„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№258
სარეგისტრაციო კოდი
010220000.10.003.016418
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628033, 29/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №258

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე‑20 მუხლის მე‑4 პუნქტის შესაბამისად „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში (სსმ,III ნაწილი,  2004 წელი, №31, მუხლი 257) შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები და დადგენილებით დამტკიცებული დებულების:

1. მე‑2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ1“ ქვეპუნქტი:

„შ1) ქვეყნის მაკროეკონომიკური განვითარების მდგომარეობის და პროგნოზული პარამეტრების ანალიზს, აღნიშნულის თაობაზე დასკვნებისა და რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრემიერ‑მინისტრისათვის წარდგენას; ძირითადი მონაცემებისა და მიმართულებების დოკუმენტით გათვალისწინებული ფისკალური და მონეტარული პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებისა და საშუალოვადიანი სტრატეგიების ანალიზს; საგადასახადო პოლიტიკის განხორციელების, გადასახადების ადმინისტრირების თაობაზე წინადადებების შემუშავებას; ბიზნესის წახალისების, საინვესტიციო პოლიტიკის განხორციელებისა და უცხოური საინვესტიციო რესურსების მოზიდვის თაობაზე რეკომენდაციების შემუშავებას და საქართველოს პრემიერ-მინისტრისათვის წარდგენას; საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნებში ფისკალური პოლიტიკისა და მისი განხორციელების ანალიზს;“.

2. მე-3 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. საქართველოს მთავრობის კანცელარიის სტრუქტურული ერთეულებია:

ა) საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატი;

ბ) იურიდიული დეპარტამენტი;

გ) საორგანიზაციო დეპარტამენტი;

დ) საკადრო საკითხთა დეპარტამენტი;

ე) ეკონომიკური დეპარტამენტი;

ვ) საქმისწარმოების დეპარტამენტი;

ზ) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტი;

თ) მმართველობისა და ეკონომიკურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარტამენტი);

ი) საგარეო ურთიერთობათა საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარტამენტი);

კ) ფისკალურ საკითხებში მრჩეველთა ჯგუფი (დეპარტამენტი);

ლ) საპარლამენტო მდივნის სამსახური;

მ) შიდა აუდიტის სამსახური.“.

მუხლი 2

   დადგენილება ამოქმედდეს 2011 წლის 27 ივნისიდან.

პრემიერ-მინისტრი   ნ . გილაური

ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 27.06.2011.
როდის იქნა მიღებული „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
„საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.06.2011. მიმღები ორგანო — საქართველოს მთავრობა. დოკუმენტის ნომერი — №258. სარეგისტრაციო კოდი — 010220000.10.003.016418.
რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
სად არის „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.06.2011 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

საქართველოს მთავრობის დადგენილება „საქართველოს მთავრობის კანცელარიის შექმნის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 3 მარტის №2 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №258, 27.06.2011, სარეგისტრაციო კოდი 010220000.10.003.016418 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.06.2011). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/1387786/