რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 11.05.2006
ძალის დაკარგვა 19.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №428
სარეგისტრაციო კოდი 430160000.22.022.008613
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 22/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 3,723 სიტყვა · ~19 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
11.05.2006 მიღება
19.03.2009 ძალის დაკარგვა
დამატებითი მეტამონაცემები (8)
ვ) გვერდების რაოდენობა მოსწავლის წიგნი
ზ) სახელმძღვანელოს შემადგენლობა მასწავლებლის წიგნი
თ) სახელმძღვანელო ერთი საგნისთვისაა განკუთვნილი, თუ საგნობრივი ჯგუფისთვის? ერთი საგნის სახელმძღვანელო საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო
კ) სახელმძღვანელოს წარმომავლობა ორიგინალური თარგმნილი ადაპტირებული
ლ) იღებდა თუ არა სახელმძღვანელო პილოტირებაში მონაწილეობას? დიახ არა
დ) აპირებთ თუ არა შემდგომი კლასისთვის გაგრძელების შექმნას? დიახ არა
ა) მოითხოვთ თუ არა  ექსპერტების აცილებას? დიახ არა
ვ) სახელმძღვანელოს შემადგენლობა მასწავლებლის წიგნი მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნი
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"\@Arial Unicode MS"; panose-1:2 11 6 4 2 2 2 2 2 4;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} h3 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:#4D4D4D;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.1, li.1, div.1 {mso-style-name:სათაური1; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:24.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.a, li.a, div.a {mso-style-name:ტექსტი; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.2, li.2, div.2 {mso-style-name:სათაური2; margin-top:24.0pt; margin-right:0in; margin-bottom:.25in; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.3, li.3, div.3 {mso-style-name:სათაური3; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; color:#4D4D4D; font-weight:bold;} span.Char {mso-style-name:"ტექსტი Char"; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.160.000.22.022.008.613 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №428 2006 წლის 11 მაისი ქ. თბილისი რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესის დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 26-ე მუხლის 1-ლი პუნქტის „ფ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ჭ” ქვეპუნტის, მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს თანდართული  რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი.  2. ბრძანება  ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების წესი თავი I ზოგადი დებულებები     მუხლი 1🔗. ტერმინთა განმარტება ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა: ა) ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების/სკოლის სახელმძღვანელო –  ეროვნული სასწავლო გეგმის, მასში შემავალი საგნობრივი პროგრამის (საგნობრივი სტანდარტისა და პროგრამის შინაარსის) მიხედვით შექმნილი წიგნი, რომელიც განკუთვნილია ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული შედეგების მიღწევისათვის და რომელსაც მინიჭებული აქვს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ეროვნული სასწავლო გეგმებისა და შეფასების ცენტრის (შემდგომში – ცენტრი) მიერ რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფი; ბ) საგნობრივი სტანდარტი – ეროვნული სასწავლო გეგმის შემადგენელი ნაწილი, რომელიც ადგენს იმ მიღწევების (უნარ-ჩვევებისა და ცოდნის) ჩამონათვალს, რომელთაც მოსწავლე უნდა ფლობდეს კონკრეტული საგანში ან/და საგნობრივი ჯგუფში; გ) მასწავლებლის წიგნი  – სახელმძღვანელო, რომელიც მასწავლებელს აძლევს მეთოდური ხასიათის  მითითებებს და რომლის საფუძველზეც მასწავლებელი ახორციელებს სწავლებას; დ) მოსწავლის წიგნი  – სახელმძღვანელო, რომელიც განკუთვნილია მოსწავლის მიერ საგანმანათლებლო პროგრამის ასათვისებლად; ე) მიმართულება –  საგნობრივი სტანდარტის ნაწილი, რომელიც მოიცავს ერთ ან რამდენიმე სფეროს.     მუხლი 2🔗. სახელმძღვანელოს ტიპები 1. სახელმძღვანელო შეიძლება იყოს  ორი ტიპის: ა) საგნის სახელმძღვანელო; ბ) საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო. 2. საგნის სახელმძღვანელო ემსახურება საგნის ან საგნობრივი ჯგუფის ერთი ან მეტი მიმართულების სტანდარტით მოცემული მიზნების მიღწევას. 3. საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო ემსახურება საგნობრივი ჯგუფის ერთზე მეტი საგნის ან/და მიმართულების სტანდარტით მოცემული მიზნების მიღწევას. საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელოები შედგენილია ერთი პრინციპით (ერთი ტიპის დიზაინი, მსგავსი რუბრიკები, სავარჯიშოები, ილუსტრაციებისა თუ ტექსტის სტილი და სხვა.). 4. საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო შეიძლება იყოს სამი სახის: ა) ინტეგრირებული – სახელმძღვანელო, რომელიც იძლევა რამდენიმე საგნის ან/და მიმართულების სწავლების საშუალებას; ბ) სერია – სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთზე მეტი საგნის ან/და მიმართულების მიხედვით შექმნილ წიგნების კრებულს. ამ მიმართულებების სწავლების თანმიმდევრობა განსაზღვრულია სახელმძღვანელოს შინაარსითა და სტრუქტურით; გ) კომპლექტი – სახელმძღვანელო, რომელიც წარმოადგენს ერთზე მეტი საგნის ან/და მიმართულების მიხედვით ერთი სტრუქტურით შექმნილ წიგნების კრებულს და რომელიც არ მოითხოვს ამ მიმართულებების სწავლების კონკრეტულ თანმიმდევრობას. 5.  სერია ან კომპლექტი შეიძლება წარმოდგენილი იყოს ერთ წიგნად აკინძული ან გამოცემული ცალ-ცალკე მიმართულებების ან/და საგნების მიხედვით. სერიასა და კომპლექტს ენიჭება ერთი გრიფი, განურჩევლად იმისა, ერთ წიგნად არის იგი აკინძული, თუ ცალ-ცალკე წიგნებად (საბუნებისმეტყველო მეცნიერებების სახელმძღვანელო, მეშვიდე კლასი, კომპლექტი–ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია და სხვა.).     მუხლი 3🔗. გრიფირების ძირითადი მოთხოვნები 1. რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება ხდება იმ შემთხვევაში, თუ სახელმძღვანელო აკმაყოფილებს  შემდეგ მოთხოვნებს: ა) გრიფის მისაღებად წარმოდგენილი წიგნი ან წიგნების კრებული განკუთვნილია ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული საგნისთვის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულებისათვის, რომლისთვისაც არსებობს საგნობრივი სტანდარტები; ბ) გრიფის მისაღებად წარმოდგენილია მასწავლებლის წიგნი ან მოსწავლისა და მასწავლებლის წიგნი ერთად; გ) წიგნი დადებით შეფასებას იღებს სახელმძღვანელოების გრიფირების კონკურსში ან წარმატებით გადის პილოტირების პროცესს; დ) წიგნი წარმოდგენილია გრიფის მისაღებად იმ იურიდიული პირის მიერ, რომელიც ახორციელებს საგამომცემლო საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით (შემდგომში – გამომცემლობა); ე) წიგნის გამომცემელი, რედაქტორი, ავტორი ან დიზაინერი არ არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს,  ცენტრის ან  ეროვნული გამოცდების ცენტრის თანამშრომელი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახელმძღვანელოს შექმნა ფინანსდება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ან ცენტრის  მიერ  და არ ატარებს მოგებაზე ორიენტირებულ ხასიათს. 2. რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება არ ხდება: ა) თუ წარმოდგენილი წიგნი არ აკმაყოფილებს ამ დებულების მე-3 მუხლის 1-ლ პუნქტში მითითებულ მოთხოვნებს; ბ) თუ წარმოდგენილი წიგნი შეადგენს დამხმარე სასწავლო მასალას (დამატებით ლიტერატურას, სავარჯიშო რვეულებს, რუკებს, ატლასებს, ენციკლოპედიებს და სხვ.); გ) თუ წარმოდგენილი წიგნი შეადგენს 1-ლ კლასში ეროვნული სასწავლო გეგმის ესთეტიკური ან შრომითი აღზრდის საგნებში ან ფიზიკური აღზრდის საგანში ნებისმიერი კლასის მოსწავლის წიგნს; დ) თუ წარმოდგენილი წიგნი არის ეროვნული სასწავლო გეგმით გაუთვალისწინებელი საგნის ან მიმართულების შესასწავლად განკუთვნილი სახელმძღვანელო; ე) თუ არსებობს დასაბუთებული და დადასტურებული ეჭვი, რომ წარმოდგენილი მასალა შექმნილია ამ დებულებით გათვალისწინებული წესებისა და „საავტორო და მომიჯნავე უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა დარღვევით; ვ) გამომცემელი, რედაქტორი, ავტორი, დიზაინერი ან სხვა ნებისმიერი პირდაპირ ან ირიბად დაინტერესებული პირი წიგნის შემფასებლებზე ან/და ცენტრის სხვა თანამშრომლებზე ახორციელებს ზემოქმედებას, ერევა მის საქმიანობაში ან ცდილობს მათთან გარიგებაში შესვლას შეფასების ან/და გადაწყვეტილების მიღების პროცესზე ზეგავლენის მიზნით.     მუხლი 4🔗. გრიფის მინიჭების პერიოდულობა და მისი მოქმედების ვადა 1. რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება თითოეული საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულების სახელმძღვანელოსათვის ხდება კლასების მიხედვით. 2. კონკრეტული კლასის საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან მიმართულების სახელმძღვანელოს გრიფის მოქმედების ვადა გრძელდება ამავე კლასის საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან მიმართულების ახალ სახელმძღვანელოზე/სახელმძღვანელოებზე კონკურსის გზით გრიფის მინიჭებამდე.     