⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (21.01.2008)
გაუქმებულია:

ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.04.2006
ძალის დაკარგვა 21.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №387
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.008560
გამოქვეყნების წყარო სსმ, 62, 02/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,743 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.04.2006 მიღება
21.01.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; line-height:200%; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:8.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:56.75pt 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.008.560 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №387 2006 წლის 27 აპრილი ქ. თბილისი ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის საჯარო სამართლის იურიდიულ პირად დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ საქართველოს კანონის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ მე-5 მუხლისა და საქართველოს კანონის „ზოგადი განათლების შესახებ“ 57-ე მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმი დაფუძნდეს საჯარო სამართლის იურიდიულ პირად. 2. დამტკიცდეს ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმი „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“, „განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ„ საქართველოს კანონების საფუძველზე სახელმწიფო კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს საშუალო პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამას. 2. ტექნიკუმი შექმნილია სახელმწიფო ქონების საფუძველზე და მის სახელ­მწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, რომელიც უფლებამოსილია მოითხოვოს კონტროლის განსახორციელებლად საჭირო დოკუმენტაციისა და ინფორმაციის წარდგენა. 3. ტექნიკუმს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, მრგვალი ბეჭედი მცირე გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდებით, ანგარიში ბანკში და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტიკა (შტამპი, ბლანკიანი ქაღალდი). 4. ტექნიკუმის იურიდიული მისამართია: ჩხოროწყუს რ-ნი, სტალინის ქ. №15.     მუხლი 2🔗. მიზნები, ფუნქციები, საქმიანობის საგანი 1. ტექნიკუმი მიზნად ისახავს, მოამზადოს საშუალო რგოლის კვალიფიციური სპეციალისტები. 2. ტექნიკუმში განათლების მიღება შეიძლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პირს მიღებული აქვს საბაზო განათლება. 3. საგანმანათლებლო დაწესებულება ასრულებს სახელმწიფო დაკვეთას სასწავლო გეგმების მოთხოვნათა ზუსტი დაცვით. 4. ტექნიკუმი თავის საქმიანობას ახორციელებს, როგორც სახელმწიფო დაფინანსებისა და პროგრამების ფარგლებში, ისე მის ფარგლებს გარეთ, სათანადო წესით დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე იურიდიულ და ფიზიკურ პირებთან საკუთარი წესდების შესაბამისად. 5. ტექნიკუმი დამოუკიდებელია რელიგიურ და პოლიტიკურ გაერთიანებათაგან.     მუხლი 3🔗. საგანმანათლებლო პროცესი 1. ტექნიკუმში საგანმანათლებლო პროცესი ხორციელდება მოსწავლეთა ასაკობრივი და ინდივიდუალური თავისებურებების გათვალისწინებით, დემოკრატიისა და ჰუმანიზმის პრინციპით. 2. განათლების შინაარსი განისაზღვრება სახელმწიფო საგანმანათლებლო პროგრამების საფუძველზე შემუშავებული სასწავლო გეგმებითა და პროგრამებით. 3. საგანმანათლებლო პროცესი ტექნიკუმში განისაზღვრება საქართველოს კანონებით „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.     მუხლი 4🔗. ტექნიკუმის დირექტორი და ადმინისტრაცია 1. დირექტორი არის ტექნიკუმის უმაღლესი თანამდებობის პირი. იგი ხელმძ­ღვანელობს ტექნიკუმის მთელ საქმიანობას და წარმოადგენს მას სხვა პირებ­თან სამართლებრივ ურთიერთობებში. 2. ტექნიკუმის დირექტორს ნიშნავს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი. 3. დირექტორი უფლებამოსილია დამოუკიდებლად გადაწყვიტოს საკადრო საკითხები. კერძოდ, ხელშეკრულების საფუძველზე სამსახურში მიიღოს და გაათავისუფლოს ყველა მუშაკი. პედაგოგიურ საბჭოსთან ერთად შეადგინოს დადგენილი წესის შესაბამისად პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და ატესტაციის გავლის გრაფიკი. 4. დირექტორი უფლებამოსილია პედაგოგიურ საბჭოსთან თანხმობით ტექნიკუმის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში დაამყაროს კავშირი სხვა საგანმანათ­ლებლო, მათ შორის უცხოეთის დაწესებულებებთან. 5. „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონებისა და ტექნიკუმის წესდებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში დირექტორი გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომლებიც სავალდებულოა შესასრულებლად ტექნიკუმის მომსახურე ყველა პირისთვის, რომლებიც ერთ­ჯერადი ხასიათისაა. 