⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.06.2013)
გაუქმებულია:

“დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.06.2011
ძალაში შესვლა 01.07.2011
ძალის დაკარგვა 01.06.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს დედაქალაქი თბილისი (თბილისის მერია)
ნომერი №16.08.651
სარეგისტრაციო კოდი 010260040.37.101.016065
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110628041, 30/06/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,137 სიტყვა · ~16 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.06.2011 მიღება
01.07.2011 ძალაში შესვლა
01.06.2013 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

“დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.MsoCommentReference {font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {mso-style-link:"Body Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBlockText, li.MsoBlockText, div.MsoBlockText {margin-top:0in; margin-right:-27.0pt; margin-bottom:6.0pt; margin-left:.5in; text-align:justify; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:LitNusx; text-decoration:underline;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {mso-style-link:"Balloon Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} span.BodyTextChar {mso-style-name:"Body Text Char"; mso-style-link:"Body Text"; font-family:AcadNusx;} span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Arial","sans-serif";} span.BalloonTextChar {mso-style-name:"Balloon Text Char"; mso-style-link:"Balloon Text"; font-family:"Tahoma","sans-serif";} span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 31.5pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} ქალაქ თბილისის მთავრობის დადგენილება №16.08.651 2011 წლის 27 ივნისი ქ. თბილისი „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე დასუფთავების სფეროს მართვის გაუმჯობესების მიზნით და „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ” ორგანული კანონის 48-ე მუხლის მე-2 ნაწილის, „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ” საქართველოს კანონის 23​1 მუხლის „რ” და „ს” ქვეპუნქტების,  44​1 მუხლისა და „ნორმატიული აქტების შესახებ” საქართველოს კანონის  25-ე მუხლის საფუძველზე, ქ. თბილისის მთავრობა ადგენს: 1. დამტკიცდეს „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი” (დანართი 1).           2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების და სისუფთავის უზრუნველყოფის, ნარჩენების მართვისა და ამ მიზნით ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის ადგილობრივ საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესის” დამტკიცების თაობაზე ქ.  თბილისის მთავრობის №2006 წლის 1 დეკემბრის №02.17.62 დადგენილება.      3. დადგენილება ძალაში შედის 2011 წლის 1 ივლისიდან. ქ. თბილისის მერის პირველი მოადგილე (ვიცე-მერი)    დ .ნინიძე დანართი 1 დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების მართვის, ოპერატორის შერჩევისა და ქ. თბილისის თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესი წინამდებარე წესი შემუშავებულია „საქართველოს დედაქალაქის – თბილისის შესახებ“, „მოსაკრებლების სისტემის საფუძვლების შესახებ“ და „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონების საფუძველზე. მუხლი1. ზოგადი დებულებები 1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების, ნარჩენების  მართვის ორგანიზების, ნარჩენების მართვის მიზნით ოპერატორის შერჩევის, მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენის და  ქ. თბილისის თვითმმართველი ერთულის საკუთრებაში არსებული ნარჩენების განკარგვის წესებს. 