მუხლი 5🔗. რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების პროცედურები 1. ცენტრი აქვეყნებს გამომცემლობებისთვის რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის   მიღებისთვის განაცხადის შემოტანის, პასუხების მიღებისა და რეცენზიების გაცნობის შედეგად  შენიშვნებისა და  მოსაზრებების წარდგენის  ვადებს კონკრეტული კლასის საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან მიმართულებისათვის. 2. განაცხადის წარდგენა შეუძლია  გამომცემლობას. იმ შემთხვევაში, თუ იურიდიული პირი – გამომცემლობა დაფუძნებულია უცხო ქვეყნის კანონმდებლობის შესაბამისად, ცენტრს უფლება აქვს გამოითხოვოს იურიდიული პირის სადამფუძნებლო დოკუმენტაცია. 3. რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭება ხდება ორი გზით: ა) კონკურსით; ბ) პილოტირებით.     მუხლი 6🔗. კონკურსის გზით გრიფის მინიჭება 1. კონკურსის დროს ცენტრი განიხილავს გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს შესაბამისობას ეროვნული სასწავლო გეგმის სტანდარტებთან და ამ დებულების №2 დანართით გათვალისწინებულ სახელმძღვანელოს შეფასების  კრიტერიუმებთან. 2. სახელმძღვანელოების კონკურსში მონაწილეობის მისაღებად განაცხადის გაკეთება შეუძლია ნებისმიერ გამომცემლობას. ცენტრის მიერ გამოქვეყნებულ ვადებში გამომცემლობამ უნდა წარმოადგინოს: ა) ამ ბრძანების №1 დანართით გათვალისწინებული განაცხადი; ბ) წიგნის დასრულებული ვარიანტი 3 ეგზემპლარად. იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობის მიერ გათვალისწინებულია სახელმძღვანელოს ფერადი ტირაჟირება, წიგნი წარმოდგენილი უნდა იყოს ფერადი სახით, ხოლო მისი  აკინძვა არ არის აუცილებელი; გ) იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობა ამზადებს მოსწავლისა და მასწავლებლის სახელმძღვანელოს, გამომცემელი ვალდებულია წარმოადგინოს მხოლოდ მოსწავლის სახელმძღვანელო. გამონაკლისს წარმოადგენს პირველი კლასის სახელმძღვანელოები, რომლის შემთხვევაში აუცილებელია მასწავლებლის წიგნის წარდგენა მოსწავლის წიგნის წარდგენასთან ერთად. გამომცემლობას არ ეკრძალება მასწავლებლის წიგნის წარმოდგენა მოსწავლის წიგნის წარმოდგენასთან ერთად, გამომცემლობა ვალდებულია წარმოადგინოს მასწავლებლის სახელმძღვანელო ცენტრის მიერ დადგენილ ვადაში, მაგრამ არა უგვიანეს მოსწავლის სახელმძღვანელოს თაობაზე ცენტრის მიერ მოსწავლის წიგნისათვის გრიფის ან პირობითი გრიფის მინიჭების შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან 45 დღისა; დ) გამომცემლობას არ ეკრძალება კონკურსში მონაწილეობის მისაღებად  იმ წიგნის  წარმოდგენა, რომელსაც უარი ეთქვა გრიფის მინიჭებაზე  კონკურსამდე ჩატარებული პილოტირების შედეგად. 3. საკონკურსოდ შემოტანილი სახელმძღვანელოები ფასდება  ცენტრის ან/და მოწვეული ექსპერტების მიერ, ამ დებულების №2 დანართით გათვალისწინებული შეფასების კრიტერიუმების მიხედვით: ა) შინაარსი (თანმიმდევრულობა და გამართულობა); ბ) მეთოდიკა (თანმიმდევრულობა და გამართულობა); გ) ტექნიკური მახასიათებლები; 4. ამ დებულებით განსაზღვრული კრიტერიუმების ძირითადად დაკმაყოფილების საფუძველზე ცენტრის  დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას  წიგნისათვის რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების  შესახებ. 5. თუ სახელმძღვანელო არ აკმაყოფილებს შინაარსობრივი გამართულობისა და ტექნიკური მახასიათებლების ზოგიერთ კრიტერიუმს, ცენტრი უფლებამოსილია სახელმძღვანელოს მიენიჭოს პირობითი გრიფი. პირობითი გრიფის მინიჭების შესახებ ცენტრის გადაწყვეტილებაში უნდა მიეთითოს ის ხარზევები და შეცდომები, რომლებიც უნდა გასწორდეს  გრიფის მინიჭებისათვის.  6, გამომცემელი ვალდებულია პირობითი გრიფის მინიჭებიდან 30 დღის განმავლობაში გაასწოროს მითითებული შეცდომები და ხარვეზები იმისთვის, რომ მიიღოს გრიფი. ცენტრის მიერ  გრიფის მინიჭება უნდა მოხდეს პირობითი გრიფის მინიჭებიდან 60 დღის ვადაში. თუ ცენტრმა 60 დღის ვადაში არ მიანიჭა სახელმძღვანელოს გრიფი  და არ იქნა მიღებული გადაწყვეტილება  სახელმძღვანელოსათვის გრიფის  მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ შეცდომებისა და ხარვეზების გაუსწორებლობის გამო, სახელმძღვანელო ითვლება გრიფმინიჭებულად.     მუხლი 7🔗. პილოტირების გზით გრიფის მინიჭება 1. პილოტირების გზით გრიფის მინიჭება გულისხმობს ეროვნული სასწავლო გეგმის გამოცდის  პარალელურად, სახელმძღვანელოების შექმნის პროცესს, როდესაც სახელმძღვანელო ასევე გადის გამოცდას სკოლებში. 2. პილოტირების განრიგს ამტკიცებს და აქვეყნებს  ცენტრი. 