⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (03.07.2009)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 08.05.2006
ძალის დაკარგვა 03.07.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №353
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.023.008593
გამოქვეყნების წყარო სსმ, 63, 08/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,644 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
08.05.2006 მიღება
03.07.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.023.008.593 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №353 2006 წლის 8 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 5 აპრილის №238 ბრძანებულების „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ“ მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის მოთხოვნათა საფუძველზე ამავე ქვეპუნქტით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დებულება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) შექმნილია „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – მდგრადი განვითარების პროექტების განმახორციელებელი სააგენტოს შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულების შესაბამისად. 2. სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია საქართველოს კანომდებლობით დადგენილი წესით სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონებისა და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვისათვის. 3. სააგენტოს შექმნის მიზანია საქართველოსა და განვითარების საერთაშორისო ასოციაციას შორის დადებული საკრედიტო ხელშეკრულებებითა და საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (შემდგომში – ბანკი) შორის დადებული საგრანტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის (რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აგრეთვე „იაპონური გრანტის პროექტი სოციალური განვითარების ფონდისათვის“), „ტყის განვითარების პროექტის“, და „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის“ (შემდგომში – პროექტები) განხორციელების უზრუნველყოფა. 4. სააგენტო არის საჯარო სამართლის იურიდიული პირების – „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის ცენტრის (რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აგრეთვე „იაპონური გრანტის პროექტი სოციალური განვითარების ფონდისათვის), „საქართველოს სატყეო სექტორის განვითარების ცენტრის“ და „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების ცენტრის“ ბაზაზე შექმნილი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც მფლობელობასა და სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონება გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ. 5. სააგენტო თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს კანონებით, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებებითა და განკარგულებებით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით, ამ დებულებით და სხვა ნორმატიული აქტებით. 6. სააგენტოს აქვს ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და ბლანკი საკუთარი სახელწოდებით, დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ. 7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა №6.     მუხლი 2🔗.  სააგენტოს მიზანი, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. სააგენტო თავის საქმიანობას წარმართავს სამი მიმართულებით, კერძოდ „სანაპირო ზონის ინტეგრირებული მართვის პროექტის (რომლის მეშვეობითაც ხორციელდება აგრეთვე „იაპონური გრანტის პროექტი სოციალური განვითარების ფონდისათვის)“, „ტყის განვითარების პროექტის“ და „საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტის“ განხორციელებისათვის. 2. ამ მიზნით სააგენტო ასრულებს შემდეგ ამოცანებს: ა) საქართველოს შავი ზღვის სანაპიროზე მართვის ინტეგრირებული მეთოდების დანერგვისა და პასუხისმგებელი უწყებების საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; ბ) კოლხეთის ჭარბტენიანი დაცული ტერიტორიების მდგრადი განვითარებისათვის, მართვისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის, პასუხისმგებელი უწყებების მხარდაჭერა და მათი საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; გ) საქართველოს სანაპიროს გარემოს მონიტორინგის სისტემის გაძლიერება, სანაპროს გარემოს დაცვისა და მდგრადი მართვისათვის საჭირო თანამედროვე ინფორმაციული სისტემების დანერგვა; დ) კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ბუფერულ ზონაში