„თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტისა და თვითმმართველი ქალაქის საკრებულოს დადგენილება (1)
დოკუმენტის ტექსტი
თვითმმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო ს
დადგენილება №95
2011 წლის 28 ივნისი
ქ. რუსთავი
„თვითმმართველი ქალაქ რუსთავის ტერიტორიაზე ცალკეული ხაზობრივი ნაგებობის განთავსების, შემდგომში გამოყენების ან/და სამუშაოების წარმოების წესის დამტკიცების შესახებ“ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2011 წლის 01 ივნისის №88 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის შესაბამისად,
თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულო ა დ გ ე ნ ს :
მუხლი 1
დადგენილების ((სსმ V, 110602015, 07/06/2011 წ.) დანართის პირველ პუნქტში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. თვითმმართველი ქალაქი რუსთავის ტერიტორიაზე „მშენებლობის ნებართვის გაცემის წესისა და სანებართვო პირობების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2009 წლის 24 მარტის №57 დადგენილების 66-ე მუხლით გათვალისწინებული პროცედურის ან/და მშენებლობის ნებართვის გარეშე შესაძლებელია:
ა) I კლასს დაქვემდებარებულ შენობა-ნაგებობათა განთავსება-მშენებლობა;
ბ) კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყინვა/მონტაჟი არსებული ინფრასტრუქტურის გამოყენებით კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) 10 მეტრამდე სიმაღლისა და გრუნტის ზედაპირიდან საშუალოდ 10 მეტრამდე ჩაღრმავების მქონე საყრდენი ბოძის განთავსება/მონტაჟი, ან კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟისათვის ტრანშეის/თხრილის მოწყობა (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც კავშირგაბმულობის ხაზის (ქსელის) გაყვანა/მონტაჟი დამატებით საჭიროებს სანებართვო შენობა-ნაგებობის მშენებლობას/მონტაჟს);
გ) III კატეგორიის გაზსადენი, III კატეგორიის წყალსადენი, III კატეგორიის წყალარინების მილი, III კატეგორიის ქუჩა, IV და V კატეგორიების ელექტროგადამცემი ხაზების მონტაჟი.“
მუხლი 2
დადგენილების დანართის მე-3 და მე-9 პუნქტებში შევიდეს ცვლილება და ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
,,3. წინამდებარე წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელთა წარმოებაც განპირობებულია ავარიით ან/და გადაუდებელი აუცილებლობით და თუ სამუშაოსთვის გამოსაყენებელი ტერიტორიის ფართობი არ სცილდება 10 გრძივ ან 10 კვადრატულ მეტრს, შესაძლებელია განხორციელდეს საკრებულოს თავმჯდომარის თანხმობის გარეშე. სამუშაოთა მწარმოებელი ვალდებულია სამუშაოთა დაწყებამდე წერილობით შეატყობინოს თვითმმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ზედამხედველობის სამსახურს და დაუყოვნებლივ, მაგრამ არა უგვიანეს სამუშაოთა დაწყებიდან ერთი კვირისა, თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარეს წარუდგინოს ინფორმაცია წერილობითი ფორმით.
9. წინამდებარე წესის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობის მისაღებად განმცხადებელი ვალდებულია საკრებულოს თავმჯდომარეს მიმართოს განცხადებით, რომელსაც თან უნდა დაერთოს ხაზობრივი ნაგებობის საკადასტრო აზომვითი ნახაზი და ორთოფოტო, გამოსაყენებელი ტერიტორიის ტრაექტორიის ზუსტი მონიშვნით. განმცხადებელი ვალდებულია ასევე წარმოადგინოს საკრებულოს თავმჯდომარის მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტაცია და ინფორმაცია.“.
მუხლი 3
ამოღებულ იქნ ე ს დადგენილების დანართის მე-11 პუნქტი.
მუხლი 4
დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
საკრებულოს თავმჯდომარე კ. გურგენიძე