3. პილოტირების პროცესში მონაწილეობისთვის გამომცემლობა ვალდებულია: ა) სახელმძღვანელოს პილოტირების პროცესში მონაწილეობის შესახებ წარმოადგინოს  №1 დანართით გათვალისწინებული განაცხადი; ბ) განრიგით გათვალისწინებულ ვადებში წარმოადგინოს ცენტრის მიერ დადგენილი მოცულობისა და ფორმის მასალა განსახილველად. პირველ კლასში აუცილებელია მასწავლებლის სახელმძღვანელოს წარდგენა; გ) პილოტირებაში მონაწილე მოსწავლეებსა და მასწავლებლებს უფასოდ მიაწოდოს სახელმძღვანელოს ნიმუშები; დ) განსაზღვროს საკონტაქტო პირი გამომცემლობასა და ცენტრის ექსპერტებთან ურთიერთობაში, რომელიც უნდა წარმოადგენდეს სახელმძღვანელოს რედაქტორს; ე) სახელმძღვანელოს დახვეწის მიზნით იხელმძღვანელოს ცენტრის ექსპერტების რეცენზიების საფუძველზე ჩამოყალიბებული ცენტრის  რეკომენდაციებითა და შენიშვნებით. 4. თუ ერთსა და იმავე საგანში რამდენიმე გამომცემელი მონაწილეობს სახელმძღვანელოების პილოტირებაში, მათ შორის საპილოტე სკოლების განაწილება ხდება საჯაროდ და წილისყრით. 5. გამომცემლობა წარმოადგენს წიგნს ეტაპობრივად, ცენტრის მოთხოვნის შესაბამისად. თითოეულ ეტაპზე ფასდება სახელმძღვანელოს ნაწილი. შეფასება ფორმდება შესაბამისი რეცენზიით და ცენტრის მიერ მიიღება გადაწყვეტილება სახელმძღვანელოს ამ კონკრეტული ნაწილის პილოტირებაში მონაწილეობის მიზანშეწონილობის შესახებ. 6. თუ პილოტირების პროცესში სახელმძღვანელოს ხარისხი ვერ დააკმაყოფილებს დანართი №2-ით გათვალისწინებულ კრიტერიუმებს, ცენტრი უფლებამოსილია უარი თქვას სახელმძღვანელოსთვის პილოტირების პროცესში მონაწილეობაზე. გამომცემლობის ხარჯები სახელმძღვანელოს პილოტირების პროცესში  არ უნაზღაურდება. 7. იმ შემთხვევაში, თუ პილოტირების პროცესში წარმოდგენილი საგნობრივი ჯგუფის სერიის რომელიმე ნაწილი არ იქნება დაშვებული პილოტირების პროცესში, ეს ავტომატურად გამოიწვევს სერიის მომდევნო ნაწილების გამოთიშვას პილოტირების პროცესიდან. 8. ცენტრის მიერ გამოქვეყნებული პილოტირების ვადების შესაბამისად გამომცემლობა წარმოადგენს უკვე პილოტირებული ნაწილების გადამუშავებულ, საბოლოო ვარიანტს და მასწავლებლის წიგნს.     მუხლი 8🔗. ცენტრის რეკომენდაციებისა და შენიშვნების გაცნობის შედეგად მოსაზრებების წარდგენა 1. კონკურსისა თუ პილოტირების საფუძველზე წიგნის მიმართ ცენტრის რეკომენდაციებისა და შენიშვნების არსებობის შემთხვევაში გამომცემლობას, პასუხის მიღებიდან 1 კვირის მანძილზე შეუძლია №3 დანართში გათვალისწინებული განაცხადის მეშვეობით წარმოადგინოს საკუთარი მოსაზრებები ცენტრის მიერ დამატებით განსახილველად. გამომცემლობამ განაცხადთან ერთად შეიძლება წარმოადგინოს სხვა დამატებითი მასალები. 2. ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებული განაცხადის განხილვა არ ითვალისწინებს ავტორებთან შეხვედრებს და დისკუსიებს. თავი II. უფლებები და მოვალეობები     მუხლი 9🔗.   გამომცემლობების უფლებები და მოვალეობები 1. გამომცემლობას უფლება აქვს საკუთარი მოსაზრებები რეცენზირების, ცენტრის  შენიშვნებისა და რეკომენდაციების, პროცედურის, კრიტერიუმების, სახელმძღვანელოების შექმნისა და გავრცელების, ასევე სხვა საკითხებთან დაკავშირებით მიაწოდოს ცენტრს. 2. გამომცემლობას აქვს უფლება  ამ დებულებით გათვალისწინებული წესით მოითხოვოს, რომ მისი წიგნის შეფასებაში არ მონაწილეობდეს ცენტრის კონკრეტული ექსპერტი. 3. სახელმძღვანელოების გამომცემლების ასოციაცია/ასოციაციები მონაწილეობენ გრიფირების წესისა და გრიფირების კრიტერიუმების შემუშავებაში. 4. გამომცემლობას უფლება აქვს დახმარება სთხოვოს ცენტრს გრიფირებული სახელმძღვანელოების გავრცელებასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრაში (საქართველოს  და ავტონომიური რესპუბლიკის შესაბამისი  სამინისტროს რესურსცენტრებთან დაკავშირება, პედაგოგებთან შეხვედრების ორგანიზება და სხვა). 5. გამომცემლობებს უფლება აქვთ განათავსონ საკუთარი გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოები საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რესურსცენტრებში იმისათვის, რომ სკოლების პედაგოგებმა შეძლონ არჩევანის გაკეთებისას სახელმძღვანელოების გაცნობა. 6. გამომცემლობა ვალდებულია  დაბეჭდოს გრიფმინიჭებული სახელმძღვანელო იმ სახით, რა სახითაც ის იყო დამტკიცებული ცენტრის მიერ. სახელმძღვანელოს დიზაინში ან შინაარსში შეიძლება შეტანილ იქნეს მხოლოდ არაარსებითი ხასიათის ცვლილება, რაც საჭიროებს ცენტრის წერილობით თანხმობას. 7. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს თარგმანი საჭიროებს დამოუკიდებლად გრიფირებას. 8. გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ყდის მე-2 გვერდზე განთავსდება საქართველოს სახელმწიფო გერბი და ჰიმნი, ხოლო სახელმძღვანელოს სატიტულო (პირველი) ფურცლის მე-2 გვერდზე – კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული „ზოგადი განათლების ეროვნული მიზნები”. 