⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.06.2007)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2006
ძალის დაკარგვა 26.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/148
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.008615
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 22/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,598 სიტყვა · ~8 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2006 მიღება
26.06.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:AcadNusx;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; line-height:14.4pt; page-break-after:avoid; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:#333333; font-weight:bold;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-right:0in; margin-left:0in; text-align:justify; line-height:14.4pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx; color:#333333;} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin-right:0in; margin-left:0in; text-align:center; line-height:14.4pt; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:bold;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-right:0in; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.615 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/148 2006 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულების დამტკიცების შესახებ „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ლადო ასათიანის სახელობის ეროვნული საბავშვო ბიბლიოთეკის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 აპრილის №259 ბრძანებულების მე-2 პუნქტის „ბ” ქვეპუნქტის შესაბამისად: 1. დამტკიცდეს საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის თანდართული დებულება. 2. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი         ნ. ვაჩეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკის დებულება     მუხლი 1🔗. იურიდიული სტატუსი და ადგილსამყოფელი 1. საქართველოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ბიბლიოთეკა არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული სახელმწიფო ქონების ბაზაზე შექმნილი კულტურულ-საგანმანათლებლო და საინფორმაციო დაწესებულება. 2. ბიბლიოთეკას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, შტამპი, მრგვალი ბეჭედი, ვებგვერდი, სახაზინო და საბანკო ანგარიშები და საჯარო სამართლის იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 3. ბიბლიოთეკის საქმიანობის სამართლებლივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუცია, „კულტურის შესახებ” და „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონები, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტები, ეს დებულება. 4. ბიბლიოთეკა საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან და შეუძლია გამოვიდეს სასამართლოში მოსარჩელედ ან მოპასუხედ. 5. ბიბლიოთეკის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი, 1 კვარტალი, მე-3 „ბ” კორპუსი.     მუხლი 2🔗. მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი ბიბლიოთეკის ძირითადი მიზნები და ამოცანებია: ა) ყველა ასაკის მკითხველის, განსაკუთრებით კი ბავშვთა და ახალგაზრდობის (სკოლამდელი ასაკის, მოსწავლე, აბიტურიენტი, სტუდენტი, პედაგოგ-მასწავლებელი და სხვა კატეგორიის) (შემდეგში – მომხმარებელი) საბიბლიოთეკო, საინფორმაციო და ბიბლიოგრაფიული მომსახურება; ბ) ბიბლიოთეკის მომხმარებელთა მოთხოვნების, ინტერესებისა და პროფესიული მოთხოვნილების შესწავლა და ანალიზი, მათი მომსახურებისათვის სათანადო პირობების შექმნა და ინტერესების სრულად და ოპერატიულად დაკმაყოფილება; გ) საბიბლიოთეკო ფონდებისა და სხვა რესურსების სრულად და ეფექტურად გამოყენება, პროფილის ფარგლებში ქართული ეროვნული ბიბლიოგრაფიის მასალების მოპოვება, დამუშავება და გამოცემა;  დ) საბავშვო და ახალგაზრდობის ბიბლიოთეკებისთვის კონსულტაციებისა და პრაქტიკული დახმარების გაწევა; ე) მომავალი თაობის დემოკრატიული საზოგადოების ჭეშმარიტ მოქალაქეებად აღზრდისა და ჩამოყალიბების, კულტურული და სოციალური თვითშეგნების, ესთეტიკური განვითარების სრულყოფის ხელშეწყობა; ვ) თანამშრომლობა საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და სხვა დაინტერესებულ ორგანიზაციებთან (პედაგოგიკის, ფსიქოლოგიის შესაბამისი დაწესებულებები, გამომცემლობები, სხვა იურიდიული და ფიზიკური პირები); ზ) შესაბამისი პროფილის საბიბლიოთეკო დოკუმენტების შეგროვება, დაცვა, პოპულარიზაცია, ადგილობრივი და უცხოელი მკითხველის მომსახურება როგორც ადგილზე, ასევე ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით.     