამდებობის პირებისათვის წარდგენა დასამტკიცებლად, მათი დაგზავნა შემსრულებლამდე და კომპეტენციის ფარგლებში შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; დ) მობილიზაციის გამოცხადების შემთხვევისათვის შეიარაღებული ძალების დაუკომპლექტებელი საშტატო თანამდებობების შევსების ღონისძიებათა დაგეგმვა და აღნიშნულ თანამდებობებზე მობილიზაციით გასაწვევ რეზერვისტთა აღრიცხვა. შეიარაღებული ძალების რეზერვისტთა მომზადების, გადამზადებისა და მათი შემდგომი გამოყენების შესახებ წინადადებების მომზადება; ე) შეიარაღებულ ძალებში საორგანიზაციო ღონისძიებებისათვის სახელმძღვანელო დირექტივებისა და მითითებების შესრულების ორგანიზება და ხელმძღვანელობა. საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებების დამუშავების, განზოგადების და საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადება. საშტატო თანამდებობათა და სამხედრო სააღრიცხვო სპეციალობების ჩამონათვალის სრულყოფა; ვ) ეფექტური ორგანიზაციულ-საშტატო ღონისძიებათა გატარების მიზნით ამზადებს საშტატო საკითხებთან დაკავშირებულ პროექტებს, ამუშავებს შტატებსა და ტაბელებს, რომლებთან დაკავშირებითაც მჭიდროდ თანამშრომლობს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ დანაყოფებთან (შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი, ჯარების სახეობების სარდლობები, სამოქალაქო ოფისი); ზ) სამხედრო მოსამსახურეთა პიროვნული და პროფესიული თვისებების შესწავლის საფუძველზე, პერსონალის თანამდებობრივი გადაადგილების, დაწინაურების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და წახალისების ორგანიზაციული ღონისძიებების განხორციელება, ვაკანტური თანამდებობების შევსება და საჭიროების შემთხვევაში წინადადებების მომზადება პირადი შემადგენლობის პროფესიული გადამზადებისათვის; თ) შეიარაღებული ძალების საკონტრაქტო (პროფესიული) და კადრის სამხედრო სამსახურში სამხედრო ძალების რეზერვიდან და შესაბამისი სამთავრობო დაწესებულებებიდან მოსამსახურეთა ჩარიცხვის უზრუნველყოფა და სავალდებულო სამხედრო სამსახურის მოსამსახურეთა ჯარის ერთი სახეობიდან მეორეში გადაყვანის, შეიარაღებული ძალებიდან სხვა უწყებაში ან სამხედრო უწყებიდან შეიარაღებულ ძალებში გადმოყვანის, აგრეთვე სავალდებულო სამხედრო სამსახურის სამხედრო მოსამსახურეთა დემობილიზაციის შესახებ მასალათა შტაბის უფროსისთვის წარდგენა; ი) საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის ოფიცრების კადრის სამსახურში ჩარიცხვის შესახებ დოკუმენტაციის მომზადება, საომარი მდგომარეობის დროს საკადრო აპარატების საბრძოლო მზადყოფნისა და საშტატო განრიგის შესაბამისად, სამხედრო შენაერთების, სტრუქტურული დანაყოფებისა და ქვედანაყოფების პირადი შემადგენლობით დაკომპლექტება; კ) პირადი შემადგენლობიდან სამხედრო სასწავლებლებისა და კურსების მსმენელების დაკომპლექტების, სამხედრო სასწავლებლების კურსდამთავრებულთა განაწილებასა და დანიშვნის ღონისძიებებში მონაწილეობის მიღება; ლ) წვევამდელთა სავალდებულო ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურში გაწვევისა და არსებული მოთხოვნების მიხედვით სამხედრო ნაწილებში ჩარიცხვის უზრუნველყოფა, შეიარაღებული ძალების ვადიანი სამსახურის სამხედრო მოსამსახურეების დაკომპლექტების გეგმის შემუშავება და დასამტკიცებლად გენერალური შტაბის უფროსისთვის წარდგენა. განსაკუთრებულ პირობებში მომსახურე სამხედრო მოსამსახურეების შეცვლის, დანიშნულ სამხედრო მოსამსახურეთა როტაციის, დასაწინაურებელი სამხედრო მოსამსახურეთა რეზერვის შესახებ წინადადებების დაგეგმვა და განხორციელება; მ) კაპრალ-სერჟანტთა, ოფიცერთა და სამოქალაქო პერსონალისთვის მორიგი და ვადამდე სამხედრო წოდებების, საკლასო ჩინების კანონმდებლობის შესაბამისად მინიჭების შესახებ მასალათა მომზადება, გენერალური შტაბის უფროსთან შეთანხმებით ან უამისოდ თავდაცვის მინისტრისთვის წარსადგენი მასალების