9. თუ გამომცემლობა არ გეგმავს რომელიმე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ტირაჟირებას, მან ამის შესახებ ცენტრს უნდა აცნობოს სასწავლო წლის დაწყებამდე არა უგვიანეს 2 კვირისა. 10. გამომცემლობა ვალდებულია იხელმძღვანელოს  ცენტრის მიერ დამტკიცებული ვადებითა და განრიგით.     მუხლი 10🔗. ცენტრის უფლებები და ვალდებულებები 1. ცენტრი ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი განაცხადი და წიგნი ობიექტურად, დროულად და პირველ რიგში მოსწავლის ინტერესებიდან გამომდინარე, 2. ცენტრი ვალდებულია უზრუნველყოს კერძო სკოლებისათვის რეკომენდებული სახელმძღვანელოების ხელმისაწვდომობა, ხოლო ყველა საჯარო სკოლას მიაწოდოს  გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოების ჩამონათვალი. 3. ცენტრი ვალდებულია შეაფასოს წარმოდგენილი განაცხადი და წიგნი მხოლოდ იმ კრიტერიუმებით, რომლებიც წინასწარ ცნობილია გამომცემლებისთვის. 4. ცენტრი ვალდებულია პილოტირებისა და კონკურსის დროს ყველა გამომცემლობა განიხილოს თანაბარ პირობებში  (ეს გამოიხატება თანაბარი რაოდენობის კონსულტაციის მიღების შესაძლებლობით, საპილოტე სკოლების თანაბარი განაწილებით პილოტირების დროს და სხვ.) 5. ცენტრს არ აქვს უფლება გრიფის მინიჭებისთვის კონკურსში ან პილოტირების პროცესში გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი მასალა ამ გამომცემლობის ნებართვის გარეშე გადასცეს მესამე პირს ან გამოიყენოს სხვა მიზნებისთვის. ცენტრი არ არის უფლებამოსილი გადასცეს ერთი გამომცემლის მასალის შეფასების რეცენზიები და ცენტრის შენიშვნები და რეკომენდაციები მესამე პირს, საავტორო უფლების მქონე გამომცემლობის თანხმობის გარეშე. 6. ცენტრი არ განიხილავს ერთი გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ შეფასებებს სხვა გამომცემლობის მიერ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს  შესახებ. 7. ცენტრი ახორციელებს თავის საქმიანობას გამომცემლობებთან და სახელმძღვანელოების გამომცემელთა  ასოციაციებთან ურთიერთთანამშრომლობით. 8. ცენტრი ვალდებულია სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებული ინფორმაცია გაავრცელოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის შესაბამისად და უფლებამოსილია გამოიყენოს საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი სხვა საშუალებები. 9. გამომცემლების, ავტორების, დიზაინერების ან სხვა დაინტერესებული პირების მიერ ცენტრის გადაწყვეტილების შესახებ მცდარი ინფორმაციის გავრცელების შემთხვევაში,  ცენტრს უფლება აქვს,  გამოაქვეყნოს რეცენზიები, ცენტრის რეკომენდაციები და შენიშვნები და საჯარო გახადოს ის მასალა, რომლის შესახებაც გავრცელდა მცდარი ინფორმაცია. 10. ცენტრს და მის თანამშრომლებს არ აქვთ უფლება საჯაროდ ინფორმაციის გავრცელების  ან სხვა საშუალებების გამოყენებით მოახდინონ რომელიმე გრიფმინიჭებული სახელმძღვანელოს ისეთი ფორმით შეფასება (რეკლამა, კრიტიკა ან სხვ.), რომელიც ზიანს მიაყენებს ამ ან სხვა გრიფმინიჭებულ სახელმძღვანელოს.     მუხლი 11🔗. ექსპერტები 1. სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების მიზნით სახელმძღვანელოს აფასებენ ცენტრის ან მოწვეული ექსპერტები, რომელთა რეცენზიებიც წარმოადგენენ ცენტრის მიერ გამომცემლობისათვის რეკომენდაციებისა და შენიშვნების მიცემის, წიგნისათვის რეკომენდებული სახელმძღვანელოს გრიფის მინიჭების, პირობითი გრიფის მინიჭების და გრიფის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ ცენტრის გადაწყვეტილების საფუძველს. 2. კონკრეტული კლასისათვის საგნის, საგნობრივი ჯფუგის ან მიმართულების სახელმძღვანელოებისათვის გრიფის მინიჭებასთან დაკავშირებით კონკურსის ან პილოტირების გამოცხადებასთან ერთად ცენტრი აქვეყნებს იმ ექსპერტთა ნუსხას,  რომლებიც განახორციელებენ სახელმღვანელოების შეფასებას. 3. ინფორმაცია კონკრეტული სახელმძღვანელოს შემფასებელი ექსპერტების ვინაობის შესახებ გამომცემლობებს არ მიეწოდება  4. კონკრეტული კლასის საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან/და მიმართულების წიგნისათვის გრიფის მინიჭების შესახებ ამ დებულების №1 დანართით გათვალისწინებული განაცხადის წარმოდგენასთან ერთად თითოეული გამომცემელი, ავტორი, რედაქტორი და დიზაინერი უფლებამოსილი არიან მოითხოვონ  კონკრეტული ექსპერტების აცილება, რაც უნდა იყოს შესაბამისად დასაბუთებული.  ცენტრი განიხილავს გამომცემლობის მიერ წარმოდგენილ აცილებას და იღებს გადაწყვეტილებას აცილების დაკმაყოფილების ან მის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.      