2. თბილისში უნარჩენო ეკონომიკის განვითარების, ბუნებრივი რესურსების შენარჩუნების, ნარჩენების გადამუშავებისა და უსაფრთხოდ გაუვნებლობის მიზნით,             ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია: ა) ორგანიზება გაუკეთოს ქალაქის დაგვა-დასუფთავებას; მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მათ გაუვნებლობას; ორგანიზაციებში, დაწესებულებებში, ინდივიდუალურ მეწარმეებსა და იურიდიულ პირებში,   წარმოქმნილი ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებასა და მათ გაუვნებლობას; ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვას; ბ) ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილების, შემცირების, სეპარაციის, გადამუშავების და გადამუშავების შედეგად მიღებული პროდუქტების გამოყენების სტიმულირების ორგანიზებას. 3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება ქ. თბილისის მთავრობის მიერ ხორციელდება: ა) უშუალოდ საქალაქო სამსახურის მეშვეობით; ბ) მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით; გ) კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების  მეშვეობით; დ) ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით; ე) მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენით. 4. ქ. თბილისის მთავრობის უფლებამოსილება დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში ამ მუხლის მე-3 პუნქტში მითითებული პირების მიერ შეიძლება განხორციელდეს ცალ-ცალკე ან სრულად. 5. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების კონკრეტული ფორმების გამოყენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს                   ქ. თბილისის მთავრობა. 6. ქალაქ თბილისის მთავრობას შეუძლია საკუთარი მოვალეობები დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზების საკითხებში მთლიანად ან ნაწილობრივ გადასცეს მესამე პირებს. 7. ატმოსფერული ჰაერის მავნე ნივთიერებების ნარჩენებით დაბინძურების,  რადიოაქტიური, სამედიცინო და აგროქიმიკატების ნარჩენების მართვის საკითხები რეგულირდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. 8. აკრძალულია რადიოაქტიური ნარჩენების, სამედიცინო ნარჩენების და აგროქიმიკატების ნარჩენების შერევა და/ან განთავსება სხვა სახეობის ნარჩენებთან ერთად. 9. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც არ რეგულირდება ამ წესით, გადაწყვეტილებას იღებს                    ქ. თბილისის მთავრობა. 10. ნებისმიერი მომხმარებელი, ნარჩენების მესაკუთრე და მისი წარმომქმნელი,  აგრეთვე სამსახური ან ოპერატორები, ვალდებული არიან დაიცვან წინამდებარე წესები და დააკმაყოფილონ ამ წესებით დადგენილი პირობები, შეასრულონ ქ. თბილისის საკრებულოსა და მთავრობის, ქ. თბილისის მერიის თანამდებობის პირებისა და, შესაბამისად უფლებამოსილი საქალაქო სამსახურების ხელმძღვანელების სამართლებრივი აქტები.     მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ნარჩენები – ნებისმიერი ტრანსპორტირებადი ნივთი და დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვებული მასა, რომელიც მესაკუთრესათვის აღარ წარმოადგენს საჭიროებას, დაკარგა სამომხმარებლო თვისებები და რომელთა გადაყრას, განადგურებას ან სხვა ფორმით თავიდან მოცილებას ახორციელებს ან მიზნად ისახავს მისი მესაკუთრე და/ან მფლობელი, თუ ამგვარი რამ (როგორც ვალდებულება) გამომდინარეობს საქართველოს კანონმდებლობის მიერ დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნებიდან; ბ) საყოფაცხოვრებო ნარჩენები – ნარჩენები, რომლებსაც სახლებში, ბინებში, მიწის ნაკვეთებსა და მასზე მდებარე შენობის ნაწილებში, საერთო საცხოვრებლებსა ან გაქირავებულ ბინებში ცხოვრებისას წარმოქმნის მოსახლეობა, აგრეთვე ქ. თბილისის ტერიტორიაზე მყოფი და/ან მოქმედი ნებისმიერი პირების მიერ წარმოქმნილი ანალოგიური ნარჩენები. საყოფაცხოვრებო ნარჩენები არ მოიცავს ფიზიკური პირების მიერ პირადი საჭიროების მიზნით განხორციელებული სამშენებლო