„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაოაბზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№1561
სარეგისტრაციო კოდი
110.060.000.04.001.001.105
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 20, 05/07/2002

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს ორგანული კანონი

„პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს ორგანულ კანონში (პარლამენტის უწყებანი, №46, 3.12.1997) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები და დამატებები:

1. 31-ე მუხლის:

ა) პირველ პუნქტში სიტყვები „ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდები (სისხლის სამართალში, სისხლის სამართლის პროცესში, კრიმინალისტიკაში, ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობისა და ინფორმატიკის საფუძვლებში) საქართველოს იუსტიციის საბჭოს საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიაში“ შეიცვალოს სიტყვებით „საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიისათვის ჩაბარებული აქვს საკვალიფიკაციო გამოცდა შემდეგ დისციპლინებში: საკონსტიტუციო სამართალი, სისხლის სამართალი, სისხლის სამართლის პროცესი, სასჯელაღსრულებითი სამართალი და ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის საფუძვლები“;

ბ) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩაბარებისაგან თავისუფლდებიან: საქართველოს გენერალური პროკურორი, აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების პროკურორები, პირი, რომელსაც ჩაბარებული აქვს მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა, აგრეთვე პირი, რომელსაც მინიჭებული აქვს სამეცნიერო ხარისხი სამართლის დარგში.“;

გ) 21 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 22 პუნქტი:

„22. საკვალიფიკაციო გამოცდა ტარდება ტესტური მეთოდით. საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების წესს და საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.“;

დ) მე-5 პუნქტში სიტყვა „საკონტრაქტო“ შეიცვალოს სიტყვით „ხელშეკრულების“.

2. 54-ე მუხლის:

ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„საკვალიფიკაციო გამოცდა და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისია“;

ბ) მე-2 პუნქტში სიტყვები „2002 წლის 1 ოქტომბრიდან“ შეიცვალოს სიტყვებით „2002 წლის 15 დეკემბრიდან“, ხოლო სიტყვები „საქართველოს იუსტიციის საბჭომ 2002 წლის 1 ოქტომბრამდე უნდა უზრუნველყოს პროკურატურის მუშაკთა საკვალიფიკაციო გამოცდების პროგრამების შემუშავება და საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარება“ – სიტყვებით „საქართველოს იუსტიციის საბჭომ უნდა უზრუნველყოს 2002 წლის 1 ოქტომბრამდე საკვალიფიკაციო გამოცდის პროგრამის შემუშავება, ტესტებისა და სწორი პასუხების გამოქვეყნება, ხოლო 2002 წლის 15 დეკემბრამდე საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარება“;

გ) მე-3 პუნქტში სიტყვები „დაინიშნება 2002 წლის 1 ოქტომბრამდე“ შეიცვალოს სიტყვებით „დაინიშნება 2002 წლის 15 დეკემბრამდე“, ხოლო სიტყვები „გამოცდა 2002 წლის 1 ოქტომბრამდე“ – სიტყვებით „გამოცდა 2004 წლის 1 იანვრამდე“;

დ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 41–42 პუნქტები:

„41. საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის შემადგენლობას და საკვალიფიკაციო საგამოცდო კომისიის დებულებას საქართველოს იუსტიციის საბჭოს წარდგინებით ამტკიცებს საქართველოს პრეზიდენტი.

42. საქართველოს გენერალური პროკურორი უზრუნველყოფს პროკურატურის მუშაკთათვის უფასო სასწავლო კურსების ორგანიზებას საქართველოს გენერალური პროკურატურის სასწავლო ცენტრში. სასწავლო კურსის გავლის წესს ადგენს გენერალური პროკურორი.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს პრეზიდენტი ედუარდ შევარდნაძე.

თბილისი,

2002 წლის 21 ივნისი.

1561–IIს