მუხლი 12🔗. გრიფის ჩამორთმევა ცენტრს აქვს უფლება ჩამოართვას  სახელმძღვანელოს გრიფი, თუ გამომცემლობის მიერ სახელმძღვანელოს საბოლოო გამოცემული ვარიანტი არ შეესაბამება გრიფირებისას წარმოდგენილ ვარიანტს, აგრეთვე იმ შემთხვევაში, თუ გამომცემლობის მიერ სახელმძღვანელოში ცვლილება შეტანილ იქნა ცენტრთან შეთანხმებულისგან განსხვავებული სახით.     მუხლი 13🔗. გარდამავალი დებულებანი 1. გრიფმინიჭებულად ჩაითვალოს საქართველოს კანონმდებლობის თანახმად გრიფმინიჭებული ყველა სახელმძღვანელო, ამ დებულების ძალაში შესვლის შემდეგ კონკრეტული კლასის საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან მიმართულების სახელმძღვანელოსათვის კონკურსის გზით გრიფის მინიჭებამდე. 2. ცენტრის დირექტორი უფლებამოსილია  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ჩამოართვას გრიფი ამ მუხლის 1-ლი პუნქტით გათვალისწინებულ იმ საგნის, საგნობრივი ჯგუფის ან მიმართულების სახელმძღვანელოს, რომლის სწავლებაც ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად არ არის გათვალისწინებული კონკრეტულ კლასში.     მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი ამ დებულებაში  ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1 განაცხადი სახელმძღვანელოსთვის რეკომენდებული გრიფის მისანიჭებლად 1. გამომცემლობა ა) გამომცემლობის დასახელება      ბ) გამომცემლობის  წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი   გ) გამომცემლობის მისამართი  დ) ტელ. ე)  ელ. ფოსტა 2. სახელმძღვანელო ძირითადი მონაცემები ა) სახელმძღვანელოს დასახელება ბ) საგანი   გ) კლასი  დ) რედაქტორი   ე) ავტორი/ავტორები     ვ) გვერდების რაოდენობა მოსწავლის წიგნი      მასწავლებლის წიგნი ზ) სახელმძღვანელოს შემადგენლობა მასწავლებლის წიგნი ‚ მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნი     ‚ თ) სახელმძღვანელო ერთი საგნისთვისაა განკუთვნილი, თუ საგნობრივი ჯგუფისთვის?     ერთი საგნის სახელმძღვანელო საგნობრივი ჯგუფის სახელმძღვანელო     ‚ ‚ ი) თუ თქვენი სახელმძღვანელო საგნობრივი ჯგუფისთვისაა განკუთვნილი, გთხოვთ, აღნიშნოთ სახელმძღვანელოს ტიპი კომპლექტი (თანმიმდევრობის გარეშე) სერია (თანმიმდევრობა დაცულია) ინტეგრირებული  სახელმძღვანელო გამოცემული იქნება ერთ წიგნად გამოცემული იქნება ცალ-ცალკე წიგნებად ‚ ‚ ‚ ‚ ‚ კ) სახელმძღვანელოს წარმომავლობა ორიგინალური თარგმნილი ადაპტირებული  ‚ ‚ ‚ ლ) იღებდა თუ არა სახელმძღვანელო პილოტირებაში მონაწილეობას? დიახ არა      ‚ ‚ 3. სახელმძღვანელოს გამოცემის შემდეგ ა) სავარაუდო აკინძვის ტიპი    ბ) სავარაუდო ტირაჟი გ) სავარაუდო ფასი დ) აპირებთ თუ არა შემდგომი კლასისთვის გაგრძელების შექმნას? დიახ არა ‚ ‚ 4. დაახასიათეთ თქვენი წიგნი ა) მოკლედ დაახასიათეთ სიახლეები, რომლებსაც თქვენი სახელმძღვანელო მოიცავს ___________________________________________________________________________ ბ) მოკლედ დაახასიათეთ წარმოდგენილი სახელმძღვანელოს უპირატესობები, დადებითი მხარეები  ___________________________________________________________________________ 5. ექსპერტების აცილება ა) მოითხოვთ თუ არა  ექსპერტების აცილებას?   დიახ არა ‚ ‚ ბ) თუ ”ა” ქვეპუნქტში უპასუხეთ „დიახ“ გთხოვთ დაასახელოთ ექსპერტი/ები და დაასაბუთოთ  თქვენი მოტივი (წინააღმდეგ შემთხვევაში საკითხი არ განიხილება) განმცხადებელი გამომცემლობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის  ხელმოწერა _____________________________________________               თარიღი    ___________ დანართი №2 1. სახელმძღვანელოს შეფასების ზოგადი კრიტერიუმები 1. ქვემოთ მოცემულია ეროვნული სასწავლო გეგმისა და შეფასების ცენტრის საგნობრივი ექსპერტების მიერ სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები, რომელთა მიხედვით ფასდება სახელმძღვანელოს შემდეგი მხარეები: ა) შინაარსი (თანმიმდევრულობა და გამართულობა); ბ) მეთოდიკა (თანმიმდევრულობა და გამართულობა); გ) ტექნიკური მახასიათებლები. 2. სახელმძღვანელოს ენიჭება გრიფი მაშინ, როდესაც იგი ძირითადად აკმაყოფილებს კრიტერიუმებს. 2. მოსწავლის სახელმძღვანელოს შეფასების კრიტერიუმები 1. მოსწავლის სახელმძღვანელოს შინაარსის გამართულობის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება ეროვნული სასწავლო გეგმით დასახულ მიზნებს და მოცემული კლასის ეროვნულ სასწავლო გეგმას: ა.ა)  სახელმძღვანელოს შინაარსი ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო მიზნებით გათვალისწინებული უნარ-ჩვევების გამომუშავებას; ა.ბ) სახელმძღვანელოში დაცულია სტანდარტის მიმართულებებს შორის ბალანსი; ა.