საქმიანობის შედეგად წარმოქმნილ ნარჩენებს; გ) სამშენებლო ნარჩენები – შენობა-ნაგებობების ნგრევის შედეგად და სამშენებლო უბანზე წარმოქმნილი ნარჩენები, ამოთხრილი მიწა, აყრილი გზატკეცილი და მსგავსი ნარჩენები, გარდა საყოფაცხოვრებო და მავნე ნარჩენებისა, რომლებზეც ვრცელდება ამ წესით და საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები; დ) დიდგაბარიტიანი ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც თავიანთი ზომებისა და ფორმის გამო დანაწევრებისა და შეფუთვის (შეკვრის) გარეშე არ ეტევა ნარჩენების სათავსში და, ჩვეულებრივ, მისი ხელით აწევა შეუძლებელია; დიდგაბარიტიან ნარჩენებს, სხვა ნარჩენებთან ერთად, მიეკუთნება საყოფაცხოვრებო ტექნიკა, ავეჯი, ხალიჩები, ლეიბები და ა.შ.; ე) მავნე ნარჩენები – ნარჩენები, რომლებიც შეიცავენ მოქმედი ეროვნული სტანდარტებითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ საშიშ და/ან მავნე ნივთიერებებს; ვ) ნარჩენების წარმომქმნელი – მომხმარებელი, რომლის საქმიანობის შედეგად წარმოიქმნება ნარჩენი; ზ) ნარჩენების მესაკუთრენარჩენების წარმომქმნელი და/ან ნებისმიერი სხვა პირი, რომელსაც ნარჩენების საკუთრების ვალდებულება შეიძლება დაეკისროს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სამართლებრივი მოთხოვნების საფუძველზე; თ) ნარჩენების მფლობელიფიზიკური პირი, ორგანიზაცია, დაწესებულება, ინდივიდუალური მეწარმე ან სხვა იურიდიული პირი, რომლის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე განთავსებულია ნარჩენები; ი) ნარჩენების განსათავსებელი სათავსები – კონტეინერები, ურიკები, ურნები  და ა.შ., რომელთა ფორმას შეიმუშავებს შესაბამისი სამსახური ან ოპერატორი და ამტკიცებს                ქ. თბილისის მთავრობა; კ) საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსები – ურნები, რომლებიც განთავსებულია საზოგადოებრივი სარგებლობის ადგილებში; ლ) დედაქალაქის დაგვა-დასუფთავება – მექანიკური დაგვა, ხელით დასუფთავება, მორეცხვა, მოხვეტა, მორწყვა; მ) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალება – ნაგავმზიდი და სხვა სატრანსპორტო ერთეული, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების შეგროვება-ტრანსპორტირებისათვის, ნ) ნარჩენების მართვა – ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილება, შეგროვება, ტრანსპორტირება, სეპარაცია, გადამუშავება, გამოყენება,  გაუვნებლობა, განთავსება; ო) მომხმარებელი – დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები; პ) ოპერატორი – დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელი  იურიდიული პირი; ჟ) ნარჩენების სეპარაცია – ნარჩენების დაყოფა ცალკეულ ფრაქციებად; რ) ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსების ობიექტი –  სპეციალურად მოწყობილი ადგილი ან შენობა-ნაგებობა, რომელიც განკუთვნილია ნარჩენების გაუვნებლობის და/ან განთავსებისათვის; ს) ნარჩენების გაუვნებლობა – ნარჩენების დამუშავება, განთავსება  ადამიანის ჯანმრთელობასა და გარემოზე ნარჩენების მავნე ზეგავლენის თავიდან აცილების მიზნით; ტ) ტარიფი – ქ. თბილისის საკრებულოს მიერ დადგენილი დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი (საფასური), რომელსაც იხდის მომსახურების მიმღები პირი; უ) ტარიფის გადამხდელი – დადგენილი წესით დარეგისტრირებული დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები; ფ) აბონენტი – დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების  და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფის გადამხდელი ფიზიკური პირი, რომელიც დარეგისტრირებულია ელექტროენერგიის მომხმარებლად; ქ) სამსახური – ქ.თბილისის მთავრობის მიერ უფლებამოსილი შესაბამისი საქალაქო სამსახური; ღ) ინდივიდუალური მეწარმე„მეწარმეთა შესახებ” საქართველოს კანონით განსაზღვრული მეწარმე სუბიექტი.     მუხლი 3🔗. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი 1. ნარჩენების მართვის ორგანიზების მასშტაბი ქ. თბილისში  მოიცავს ნარჩენების წარმოქმნის თავიდან აცილებას, შეგროვებას, ტრანსპორტირებას, სეპარაციას, გადამუშავებას, გამოყენებას,  გაუვნებლობას, განთავსებას. 2. დედაქალაქში დაგვა-დასუფთავების მასშტაბი მოიცავს საზოგადოებრივი სარგებლობისათვის განკუთვნილ საავტომობილო და ქვეითად მოსიარულეთა სავალ ქუჩებს, გასასვლელებს, გზებს, გამზირებს, მოედნებს, სანაპიროებს, ტროტუარებს, ველოსიპედით სავალ ბილიკებს, კიბეებს, ხიდებსა და გვირაბებს, გამყოფი შუა და მიმდებარე გამწვანების ზოლებით, საზოგადოებრივი სარგებლობის გამწვანებულ ტერიტორიებს, ხევებისა და ფერდობების, შიდაკვარტალური ეზოების ჩათვლით. 3. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებაში შედის არა მარტო ნაგვის, შლამის, ცხოველური ექსკრემენტების მოწმენდა, არამედ ფოთლების, ბალახისა და სარეველა მცენარეების მოშორებაც. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისას ჰერბიციდების გამოყენება დაუშვებელია. 4. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების დროს არ უნდა მოხდეს მტვრის წარმოქმნა. დასუფთავების შემდეგ წარმოქმნილი ნებისმიერი ნარჩენი აუცილებლად უნდა იქნეს ტრანსპორტირებული ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილზე. 5. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების ობიექტების ჩამონათვალს ადგენს ქ. თბილისის მთავრობა. 6. ნებისმიერი მესაკუთრე, მოიჯარე ან მოსარგებლე ვალდებულია სისუფთავეში იქონიოს საკუთარი ტერიტორია. 7. დაუშვებელია საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსებში დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება. 8. მომხმარებელი ვალდებულია ნარჩენები განათავსოს მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში. დაუშვებელია სპეციალურად რომელიმე სახეობის ნარჩენებისათვის გამოყოფილ სათავსში სხვა სახეობის ნარჩენის განთავსება. ნარჩენების სხვაგვარად განთავსების შემთხვევაში მათ გატანას უზრუნველყოფს სამსახური ან ოპერატორი. 9. ნარჩენები შესაძლებელია შეგროვდეს სახეობების მიხედვით. ამ პროცესის დაწყებისა და შესაგროვებელი სახეობების შესახებ გადაწყვეტილებას ღებულობს ქ. თბილისის მთავრობა.     მუხლი 4🔗. მომხმარებელთა უფლება და მოვალეობა 1. ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე მდებარე თითოეული საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრე ან/და (აბონენტი), ქ. თბილისის ტერიტორიაზე მოქმედი ინდ.მეწარმე, იურიდიული პირი, ორგანიზაცია და დაწესებულება ვალდებულია სამსახურში ან ოპერატორთან დარეგისტრირდეს დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღებად. ამასთან, მათ უფლება აქვთ  მოითხოვონ ნარჩენების მართვის მომსახურებით მოსარგებლედ ჩართვა. წინამდებარე წესის ამოქმედების დღიდან აღნიშნული პირები ავტომატურად ითვლებიან მომსახურების მიმღებებად. 2. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები ვალდებულია მასთან წარმოქმნილი ნარჩენების ტრანსპორტირებასა და გაუვნებლობა/განთავსებაზე პასუხისმგებლობა გადასცეს დედაქალაქში მოქმედ სამსახურს ან ოპერატორს. 3. ნარჩენების ნებისმიერი მესაკუთრე, რომელსაც არ აქვს შესაძლებლობა  დამოუკიდებლად, კანონმდებლობის შესაბამისად და უსაფრთხოდ მოახდინოს მათი ტრანსპორტირება და გაუვნებლობა, ვალდებულია ტრანსპორტირების, გაუვნებლობისა და განადგურებისათვის ნარჩენი გადასცეს ამისათვის შესაბამისად უფლებამოსილ პირს. 4. ნარჩენების მესაკუთრეებს უფლება აქვთ მოსთხოვონ სამსახურს ან ოპერატორს მხოლოდ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზების იმ მომსახურებით სარგებლობა, რომელსაც ის ეწევა. 