საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 10.05.2006
ძალის დაკარგვა 28.05.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს თავდაცვის მინისტრი
ნომერი №157
სარეგისტრაციო კოდი 120340000.22.026.008605
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 18/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h4 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif"; font-weight:normal;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.25in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-.25in; font-size:16.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 120.340.000.22.026.008.605
საქართველოს თავდაცვის მინისტრის
ბრძანება №157
2006 წლის 10 მაისი
ქ. თბილისი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის დებულების დამტკიცების შესახებ
„საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის“ თანდართული დებულება.
2. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
3. ბრძანებას გაეცნონ საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილეები, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი და მისი მოადგილეები, თავდაცვის სამინისტროს ყველა სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელი და შემსრულებლები.
ი. ოქრუაშვილი
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის
დებულება
თავი I
ზოგადი დებულებანი
მუხლი 1🔗.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტი (ტექსტში შემდგომ – დეპარტამენტი) არის საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის სტრუქტურული ქვედანაყოფი.
მუხლი 2🔗.
დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით, თავდაცვის მინისტრის სამართლებრივი აქტებით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტებით, დირექტივებით, განკარგულებებითა და წინამდებარე დებულებით.
მუხლი 3🔗.
დეპარტამენტი ანგარიშვალდებულია საქართველოს თავდაცვის მინისტრისა და გენერალური შტაბის უფროსის წინაშე.
მუხლი 4🔗.
დეპარტამენტს აქვს ბეჭედი ქართულ-ინგლისური წარწერით „საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტი“, შტამპი, აგრეთვე ბლანკი საკუთარი სახელწოდებით.
თავი II
დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
მუხლი 5🔗.
დეპარტამენტის ამოცანებია:
ა) საქართველოში არსებული კავშირგაბმულობის ქსელების გამოყენება შეიარაღებული ძალების ინტერესებიდან გამომდინარე. აღნიშნული ქსელების კავშირგაბმულობის საშუალებებისა და არხების იჯარით აღებაზე დოკუმენტაციის მომზადება, კანონმდებლობით დადგენილი წესით მათი გამოყენების თანმიმდევრობის განსაზღვრა; საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში რადიოსიხშირული სპექტრის გამოყენებისა და ელექტრომაგნიტური თავსებადობის საკითხებში თავდაცვის სამინისტროს ინტერესების წარდგენა და გატარება; გამოყოფილი რადიოსიხშირული სპექტრების გამოყენების დაგეგმვა, ჯარების მართვისას კავშირგაბმულობის სიხშირული დიაპაზონის გამოყენების კოორდინაცია; რადიოელექტრონული საშუალებების რადიოსიხშირული სპექტრისა და ელექტრომაგნიტური თავსებადობის საერთაშორისო სამართალდაცვის უზრუნველყოფა, რაც გულისხმობს სხვა სიხშირეებზე გადასვლის აკრძალვას, რათა არ მოხდეს მეზობელი ქვეყნების კავშირგაბმულობის საშუალებებზე ზემოქმედება და ურთიერთხელშემშლელი პირობების წარმოქმნა;
ბ) შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის საშუალებების კომპლექსების, სისტემების შექმნისა და განვითარების სფეროში, ერთიანი სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის ფორმირებაში, სამეცნიერო დასაბუთებასა და რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
გ) კავშირგაბმულობის მოთხოვნილებათა ოპერატიული გათვლების დამუშავება;
დ) შეიარაღებული ძალების სტრუქტურაში შემავალი კავშირგაბმულობის ნაწილების (ქვედანაყოფების) სტრუქტურების დახვეწაში მონაწილეობის მიღება, წინადადებების მომზადება კავშირგაბმულობის ნაწილების (ქვედანაყოფების) სრულყოფისათვის, მათი სტრუქტურული, საშტატო და რიცხოვნობის განსაზღვრისათვის;
ე) საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციული უზრუნველყოფის ერთიანი პოლიტიკის განხორციელება. შეიარაღებული ძალების ყველა დონეზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვისა და განვითარების დაგეგმვა და კოორდინაცია. მათ მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლი.
მუხლი 6🔗.