გ) სახელმძღვანელოს შინაარსი უზრუნველყოფს   ცოდნის მიღებას აღმოჩენის გზით და არა მის მზა სახით გადაცემას; ბ) სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება მოსწავლის ასაკს: ბ.ა) ითვალისწინებს მოსწავლის ინტერესებს და შესაძლებლობებს; ბ.ბ) ეყრდნობა მოსწავლის გამოცდილებას, მისთვის ნაცნობ ცხოვრებისეულ სიტუაციებს, ცოდნას; გ) სახელმძღვანელოს შინაარსი შეესაბამება მეცნიერების თანამედროვე მიღწევებს: გ.ა) სწორად არის განმარტებული ტერმინები, ცნებები და მოვლენები; გ.ბ) მოყვანილი ინფორმაცია და ფაქტები კორექტულია და ეყრდნობა  უახლეს მონაცემებს; დ) სახელმძღვანელო დაწერილია მოსწავლისათვის გასაგები, თანამედროვე სალიტერატურო ენით; ე) სახელმძღვანელოს შინაარსი სტრუქტურირებულია (მაგ: დაყოფილია, თავებად, პარაგრაფებად, თემებად, გაკვეთილებად და სხვა) საგნის სწავლების სპეციფიკიდან გამომდინარე და ხელს უწყობს სასწავლო პროცესის ორგანიზებას; ვ) მთელ სახელმძღვანელოში, მათ შორის მის ცალკეულ ნაწილებში დაცულია სასწავლო მასალის გადმოცემის თანმიმდევრულობა; ზ) წარმოდგენილია სახელმძღვანელოს სტრუქტურული ერთეულის მიზნები (ერთ-ერთ დოკუმენტში მაინც: კონცეფცია, მოსწავლის წიგნი, მასწავლებლის წიგნი) და სახელმძღვანელოს მოცემული ნაწილების სასწავლო მასალის შინაარსი შეესატყვისება სწავლების წარმოდგენილ მიზნებს; თ) სახელმძღვანელო ითავსებს ყველა შემდეგ ძირითად ფუნქციას: თ.ა) ცოდნის გადაცემის; თ.ბ) უნარ-ჩვევების განვითარების; თ.გ) ცოდნის განმტკიცების; თ.დ) ცოდნის შეფასების; თ.ე) ცოდნის ინტეგრირების; თ.ვ) სოციალური და კულტურული აღზრდის. ი) სახელმძღვანელო თავს არ ახვევს მოსწავლეს ავტორისეულ ემოციებს და შთაბეჭდილებებს; კ) სახელმძღვანელო წარმოაჩენს საგნის როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ, გამოყენებით ასპექტებს. ლ) სახელმძღვანელოს შინაარსი არ ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობას. 2. მოსწავლის სახელმძღვანელოს მეთოდური გამართულობის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სახელმძღვანელოში შემოთავაზებული სწავლების მეთოდები ხელს უწყობს საგნობრივი სტანდარტით განსაზღვრული შედეგების მიღწევას; ბ) სახელმძღვანელოში შემოთავაზებული მეთოდიკა (სავარჯიშოები, აქტივობები, დავალებები) ხელს უწყობს დამოუკიდებლად სწავლის უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებას როგორც ჯგუფში, ასევე ინდივიდუალურად. გ) სასწავლო მასალის წარდგენის ხერხი აიოლებს მის შესწავლას. კერძოდ, ითვალისწინებს შემდეგ სტრუქტურას: გ.ა) მოტივაცია; გ.ბ) საკითხის დასმა, ამოცანის განსაზღვრა; გ.გ) ძირითადი სასწავლო მასალა (მაგ., ტექსტი, ილუსტრაცია); გ.დ)  საწყის ეტაპზე შესასრულებელი სავარჯიშოები; გ.ე)  დამაგვირგვინებელ ეტაპზე შესასრულებელი სავარჯიშოები; გ.ვ)  დამოუკიდებელი სამუშაო. დ) მასალის წარდგენის დროს თანდათანობით, ნაბიჯ-ნაბიჯ ხდება ცნებების შემოტანა, ინფორმაციის მოცულობის გაზრდა, განსაზღვრებებისა და წესების ფორმულირება, ილუსტრაციებსა და მაგალითებზე დაყრდნობით; ე) სახელმძღვანელო შეიცავს  სავარჯიშოებს და მეთოდიკას, რომელიც ხელს უწყობს სწავლის სწავლას: ე.ა) დავალების ინსტრუქციაში მითითებულია დავალების შესრულების ეტაპები და ხერხები; ე.ბ) შეთავაზებულია ჩანაწერების გაკეთების (ცოდნის ორგანიზების) გარკვეული ხერხები; ე.გ) შეთავაზებულია შეფასებისა და თვითშეფასების სქემები. ვ) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოები მრავალფეროვანია; ზ) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სავარჯიშოები სხვადასხვა სირთულისაა; თ) სახელმძღვანელოში მისი შემადგენელი  კომპონენტების (ტექსტი, სავარჯიშო, თვალსაჩინოება) თანაფარდობა შეესაბამება საგნის სპეციფიკას და მოსწავლის ასაკს. 3. მოსწავლის სახელმძღვანელოს ტექნიკური მახასიათებლების  შეფასების კრიტერიუმებია: ა) სახელმძღვანელოს ფორმატი შეესაბამება სახელმძღვანელოს ფუნქციას და მოსწავლის ასაკს; ბ) ილუსტრაციების ხარისხი და აღქმადობა მაღალია; გ) ტექსტი  აღქმადია; დ) ტექსტი და მასთან დაკავშირებული თვალსაჩინოება ერთ მხედველობით არეშია; ე) ტექსტისა და ილუსტრაციის თანაფარდობა, სტრიქონების ზომა და მათ შორის სივრცე ხელს უწყობს მასალის აღქმას; ვ) გამოყენებული პირობითი ნიშნები (ლოგოები, განსხვავებული შრიფტი და სხვა) სისტემურია მთელი სახელმძღვანელოს ფარგლებში, მიზნობრივად გამართლებული და  აიოლებს სახელმძღვანელოში ორიენტირებას; ზ) სახელმძღვანელოს ახლავს გამართული ტექნიკური საცნობარო აპარატი (სარჩევი, ერთეულების ნუმერაცია, ლექსიკონი, სქოლიო და სხვა); თ) სახელმძღვანელო არ საჭიროებს კორექტირებას; ი) სახელმძღვანელოში წარმოდგენილია მოსწავლისთვის წიგნის გამოყენების ინსტრუქციები. 