5. საცხოვრებელი ბინის/სახლის მესაკუთრეები, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები, ასევე ნარჩენების წარმომქმნელი და/ან მფლობელი პირები ვალდებული არიან სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილ გონივრულ ვადაში, მაგრამ არა უმეტეს 30 დღისა, გასცენ ნარჩენების გატანისათვის საჭირო ნებისმიერი სახის ინფორმაცია, რამაც შესაძლებელია გავლენა იქონიოს სამსახურის ან ოპერატორის მიერ ამ მომსახურების მიწოდების ხარისხზე და მოცულობაზე. 6. დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან  დადგენილი წესით რეგისტრაციიდან ან შექმნის შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან (აგრეთვე რეორგანიზაციის, ლიკვიდაციის და ნებისმიერი სახის ცვლილების შემთხვევაში) არაუგვიანეს 30 დღისა, აღნიშნულის თაობაზე აცნობონ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განმახორციელებელ სამსახურს ან ოპერატორს. მიუხედავად შეტყობინების განხორციელების დღისა, დაწესებულებები, ორგანიზაციები, იურიდიული პირები და ინდივიდუალური მეწარმეები ვალდებულნი არიან საფასური გადაიხადონ მომსახურების მიღების მთელ პერიოდზე. 7. წინამდებარე წესების შესრულებაზე კონტროლის განხორციელების მიზნით                    ქ. თბილისის მთავრობის შესაბამისად, უფლებამოსილ პირს უფლება აქვს შეუფერხებლად შევიდეს ნარჩენების მართვის მომსახურების მიმღები პირების  ტერიტორიაზე. 8. ქ. თბილისის მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახურისა და ოპერატორის წარმომადგენელმა უნდა წარმოადგინოს უფლებამოსილების დამადასტურებელი  შესაბამისი დოკუმენტი.     მუხლი 5🔗. ნარჩენების შესაგროვებელი სათავსოები, შესაგროვებელი ნარჩენები და  მათი ტრანსპორტირება 1. დედაქალაქში ნარჩენების შესაგროვებლად გამოყენებულ უნდა იქნეს სხვადასხვა სახეობის ნარჩენებისთვის გამოყოფილი  სათავსები. 2. მოსახლეობის მიერ საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვება დასაშვებია მხოლოდ ამისათვის სპეციალურად გამოყოფილ სათავსებში, თუ ამ წესით ან ქ. თბილისის მთავრობის მიერ სხვა რამ არ არის დადგენილი. 3. ინდივიდუალურ მეწარმეებს, იურიდიულ პირებს, ორგანიზაციებსა და დაწესებულებებს ეკრძალებათ მათ მიერ წარმოებული ნარჩენების მოსახლეობის მიერ წარმოქმნილი საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად განკუთვნილ სათავსებში შეგროვება. 4. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან თავად უზრუნველყონ საკუთარი თავი საკმარისი მოცულობის ნარჩენების შესაგროვებელი სათავსებით, რომელთა დისლოკაციის ადგილი შეთანხმებული უნდა იყოს  ქ. თბილისის მთავრობის მიერ უფლებამოსილ სამსახურსა ან ოპერატორთან. 5. ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული პირები, ორგანიზაციები და დაწესებულებები ვალდებული არიან მომსახურებისათვის აუცილებელი სათავსები განათავსონ საკუთარ ტერიტორიაზე, ისე, რომ სამსახურის ან ოპერატორის წარმომადგენელს არ შეექმნას დაბრკოლება საქმიანობის განხორციელებაში. 6. დაუშვებელია საყოფაცხოვრებო ნარჩენებისათვის განკუთვნილ სათავსში განთავსდეს სამშენებლო ნარჩენები; მიწა; ქვები; ისეთი სახის ნარჩენები, რომელთა შეგროვება ნარჩენების სათავსში მათი სახეობისა და მდგომარეობის მიხედვით არ ხერხდება; ნარჩენები, რომლებიც განსაკუთრებულ მეთვალყურეობას საჭიროებს განადგურებისას; ფეთქებადი ნარჩენები, თხევადი, ტოქსიკური და გაზის შემცველი ნივთიერებები; ნარჩენები, რომელთაც შეუძლიათ სათავსის ან შეგროვების სისტემის დაზიანება; დიდგაბარიტიანი ნარჩენები; ნარჩენები, რომლებიც წარმოადგენენ საშიშროებას ჩატვირთვისა და ნარჩენების გადამუშავებაზე მომუშავე პერსონალისათვის,  ნაგავმზიდი მანქანისათვის, ასევე ,სხვა ნარჩენები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საყოფაცხოვრებო ნარჩენებს. ასეთი სახის ნარჩენების შეგროვება უნდა მოხდეს სპეციალურად ამ მიზნისათვის გამოყოფილ ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში ან მათი განთავსებისათვის ნებადართულ ადგილას. 7. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავების შედეგად შეგროვილი ნარჩენების განთავსება შესაძლებელია ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის განკუთვნილ მანქანებში ან  ნარჩენების შესაგროვებელ სათავსებში, გარდა საზოგადოებრივი სარგებლობისათვის გამოყოფილი ნარჩენების სათავსებისა. 8. დაუშვებელია ნარჩენების (მათ შორის , დაგვა-დასუფთავების შედეგად წარმოშობილი ნარჩენების) დაწვა, გარდა ამისათვის სპეციალურად გამოყოფილი ადგილისა. 9. სათავსის სახეობა, რაოდენობა და დანიშნულება, მათი განთავსების ადგილი, ნარჩენების გატანის სიხშირე, დრო და პირობები განისაზღვრება დადგენილი წესით. 10. მომხმარებელი ვალდებულია ფრთხილად მოეპყროს სათავსს. დაუშვებელია ნარჩენების ჩატენა, ჩაწნეხა, მექანიკური დაქუცმაცება და დაწვა სათავსში. დაუშვებელია ცხელი, გაღვივებული, ალმოდებული ნარჩენების, სითხეების, თოვლის, ყინულის და ისეთი ნივთების ჩასხმა/ჩაყრა, რომლებმაც შეიძლება დააზიანოს ან უჩვეულოდ დააბინძუროს ის. სათავსი უნდა შეივსოს ისე, რომ სახურავი მჭიდროდ დაეხუროს. 11. დაუშვებელია განგებ ან გაუფრთხილებელი მოპყრობის გამო სათავსის, ნაგავმზიდი მანქანის ან მათი ცალკეული ნაწილების დაზიანება. 12. სათავსის დაკარგვის ან დაზიანების ფაქტი დაინტერესებულმა პირმა დაუყოვნებლივ უნდა აცნობოს სამსახურს ან ოპერატორს და პატრულს. 13. სათავსის განმეორებით დაკარგვის შემთხვევაში სამსახურს ან ოპერატორს უფლება აქვს მომხმარებლისაგან მოითხოვოს პრევენციული ზომების მიღება. თუ ნარჩენების წარმომქმნელის მიზეზით კვლავ დაიკარგა ნარჩენების სათავსი, მაშინ სათავსის შეცვლის ხარჯების დაფარვა დაეკისრება მომხმარებელს. 14. თუ მომხმარებლის მიზეზით სათავსიდან შეუძლებელია მასში შეგროვილი ნარჩენების გადმოცლა, სამსახური ან ოპერატორი თვითონ უზრუნველყოფს სათავსის გაწმენდას, საჭირო ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ. 15. სათავსში ნარჩენები განთავსებულად ითვლება, თუ მათი ჩაყრა ხდება ამ ნარჩენებისათვის გათვალისწინებულ ნაგვის კონტეინერებში ან ეს ნარჩენები ამ წესებიდან გამომდინარე ტრანსპორტირებისათვის გადაეცემა სამსახურს ან ოპერატორს. 16. ნარჩენების ქუჩაში დადება აკრძალულია. ქალაქის იმ ნაწილებში, სადაც სათავსები ჯერ განთავსებული არ არის, ნარჩენები მიტანილი და ჩაცლილი უნდა იქნეს საამისოდ გამოყოფილ სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებაში. ნარჩენების მფლობელი, რომელიც არ მოამზადებს ნარჩენებს და/ან ნარჩენების სათავსს ტრანსპორტირებისათვის ამ მუხლის შესაბამისად, ვალდებულია დაფაროს ამ ნარჩენების ტრანსპორტირებისათვის საჭირო დამატებითი ხარჯები. 17. საზოგადოებრივი ღონისძიებების მოწყობისათვის ღონისძიების ორგანიზატორთან მოლაპარაკების საფუძველზე შეიძლება სამსახურის ან ოპერატორის შესაძლებლობების გათვალისწინებით გამოიყოს სათავსები. მომხმარებლად ითვლება ღონისძიების ორგანიზატორი და საჭირო ხარჯები დაიფარება მის მიერ.     მუხლი 6🔗. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენების შეგროვება 1. საყოფაცხოვრებო ნარჩენების შესაგროვებლად, რომლებიც თავიანთი მავნებლობის გამო გარემოსა და საზოგადოებისათვის საფრთხის თავიდან ასაცილებლად ცალკე შეგროვებას საჭიროებს, სამსახური ან ოპერატორი  გამოყოფს სპეციალიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებას  მათ შესაგროვებლად და ტრანსპორტირებისათვის. 2. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენები მხოლოდ დათქმულ დროს უნდა მიიტანონ სპეცილიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალებასთან,  მისი ადგილსამყოფელი სამსახურის ან ოპერატორის მიერ წინასწარ გამოცხადდება საჯაროდ. 3. მავნე ნივთიერებების შემცველი ნარჩენებისათვის გამოყოფილი სპეცილიზებულ ავტოსატრანსპორტო საშუალების სადგომთან არც მის მოსვლამდე და არც მისი გამგზავრების შემდეგ, არ შეიძლება მავნე ნარჩენების დატოვება. განრიგის ან მარშრუტის დარღვევის შემთხვევაში, მავნე ნარჩენების მფლობელმა ისევ უკან უნდა წაიღოს ნარჩენები. მათი ჩაბარება შესაძლებელი იქნება სხვა დანიშნულ დროს.     