⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (04.06.2007)
გაუქმებულია:

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 16.05.2006
ძალის დაკარგვა 04.06.2007
გამომცემი ორგანო საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრი
ნომერი №3/149
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.028.008616
გამოქვეყნების წყარო სსმ, 69, 22/05/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,804 სიტყვა · ~9 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
16.05.2006 მიღება
04.06.2007 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:Dumbadze-GGE;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:27.0pt; font-size:14.0pt; font-family:"Dumbadze-GGE","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent2, li.MsoBodyTextIndent2, div.MsoBodyTextIndent2 {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:.25in; line-height:200%; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p {margin-top:5.0pt; margin-right:0in; margin-bottom:5.0pt; margin-left:0in; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.028.008.616 საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანება №3/149 2006 წლის 16 მაისი ქ. თბილისი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ” საქართველოს კანონის 57-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის რეორგანიზაციის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 17 მარტის №205 ბრძანებულების მე-2 პუნქტის თანახმად: 1. დამტკიცდეს ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის თანდართული წესდება. 2. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი          ნ. ვაჩეიშვილი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებლის წ ე ს დ ე ბ ა     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი (შემდგომში – სასწავლებელი) წარმოადგენს „ზოგადი განათლების შესახებ”, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონების შესაბამისად შექმნილ პროფესიულ სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებას, რომელიც სახელმწიფო დაკვეთის საფუძველზე ამზადებს სპეციალისტებს პროფესიული საბალეტო დასებისთვის, მუსიკალური თეატრებისა და ანსამბლებისთვის. 2. სასწავლებელი შექმნილია და ფუნქციონირებს ქალაქ თბილისის ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის სახელმწიფო ქორეოგრაფიული სასწავლებლის ბაზაზე და წარმოადგენს მის უფლებამონაცვლეს. 3. სასწავლებელი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, დამოუკიდებლად წარმართავს საგანმანათლებლო-აღმზრდელობით, შემოქმედებით, სამეურნეო და სხვა საქმიანობას საქართველოს კანონმდებლობისა და ამ წესდების შესაბამისად. 4. სასწავლებლის სრული სახელწოდებაა „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის თბილისის საბალეტო ხელოვნების სახელმწიფო სასწავლებელი”. 5. სასწავლებლი არის საჯარო სამართლის იურიდიული პირი, აქვს სახელმწიფოს მიერ გადაცემული განცალკევებული ქონება, დამოუკიდებელი ბალანსი, საანგარიშსწორებო, სავალუტო და სხვა სახის ანგარიშები საქართველოსა და საზღვარგარეთის ქვეყნების საბანკო დაწესებულებებში, ბეჭედი საკუთარი დასახელებით და იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა რეკვიზიტები. 6. სასწავლებელს შეუძლია თავისი სახელით გამოვიდეს სამართლებრივ ურთიერთობებში, საკუთარი სახელით შეიძინოს ქონებრივი და პირადი არაქონებრივი უფლებები, იტვირთოს ვალდებულებები, უფლებამოსილია დადოს გარიგებები, გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ სასამართლოში. 7. სასწავლებელი შექმნილია განუსაზღვრელი ვადით. 8. სასწავლებლის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქალაქი თბილისი, გ. ჩუბინაშვილის ქუჩა №49, ინდ. 380064, ტელ. 95-15-51.     