„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№259
სარეგისტრაციო კოდი
040030000.10.003.016419
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110628034, 29/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №259

2011 წლის 27 ივნისი

ქ. თბილისი

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1

 „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2010 წლის 30 მარტის №96 დადგენილებაში (სსმ, 2010 წელი, მუხლი 538) შეტანილ იქნეს ცვლილება და 14 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 14

1. საჯარო სამართლის იურიდიული პირის –შემოსავლების სამსახურის გაფორმების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულების/ქვედანაყოფების მიერ „სსიპ –შემოსავლების სამსახურის მიერ მომსახურების გაწევისათვის საფასურებისა და მათი განაკვეთების“ 54-ე, 57-ე – 64-ე და 82-ე გრაფებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 5 კალენდარული დღის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მომსახურების გაწევა ხორციელდება ფოთის გაფორმების ეკონომიკურ ზონაში წარდგენილი ავტომანქანისა და ამ ავტომანქანით შემოტანილი საქონლის მიმართ.

2. „ოქროს სიის“ მონაწილე პირისათვის საქართველოს ეკონომიკურ ტერიტორიაზე საქონლის გადაადგილებასა და გაფორმებასთან დაკავშირებული, ამ დადგენილებით განსაზღვრული მომსახურების გაწევისას მომსახურების საფასური გადახდილ უნდა იქნეს მომსახურების გაწევიდან 30 კალენდარული დღის განმავლობაში.“.

მუხლი 2

 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრი ნ. გილაური