მუხლი 7🔗. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება 1. დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირება მოხდება ცალკე,  განსაზღვრულ დროს. ინფორმაცია აღნიშნულის შესახებ წინასწარ გამოცხადდება საჯაროდ სამსახურის ან ოპერატორის მიერ. 2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ დადგენილი დროის გარდა მომხმარებლისათვის სასურველ დროს დიდგაბარიტიანი ნარჩენების ტრანსპორტირების ხარჯები დაიფარება მომხმარებლის მიერ. 3. დიდგაბარიტიანი ნარჩენები ტრანსპორტირებისათვის ისე უნდა გამზადდეს, რომ არ დანაგვიანდეს მიმდებარე ტერიტორია. დაშლილი ნარჩენი მაგრად შეკრული და მოხერხებულად შეფუთული ფორმით უნდა იქნეს გარეთ გამოტანილი. ის გარკვევით უნდა იქნეს გამოყოფილი იმ საგნებისაგან, რომელთა გატანაც არ უნდა მოხდეს და ისე უნდა იქნეს გარეთ გამოდგმული. ამ წესების დაუცველობის შემთხვევაში სამსახურის ან ოპერატორის მიმართ პრეტენზიები არ მიიღება.     მუხლი 8🔗. ნარჩენების საკუთრება 1. უშუალოდ სამსახურის ან ოპერატორის მეშვეობით, მომხმარებლებისაგან შესაგროვებლად გამოტანილი ნარჩენები ხდება თვითმმართველი ერთეულის საკუთრება. მხოლოდ ნარჩენების წარმომქმნელს შეუძლია უკან დააბრუნოს შესაგროვებლად გამოტანილი საკუთარი ნარჩენი, სანამ ის არ იქნება შეგროვებული ტრანსპორტირებისათვის. 2. მესამე პირს არ აქვს უფლება ტრანსპორტირებისათვის გამზადებული ნარჩენები წაიღოს ან გაჩხრიკოს. სამსახური ან ოპერატორი არ აანაზღაურებს არაუფლებამოსილი პირების მიერ ნარჩენების ჩხრეკით მიყენებულ ზარალს. 3. ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებისას ქ. თბილისის მთავრობას უფლება აქვს თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებული ნარჩენები მის მიერ დადგენილი წესით გადასცეს ქალაქში მოქმედ ოპერატორს ან სხვა მეწარმეს. 4. ნარჩენების მართვის მომსახურების მიმწოდებელი ქ. თბილისის მერიის შესაბამისად უფლებამოსილი სამსახური ან ოპერატორი არ არის ვალდებული მოძებნოს დაკარგული ნივთები ნარჩენებში.     მუხლი 9🔗. საფასური 1. ორგანიზაციები, დაწესებულებები, ინდივიდუალური მეწარმეები, იურიდიული და ფიზიკური პირები,  დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ფასს ანაზღაურებენ მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის გადახდის გზით. 2. მომსახურების უშუალოდ სამსახურის მიერ განხორციელების შემთხვევაში გადაიხდევინება მოსაკრებელი. 3. მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში გადაიხდევინება მოსაკრებელი, ტარიფი ან მომსახურების საფასური. 4. მომხმარებელსა და მის მიერ შერჩეულ ოპერატორს შორის მომსახურების შესახებ გარიგების შემთხვევაში გადაიხდევინება ტარიფი ან მომსახურების საფასური. 5. ​ ქ. თბილისის მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებულ იურიდიული პირის მეშვეობით მომსახურების განხორციელებისას გადაიხდევინება ტარიფი ან მომსახურების საფასური. 6. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფი წარმოადგენს რეგულირებად ტარიფს (ფასს). 7. დასახლებული ტერიტორიის დასუფთავების მოსაკრებელს, „ადგილობრივი მოსაკრებლების შესახებ” საქართველოს კანონის საფუძველზე, ადგენს ქ. თბილისის საკრებულო. 8. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ტარიფსა და მისი გადახდის წესს ადგენს ქ. თბილისის საკრებულო. 9. მიზანშეწონილობიდან გამომდინარე, ქ. თბილისის საკრებულოს შეუძლია ყოველწლიურად დაადგინოს ტარიფი ან მოსაკრებელი. 10. სავალდებულოა მოსაკრებლის, ტარიფისა და მომსახურების საფასურის გადახდა დადგენილ ვადებში. 11. არ შეიძლება ერთსა და იმავე მომსახურებაზე მოსაკრებლის, ტარიფის ან მომსახურების საფასურის ერთდროულად დაწესება. 12. მომსახურების საფასურის გადაუხდელობა ან გადახდის წესების დარღვევა ჩაითვლება წინამდებარე წესების დარღვევად.     