მუხლი 2🔗. სასწავლებლის მიზნები, ამოცანები და საქმიანობის საგანი 1. სასწავლებლის მიზანია აღზარდოს მოსწავლეები ქართული და მსოფლიო საბალეტო ხელოვნების კლასიკური მემკვიდრეობის საუკეთესო ტრადიციებზე, გამოუმუშაოს სასცენო კულტურა და დამოუკიდებელი მუშაობის უნარ-ჩვევები, მისცეს მათ საშუალო პროფესიული განათლება საბაზო განათლების მიღების შემდეგ. 2. სასწავლებლის ამოცანებია: ა) მჭიდრო შემოქმედებითი კავშირის დამყარება თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო აკადემიურ თეატრთან; ბ) საკონცერტო და საგასტროლო საქმიანობის განხორციელება; გ) საშემსრულებლო ხელოვნების სწავლების მეთოდების სრულყოფა; დ) მაღალი კვალიფიკაციის მქონე პედაგოგიური კადრების მოზიდვა; ე) მოსწავლეებისა და პედაგოგებისთვის შრომისა და სწავლის სათანადო პირობების შექმნა; ვ) საჯარო სკოლასთან დადებული ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფა. 3. სასწავლებლის საქმიანობის საგანია: ა) სასწავლო პროცესის აქტივიზაცია და მოდერნიზაცია; ბ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში საერთაშორისო ურთიერთობების დამყარება-განვითარება; გ) მართვის თანამედროვე პრინციპების განხორციელება და სასწავლო პროცესის თანამედროვე ტექნიკური საშუალებებით აღჭურვა; დ) პედაგოგთა და დამხმარე სასწავლო პერსონალის კვალიფიკაციის ამაღლება და გადამზადება; ე) დამატებითი საფინანსო სახსრების მოზიდვა. 4. სასწავლებელში ხორციელდება სამწლიანი პროფესიული სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა. 5. სასწავლებლის დამთავრების შემთხვევაში გაიცემა საშუალო პროფესიული განათლების დამადასტურებელი დიპლომი შესაბამისი კვალიფიკაციის მითითებით.     მუხლი 3🔗. სასწავლებლის უფლება-მოვალეობანი 1. თავისი მთავარი მიზნებისა და ამოცანების შესასრულებლად სასწავლებელს უფლება აქვს: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა კულტურის სფეროში სახელმწიფო დაკვეთისა და ერთიანი სახელმწიფო ფინანსური ნორმატივების შესაბამისად, რისთვისაც სახელმწიფოსგან იღებს სათანადო საბიუჯეტო დაფინანსებას; ბ) მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით განსაზღვროს ფასიანი სწავლების ფორმები და გადასახდელი თანხის ოდენობა; გ) განსაზღვროს საქმიანობის (შემოქმედებითი, საგანმანათლებლო, ორგანიზაციული, ეკონომიკური და სხვა) პრიორიტეტები; დ) შეიმუშავოს მისაღები კონტინგენტის პროექტი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; ე) განახორციელოს სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამები, მათ შორის, სახელმწიფო დაკვეთით; ვ) ხელშეკრულების საფუძველზე საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებით №46 საჯარო სკოლაში განახორციელოს 5- წლიანი სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამა (ამ პროგრამის პირველი წელი შეესაბამება საჯარო სკოლის მეხუთე კლასს და ხორციელდება საჯარო სკოლის მეცხრე კლასის ჩათვლით); აღნიშნული პროგრამის (ხუთწლიანი სწავლება) დასრულების შემდგომ გაიცემა საბაზო სახელოვნებო განათლების მოწმობა; ზ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში აწარმოოს მოლაპარაკებები და დადოს გარიგებანი, აგრეთვე განახორციელოს სხვა იურიდიული ქმედებანი როგორც ფიზიკურ, ისე იურიდიულ პირებთან; თ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს დამხმარე სახის სამეურნეო საქმიანობა (მაგრამ არსებითად არ უნდა გადავიდეს სამეწარმეო საქმიანობაზე), ამ საქმიანობის შედეგად მიღებული შემოსავალი მოახმაროს სასწავლებლის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცებას, მის მუშაკთა სოციალურ დაცვას, შრომის ეკონომიკურ სტიმულირებას, აგრეთვე სასწავლებლის წესდებით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნათა დაკმაყოფილებას; ი) შეიმუშაოს და დაამტკიცოს სასწავლებლის შინაგანაწესი, განსაზღვროს სასწავლებელში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება და ოდენობა, სამუშაო დროისა და დასვენების ხანგრძლივობა დადგენილი წესით; კ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დადგენილი წესითა და მასთან შეთანხმებით გახსნას თავის სტრუქტურაში შემავალი ინტერნატი და ფილიალები და ხელი შეუწყოს მათ ფუნქციონირებას; ლ) განახორციელოს საერთაშორისო თანამშრომლობა საქართველოს კანონმდებლობის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, აგრეთვე სასწავლებლის წესდების შესაბამისად. 