„ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ორგანული კანონი
„ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე
მუხლი 1. „ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №44, 11.11.97) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:
1. მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტში სიტყვები „საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის“ შეიცვალოს სიტყვებით „ადგილობრივი მმართველობის ორგანოსათვის“.
2. მე-8 მუხლის პირველი პუნქტის „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, საზოგადოებრივი წესრიგისა და უსაფრთხოების სფეროში – სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას; საქართველოს თავდაცვის სამინისტროსათვის ხელის შეწყობას სამხედრო-სასწავლო შეკრებების ორგანიზებასა და სამხედრო ნაწილების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციით მომარაგების საკითხებში; მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას; საზოგადოებრივი წესრიგის დაცვას; სამოქალაქო თავდაცვას; ხანძარსაწინააღმდეგო ღონისძიებათა გატარებას; სამოქალაქო აქტების რეგისტრაციას; კატასტროფების, სტიქიური უბედურებებისა და ეპიდემიების შედეგების ლიკვიდაციას; სამოქალაქო თავდაცვის ღონისძიებათა განხორციელებისათვის ხელის შეწყობას; საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში მოსახლეობისა და სატრანსპორტო საშუალებათა მობილიზაციას;“.
3. 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ზ“–„ლ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „თ“–„მ“ ქვეპუნქტებად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ“ ქვეპუნქტი:
„ზ) მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის ორგანიზება;“.
4. 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ლ“–„უ“ ქვეპუნქტები შესაბამისად ჩაითვალოს „მ“–„ფ“ ქვეპუნქტებად და დაემატოს შემდეგი შინაარსის „ლ“ ქვეპუნქტი:
„ლ) უზრუნველყოფს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2003 წლის 1 იანვრიდან.
საქართველოს პრეზიდენტი ე. შევარდნაძე
თბილისი,
2002 წლის 21 ივნისი.
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- არა, დოკუმენტი ძალადაკარგულია. ბოლო რედაქცია — 21.06.2002.
- როდის იქნა მიღებული „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე მიღებულია 21.06.2002. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №1549. სარეგისტრაციო კოდი — 010.250.000.04.001.001.102.
- რამდენი მუხლისგან შედგება „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- სად არის „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 21.06.2002 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე, №1549, 21.06.2002, სარეგისტრაციო კოდი 010.250.000.04.001.001.102 (კონსოლიდირებული რედაქცია 21.06.2002). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/13882/