დეპარტამენტის ფუნქციებია:
ა) შეიარაღებულ ძალებში საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, ოპერატიული კავშირებისა და შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობებს შორის ურთიერთქმედების კავშირების დაგეგმვა; შეიარაღებული ძალების სახეობებში კავშირგაბმულობის ორგანიზების დაგეგმვა; შეიარაღებულ ძალებში საფელდეგერო – საფოსტო კავშირის ორგანიზების დაგეგმვა; შეიარაღებული ძალების „სახელისუფლებო კავშირებით“ უზრუნველყოფის წინადადებების დამუშავება;
ბ) კავშირგაბმულობის საშუალებების, სისტემების, კომპლექსების განვითარების ძირითადი მიმართულებებისა და კონცეფციის დამუშავება;
გ) შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მართვის პუნქტებზე კავშირგაბმულობის მუდმივ საბრძოლო მზადყოფნაზე და მათ ნორმალურ ფუნქციონირებაზე კონტროლი;
დ) შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი; კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების დაცვის, ჯარების ფარულად მართვის და ოპერატიული შენიღბვის ღონისძიებების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; გამასაიდუმლოებელი აპარატურის გამოყენების თანამიმდევრობისა და მათთვის მშვიდობიანობისა და საომარი მდგომარეობის დროს, ინფორმაციის დაშიფრვის მოთხოვნების განსაზღვრა; შეიარაღებულ ძალებში გასაიდუმლოებული კავშირის ორგანიზების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების დამუშავება; მონაცემთა ბაზებში არსებული ინფორმაციის დაცვა და ამ ინფორმაციაზე დაშვების დონის განსაზღვრა კომპეტენციის ფარგლებში;
ე) შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობების კავშირგაბმულობის ხელმძღვანელ თანამდებობის პირთა შერჩევა-დანიშვნაში მონაწილეობის მიღება, კავშირგაბმულობის სპეციალისტების მომზადება-გადამზადების პროგრამებისა და ნორმატიული დოკუმენტების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება;
ვ) შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის სისტემებითა და კომპლექსებით ჯარების მართვის სამობილიზაციო გაშლის დაგეგმვა და უზრუნველყოფა დამტკიცებული სამობილიზაციო დავალების შესაბამისად;
ზ) ჯარების მართვის კავშირგაბმულობის საშუალებების მარაგების განთავსებისა და აღრიცხვის დაგეგმვა, მათი მდგომარეობისა და თავისდროული განახლების კონტროლი;
თ) J-6-ის კომპეტენციაში არსებული, თავდაცვის სამინისტროს საბიუჯეტო ხარჯების ეკონომიკური კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით, კავშირგაბმულობის ხარჯების ფინანსურ დაგეგმვაში მონაწილების მიღება;
ი) კავშირგაბმულობის საკითხებში საზღვარგარეთის ქვეყნებთან სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის წინადადებების დამუშავება;
კ) „ნატო“-სთან ურთიერთთავსებადობის მიღწევის მიზნით, კონტროლი გაუწიოს საერთაშორისო სწავლებებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობის მონაწილეობას კავშირგაბმულობის დარგში;
ლ) კავშირგაბმულობის სახელმძღვანელო დოკუმენტების დამუშავება და დამტკიცება; კავშირგაბმულობის საინფორმაციო კრებულების გამოშვება; თავდაცვის მინისტრის მიერ დასამტკიცებელ კავშირგაბმულობის სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობების საწესდებო დოკუმენტებში კავშირგაბმულობის საკითხების განხილვა;
მ) თავისი საქმიანობის პროცესში J-6 ურთიერთქმედებს შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობებთან, თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან;
ნ) ჯარების მართვისას, კავშირგაბმულობის საკითხებში J-6-ის მითითებები სავალდებულოა შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობების კავშირგაბმულობის სამსახურების ხელმძღვანელებისათვის;
ო) საომარი და საგანგებო მდგომარეობის დროს J-6 ახორციელებს ღონისძიებებს „განგაშების გამოცხადების დროს J-6 კავშირგაბმულობის დეპარტამენტის მიერ ჩასატარებელი ღონისძიებების გეგმის“ და სხვა საბრძოლო მზადყოფნის დოკუმენტების შესაბამისად;
პ) საომარი მდგომარეობის დროს J-6 ორგანიზებას უკეთებს ღონისძიებების შესრულებას „საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის გეგმისა“ და „საქართველოს შეიარაღებული ძალების კავშირგაბმულობის ტექნიკური უზრუნველყოფის გეგმის“ შესაბამისად; ახორციელებს კავშირგაბმულობით უზრუნველყოფასა და კონტროლს. კოორდინაციას უწევს საქართველოს სამხედრო ძალების კავშირგაბმულობის სტრუქტურების ურთიერთქმედებას;
ჟ) თავდაცვის სამინისტროს ლოკალური და ინტერნეტის ქსელის განვითარების, პროგრამული საშუალებების სწორი ადმინისტრირებისა და მონაცემთა ბაზების სწორი მოხმარების დაგეგმვა და კონტროლი. ახალი მონაცემთა ბაზების, პროგრამული უზრუნველყოფის შექმნის დაგეგმვა და მათი რეალიზაციის კონტროლი. ზემოაღნიშნული ამოცანების შესრულებისათვის საჭირო ტექნიკური ბაზის გათვლა;
რ) შეიარაღებული ძალების ინფორმაციული სისტემების საერთაშორისო სტანდარტების სისტემაში მოქცევის კონტროლი.