მუხლი 10🔗. ნარჩენების გაუვნებლობა, სეპარაცია და განთავსება 1. შეგროვებული ნარჩენები ტრანსპორტირდება მათი განთავსების სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე, სადაც თბილისის მთავრობის მიერ დადგენილი წესის შესაბამისად ხდება მისი სეპარაცია და/ან გაუვნებლობა. 2. ნარჩენების განთავსების საბოლოო ადგილების მართვის ორგანიზების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს ქ. თბილისის მთავრობა. 3. ნარჩენების განთავსება და გაუვნებლობა   წარმოებს ნარჩენების გაუვნებლობისა და განთავსების ობიექტებზე. 4. ნარჩენების სეპარაცია შეიძლება წარმოებდეს როგორც ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან, ასევე ნარჩენების განთავსებისა  და გაუვნებლობის  ობიექტებზე. 5. ნარჩენების წარმოქმნის წყაროსთან სეპარაცია შეიძლება განახორციელოს ნებისმიერმა პირმა.     მუხლი 11🔗. ტექნოლოგიები დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების სფეროში დედაქალაქში დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის ორგანიზებისათვის გამოყენებული უნდა იყოს თანამედროვე ტექნოლოგიები და სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები (სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები კონტეინერების მექანიზებული უხმაურო დაცლით, დამწნეხით და ჰერმეტულად დახურული. მტვერსასრუტი, მექანიკური დამგველი მანქანები, მუშაობის დროს არ უნდა წარმოქმნიდნენ მტვერს და ა.შ.) სპეციალიზებული ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაბარიტები და ტექნიკური მახასიათებლები უნდა შეესაბამებოდეს დედაქალაქის განაშენიანებით მრავალფეროვან და რელიეფით რთული ქუჩებისა და მოედნების მომსახურებას და ვიზუალურად უნდა აკმაყოფილებდეს ქალაქის იერსახისადმი წამოყენებულ მოთხოვნებს. მომსახურე პერსონალი აღჭურვილი უნდა იყოს ტექნიკურად და ესთეტიკურად მისაღები ინვენტარითა და სპეცტანსაცმლით.     მუხლი 12🔗. ოპერატორის შერჩევა მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით 1. ქ. თბილისის მთავრობამ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და/ან ნარჩენების მართვის მომსახურება ოპერატორის შერჩევის წესით შეიძლება განახორციელოს მომსახურების მუნიციპალური შესყიდვის ორგანიზებით განხორციელების შემთხვევაში. 2. ოპერატორის შერჩევა უნდა მოხდეს შესყიდვების შესახებ საქართველში მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.     მუხლი 13🔗. ოპერატორის ან/და ოპერატორების შერჩევა კონკურსის წესით 1. ქ. თბილისის მთავრობა უფლებამოსილია დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნაჩენების მართის მომსახურება განახორციელოს კონკურსის წესით შერჩეული ოპერატორის ან/და ოპერატორების მეშვეობით. 2. კონკურსის პირობები მტკიცდება ქ. თბილისის მთავრობის მიერ.      მუხლი 14🔗. დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების განხორციელება მთავრობის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით  დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით      ქ. თბილისის მთავრობამ დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურება შეიძლება განახორციელოს მის მიერ 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირის მეშვეობით, რომელიც ხელმძღვანელობს მთავრობის მიერ დადგენილი წესებით.     მუხლი 15🔗.  მომხმარებლების მიერ შერჩეული ოპერატორისათვის მომსახურების წესების დადგენა 1. სამსახურის ან ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესები უნდა მოიცავდეს სამსახურის ან ოპერატორისა და მომხმარებლის უფლება-მოვალეობებს, მომსახურების სიხშირეს, აგრეთვე თბილისში დედაქალაქის დაგვა-დასუფთავებისა და ნარჩენების მართვის მომსახურების ორგანიზებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. 2. სამსახურის ან ოპერატორის მიერ მომხმარებლის მომსახურების წესებს ადგენს               ქ. თბილისის მთავრობა.