2. სასწავლებელს მხოლოდ საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს თანხმობით შეუძლია განახორციელოს შემდეგი საქმიანობა: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და ვალდებულებებით დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო ნუსხისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებათა მიღება სასწავლებლის ქონებასთან დაკავშირებით, რომლებიც სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მეორე პუნქტის „ბ” და „გ” ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ მოქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია აგრეთვე საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა, ხოლო სახელმწიფოს მიერ გადაცემული ქონების სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ფორმებით ფლობა და სარგებლობა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს თანხმობით. 4. სასწავლებელი ვალდებულია: ა) წარმართოს თავისი საქმიანობა საქართველოს სახელმწიფო საგანმანათლებლო სტანდარტებით; ბ) შეასრულოს მოქმედი კანონმდებლობიდან და დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები; გ) დაიცვას სასწავლებლის მუშაკთა და მოსწავლეების პროფესიული და სოციალური უფლებები.     მუხლი 4🔗. სასწავლებლის მართვა 1. სასწავლებლის მართვის ორგანოებია: ა) ადმინისტრაცია (დირექტორი, მოადგილე(ები); ბ) პედაგოგიური საბჭო. 2. სასწავლებლის მართვას ახორციელებს დირექტორი, რომელიც თანამდებობაზე ინიშნება და თანამდებობიდან თავისუფლდება საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით. 3. დირექტორი: ა) წარმართავს სასწავლებლის ორგანიზაციულ, ფინანსურ, სამეურნეო და ადმინისტრაციულ საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ საქმიანობაზე; ბ) მინდობილობის გარეშე წარმოადგენს სასწავლებელს და სასწავლებლის სახელით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, ხელს აწერს საბანკო დოკუმენტებს, ბანკებში ხსნის და აუქმებს საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშებს, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად დებს ხელშეკრულებებს (მათ შორის, შრომის ხელშეკრულებებს), გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა შესრულება სავალდებულოა სასწავლებლის ყველა თანამშრომლისა და მოსწავლისთვის; უფლებამოსილია დანიშნოს რწმუნებულები და გასცეს მინდობილობები. გ) ადგენს სასწავლებლის წლიურ ბალანსს და დასამტკიცებლად წარუდგენს მას საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს; დ) სამხატვრო ხელმძღვანელთან შეთანხმებით ამტკიცებს პედაგოგთა დატვირთვის ოდენობას; ე) პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წარუდგენს წინადადებებს სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და ახალი სპეციალობების დამატების შესახებ; ვ) სასწავლებლის პედაგოგიურ საბჭოსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის სასწავლო გეგმასა და სასწავლო ცხრილს, ხოლო საჯარო სკოლის დირექციისგან ითანხმებს საჯარო სკოლის სასწავლო ცხრილს; ზ) საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს სასწავლებლის სტრუქტურას, საშტატო ნუსხასა და ხელფასის ფონდს; თ) პედაგოგიურ საბჭოზე განხილვის საფუძველზე ამტკიცებს სასწავლებლის შინაგანაწესს (შინაგანაწესში აისახება: სასწავლებელში მიღების, კურსიდან კურსზე გადაყვანა-დატოვებისა და გარიცხვის პირობები; სასწავლებლის მიერ საჯარო სკოლაში განხორციელებული პროგრამის ფარგლებში საჯარო სკოლაში მოსწავლეთა მიღების, გარიცხვის წესი და პირობები; სასწავლო პროცესში მონაწილე პირთა პასუხისმგებლობა და სასწავლო პროცესთან დაკავშირებული მთელი საქმიანობა და სხვ) და აკონტროლებს მის დაცვას; ი) ხელმძღვანელობს პედაგოგიურ საბჭოს; კ) პასუხისმგებელია სასწავლებლის მთელ საქმიანობაზე. 4. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელად საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის ბრძანებით თანამდებობაზე ინიშნება სპეციალური საბალეტო განათლების, შემოქმედებითი და სასცენო გამოცდილების მქონე პირი. 5. სასწავლებლის სამხატვრო ხელმძღვანელი: ა) პასუხისმგებელია მოსწავლეთა დაოსტატებაზე, გამოსაშვები კურსის პროფესიული მომზადების დონეზე, სასწავლო პრაქტიკაზე; ბ) უზრუნველყოფს საშემსრულებლო-სასცენო ოსტატობის მაღალ დონეს; გ) უზრუნველყოფს მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების სასწავლებლში მოზიდვას; დ) ხელმძღვანელობს სასწავლო, შემოქმედებითი და მეთოდური გაერთიანებების მუშაობას. 6. სასწავლებელში კანონმდებლობით დადგენილი წესით იქმნება პედაგოგიური საბჭო, რომლის შემადგენლობაშიც შედის სასწავლებლის ყველა პედაგოგი; პედაგოგიური საბჭოს მუშაობის რეგლამენტი და ფუნქციები განისაზღვრება სასწავლებლის დებულებითა შინაგანაწესით. პედაგოგიურ საბჭოს ხელმძღვანელობს სასწავლებლის დირექტორი. 7. პედაგოგიური საბჭო: ა) დირექტორის წარდგინებით იხილავს სასწავლო გეგმებში ცვლილებებისა და ახალი დამატებების თაობაზე წინადადებებს; ბ) სასწავლებლის დირექტოთან ერთად იხილავს სასწავლებლის სასწავლო გეგემას, სასწავლო ცხრილსა და შინაგანაწესის პროექტს. 8. პედაგოგიური საბჭოს სხოდმაზე მიღებული გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერს საბჭოს თავმჯდომარე და სხდომის მდივანი.     მუხლი 5🔗. სასწავლო პროცესი 1. სასწავლებელში სწავლების ენა არის ქართული. 2. სასწავლებელში სწავლება მიმდინარეობს როგორც უფასო (სახელმწიფო დაკვეთა), ასევე ფასიან სექტორზე. 3. სასწავლებელში და მის მიერ განსახორციელებელი პროგრამების ფარგლებში სხვადასხვა სწავლების ფორმების მიუხედავად დაშვებულია კონტინგენტის შევსება და/ან განთესვა როგორც ფასიან, აგრეთვე ძირითად (უფასო) ჯგუფებიდან. 4. სასწავლებელში სასწავლო პროცესის ორგანიზაციისა და მსვლელობის საკითხები განსაზღვრულია სასწავლებლის შინაგანაწესით.     მუხლი 6🔗. სასწავლებლის ქონება და საფინანსო-სამეურნეო საქმიანობა 1. სასწავლებლის ქონება შედგება სახელმწიფოს მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით გადაცემული შენობა-ნაგებობების, ინვენტარისა და მის ბალანსზე რიცხული სხვა ქონებისაგან. 2. სასწავლებელს უფლება აქვს გამოიყენოს მასზე რიცხული ქონება და აწარმოოს დამხმარე სამეურნეო საქმიანობა კანონმდებლობით დადგენილი წესით. 3. სასწავლებლის დაფინანსების წყაროს წარმოადგენს: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) ფასიანი სწავლებიდან მიღებული შემოსავლები; გ) კანონმდებლობით ნებადართული დამხმარე სამეურნეო-ეკონომიკური საქმიანობიდან მიღებული შემოსავლები; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 4. ამ მუხლის მესამე პუნქტით გათვალიწინებული სახსრები და შემოსავლები მთლიანად ხმარდება სასწავლებლის მიზნებისა და ფუნქციების განხორციელებას. მათი სხვა მიზნით გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 7🔗. სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლი სასწავლებლის სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოა საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო.     მუხლი 8🔗. სასწავლებლის წლიური ბალანსი 1. სასწავლებლის სამეურნეო-საფინანსო წელი ემთხვევა კალენდარულ წელს. 2. სასწავლებელი წლის დასაწყისში ადგენს წლიურ ბალანსს, აწარმოებს საბუღალტრო აღრიცხვას და დადგენილ ვადებში წარუდგენს მას მაკონტროლებელ ორგანოს. 3. სასწავლებლის წლიურ ბალანსს ამოწმებს საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 9🔗. სასწავლებლის ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია სასწავლებლის, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირის, ლიკვიდაცია ან რეორგანიზაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 10🔗. დებულებაში ცვლილებების შეტანის წესი დებულებაში ცვლილებები შედის საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.