3. მასწავლებლის წიგნის შეფასების კრიტერიუმები 1. მასწავლებლის სახელმძღვანელოს შინაარსის გამართულობის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სახელმძღვანელოს სტრუქტურა სრულია, ანუ შეიცავს ყველა ძირითად კომპონენტს: ა.ა) შესავალი;                       ა.ბ) ეროვნული სასწავლო გეგმა; ა.გ) შესაბამისი მოსწავლის სახელმძღვანელოს შესატყვისობა ეროვნულ სასწავლო გეგმასთან, შინაარსისა და მიზნების რუკა; ა.დ) სასწავლო მასალის წარდგენის ფაზების ახსნა-განმარტება და გაკვეთილის დაგეგმვა; ა.ე) სანიმუშო გაკვეთილების სცენარები, რომლებიც მოიცავს შემდეგ კომპონენტებს: ა.ე.ა) გაკვეთილის მიზანი; ა.ე.ბ) შესაბამისი აქტივობა; ა.ე.გ) აქტივობის შესრულებისათვის საჭირო დრო; ა.ე.დ) რესურსები; ა.ე.ე) მოსალოდნელი შედეგი; ა.ვ) სტრუქტურული ელემენტების (თავის, პარაგრაფის, თემის) დეტალური კომენტარები; ა.ზ) შეფასების ფორმები, რეკომენდაციები, სავარჯიშოების, შეფასების ნიმუშები, პასუხები. ბ) სახელმძღვანელო შინაარსობრივად საიმედოა: ბ.ა) სწორად არის განმარტებული ტერმინები, ცნებები და მოვლენები; ბ.ბ) მოყვანილი ინფორმაცია და ფაქტები კორექტულია და   ეყრდნობა უახლეს მონაცემებს; ბ.გ) სახელმძღვანელოში სწორად არის მითითებული, ეროვნული სასწავლო გეგმის რომელ პუნქტებს ფარავს სახელმძღვანელო; ბ.დ) შინაარსისა და მიზნების რუკა ადეკვატურად ასახავს მოსწავლის წიგნში წარმოდგენილ სასწავლო მასალას. გ) სახელმძღვანელო ითავსებს მასწავლებლის წიგნისთვის აუცილებელ ყველა ძირითად ფუნქციას: გ.ა) ინფორმაციის მიწოდება; გ.ბ) კვალიფიკაციის ამაღლებაში ხელშეწყობა; გ.გ) სასწავლო პროცესის წარმართვაში ხელშეწყობა; გ.დ) ცოდნის შეფასებაში ხელშეწყობა.    დ) სახელმძღვანელოში მოყვანილი მსჯელობა არგუმენტირებულია და ავტორები თავს არ ახვევენ მასწავლებლებს საკუთარ ემოციებსა და შეფასებებს. 2. მასწავლებლის  სახელმძღვანელოს მეთოდური გამართულობის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი სასწავლო მიზნები შეესაბამება ეროვნულ სასწავლო გეგმას: ა.ა) გამომდინარეობს ეროვნულ სასწავლო გეგმაში მოცემული შედეგებიდან; ა.ბ) ითვალისწინებს მოსწავლის ასაკსა და შესაძლებლობებს; ა.გ) შინაარსისა და სასწავლო მიზნების რუკა კორექტულად არის შედგენილი, ანუ აღნიშნულ შინაარსზე დაყრდნობით რეალურად შესაძლებელია მითითებული მიზნის მიღწევა, რაც ნათლად ჩანს მოსწავლის სახელმძღვანელოში; ა.დ) სახელმძღვანელოში შემოთავაზებული სასწავლო მეთოდიკა ხელს უწყობს ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული შედეგების მიღწევას; ა.ე) სახელმძღვანელოში სწორად არის განმარტებული სასწავლო მასალის წარდგენის ფაზები.; ა.ვ) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი პედაგოგიური მეთოდები და ხერხები მრავალფეროვანია და სხვადასხვა სირთულისაა; ა.ზ) სანიმუშო გაკვეთილების სცენარები ხელს უწყობს მასწავლებელს იმის გაცნობიერებაში, თუ როგორ უნდა დაგეგმოს გაკვეთილები მოსწავლის სახელმძღვანელოში წარდგენილ სასწავლო მასალაზე დაყრდნობით; ა.თ) მოსწავლის წიგნის სტრუქტურულ ერთეულებთან დაკავშირებული კომენტარები ინფორმაციულია და ხელს უწყობს მასწავლებელს ამ სტრუქტურული ერთეულებისა და მათი შემადგენელი ნაწილების (თითოეული აქტივობის, სავარჯიშოსა და დავალების დანიშნულების) გაცნობიერებაში; ა.ი) სახელმძღვანელოში წარმოდგენილი შეფასების ფორმები და რეკომენდაციები ხელს უწყობს მასწავლებელს შეფასების პროცესის დაგეგმვასა და წარმართვაში. 3. მასწავლებლის  სახელმძღვანელოს ტექნიკური მახასიათებლების გამართულობის შეფასების კრიტერიუმებია: ა) სახელმძღვანელოს ახლავს გამართული საცნობარო აპარატი (სარჩევი, საძიებელი, ლექსიკონი, სქოლიო და სხვა). ბ) სახელმძღვანელო დაწერილია გამართული სალიტერატურო ენით. დანართი №3 ცენტრის შენიშვნებსა და რეკომენდაციებზე მოსაზრებების წარმოდგენის განაცხადი 1. გამომცემლობა ა) გამომცემლობის დასახელება   ბ) გამომცემლობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირი         გ) გამომცემლობის მისამართი დ) ტელ. ე) ელ. ფოსტა       2. სახელმძღვანელო ძირითადი მონაცემები ა) სახელმძღვანელოს დასახელება ბ) საგანი   გ) კლასი  დ) რედაქტორი   ე) ავტორი/ავტორები     ვ) სახელმძღვანელოს შემადგენლობა მასწავლებლის წიგნი მასწავლებლისა და მოსწავლის წიგნი – – ზ) გთხოვთ ჩამოთვალოთ შეფასების ის პუნქტები, რომლებსაც არ ეთანხმებით და დაასაბუთოთ თქვენი პოზიცია (თუ ეს ფურცელი არ გეყოფათ, შეგიძლიათ გააგრძელოთ დამატებით გვერდებზე) განმცხადებელი გამომცემლობის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის  ხელმოწერა ________________________________________           თარიღი    ___________