6. დირექტორი პედაგოგიური საბჭოს მონაწილეობით შეიმუშავებს და ამტკიცებს ტექნიკუმის შინაგანაწესს. 7. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პასუხისმგებელია ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შესრულებისათვის; გ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშრომელთა უფლებებს; დ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; ე) უზრუნველყოს საგანმანათლებლო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი. 8. ტექნიკუმის ადმინისტრაციას წარმოადგენენ: დირექტორი, დირექტორის მოადგილე (მოადგილეები), ბუღალტერი და საქმეთა მმართველი.     მუხლი 5🔗. პედაგოგები 1. ტექნიკუმში პედაგოგებად ინიშნებიან პირები, რომელთაც აქვთ შესაბამისი განათლება. 2. პედაგოგიური მუშაკები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით გადიან ატესტაციას. 3. დირექტორისა და მუშაკს შორის დადებულ ხელშეკრულებაში აღინიშნება: ა) შესასრულებელი სამუშაო და მისი შესრულების პირობები; ბ) ორივე მხარის პასუხისმგებლობა ხელშეკრულებით დადგენილი პირობების შეუსრულებლობისათვის; გ) ხელშეკრულების შეწყვეტის პირობები. 4. ტექნიკუმის ადმინისტრაცია ვალდებულია შეუქმნას მუშაკს შრომისათვის საჭირო პირობები, დაიცვას მისი უფლებები, ხელი შეუწყოს კვალიფიკაციის ამაღლებას. 5. არასაბიუჯეტო სახსრების არსებობის შემთხვევაში, ტექნიკუმის ადმინისტრაციას უფლება აქვს პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით გასცეს ხელფასის დანამატები, საკუთარი სტიპენდიები, პრემიები და ფინანსური დახმარებები მოსწავლეებსა და თანამშრომლებზე. 6. ტექნიკუმის ყველა მუშაკი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებუ­ლებები; ბ) დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს მოსწავლეთა და თანამშომელთა უფლებებს; გ) პასუხისმგებლობით მოეკიდოს დაკისრებულ მოვალეობას, შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; დ) დაიცვას მოსწავლეთა უფლებები; ე) აიმაღლოს კვალიფიკაცია, წარმოაჩინოს აქტივობა, ინიციატივა და შემოქმედებითი უნარი სწავლების შინაარსისა და მეთოდების დახვეწის და ახალი ტექნოლოგიების დანერგვის თვალსაზრისით; ვ) მოსწავლეებთან მუშაობა წარმართოს თანამშრომლობის პრინციპით, მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილების გათვალისწინებით. 7. პედაგოგს უფლება აქვს: ა) მოითხოვოს თავისი უფლებების დაცვა; ბ) აირჩიოს სწავლებისა და აღზრდის მეთოდები, მეცადინეობის ფორმები, მე­თო­­დები და საშუალებები; გ) მონაწილეობა მიიღოს ტექნიკუმის საქმიანობის მნიშვნელოვანი საკითხების განხილვასა და გადაწყვეტაში; დ) ისარგებლოს პედაგოგიურ მუშაკთათვის კანონმდებლობით დადგენილი ყველა უფლებითა და შეღავათით.     მუხლი 6🔗. მოსწავლეები 1. მოსწავლე არის პირი, რომელიც დადგენილი წესით ჩარიცხულია ტექნიკუმში. 2. ტექნიკუმში მიიღებიან მოსწავლეები არა უადრეს 15 წლის ასაკიდან. ცალკეული სპეციალობის დასაუფლებლად შეიძლება დაწესდეს უფრო მაღალი ასაკობრივი ცენზი. 3. ტექნიკუმში სწავლება ხორციელდება დასწრებული სწავლების ფორმით. 4. ტექნიკუმში შესაძლებელია ექსტერნატის ფორმით განათლების მიღება, შესაბამისი დებულებით დადგენილი წესით. 5. მოსწავლის უფლებები და მოვალეობები განსაზღვრულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ბავშვთა უფლებების კონვენციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით და საქართველოს კანონებით „განათლების შესახებ“ და „ზოგადი განათლების შესახებ“, აგრეთვე სხვა ნორმატიული აქტებით.     მუხლი 7🔗. პედაგოგიური საბჭო 1. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო არის დაწესებულების მართვის არჩევითი ორგანო, რომლის შექმნა, საქმიანობის წესი და უფლებამოსილება განისაზღვრება საქართველოს კანონით „განათლების შესახებ“ და საშუალო პროფესიული საგანმანათლებლო დაწესებულების ტიპური დებულებით. 2. პედაგოგიურ საბჭოს ყოველწლიურად თავისი შემადგენლობიდან ირჩევს დაწესებულების პედაგოგთა საერთო კრება. არჩევნები უნდა ჩატარდეს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს ორი კვირისა. 3. პედაგოგიური საბჭოს წევრთა რიცხვი უნდა შეადგენდეს დაწესებულების პედაგოგთა არანაკლებ 1/5-ს და არა უმეტეს 1/3-ს. თუკი დაწესებულებების პედაგოგთა რიცხვი ოცს არ აღემატება, მაშინ პედაგოგიური საბჭო შედგება დაწესებულების ყველა პედაგოგისაგან. პედაგოგიური საბჭოს წევრთა არჩევის წესი განისაზღვრება დაწესებულების წესდებით. 4. პედაგოგიური საბჭოს წევრობის კანდიდატის დასახელების უფლება აქვს დირექტორს და დაწესებულების ნებისმიერ პედაგოგს. 5. არჩევნები ტარდება, როგორც წესი, ღია კენჭისყრით. საერთო კრების უმრავლესობის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ცალკეული კანდიდატის ასარჩევად ჩატარდეს ფარული კენჭისყრაც. 