„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის N487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№78
სარეგისტრაციო კოდი
040200010.22.027.016147
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110629016, 30/06/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი

დოკუმენტის ტექსტი

საქართველოს იუსტიციის მინისტრი ს

ბრძანება №78

2011 წლის 29 ივნისი

ქ. თბილისი

„სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ” საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:

მუხლი 1. „სპეციალური სარიტუალო მომსახურების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2006 წლის 11 მაისის №487 ბრძანებ აში (სსმ III, 2006წ., №65, მუხ. 837) წეს ში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებ ა:

1.პრეამბულა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ“ საქართველოს კანონის 44-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად,“.

2. ბრძანებით დამტკიცებუ ლი წესის:

ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. სპეციალური სარიტუალო მომსახურება წარმოადგენს სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს ქორწინების სახლების, სიღნაღის, ოზურგეთის, ზუგდიდის, ხარაგაულის, სამტრედიის, თერჯოლის, ვანისა და გარდაბნის ტერიტორიული სამსახურ ები ს კომპეტენციას.“;

ბ) მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„4. დასაქორწინებელმა პირებმა, რომელთაც სურთ სპეციალური სარიტუალო მომსახურება, უნდა მიმართონ სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს შესაბამის ქორწინების სახლს ან უფლებამოსილ ტერიტორიულ სამსახურს და აღნიშნულის თაობაზე მიუთითონ ქორწინების რეგისტრაციის შესახებ განცხადებაში. განცხადებასთან და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელ დოკუმენტებთან ერთად დაქორწინების მსურველმა პირება უნდა წარადგინონ ქორწინების სპეციალური სარიტუალო მომსახურებით რეგისტრაციისათვის ,,სამოქალაქო რეესტრის სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის შესახებ” საქართველოს კანონით გათვალისწინებული საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.“.

მუხლი 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ზ. ადეიშვილი