თავი III
დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
მუხლი 7🔗.
დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი.
მუხლი 8🔗.
დეპარტამენტის უფროსს, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 9🔗.
დეპარტამენტის უფროსს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 10🔗.
დეპარტამენტის უფროსი უშუალოდ ექვემდებარება შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს.
მუხლი 11🔗.
დეპარტამენტის უფროსის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის მოადგილე.
მუხლი 12🔗.
დეპარტამენტის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს დეპარტამენტის საქმიანობას;
ბ) წარადგენს დასამტკიცებლად დეპარტამენტის საშტატო ნუსხას;
გ) განსაზღვრავს და ანაწილებს ფუნქციონალურ მოვალეობებს მისდამი დაქვემდებარებულ მოხელეებს შორის, აძლევს მათ მითითებებს;
დ) ახორციელებს კონტროლს დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფების მუშაობაზე, თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობებისა და დისციპლინის დაცვაზე;
ე) დეპარტამენტის შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფროსის შუამდგომლობის საფუძველზე, თავდაცვის მინისტრსა და გენერალური შტაბის უფროსს წარუდგენს წინადადებებს დეპარტამენტის (სტრუქტურული ქვედანაყოფების) მოხელეთა თანამდებობაზე დანიშვნის, გათავისუფლების, გადაადგილების ან/და მათ მიმართ დისციპლინური ზომების გამოყენების შესახებ;
ვ) ხელს აწერს ან ვიზირებას უკეთებს დეპარტამენტში მომზადებულ დოკუმენტებს;
ზ) პასუხისმგებელია დეპარტამენტის ფუნქციების შესრულებაზე;
თ) გამოითხოვს საჭირო ინფორმაციას თავდაცვის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან ან კომპეტენციის ფარგლებში სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან;
ი) უზრუნველყოფს დაქვემდებარებული პირადი შემადგენლობის საბრძოლო და სამობილიზაციო მზადყოფნას.
თავი IV
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფები, მათი მმართველობა, სტატუსი და ფუნქციები
მუხლი 13🔗.
დეპარტამენტის სტრუქტურული ქვედანაყოფებია (ტექსტში შემდგომ – ქვედანაყოფი):
ა) კავშირგაბმულობის დაგეგმვის სამმართველო, რომელიც ახორციელებს შეიარაღებულ ძალებში საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, ოპერატიული კავშირებისა და შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობებს შორის, ურთიერთქმედების კავშირების დაგეგმვასა და კავშირგაბმულობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავებასა და მათ განხორციელებაზე კონტროლს;
ბ) ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველო, რომელიც ახორციელებს შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის საშუალებების კომპლექსების, სისტემების შექმნისა და კავშირგაბმულობის სახელმძღვანელო დოკუმენტების დამუშავებასა და დამტკიცებას;
გ) ავტომატიზირებული სისტემების დაგეგმვის სამმართველო, რომელიც ახორციელებს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ინფორმაციული უზრუნველყოფის ერთიან პოლიტიკას, შეიარაღებული ძალების ყველა დონეზე ინფორმაციული ტექნოლოგიების დანერგვასა და განვითარების დაგეგმვას, კოორდინაციას, მათ მიმდინარეობასა და შესრულებაზე კონტროლს.
მუხლი 14🔗.
კავშირგაბმულობის დაგეგმვის სამმართველოში შედის:
ა) კავშირგაბმულობის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) ინფორმაციის დაცვის დაგეგმვის განყოფილება.
მუხლი 15🔗.
ტექნიკური უზრუნველყოფის დაგეგმვის სამმართველოში შედის:
ა) ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დაგეგმვის განყოფილება;
ბ) ახალი ტექნოლოგიების განყოფილება.
მუხლი 16🔗.