მუხლი 3🔗. ბიბლიოთეკის უფლება-მოვალეობანი 1. ბიბლიოთეკა უფლებამოსილია: ა) მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების საფუძველზე განკარგოს მასზე რიცხული  უძრავ-მოძრავი ქონება და ფინანსური სახსრები; გადაწყვიტოს მის გამგებლობას მიკუთვნებული მართვისა და ყველა სხვა საკითხი; ბ) შექმნას საბიბლიოთეკო სფეროს საინფორმაციო ბანკი პროფილის მიხედვით; გ) გაუწიოს საბიბლიოთეკო მომსახურება სხვადასხვა იურიდიულ და ფიზიკურ პირებს და უზრუნველყოს ისინი შესაბამისი ინფორმაციით; დ) ქვეყნის საბავშვო და ახალგაზრდობის ბიბლიოთეკების და საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებისათვის კონსულტაციებისა და მეთოდური დახმარების გაწევის მიზნით, შეისწავლოს მათი საქმიანობა და უზრუნველყოს შესაბამისი მასალების გამოცემა (რეკომენდაციები, მეთოდური წერილები, სარეკომენდაციო ბიბლიოგრაფია, ბუკლეტები და სხვ.), მოამზადოს და ჩაატაროს ტრენინგები, კონფერენციები და სხვა ღონისძიებები როგორც ადგილზე, ასევე სამხარეო და რაიონულ ცენტრებში; ე) მოამზადოს და საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროში წარადგინოს წინადადებები ბავშვთა და ახალგაზრდა მკითხველთა საბიბლოთეკო მომსახურების გაუმჯობესების მიზნით; ვ) კომპეტენციის ფარგლებში გააფორმოს ხელშეკრულებები საქართველოს ან უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან, ითანამშრომლოს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ქვეყნების ბიბლიოთეკებთან. 2. ბიბლიოთეკას მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებების მიღება ბიბლიოთეკის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ბიბლიოთეკის ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თახმობა. 4. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” და „ე” ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებების განსახორციელებლად საჭიროა საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობა. 5. ბიბლიოთეკა ვალდებულია: ა) წარმართოს საქმიანობა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; ბ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; გ) დაიცვას საბიბლიოთეკო სფეროში დადგენილი სტანდარტები; დ) იზრუნოს პროფილის შესაბამისად საბიბლიოთეკო ფონდების დაკომპლექტებასა და ბიბლიოთეკებთან წიგნთგაცვლითი ურთიერთობების დამყარებაზე; ე) უზრუნველყოს მკითხველთა დიფერენცირებული მომსახურება სტაციონარული და არასტაციონარული მუშაობის ფორმების გამოყენებით, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტის მეშვეობით, გაითვალისწინოს მკითხველთა შეხედულებები, ინტერესები, მოთხოვნები და წინადადებები; ვ) ხელი შეუწყოს ბავშვებში კითხვის კულტურისა და უნარჩვევების გამომუშავებას; ზ) დაეხმაროს მომხმარებელს უფლებების დაცვასა და რეალიზაციაში; თ) მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით აწარმოოს კოორდინირებული მუშაობა საბავშვო, სასკოლო, კოლეჯის, ლიცეუმის, უმაღლესი სასწავლებლებისა და სხვა ტიპის საგანმანათლებლო დაწესებულებების ბიბლიოთეკებთან; ი) აწარმოოს საბიბლიოთეკო ფონდების სრული აღრიცხვა არსებული კანონმდებლობის შესაბამისად და პერიოდულად მისი გამოთავისუფლება შინაარსობრივად მოძველებული და ფიზიკურად უვარგისი საბიბლიოთეკო დოკუმენტებისაგან მოქმედი სტანდარტების შესაბამისად; კ) ფონდების სისტემატიზაცია და კატალოგიზაცია დაუქვემდებაროს არსებულ სტანდარტებს; ლ) იზრუნოს ბიბლიოთეკაში ახალი საბიბლიოთეკო ტექნოლოგიური პროცესების (კატალოგიზაციის, ბიზნეს-ინფორმაციის მოპოვებისა და სხვ.) დანერგვასა და განხორციელებაზე; მ) აწარმოოს სტატისტიკა საბიბლიოთეკო სფეროში არსებული წესის შესაბამისად; შეიმუშაოს სტატისტიკის წარმოების ელექტრონული ვერსიები, შექმნას კომპიუტერული პროგრამები.     მუხლი 4🔗. ბიბლიოთეკით სარგებლობის უფლება ბიბლიოთეკით სარგებლობა ხელმისაწვდომი და შეუზღუდავია სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებისათვის, სტუდენტებისა და სხვა კატეგორიის ახალგაზრდებისათვის, ასევე საგანმანათლებლო დაწესებულებების პედაგოგმასწავლებლებისათვის, ყველა ასაკის დაინტერესებულ პირთათვის.     მუხლი 5🔗. მომხმარებელთა უფლება-მოვალეობანი 1. მომხმარებელი უფლებამოსილია: ა) ისარგებლოს ბიბლიოთეკაში დაცული საბიბლიოთეკო დოკუმენტებით, ბიბლიოთეკით სარგებლობის წესების შესაბამისად მიიღოს სრული ინფორმაცია მისთვის საინტერესო საკითხებზე; ბ) ისარგებლოს ბიბლიოთეკის საძიებო საშუალებებით, ბიბლიოთეკათშორისი აბონემენტით, გამოთქვას და გამოხატოს თავისი აზრი, შეხედულება, ინტერესები და სურვილები ბიბლიოთეკისა და მისი საქმიანობის შესახებ. 