მცხოვრები ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის დახმარების აღმოჩენა, კერძოდ, მათთვის შემოსავლების ალტერნატიული წყაროების გამოვლენა (მოძიება) და მათი მიზნობრივი გამოყენების ხელშეწყობა;    ე) კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ბუფერულ ზონაში მცხოვრები ღარიბი და სოციალურად დაუცველი მოსახლეობისათვის სასოფლო-სამეურნეო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, მეთევზეობის და სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის წარმოებისათვის საჭირო დახმარების გაწევა და მათთვის აღნიშნული საქმიანობის რაციონალურად განხორციელებისათვის შესაბამისი კონსულტაციების გაწევა; ვ) თავისი კომპეტენიის ფარგლებში ხელი შეუწყოს კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფუნქციების შენარჩუნებისთვის აუცილებელი ღონისძიებების გატარებას და მონაწილეობა მიღოს მათ განხორციელებაში; ზ) კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ბუფერულ ზონაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის სასწავლო კურსების ჩატარება პრობლემების გადაწყვეტის, საქმიანობის სტრატეგიული დაგეგმვისა და საგრანტო წინადადებების მომზადების საკითხებში; თ) კოლხეთის ეროვნული პარკის მიმდებარე ბუფერულ ზონაში მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობისათვის ტექნიკური დახმარების გაწევა, სოციალურ- ეკონომიკური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია (აღდგენა) და კოლხეთის დაბლობის მნიშვნელოვანი ბუნებრივი ფუნქციის შენარჩუნების ხელშეწყობა; ი) ხელს უწყობს საქართველოში სატყეო მეურნეობის მდგრადი განვითარების სისტემის ჩამოყალიბებას, რომელიც გარემოზე ზიანის მიუყენებლად უზრუნველყოფს საქართველოს ტყეების ეკონომიკური სარგებლიანობის გაზრდას; კ) სატყეო პოლიტიკისა და სტრატეგიის შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ლ) ტყის მართვის საინფორმაციო სისტემის შექმნის, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების – სატყეო მეურნეობის დეპარტამენტისა და მისდამი დაქვემდებარებული ტერიტორიული ორგანოების თანამშრომლების, აგრეთვე სატყეო დარგში მომუშავე სხვა სპეციალისტების კვალიფიკაციის ამაღლებისა და ახალი კადრების მომზადების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; მ) სატყეო დარგის რესტრუქტურიზაციისა და ინსტიტუციონალური რეფორმის ხელშეწყობა, ამ მიზნით კვლევითი, საგანმანათლებლო და საზოგადოებრივ-შემეცნებითი პროგრამების განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; ნ) სახელმწიფო ტყის ფონდის დაცულ ტერიტორიებად და სამეურნეო ტყის ფონდად დაყოფის, ტყის რესურსების აღრიცხვის, შესაბამისი მართვის გეგმების შემუშავებისა და ტყის დაცვის ღონისძიებების განხორციელებისათვის ხელშეწყობა; ო) სახელმწიფო ტყის ფონდის ტყის მავნებელ  დაავადებებისაგან დაცვის ღონისძიებათა განხორციელებაში მონაწილეობის მიღება; პ) ტყის აღდგენა-გაშენების მიზნით სანერგე მეურნეობის რეაბილიტაცია და ბიოლოგიურად მდგრადი, საუკეთესო გენეტიკური თვისებების მქონე ტყის ჯიშის თესლისა და ნერგის წარმოება-გადამუშავების გაუმჯობესებისა და სანერგე მეურნეობების განვითარების ხელშეწყობა; ჟ) ტყის განვითარების პროექტით გათვალისწინებული ტყის გაშენებისა და აღდგენის პროგრამების განხორციელების უზრუნველყოფა; რ) ახალი ტექნიკისა და ტექნოლოგიების შემოტანის, მათი დემონსტრირებისა და მათზე მომუშავე სპეციალისტების მომზადების უზრუნველყოფის ხელშეწყობა; ს) ტყის ეკოსისტემების მნიშვნელობის, ტყის ბიომრავალფეროვნების შენარჩუნების საქმეში მოსახლეობის მონაწილეობის, სატყეო სექტორის საქმიანობის საჯაროობის უზრუნველყოფა; ტ) ეკოლოგიურად ეფექტიანი დაცული ტერიტორიების შექმნისათვის ხელშეწყობა; უ) დაცული ტერიტორიების მართვისა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებისათვის პასუხისმგებელი უწყებების საინსტიტუციო განვითარებისათვის ხელშეწყობა; ფ) დაცული ტერიტორიებისა და მათ გარეთ ბუნებრივი და ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტებისა და საფრთხის ქვეშ მყოფი ფლორისა და ფაუნის მონიტორინგის, კვლევის, შენარჩუნებისა და აღდგენისათვის ხელშეწყობა; ქ) ბუნებრივი მემკვიდრეობის შესახებ საზოგადოების გათვითცნობიერებისა და მისი შენარჩუნების საქმეში მოსახლეობის თანამონაწილეობის მექანიზმების განვითარებისათვის ხელშეწყობა; ღ) პროექტების განხორციელებაში დაინტერესებული მხარეების ბანკთან დაკავშირება; ყ) პროექტებით გათვალისწინებულ ღონისძიებათა გარემოზე ზემოქმედების შეფასება შ) ცალკეული საქმიანობისათვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშების საფუძველზე ამ საქმიანობისათვის გამოყოფილი სახსრების ხარჯვის განხილვა და შეფასება; ჩ) პროექტებით დადგენილი წესით და მათი მიზნების მისაღწევად საგრანტო და საკრედიტო ანგარიშებზე ჩარიცხული თანხის ხარჯვა და აღნიშნული თანხის მიზნობრივი ხარჯვისათვის საქართველოს ფინანსთა სამინისტროს, საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროსა (შემდგომში – სამინისტრო) და ბანკის წინაშე ანგარიშის წარდგენა, ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებში  ბანკისათვის გაწეული საქმიანობისა და საბუღალტრო ანგარიშების წარდგენა; ც) პროექტებთან დაკავშირებული ოპერაციების ამსახველი ჩანაწერებისა და ანგარიშების წარმოება და ხელშეკრულებით დადგენილი წესითა და ვადებით ბანკისათვის ინფორმაციის წარდგენა; ძ) სამინისტროსთან იმ პროექტების წინასწარი შეთანხმება, რომლებიც საჭიროებენ ბანკის წინასწარ თანხმობას; წ) ხელშეკრულებებით და პროექტებით გათვალისწინებული ყველა სხვა საქმიანობის განხორციელება.     მუხლი 3🔗. სააგენტოს მართვის ორგანო 1. სააგენტოს სამეთვალყურეო ორგანოა სააგენტოს მრჩეველთა საბჭო (შემდგომში – საბჭო). 2. საბჭოს თავმჯდომარესა და შემადგენლობას ბრძანებულებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი. 3. საბჭოს თავმჯდომარე და მისი წევრები არ იღებენ ანაზღაურებას. 4. საბჭოს ფუნქციაა მოისმინოს და განიხილოს სააგენტოს მიერ წარმოდგენილი პროექტების მოსამზადებელ და განსახორციელებელ საქმიანობასთან დაკავშირებული ანგარიშები და აღნიშნულთან დაკავშირებით შეიმუშაოს შესაბამისი რეკომენდაციები და წინადადებები. 5. საბჭოს სხდომები იმართება წელიწადში ორჯერ; რიგგარეშე სხდომა შეიძლება გაიმართოს საქართველოს პრეზიდენტის, საბჭოს თავმჯდომარის, საბჭოს წევრთა უმრავლესობის, სააგენტოს გენერალური დირექტორის მოთხოვნით. 6. საბჭო უფლებამოსილია გამართოს სხდომა საბჭოს წევრთა 2/3-ზე მეტის დასწრების შემთხვევაში. საბჭოს გადაწყვეტილება მიიღება ხმათა უმრავლესობით. ხმათა თანაბარი რაოდენობის შემთხვევაში თავმჯდომარეს აქვს გადამწყვეტი ხმის უფლება. 7. ყველა გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე ან მის მიერ უფლებამოსილი პირი.           მუხლი 4🔗. სააგენტოს ხელმძღვანელი 1. სააგენტოს ხელმძღვანელობს გენერალური დირექტორი (შემდგომში – დირექტორი), რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. სააგენტოს დირექტორი უნდა იყოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს შესაბამისი კვალიფიკაცია. 3. სააგენტოს დირექტორი:  ა) ხელმძღვანელობს სააგენტოს და პასუხისმგებელია მის საქმიანობაზე; ბ) კვარტალში ერთხელ აწვდის ინფორმაციას პროექტების განხორციელების მიმდინარეობის შესახებ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს; გ) სამუშაოდ იწვევს და ათავისუფლებს სააგენტოს თანამშრომლებს; დ) წარმოადგენს სააგენტოს და მოქმედებს მისი სახელით; ე) კანონმდებლობით დადგენილი წესითა და პროექტების მოთხოვნათა შესაბამისად განკარგავს სააგენტოს ფინანსურ სახსრებს; ვ) პასუხისმგებელია საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრისა და კურატორი მინისტრის მოადგილის წინაშე.     მუხლი 5🔗.  სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას 1. სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი ქმედებები: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები ცენტრის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქმიანობა საჭიროებს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობას. 4. სააგენტოს სახელმწიფო ქონება გადაეცემა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.     მუხლი 6🔗. სააგენტოს სახელმწიფო კონტროლი სააგენტოს სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო.     მუხლი 7🔗. სააგენტოს დაფინანსება სააგენტოს დაფინანსების წყაროებია: ა) საერთაშორისო ხელშეკრულებების საფუძველზე პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი თანხები; ბ) საქართველოს ბიუჯეტიდან პროექტების განხორციელებისათვის გამოყოფილი სახსრები; გ) სააგენტოს მიერ კანონმდებლობის შესაბამისად მიღებული შემოწირულობანი და გრანტები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები.     მუხლი 8🔗. სააგენტოს საბუღალტრო ანგარიშგება სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება.     მუხლი 9🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია და რეორგანიზაცია სააგენტოს ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 10🔗.  წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.