სტრუქტურული ქვედანაყოფის ფუნქციებია:
ა) კავშირგაბმულობის დაგეგმვის განყოფილება – შეიარაღებულ ძალებში საინფორმაციო სისტემების გამოყენებით, ოპერატიული კავშირებისა და შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობებს შორის ურთიერთქმედების კავშირების დაგეგმვა; შეიარაღებული ძალების სახეობებში კავშირგაბმულობის ორგანიზების დაგეგმვა; შეიარაღებულ ძალებში საფელდეგერო – საფოსტო კავშირის ორგანიზების დაგეგმვა; შეიარაღებული ძალების „სახელისუფლებო კავშირებით“ უზრუნველყოფის წინადადებების დამუშავება;
ბ) ინფორმაციის დაცვის დაგეგმვის განყოფილება – შეიარაღებულ ძალებში კავშირგაბმულობის უსაფრთხოების ღონისძიებების დამუშავება და მათ განხორციელებაზე კონტროლი; კავშირგაბმულობის საშუალებების გამოყენებით სახელმწიფო საიდუმლოების შემცველი ინფორმაციების დაცვის, ჯარების ფარულად მართვისა და ოპერატიული შენიღბვის ღონისძიებების დამუშავებაში მონაწილეობის მიღება; გამასაიდუმლოებელი აპარატურის გამოყენების თანამიმდევრობისა და მათთვის მშვიდობიანობისა და საომარი მდგომარეობის დროს ინფორმაციის დაშიფრვის მოთხოვნების განსაზღვრა; შეიარაღებულ ძალებში გასაიდუმლოებული კავშირის ორგანიზების ძირითადი სახელმძღვანელო დოკუმენტების დამუშავება;
გ) ტექნიკური უზრუნველყოფისა და ექსპლუატაციის დაგეგმვის განყოფილება – შეიარაღებული ძალების სპეციალური დანიშნულების უსაფრთხო საინფორმაციო ტექნოლოგიების, კავშირგაბმულობის საშუალებების კომპლექსების, სისტემების შექმნისა და განვითარების სფეროში, ერთიანი სამხედრო-ტექნიკური პოლიტიკის ფორმირებაში, სამეცნიერო დასაბუთებასა და რეალიზაციაში მონაწილეობის მიღება;
დ) ახალი ტექნოლოგიების განყოფილება – „ნატო“-სთან ურთიერთთავსებადობის მიღწევის მიზნით, კონტროლი გაუწიოს საერთაშორისო სწავლებებზე საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლობის მონაწილებას კავშირგაბმულობის დარგში. კავშირგაბმულობის სახელმძღვანელო დოკუმენტების დამუშავება და დამტკიცება; კავშირგაბმულობის საინფორმაციო კრებულების გამოშვება; თავდაცვის მინისტრის მიერ დასამტკიცებელ კავშირგაბმულობის სახელმძღვანელო დოკუმენტებისა და შეიარაღებული ძალების ჯარების სახეობების საწესდებო დოკუმენტებში კავშირგაბმულობის საკითხების განხილვა.
მუხლი 17🔗.
ქვედანაყოფს ხელმძღვანელობს უფროსი, რომელსაც დეპარტამენტის უფროსის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავდაცვის მინისტრი.
მუხლი 18🔗.
ქვედანაყოფის უფროსი:
ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს ქვედანაყოფის საქმიანობას, პასუხს აგებს ქვედანაყოფზე დაკისრებული ამოცანებისა და ფუნქციების შესრულებაზე;
ბ) წარმოადგენს ქვედანაყოფს დაკისრებული უფლება-მოვალეობის განხორციელებისას;
გ) ანაწილებს მოვალეობებს ქვედანაყოფის მოსამსახურეებს შორის, აძლევს მათ მითითებებსა და დავალებებს, ახორციელებს კონტროლს თანამშრომელთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებაზე;
დ) ხელს აწერს ქვედანაყოფში მომზადებულ დოკუმენტებს;
ე) შეიმუშავებს წინადადებებს ქვედანაყოფების შიდა სტრუქტურის, შტატების, მუშაობის ორგანიზაციის, ქვედანაყოფის მოსამსახურეთა წახალისების ან მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ;
ვ) შუამდგომლობს ქვედანაყოფის მოსამსახურეთა კვალიფიკაციის ამაღლებისა და გადამზადების თაობაზე;
ზ) ანგარიშს აბარებს დეპარტამენტის უფროსს ქვედანაყოფის საქმიანობის მიმდინარეობის შესახებ.
თავი V
დასკვნითი დებულება
მუხლი 19🔗.
ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება თავდაცვის მინისტრის ბრძანებით.