მომზადება ოფიცერთა შემადგენლობის დისციპლინური წესით თანამდებობრივი და წოდებრივი დაქვეითების შესახებ, სახელმწიფო და უწყებრივ ჯილდოებზე სამხედრო მოსამსახურეებზე მასალების შეგროვების საფუძველზე სამხედრო მოსამსახურეების ან საომარი მოქმედებების დროს დაღუპულთა დაჯილდოების და მათი სახელების უკვდავსაყოფად და ახალი ჯილდოების შემოღების თაობაზე წინადადებების მომზადება; ნ) წინადადებებისა და მასალების შემუშავება შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის ოპტიმიზაციის შესახებ, უარყოფითი მოტივებით დათხოვნის მიზეზთა გაანალიზება და განზოგადოება, ხარვეზების აღმოსაფხვრელად პრაქტიკული ღონისძიებების გატარება; ო) საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეთა და კადრის ოფიცერთა კონტრაქტებისა და პირად საქმეთა შევსება, პერსონალის პირადი საქმეების ანბანური, სტატისტიკური და პერსონალური აღრიცხვა, საშვებულებო და სამივლინებო დოკუმენტაციის გაფორმება. კომპეტენციის ფარგლებში შეიარაღებული ძალების დანაყოფებისა და ქვედანაყოფების საკადრო აპარატების ინსპექტირება; პ) შეიარაღებული ძალების პირადი შემადგენლობის რესურსების აღრიცხვა და მონაცემთა ბანკში მათი შეტანა. მონაცემთა ბანკში არსებული ინფორმაციის საფუძველზე მოთხოვნის შესაბამისად თემატური და სტატისტიკური ინფორმაციის გაცემა, ცენტრალური ინფორმაციის ელ.ბანკების მთლიანობის დაცვა და მასთან დაშვების დონეების J-1 დეპარტამენტის ლოკალური ქსელისა და მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება; ჟ) თავდაცვის სამინისტროს საჯარო, მათ შორის, სამხედრო მოსამსახურეთა პირადობის მოწმობების დამზადება, აღრიცხვიანობა და გაცემის ორგანიზება; რ) ოფიცერთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების ხარისხზე, ეკონომიკური, სოციალური, დემოგრაფიული და სხვა ფაქტორების ზეგავლენის შესწავლა, გაანალიზება და შესაბამისი წინადადებების მომზადება. სამხედრო მოსამსახურეების სოციალური მდგომარეობის აღრიცხვა და მათი მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით წინადადებების შემუშავება; ს) პენსიის უფლების მქონე თადარიგში დათხოვნილ ყოფილ სამხედრო მოსამსახურეთა წელთა ნამსახურების გაანგარიშება და საბუთების გადაგზავნა სოციალური დაზღვევის ერთიან სახელმწიფო ფონდში პენსიის დასანიშნად. კომპეტენციის ფარგლებში განიხილავს სამხედრო მოსამსახურეთა, მათი ოჯახის წევრთა და მოქალაქეთა განცხადებებსა და საჩივრებს; ტ) მოქალაქეთა განცხადებებისა და დეპარტამენტის საარქივო მასალების საფუძველზე, შეიარაღებული ძალების რიგებში ჩარიცხული პირადი შემადგენლობის საბრძოლო მოქმედებებში შესაძლო მონაწილეობის დადასტურება ან უარყოფა სათანადო ცნობის გაცემით. თავი III დეპარტამენტის ხელმძღვანელობა მუხლი 7🔗. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი. მუხლი 8🔗. დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი. მუხლი 9🔗. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს ორი მოადგილე, რომლებსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. მუხლი 10🔗. დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს. მუხლი 11🔗. დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე. მუხლი 12🔗. დეპარტამენტის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას; ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას; გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს; დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე; ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ; ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს; ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე; თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან; ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას. თავი IV დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები მუხლი 13🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ _ ქვედანაყოფი): ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო; ბ) სამობილიზაციო რესურსების დაგეგმარების სამმართველო; გ) საორგანიზაციო საშტატო სამმართველო; დ) სოციალური საკითხების სამმართველო; ე) საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველო; ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება; ზ) პირადი საქმეების არქივი; თ) კანცელარია. მუხლი 14🔗. დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია: ა) პირადი შემადგენლობის მენეჯმენტის სამმართველო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად, ეფექტური საკადრო პოლიტიკის, მისი რეალიზაციის მეთოდებისა და ფორმების შემუშავება და გატარება, სისტემის პირადი შემადგენლობისა და შეიარაღებული ძალების ვადიანი სამხედრო მოსამსახურეებით დროული დაკომპლექტების უზრუნველყოფა, აღრიცხვა და კონტროლი, პროფესიული კადრების შერჩევის, განაწილების, მომზადების, გადამზადების, კვალიფიკაციის ამაღლებისა და სასწავლო პროგრამებთან დაკავშირებული ორგანიზაციული მუშაობის მეთოდებს გაანალიზება; ბ) სამობილიზაციო რესურსების დაგეგმარების სამმართველო – შეიარაღებულ ძალებში მუდმივი სამობილიზაციო მზადყოფნის მდგომარეობის უზრუნველყოფა, მისი პერიოდული ანალიზი და შემდგომი გაუმჯობესება. სათანადო რეკომენდაციების, წინადადებებისა და შესაბამისი ბრძანებების პროექტების შემუშავება და შესაბამისი თანამდებობის პირებისათვის წარდგენა დასამტკიცებლად, მათი დაგზავნა შემსრულებლამდე და კომპეტენციის ფარგლებში შესრულებაზე კონტროლის განხორციელება; გ) საორგანიზაციო საშტატო სამმართველო – შენაერთების, ნაწილების და დაწესებულებების საორგანიზაციო-საშტატო სტრუქტურული წინადადებების დამუშავება, განზოგადოებადა საშტატო საკითხებთან დაკავშირებული პროექტების მომზადების, შტატებისა და ტაბელების დამუშავების განხორციელება; დ) სოციალური საკითხების სამმართველო – მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეებისა და შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნილ პირთა პატივისა და ღირსების დაცვის, სამხედრო მოსამსახურეთა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის მებრძოლთა, დაღუპულთა და მათი ოჯახის წევრთა სოციალურ-სამართლებრივი გარანტიების უზრუნველყოფა; ე) საინფორმაციო ანალიტიკური სამმართველო – საქართველოს თავდაცვის სამინისტროს და შეიარაღებული ძალების ერთიანი ინფორმაციული და ტექნიკური უზრუნველყოფის განხორციელება; ვ) სამართლებრივი უზრუნველყოფის განყოფილება – სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან ერთად კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა ნორმატიული აქტების პროექტების წინადადებების შემუშავებაში და სამართლებრივი ექსპერტიზისთვის თავდაცვის სამინისტროს იურიდიული სამმართველოსთვის წარდგენა; ზ) პირადი საქმეების არქივი – გარდაცვლილ და თადარიგში მყოფ სამხედრო მოსამსახურეთა პირადი საქმეების დამუშავება, აღრიცხვაზე აყვანა და მასალათა შენახვის უზრუნველოფა; თ) კანცელარია – ორგანიზაციას უწევს დეპარტამენტში შემოსული საიდუმლო და არასაიდუმლო კორესპონდენციის მიღება, რეგისტრაცია, გაცემა და შენახვა. მუხლი 15🔗. ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი. მუხლი 16🔗. ქვედანაყოფის უფროსი: ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე; ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას; გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე; დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს; ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ; ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე; ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ. თავი V დასკვნით დებულება მუხლი 17🔗. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.