სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№252
სარეგისტრაციო კოდი
430160000.10.003.016412
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628027, 29/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №252

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის შესახებ

მუხლი 1. „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „მ“ ქვეპუნქტის შესაბამისად „საქართველოს 2011 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის გამოყოფილი ასიგნებებიდან (სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი ოჯახების მოსწავლეების სასკოლო სახელმძღვანელოებით უზრუნველყოფის პროგრამ ა, ორგანიზაციული კოდი – 32 14 18) განხორციელდეს სასკოლო სახელმძღვანელოების დაფინანსება, პირველი კლასიდან მე-12 კლასის ჩათვლით, იმ ბენეფიციარებისათვის, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებული არიან სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში და რომ ე ლ თა სარეიტინგო ქულა ტოლია ან ნაკლებია 57000-ზე, ხოლო იმ ბენეფიციართათვის, რომელთა სარეიტინგო ქულა მეტია 57000-ზე და ტოლია ან ნაკლებია 70000-ზე, სასკოლო სახელმძღვანელოების დაფინანსება მოხდეს პირველი კლასიდან მე-6 კლასის ჩათვლით.

მუხლი 2. დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პ რემიერ-მინისტრი ნ. გილაური