6. ტექნიკუმის პედაგოგიური საბჭო წარმართავს დაწესებულების სასწავლო-აღმზრდელობით და მეთოდურ საქმიანობას. იგი უფლებამოსილია ცვლილებები შეიტანოს დაწესებულების საგანმანათლებლო პროგრამაში და ამ წესდებით დადგენილ ფარგლებში გადაწყვიტოს ტესტირებისა და გამოცდების დანიშვნის საკითხი. 7. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილ ფარგლებში პედაგოგიური საბჭო განსაზღვრავს სასწავლო განრიგს, სასწავლო წლის ხანგრძლივობას და არდადეგების გრაფიკს. 8. პედაგოგიური საბჭოს წესდებით განსაზღვრული წესითა და რაოდენობით წარადგენს თავის წარმომადგენლებს დაწესებულების სამეურვეო საბჭოში. 9. პედაგოგიური საბჭო უფლებამოსილია აირჩიოს ალტერნატიული სახელმძღვანელოები და ლიტერატურა განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდებულთაგან. 10. პედაგოგიური საბჭოს მუშაობაში, როცა ამის აუცილებლობაა, სათათბირო ხმის უფლებით მონაწილეობს დაწესებულების ყველა პედაგოგი.     მუხლი 8🔗. სამეურვეო საბჭო 1. ტექნიკუმში მატერიალური და ფინანსური სახსრების მოზიდვისა და რაციონალური გამოყენების მიზნით იქმნება სამეურვეო საბჭო. 2. საბჭო შედგება 5 წევრისაგან, მათ შორის, ტექნიკუმში პედაგოგიური საბჭოს მიერ წარმოდგენილი წევრი, 2 მშობელი და საზოგადოების სხვა თვალსაჩინო წარმომადგენელი. 3. სამეურვეო საბჭო აირჩევა სამი წლის ვადით. 4. სამეურვეო საბჭოს მუშაობას ხელმძღვანელობს მის მიერ არჩეული თავმჯდომარე. 5. სამეურვეო საბჭოს ერთ წევრს ღია კენჭისყრით ირჩევს პედაგოგიური საბჭო. დანარჩენი 4 წევრი აირჩევა მშობელთა საერთო კრებაზე, ღია კენჭისყრით. თითოეულ კანდიდატს დასახელების რიგითობით ცალკე ეყრება კენჭი. არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, ვინც სხვებზე მეტ ხმებს დააგროვებს. 6. სამეურვეო საბჭოს წევრის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ახალი წევრის არჩევა ხდება მშობელთა საერთო კრებაზე, უფლებამოსილების შეწყვეტიდან არა უგვიანეს ოცდაათი დღისა.     მუხლი 9🔗. ტექნიკუმის ქონება 1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად ტექნიკუმს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. ტექნიკუმი ფლობს მისთვის გადაცემულ ქონებას და სარგებლობს ამ ქონებით კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗. დაფინანსება 1. ტექნიკუმის საფინანსო სახსრების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთების შესრულებიდან მიღებული შემოსავლები; გ) სასწავლო-საწარმოო საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) ფასიანი საგანმანათლებლო და სხვა სახის მომსახურებიდან მიღებული შემოსავლები; ე) შემოწირულობებით, სხვადასხვა პროგრამებში მონაწილეობით და გრანტების სახით მიღებული შემოსავლები; ვ) ჩუქებით ან ანდერძით მიღებული ქონება; ზ) სოციალურ პარტნიორთა სახსრები; თ) დამკვეთის სახსრებით წარმოების მუშახელის პროფესიული მომზადება-გადამზადება და კვალიფიკაციის ამაღლების ხელშეკრულებიდან მიღებული შემოსავლები; ი) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა შემოსავლები. 2. ტექნიკუმის სახსრები და შემოსავლები განიკარგება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება მისი მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. ტექნიკუმის სახსრების გამოყენება სხვა მიზნით აკრძალულია.     მუხლი 11🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ტექნიკუმის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რომელსაც ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო. 2. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ტექნიკუმის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად საჭიროა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. 4. ტექნიკუმი ვალდებულია დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების საფინანსო კონტროლი ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სასწავლებლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ შეესაბამება მოქმედ კანონმდებლობასა და დაწესებულების წესდებას. 6. ტექნიკუმი ვალდებულია განათლებისა და მეცნიერების სისტემის მართვის ორგანოებს მოთხოვნისთანავე წარუდგინოს დაწესებულების საქმიანობასთან დაკავშირებული ნებისმიერი ინფორმაცია და დოკუმენტაცია, მისცეს მათ შესაბამისი ახსნა-განმარტება.     მუხლი 12🔗. წესდებაში ცვლილებების შეტანა ტექნიკუმის წესდებაში ცვლილებების შეტანა ხდება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 13🔗. კოლეჯის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ტექნიკუმის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით.     მუხლი 14🔗. გარდამავალი დებულებები საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმი წარმოადგენს ჩხოროწყუს მექანიკური ტექნიკუმის უფლებამონაცვლეს.