⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (01.01.2008)

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 15.05.2006
ძალის დაკარგვა 01.01.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი
ნომერი №367
სარეგისტრაციო კოდი 360060000.22.023.008609
გამოქვეყნების წყარო სსმ, 68, 18/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,898 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
15.05.2006 მიღება
01.01.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:AcadMtavr;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold; font-style:italic;} h4 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:justify; text-indent:.3in; line-height:125%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:11.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:16.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoBodyText3, li.MsoBodyText3, div.MsoBodyText3 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; line-height:125%; font-size:11.0pt; font-family:AcadMtavr;} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:8.4pt; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoBodyTextIndent3, li.MsoBodyTextIndent3, div.MsoBodyTextIndent3 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:18.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.boldcentr, li.boldcentr, div.boldcentr {mso-style-name:"bold centr"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:.3in; line-height:125%; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:.8in .8in 61.9pt .8in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.060.000.22.023.008.609 საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის ბრძანება №367 2006 წლის 15 მაისი ქ. თბილისი საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ „კოლხეთის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის 33-ე მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების და „საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის რეორგანიზაციის, ლიკვიდაციისა და ზოგიერთი საჯარო სამართლის იურიდიული პირის შექმნის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 17 დეკემბრის №1061 ბრძანებულების მე-4 და მე-5 პუნქტების საფუძველზე, ამავე პუნქტებით დადგენილი სამართლებრივი ნორმების შესრულების მიზნით, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულება. 2. ეს ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე.  გ. პაპუაშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაციის დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის და ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის ადმინისტრაცია (შემდგომში – ადმინისტრაცია) არის საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტროს) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას. 2. ადმინისტრაცია, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს, გააჩნია თავისი შემოსავლები და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ. 3. ადმინისტრაცია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობით და, მათ შორის ამ დებულების საფუძველზე. ადმინისტრაციას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და საკუთარი სახელწოდების აღნიშვნით, კანონმდებლობის საფუძველზე გადმოცემული ქონება, ანგარიში ხაზინაში და ბანკში, იურიდიული პირის სხვა ატრიბუტები. 4. ადმინისტრაციის იურიდიული მისამართია: ქ. ქობულეთი, ლესელიძის 4.     მუხლი 2🔗. ადმინისტრაციის მართვის სფერო ადმინისტრაციის მართვის სფეროს წარმოადგენს ქობულეთის დაცული ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიები) შემდეგი კატეგორიები: ა) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალი; ბ) ქობულეთის აღკვეთილი; გ) ქობულეთის მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია.     მუხლი 3🔗. ადმინისტრაციის ფუნქციები ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის შიგნით და ქობულეთის აღკვეთილის ტერიტორიაზე ადმინისტრაციის ფუნქციებია: ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულება – დაცული ტერიტორიების დეპარტამენტთან (შემდგომში – დეპარტამენტი) შეთანხმებით არამანიპულაციური სამეცნიერო კვლევის წარმართვაზე თანხმობის გაცემა, ხელშეკრულების გაფორმება და ხელშეკრულების პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა; ბ) დასაშვები საგანმანათლებლო საქმიანობის განსაზღვრა და ამ საქმიანობის განხორციელების მიზნით შესაბამისი ღონისძიებების ჩატარება; გ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფების, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს, სამსახურებრივი მოვალეობების განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით შეზღუდული გადაადგილების მარშრუტების განსაზღვრა. მარშრუტების სარგებლობის წესების დაწესება და ამ წესების დაცვაზე კონტროლი; დ) ბუნების, ბუნებრივი პროცესებისა და გენეტიკური რესურსების, არსებული ბუნებრივი ეკოსისტემებისა და გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა სახეობების მონიტორინგის სამუშაოების წარმოება; ე) საკადასტრო სამუშაოების წარმოება; ვ) დაცვის რეჟიმის წესების დაცვაზე კონტროლი; ზ) ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა; თ) დაცული ტერიტორიის გარშემო არსებული ბუფერული ზონის კონტროლი; ი) დაშვებული ტრანსპორტით გადაადგილებაზე კონტროლი და სამენეჯმენტო გეგმით დაწესებული შეზღუდვების კონტროლირება; კ) ეკოტურიზმის განვითარებისთვის და ამ მიზნით ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნა და კონტროლი აღკვეთილში; ლ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის შემუშავება; მ) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებით ნორმატიული აქტების შემუშავებაში მონაწილეობის მიღება; ნ) საქართველოს სახელმწიფო მმართველობითი ორგანოებისთვის, მათდამი დაქვემდებარებული უწყებებისა და ორგანიზაციების, ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის ორგანოებისთვის, მათ მიერ განხორციელებული ან ნებადართული ისეთი ქმედებების აღკვეთის მოთხოვნა, რომელიც არღვევს ადმინისტრაციის მართვის სფეროში მყოფი დაცული ტერიტორიების დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; ო) სათანადო წესით განახორციელოს გამაფრთხილებელი და აღკვეთის ღონისძიებები იმ ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიმართ, რომელთა საქმიანობა არღვევს მის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კანონმდებლობით განსაზღვრული დაცვისა და გამოყენების რეჟიმს; პ) ხელშეკრულებებით განსაზღვრული მომსახურების განხორციელებისთვის სატენდერო წესებისა და პირობების შემუშავება და ტენდერის ჩატარება; ჟ) ქობულეთის სახელმწიფო ნაკრძალის, ქობულეთის აღკვეთილის შესახებ საინფორმაციო ბანკის შექმნა, მართვა და კონტროლი (ადეკვატური ინფორმაციის და მონაცემის შეგროვება, სისტემატიზაცია, ანალიზი და შენახვა); რ) მასმედიის საშუალებით ეროვნულ და ადგილობრივ დონეზე მოსახლეობის გათვითცნობიერება გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების რაციონალური გამოყენების მიზნით; ს) სამარკეტინგო საქმიანობის წარმართვა; ტ) შემოსავლების განკარგვა; უ) ტერიტორიების დაგეგმვის, მოვლა-პატრონობის, დაცვა-აღდგენის, მონიტორინგის, მეცნიერული კვლევის და სხვა პროგრამების ხარჯებთან დაკავშირებით გამოყოფილი ყველა ფინანსური სახსრების დამოუკიდებლად განკარგვა და სარგებლობა.     მუხლი 4🔗. დირექტორი 1. ადმინისტრაციას ხელმძღვანელობს და მართავს დირექტორი, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარის წარდგინებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი. 2. დირექტორი უფლებამოსილია: ა) დამოუკიდებლად მიიღოს გადაწყვეტილებები ადმინისტრაციაზე მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებით; ბ) იმოქმედოს ადმინისტრაციის სახელით და წარმოადგინოს მისი ინტერესები სხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობაში; გ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცეს ინდივიდუალური სამართლებრივი აქტები და კონტროლი გაუწიოს მათი მოთხოვნების განუხრელ შესრულებას; დ) დაცული ტერიტორიების დეპარტამენტს დასამტკიცებლად წარუდგინოს მომავალი წლის ყოველწლიური სამოქმედო გეგმა საანგარიშო წლის დამთავრებამდე არა უგვიანეს სამი თვისა; ე) აწარმოოს მოლაპარაკება, მოამზადოს და ხელი მოაწეროს ხელშეკრულებებს, განახორციელოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულებაზე ზედამხედველობა და კონტროლი; ვ) დანიშნოს და გაათავისუფლოს დაცული ტერიტორიების თანამშრომლები და სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვროს სახელფასო და საპრემიო ფონდი; ზ) ყოველწლიური სამოქმედო გეგმის საფუძველზე დაამტკიცოს ადმინისტრაციის შემოსავლების განკარგვის და მიღების ყოველწლიური გეგმები; თ) განკარგოს ადმინისტრაციის შემოსავლები; ი) დააკისროს დისციპლინური პასუხისმგებლობა თანამშრომლების მუშაობაში დაშვებული დარღვევებისათვის; კ) დაამტკიცოს ადმინისტრაციის შიდაგანაწესი; ლ) განახორციელოს კანონით ნებადართული სხვა საქმიანობა; მ) დირექტორს ჰყავს მოადგილე, რომელსაც დეპარტამენტის თავმჯდომარესთან შეთანხმებით თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს დირექტორი. 3. დირექტორის არყოფნის დროს დირექტორის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე.     მუხლი 5🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული განყოფილებები ადმინისტრაციის სტრუქტურული განყოფილებებია: ა) დაცვის სამსახური; ბ) კვლევა-მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამების სამსახური.     მუხლი 6🔗. ადმინისტრაციის სტრუქტურული ქვედანაყოფების ფუნქციებია 1. დაცვის სამსახურის ფუნქციებია: ა) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების (ქონების ჩათვლით) ფიზიკური დაცვა; ბ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცული ტერიტორიების კატეგორიების საზღვრების ფარგლებში კანონით განსაზღვრულ შემთხვევაში შესაბამისი სახელმწიფოებრივი იძულებითი ღონისძიების გამოყენება – მათ შორის: აღნიშნულ ტერიტორიაზე ვიზიტორებისათვის (ფიზიკური პირები) პირადობის დამადასტურებელი საბუთებისა და საჭიროების შემთხვევაში ახსნა-განმარტების მოთხოვნა; მათი ქმედებების შეჩერება (აღკვეთა), რაც ეწინააღმდეგება ტერიტორიის დაცვისა და გამოყენების დადგენილ რეჟიმს; დამრღვევთათვის დარღვევის იარაღისა და უკანონოდ მოპოვებული ბუნებრივი რესურსის ჩამორთმევა; გ) საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის შესაბამისად ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა შესახებ ოქმის შედგენა,; დ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 48-ე მუხლით განსაზვრული ღონისძიებების გატარება; ე) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს გადაუდებელ ღონისძიებათა განხორციელება; ვ) ბუნებრივი რესურსების სარგებლობაზე შესაბამისი სტატისტიკური მონაცემების აღრიცხვა; ზ) საკადასტრო სამუშაოების და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება. 2. კვლევა-მონიტორინგისა და კონსერვაციის პროგრამების სამსახურის ფუნქციებია: ა) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული კვლევა-მონიტორინგის სამუშაოთა განხორციელება; ბ) კონსერვაციისა და აღდგენითი ღონისძიებების ორგანიზება და განხორციელება; გ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიებზე განთავსებული ბუნებრივი რესურსების რაოდენობრივი და ხარისხობრივი მაჩვენებლების შესახებ არსებული მასალების ანალიზი და განზოგადების საფუძველზე შესაბამისი დასკვნების, წინადადებების, რეკომენდაციებისა და განსახორციელებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; დ) კარტოგრაფიული მასალების აღრიცხვა და შენახვა; ე) ჰიდრომეტეოროლოგიურ მონაცემთა ბაზის შექმნა და წარმოება; ვ) სტიქიური უბედურების, კატასტროფებისა და საგანგებო მდგომარეობის დროს განსახორციელებელ გადაუდებელ ღონისძიებათა პროექტების შემუშავება; ზ) საქართველოს „ტყის კოდექსის“ 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ღონისძიებების გატარება; თ) ადმინისტრაციის დაქვემდებარებაში მყოფი დაცულ ტერიტორიების განვითარების საგეგმო სამუშაოების (სამენეჯმენტო გეგმისა და ამ გეგმით გათვალისწინებული განვითარების ინტეგრალური პროგრამების პროექტების დამუშავების) განხორციელების ორგანიზება და მათი ხელშეწყობა; ი) გეოინფორმაციული მონაცემების შედგენა; კ) ბუნებრივი რესურსების ინვენტარიზაციის სამუშაოების ორგანიზაციის ხელშეწყობა და ამ სამუშაოებში მონაწილეობა; ლ) მუდმივი სანიმუშო ფართობების (სატყეო, ბოტანიკური, გეობოტანიკური, ზოოლოგიური, ორნითოლოგიური და სხვა.) მოწყობაში მონაწილეობა და ამ ფართობებზე დაკვირვებების წარმოება და მიმდინარე ბუნებრივი პროცესების ანალიზი; მ) ბუნების მატიანეს შედგენა და წარდგენა დეპარტამენტის თავმჯდომარისათვის, ასევე ყოველწლიური სამეცნიერო საქმიანობის კოორდინაცია და ორგანიზაცია. 3. ადმინისტრაციის სამსახურს (სტრუქტურულ ქვედანაყოფს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი, რომელიც პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია დაწესებულების დირექტორის წინაშე. 4. ადმინისტრაციის სამსახურის უფროსს, ამ მუხლით განსაზღვრულ უფლებამოსილებათა შესრულებისათვის საჭირო ინფორმაციის მოპოვების მიზნით, შეუძლია უშუალოდ (სტრუქტურული ერთეულის სახელით) მიმართოს ამა თუ იმ თანამდებობის პირს, დაწესებულებასა და ორგანიზაციას. ასეთ შემთხვევაში, ადმინისტრაციის სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელი იყენებს ადმინისტრაციის ბლანკს, რომლის სატიტულო ნაწილში, გარდა დაწესებულების სრული დასახელებისა და უწყებრივი კუთვნილებისა, დამატებით აღნიშნული უნდა იყოს სტრუქტურული ერთეულის დასახელება შესაბამის რეკვიზიტებთან ერთად.     მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი 1. ადმინისტრაციის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს ადმინისტრაციის მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ადმინისტრაციის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ის სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. ამ მუხლის „ა“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა.     მუხლი 8🔗. ადმინისტრაციის ქონება და ფინანსები 1. ადმინისტრაცია სახელმწიფო ქონებას ფლობს უსასყიდლოდ უზუფრუქტის წესით თხოვების ფორმით სარგებლობაში გადაცემული უძრავი ქონების, მოწყობილობა-დანადგარების, სატრანსპორტო საშუალებების და სხვა მატერიალური ფასეულობების სახით. 2. ადმინისტრაციის დაფინანსების წყაროებია: ა) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები; ბ) სახელმწიფო და სხვა შეკვეთის ან ხელშეკრულების შესრულებით მიღებული შემოსავლები; გ) საერთაშორისო ან ადგილობრივი სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი ან დახმარებები; დ) „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „კოლხეთის დაცული ტერიტორიების მართვისა და შექმნის შესახებ“ საქართველოს კანონით დაშვებული საქმიანობით მიღებული შემოსავლები; ე) პრეზიდენტის ბრძანებულებით დამტკიცებული და ადმინისტრაციის შემოსავლებიდან გამოყოფილი დაცული ტერიტორიის სისტემის დაფინანსების სახსრები; ვ) გრანტები; ზ) დაცულ ტერიტორიებზე საიჯარო ქირის გადახდით შემოსული სახსრები. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება შესაბამისი კანონმდებლობით განსაზღვრული ადმინისტრაციის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. ამ სახსრების ხსვა მიზნით გამოყენება აკრძალულია. 4. ადმინისტრაციის საბუღალტრო ანგარიშგება ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. ადმინისტრაციის წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანა დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.     მუხლი 10🔗. ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ადმინისტრაციის რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული წესით.