2. მომხმარებელი ვალდებულია: ა) გაეცნოს და დაიცვას ბიბლიოთეკით სარგებლობის წესები; ბ) აღნიშნული წესების დარღვევის შემთხვევაში დადგენილი წესით აანაზღაუროს მიყენებული ზარალი („საბიბლიოთეკო საქმის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად).     მუხლი 6🔗. ბიბლიოთეკის მართვა 1. ბიბლიოთეკას ხელმძღვანელობს დირექტორი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი. 2. ბიბლიოთეკის დირექტორი: ა) საქმეებს უძღვება ერთპიროვნულად, მასვე ეკისრება ბიბლიოთეკის წარმომადგენლობა და პერსონალურად აგებს პასუხს მისი საქმიანობის სწორად წარმართვაზე; ბ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს შესათანხმებლად წარუდგენს ბიბლიოთეკის საშტატო განრიგსა და ხელფასის ფონდს; გ) კანონმდებლობის შესაბამისად განაგებს ბიბლიოთეკის ფინანსურ და მატერიალურ საშუალებებს, ეკისრება პერსონალური პასუხისმგებლობა ბიბლიოთეკის საკუთრებაში არსებულ ქონებაზე და ფულადი სახსრების მიზნობრივად და სწორად ხარჯვაზე; დ) კომპეტენციის ფარგლებში დებს გარიგებებს და აფორმებს ხელშეკრულებებს როგორც საქართველოს, ასევე უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან; ე) დადგენილი წესით ხსნის ანგარიშებს საბანკო დაწესებულებებში; ვ) საქართველოს შრომის კანონთა კოდექსის შესაბამისად წარმართავს ბიბლიოთეკის შრომით ურთიერთობებს, დებს შრომით ხელშეკრულებებს ბიბლიოთეკის თანამშრომლებთან, იცავს მათ უფლებებს; კანონის ფარგლებში მუშაკთა მიმართ იღებს დისციპლინარულ და წამახალისებელ ზომებს; ზ) კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, ამტკიცებს ბიბლიოთეკის სტრუქტურული ერთეულების დებულებებს, კანონის შესაბამისად ახორციელებს ბიბლიოთეკის ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის აუცილებელ, კანონმდებლობით ნებადართულ სხვა საქმიანობას; თ) ბიბლიოთეკის წინაშე მდგარი რიგი საკითხების გადასაწყვეტად ქმნის დროებით სამუშაო ჯგუფებს, კომისიებს; ი) შეიმუშავებს ბიბლიოთეკის შინაგანაწესს საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა გათვალისწინებით; კ) იღებს შესაბამის ზომებს იმ პირთა მიმართ, რომლებიც არღვევენ ბიბლიოთეკით სარგებლობის წესებს, ან მატერიალურ ზარალს აყენებენ ბიბლიოთეკას.     მუხლი 7🔗. ბიბლიოთეკის ქონება ბიბლიოთეკა დაკისრებულ ფუნქციებს ახორციელებს სახელმწიფოს (ეკონომიკური განვითარების სამინისტროს) მიერ უსასყიდლო უზუფრუქტის წესით გადაცემული ქონების საფუძველზე, რომელიც ბიბლიოთეკის ბალანსზე არსებულ სხვა ქონებასთან ერთად გამოიყენება მხოლოდ დებულებით დასახული მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად.     მუხლი 8🔗. ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრები 1. ბიბლიოთეკის ფინანსური სახსრებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან გაფორმებული სათანადო ხელშეკრულების საფუძველზე. დ) საჩუქრად, გრანტისა და შემოწირულობების სახით მიღებული შემოსავალი; ე) საქართველოსა და უცხოეთის ფიზიკურ და იურიდიულ პირთა მიერ გადმოცემული ქონება; ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი. 2. ამ მუხლის პირველ პუნქტში ჩამოთვლილი ფინანსური სახსრები გამოიყენება მხოლოდ ბიბლიოთეკის დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ამოცანების განხორციელებისათვის.     მუხლი 9🔗. ბიბლიოთეკის საქმიანობის ბუღალტრული აღრიცხვა-ანგარიშგება ბიბლიოთეკა ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დადგენილ ვადაში წარუდგინოს იგი დასამტკიცებლად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს.     მუხლი 10🔗. ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლი 1. ბიბლიოთეკის საქმიანობა ექვემდებარება სახელმწიფო კონტროლს, რაც გულისხმობს მის მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. ბიბლიოთეკის სახელმწიფო კონტროლის განმხორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო. 3. კანონმდებლობით დადგენილი წესის თანახმად ბიბლიოთეკა უფლებამოსილია მაკონტროლებელი ორგანოს უკანონო ქმედება გაასაჩივროს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან სასამართლოში.     მუხლი 11🔗. ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ბიბლიოთეკის რეორგანიზაცია ან ლიკვიდაცია ხდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფო საკუთრებაში.     მუხლი 12🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებების შეტანა ხდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით.