ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 01.03.2007
ძალის დაკარგვა 05.03.2010
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №155
სარეგისტრაციო კოდი 430010000.22.022.010066
გამოქვეყნების წყარო სსმ, 32, 12/03/2007
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,591 სიტყვა · ~13 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
01.03.2007 მიღება
05.03.2010 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:45.1pt 53.85pt 45.1pt 53.85pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 430.010.000.22.022.010.066 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №155 2007 წლის 1 მარტი ქ. თბილისი ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-4 პუნქტის, 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „მ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების“ თანდართული დებულება. 2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2006 წლის 22 მაისის №452 ბრძანება (სსმ III, 25.05.2006 წ., №70, მუხ. 883). 3. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. ა. ლომაია ექსტერნატის ფორმით მიღებული განათლების სერტიფიცირების დებულება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ექსტერნატის ფორმით ამა თუ იმ საფეხურზე ზოგადი განათლების მიღება ითვალისწინებს სხვადასხვა მიზეზით საქართველოს ან სხვა ქვეყნის ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებას (შემდგომში – სკოლას) ჩამოცილებულ პირთა მიერ ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან ტრიმესტრის/ტრიმესტრების ზოგადსაგანმანათლებლო პროგრამების ძირითადად დამოუკიდებლად დაძლევისა და გამოცდების ჩაბარების გზით შესაბამისი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღების შესაძლებლობას. 2. ექსტერნი წარმოადგენს პირს, რომელიც ამ დებულებით დადგენილი წესით დარეგისტრირდება შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრში, როგორც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველი პირი.     მუხლი 2🔗. ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის უფლება პირს უფლება აქვს ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ცალკეული კლასის ტრიმესტრის/ტრიმესტრების სასწავლო პროგრამა/პროგრამები იმ შემთხვევაში, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნატის ფორმით დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და მას დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამა.     მუხლი 3🔗. ექსტერნების რეგისტრაციაზე და ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებაზე უფლებამოსილი ორგანოები 1. ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდისათვის ექსტერნების რეგისტრაციას და სხვა საორგანიზაციო საკითხებს, ამ დებულების შესაბამისად, ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების ტერიტორიაზე შესაბამისი სამინისტროს ტერიტორიული ორგანო – საგანმანათლებლო რესურსცენტრი (შემდგომში – რესურსცენტრი). 2. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდას, რომელიც შეიძლება ჩატარდეს წერითი ან ზეპირი ფორმით, ატარებს სკოლა, გარდა ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. 3. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების მიზნით სკოლის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით იქმნება საგამოცდო კომისია. საგამოცდო კომისია შედგება იმ სკოლის დირექციის წარმომადგენლისაგან, სადაც ტარდება ექსტერნატის გამოცდა, მინიმუმ ერთი იმ საგნის მასწავლებელთაგან, რომელშიც ტარდება ექსტერნატის გამოცდა და იმ რესურსცენტრის წარმომადგენლისაგან, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს სკოლა. 4. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდას ატარებს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ეროვნული გამოცდების ცენტრი (შემდგომში – ეროვნული გამოცდების ცენტრი).     მუხლი 4🔗. ექსტერნატის ფორმით ჩასაბარებელი საგნები და გამოცდისათვის მომზადება 1. ექსტერნატის ფორმით ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევისათვის, სკოლა აწესებს გამოცდებს ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად კონკრეტული კლასის/კლასებისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა. გამოცდის ფორმას და შინაარსს ადგენს სკოლა, რომელიც უზრუნველყოფს გამოცდების ორგანიზებასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგებას. 2. ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების გზით სრული ზოგადი განათლების დაძლევის გამოცდები ტარდება ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად დამამთავრებელი კლასისათვის გათვალისწინებულ ყველა საგანში, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საგნებისა. 3. ექსტერნატის ფორმით გამოცდა არ შეიძლება ჩატარდეს შემდეგ საგნებში: ა) ფიზიკური აღზრდა; ბ) შრომა; გ) დაწყებითი სამხედრო მომზადება, საგანგებო სიტუაციები და სამოქალაქო თავდაცვა. 4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების დაძლევა შესაძლებელია ქართულ, რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენებზე. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ, სომხურ ან აზერბაიჯანულ ენაზე, გამოცდას ქართულ ენასა და ლიტერატურაში აბარებენ შესაბამისი სასწავლო პროგრამის გათვალისწინებით. 5. ექსტერნები, რომლებიც გამოცდებს აბარებენ რუსულ ენაზე, არ არიან უფლებამოსილნი უცხო ენის გამოცდა ჩააბარონ რუსულ ენაში. 6. სკოლა, რომელშიც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების გამოცდები, ვალდებულია: ა) უზრუნველყოს ექსტერნი ყველა საგამოცდო საგანში კონსულტაციის მიღებით; ბ) უზრუნველყოს ექსტერნი ისარგებლოს ბიბლიოთეკაში არსებული ყველა საჭირო სასწავლო ლიტერატურით და სკოლაში არსებული ტექნიკური საშუალებებით. 7. რესურსცენტრი, რომელშიც ექსტერნი დარეგისტრირდა, ვალდებულია უზრუნველყოს ექსტერნებისათვის ამ დებულების ხელმისაწვდომობა.     მუხლი 5🔗. ექსტერნატის გამოცდა 1. პირს აქვს უფლება ექსტერნატის ფორმით ჩააბაროს რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის დაძლევის გამოცდა შემდეგი პრინციპის დაცვით: ა) თუ პირის ასაკი სასკოლო ასაკს არ აღემატება, გამოცდა ტარდება თითოეული ტრიმესტრის ან/და კლასისათვის ცალ-ცალკე. ამ პუნქტის მიზნებისათვის სასკოლო ასაკის მაქსიმალური ზღვარი წარმოადგენს სწავლის დაწყების მინიმალურ სასკოლო ასაკს მიმატებული სრული ზოგადი განათლების მიღებისათვის საჭირო სწავლების წლების რაოდენობა; ბ) თუ პირის ასაკი აღემატება სასკოლო ასაკს, რამდენიმე კლასის ან/და ტრიმესტრის გამოცდა ტარდება გაერთიანებულად, გარდა სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის დამადასტურებელი გამოცდისა. 2. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდები ტარდება წერითი ფორმით, ტესტირების გზით. 3. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დაძლევისათვის ექსტერნმა ყოველ გამოცდაში უნდა დააგროვოს ტესტის მაქსიმალური ქულების 40% ან მეტი.     მუხლი 6🔗. ექსტერნების რეგისტრაცია 1. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველი ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენელი ნებისმიერ რესურსცენტრში, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში, სათანადო საბუთებთან ერთად, წარადგენს განცხადებას ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სურვილის შესახებ. 2. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების დაძლევის მსურველმა რესურსცენტრს უნდა წარუდგინოს: ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების სრულწლოვანი მსურველის ან არასრულწლოვანი მსურველის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელშიც მითითებული უნდა იყოს: ა.ა) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის სახელი, გვარი და მამის სახელი; ა.ბ) რომელი კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის მიღება სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს; ა.გ) ენა, რომელზეც სურს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს გამოცდის ჩაბარება (ქართული, რუსული, აზერბაიჯანული, სომხური); ა.დ) უცხო ენა, რომელშიც ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს უნდა ჩაუტარდეს გამოცდა, ასეთის საჭიროების შემთხვევაში; ბ) ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის დაბადების მოწმობა; გ) დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველის მიერ იმ კლასის/ტრიმესტრის სასწავლო პროგრამის ათვისებას, რომელიც წინ უძღვის დასაძლევი კლასის/ტრიმესტრის საგანმანათლებლო პროგრამას, ასეთის არსებობის შემთხვევაში. იმ შემთხვევაში, თუ პირმა განათლება საზღვარგარეთ მიიღო, საგანმანათლებლო პროგრამის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი აღიარებული უნდა იყოს სამინისტროს მიერ. 3. რესურსცენტრის უფროსი რეგისტრაციის ვადის გასვლიდან 5 დღის განმავლობაში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს, რომელიც უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს: ა) ექსტერნების ნუსხას; ბ) იმ კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ჩამონათვალს თითოეული ექსტერნისათვის, რომლის დადასტურებაც უნდა განხორციელდეს ექსტერნატის ფორმით, ენობრივი თავისებურებების მითითებით; გ) სკოლას, სადაც უნდა ჩატარდეს ექსტერნატის გამოცდები თითოეული ექსტერნისათვის. 4. რესურსცენტრი, თუ მის სამოქმედო ტერიტორიაზე არ არსებობს სკოლა, რომელიც სწავლებას ახორციელებს შესაბამის არაქართულ ენაზე, უფლებამოსილია ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ ვადაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით უარი უთხრას არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველს ექსტერნად დარეგისტრირებაზე და ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების მსურველთან შეთანხმებით ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული დოკუმენტები სარეგისტრაციოდ გადაუგზავნოს იმ რესურსცენტრს, რომელიც უზრუნველყოფს არაქართულ ენაზე ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარებას.     მუხლი 7🔗. ექსტერნატის გამოცდის ორგანიზება 1. ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების ცალკეული კლასის გამოცდები ტარდება რესურსცენტრის უფროსის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული სკოლის მიერ, ამავე ან/და იმ რესურსცენტრის ტერიტორიაზე, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზეც მდებარეობს სკოლა. 2. სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში რესურსცენტრი მე-7 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ასლს ექსტერნების მიერ რეგისტრაციის დროს წარმოდგენილ დოკუმენტაციასთან ერთად უგზავნის ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად განსაზღვრულ სკოლას და უზრუნველყოფს ექსტერნებისათვის მის ხელმისაწვდომობას. 3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის მსურველ ექსტერნებთან დაკავშირებით რესურსცენტრი სამინისტროს მიერ დადგენილ ვადაში ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული აქტის ასლს უგზავნის ეროვნული გამოცდების ცენტრს და უზრუნველყოფს მის ხელმისაწვდომობას. 4. ზოგადი განათლების ცალკეული კლასის/კლასების და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდების ჩატარების ვადები განისაზღვრება სამინისტროს მიერ. გამოცდების ჩატარების განრიგს ამტკიცებს სკოლის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. განრიგი შედგენილი უნდა იყოს ისე, რომ უზრუნველყოფილ იქნეს ამ დებულებით დადგენილი წესის შესაბამისად რამდენიმე კლასის/ტრიმესტრის გამოცდების ჩაბარების შესაძლებლობა, სამინისტროს მიერ დადგენილ ვადებში. 5. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის ვადებს ადგენს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით, ეროვნული გამოცდების ცენტრის წარდგინებით. სკოლაში ან რესურსცენტრში ფორსმაჟორული სიტუაციის არსებობის შემთხვევაში, ეროვნული გამოცდების ცენტრი ატარებს გამოცდას, გამოცდის ჩატარებისათვის დადგენილი თარიღიდან არა უგვიანეს 10 დღის ვადაში. გამოცდის თარიღს ადგენს ეროვნული გამოცდების ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 6. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევისათვის ეროვნულ სასწავლო გეგმაზე დაფუძნებულ საგამოცდო ტესტების შექმნას და მათ შესაბამის სკოლაში ან რესურსცენტრში გამოცდაზე მიტანას უზრუნველყოფს ეროვნული გამოცდების ცენტრი საგამოცდო ტესტების კონფიდენციალობის სრული დაცვით.     მუხლი 8🔗. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის დასწრებაზე უფლებამოსილი პირები 1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის მიმდინარეობისას იმ სკოლაში ან რესურსცენტრში, რომელშიც ტარდება გამოცდა (შემდგომში – საგამოცდო ცენტრი) დაშვებულია მხოლოდ შემდეგი პირების ყოფნა: ა) სამინისტროსა და ცენტრის უფლებამოსილი წარმომადგენლები; ბ) მეთვალყურე – ცენტრის მიერ უფლებამოსილი პირი, რომელიც მეთვალყურეობას უწევს გამოცდის ჩატარების პროცესს. 2. საგამოცო ცენტრში ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირების ყოფნამ ხელი არ უნდა შეუშალოს საგამოცდო პროცესის მიმდინარეობას. 3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ პირებს ეკრძალებათ ნებისმიერი ფორმით ექსტერნის დახმარება ან მათი მუშაობისთვის ხელის შეშლა.     მუხლი 9🔗. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის პროცედურა 1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდის დაწყებამდე ექსტერნების წერითი ნამუშევრების ანონიმურობის უზრუნველსაყოფად ცენტრის მიერ ხდება საგამოცდო ტესტების კოდირება. 2. საგამოცდო ცენტრში ექსტერნი უნდა გამოცხადდეს გამოცდის დაწყებამდე ერთი საათით ადრე და გაიაროს რეგისტრაცია. 3. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის გასავლელად ექსტერნი ვალდებულია წარადგინოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. 4. რეგისტრაციის შემდეგ ექსტერნი განთავსებულ იქნება მისთვის განკუთვნილ სამუშაო მაგიდასთან. 5. ტესტზე მუშაობის დაწყებამდე ექსტერნი უნდა დარწმუნდეს, რომ მისთვის გადაცემული საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეული და პასუხების ფურცელი არ არის დაზიანებული, რასაც იგი ადასტურებს საგამოცდო სექტორის უწყისში ხელმოწერით. 6. გამოცდის დაწყებამდე ექსტერნებს მოკლედ გააცნობენ გამოცდის ჩატარებისა და საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულის გამოყენებისა და პასუხების ფურცლის შევსების წესებს, მათ უფლებამოვალეობებს, რის შემდეგაც დაიწყება საგამოცდო დროის ათვლა. სამუშაო დრო გამოცდის თითოეული ნაწილისათვის განსხვავებულია და მითითებულია საგამოცდო ტესტურ დავალებათა რვეულში. მეთვალყურე უზრუნველყოფს, რომ დროის ათვლამდე ექსტერნებს არ ჰქონდეთ მუშაობის დაწყების საშუალება. 7. ექსტერნთა პასუხების ფურცლის ანონიმურობის უზრუნველსაყოფად, გამოცდის დაწყებამდე, ცენტრის მიერ დადგენილი სახელმძღვანელო პრინციპების შესაბამისად, ხდება მათი კოდირება. 8. საგამოცდო დროის ამოწურვამდე სამუშაოს დამთავრების შემთხვევაში ექსტერნს უფლება აქვს, ტესტურ დავალებათა რვეულისა და პასუხების ფურცლის ჩაბარების შემდეგ დატოვოს დარბაზი მეთვალყურის ან მის მიერ ამისთვის გამოყოფილი საგამოცდო პროცესის მონაწილე სხვა პირის თანხლებით. 9. საგამოცდო დროის ამოწურვის ან ექსტერნის მიერ სამუშაოს დასრულების შემდეგ მეთვალყურე ამოწმებს თითოეული ექსტერნის ტესტურ დავალებათა რვეულის გვერდების რაოდენობას, პასუხების ფურცელზე კოდის დაუზიანებლობას და ექსტერნის მიერ უწყისში ხელმოწერის შემდეგ იბარებს მათ. 10. ჩაბარებული ტესტურ დავალებათა რვეულები და პასუხების ფურცლები იკვრება, ილუქება და იგზავნება ცენტრში.     მუხლი 10🔗. ექსტერნის ვალდებულებები 1. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის გამოცდაზე ექსტერნი ვალდებულია: ა) დაუგვიანებლად გამოცხადდეს გამოცდაზე, რეგისტრაციის დამთავრების შემდეგ ექსტერნი გამოცდაზე არ დაიშვება; ბ) თან იქონიოს ბურთულიანი ავტოკალამი (შავი, ლურჯი ან იისფერი); გ) სამუშაოს დამთავრების შემდეგ საგამოცდო ტესტის ჩაბარებისას ხელი მოაწეროს საგამოცდო უწყისში; დ) შეასრულოს ამ დებულებით გათვალისწინებული სხვა ვალდებულებანი და მეთვალყურის მითითებანი. 2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის ტესტირების მსვლელობისას ექსტერნს ეკრძალება: ა) მობილური ტელეფონის, პეიჯერის ან სხვა ელექტრონული აპარატურის ქონა; ბ) გამოცდაზე დამხმარე მასალის – სახელმძღვანელოების, ჩანაწერების, ფურცლების და სხვათა გამოყენება; გ) პასუხების ფურცლის შესავსებად განსხვავებული ფერის (წითელი, მწვანე,...) მელნის გამოყენება, აგრეთვე პასუხების ფურცელზე მაიდენტიფიცირებელი ნიშნის (სახელი, ნომერი, მისამართი და სხვა) ან რაიმე სახის ისეთი გრაფიკული გამოსახულების (ფიგურა, წარწერა და ა.შ.) დატანა, რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან; დ) გადალაპარაკება, დახმარების გაწევა ან მიღება რაიმე ფორმით, სხვა ექსტერნებისათვის რაიმე ფორმით ხელის შეშლა; ე) სამუშაო ადგილის უნებართვოდ დატოვება. სამუშაო ადგილის დატოვება შესაძლებელია მხოლოდ ამ დებულების მე-10 მუხლის პირველ პუნქტში მოყვანილ ერთ-ერთ პირთან ერთად.     მუხლი 11🔗. საგამოცდო პროცესის კონტროლი 1. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება. 2. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტის „ გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მოქმედების ჩადენაში შემჩნეულ ექსტერნს მიეცემა გაფრთხილება და ჩამოერთმევა პასუხების ფურცელი, რომლის ნაცვლადაც გადაეცემა სარეზერვო პასუხების ფურცელი. 3. ამ დებულების მე-11 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების განმეორებით დარღვევის, წესრიგის უხეში დარღვევის ან საგამოცდო პროცესის მონაწილე პირის შეურაცხყოფის შემთხვევაში ექსტერნი მოიხსნება გამოცდიდან. 4. ამ მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტებით გათვალისწინებული მოქმედებები ფორმდება ცენტრის წარმომადგენლის მიერ შედგენილი ოქმებით, რომელთა ფორმა დამტკიცებულია ცენტრის დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 5. პასუხების ფურცელი, რომლის შევსებისას გამოყენებული იქნება განსხვავებული ფერის მელანი ან რომელიც შეიცავს მაიდენტიფიცირებელ ნიშანს ან რაიმე სახის გამოსახულებას (რომელიც დაკავშირებული არ არის ტესტურ დავალებასთან), არ გასწორდება.     მუხლი 12🔗. ექსტერნატის გამოცდის შედეგები 1. სკოლის დირექტორი, საგამოცდო კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს: ა) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდები დაძლიეს წარმატებით; ბ) იმ პირთა ნუსხას, რომლებმაც ცალკეული კლასის/კლასების ან/და ტრიმესტრის/ტრიმესტრების ექსტერნატის ფორმით გამოცდები ვერ დაძლიეს. 2. ექსტერნატის ფორმით საშუალო საფეხურის დამამთავრებელი კლასის გამოცდების ჩატარებიდან 15 დღის ვადაში ცენტრი რესურსცენტრში აგზავნის ექსტერნების მიერ ჩაბარებული გამოცდების შედეგებს, სადაც აღინიშნება თითოეული ექსტერნის მიერ თითოეულ გამოცდაში მიღებული ქულები, მათ შორის იმ პირთა ნუსხა, რომლებმაც გადალახეს ამ დებულების მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი 40%-იანი ზღვარი და მოიპოვეს სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელი დოკუმენტი – სერტიფიკატი. 3. ექსტერნების განცხადებები, პირადი საქმეები, ექსტერნების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია, საგამოცდო ოქმები, წერითი ნამუშევრები და ექსტერნატის გამოცდებთან დაკავშირებული სხვა დოკუმენტაცია, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ინახება სკოლაში, თუ ექსტერნატის ფორმით გამოცდები ტარდება სკოლაში, ხოლო იმ ექსტერნებთან დაკავშირებული ზემოაღნიშნული დოკუმენტაცია, რომელთაც გამოთქვეს სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის ექსტერნატის ფორმით დაძლევის სურვილი – ცენტრში.     მუხლი 13🔗. აპელაცია 1. ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევასთან დაკავშირებით ცენტრის დირექტორის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტზე და საგამოცდო ცენტრის წარმომადგენლის ოქმზე საჩივრები განიხილება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი საპრეტენზიო საბჭოს მიერ. 2. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებით საჩივრების განხილვის მიზნით, საპრეტენზიო საბჭო ქმნის საგნობრივ კომისიას/კომისიებს იმ საგანში/საგნებში, რომლებშიც გამოცდების შედეგები არ მოწმდება ელექტრონული საშუალებების გამოყენებით, ავტომატურ რეჟიმში. 3. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების პროცედურასთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს გამოცდის ჩატარებიდან 3 დღის ვადაში. 4. სრული ზოგადი განათლების დამამთავრებელი კლასის სასწავლო პროგრამის დაძლევის გამოცდების შედეგებთან დაკავშირებული საჩივრები სამინისტროში შეიძლება წარდგენილ იქნეს შედეგების დამტკიცებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში. გადაწყვეტილება საჩივრების დაკმაყოფილების/არდაკმაყოფილების შესახებ მიღებულ უნდა იქნეს გასაჩივრების ვადის ამოწურვიდან 10 სამუშაო დღის ვადაში. 5. საპრეტენზიო საბჭოს მიერ საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ამ დებულებით დადგენილი წესით ამ პირებისათვის ტარდება განმეორებითი გამოცდა საჩივრის დაკმაყოფილებიდან 10 დღის ვადაში. გამოცდის ჩატარების თარიღს ადგენს ცენტრის დირექტორი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.     მუხლი 14🔗. ექსტერნატის ფორმით განათლების მიღების დამადასტურებელი დოკუმენტის გაცემა 1. ექსტერნატის ფორმით განათლების დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი გაიცემა გამოცდისა და აპელაციის შედეგების საფუძველზე. 2. თუ პირი ექსტერნატის ფორმით წარმატებით დაძლევს რამდენიმე კლასის სასწავლო პროგრამას, რომელიც მოიცავს საბაზო საფეხურის დამამთავრებელ კლასს, მასზე უნდა გაიცეს ზოგადი განათლების საბაზო საფეხურის დაძლევის დამადასტურებელი დოკუმენტი. 3. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით დაძლევის შემთხვევაში ცენტრი გასცემს ექსტერნატის ფორმით სრული ზოგადი განათლების მიღების დამადასტურებულ დოკუმენტს – სერტიფიკატს, რომელიც წარმოადგენს სამინისტროს მკაცრი აღრიცხვის ფორმას საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. 4. სრული ზოგადი განათლების ექსტერნატის ფორმით მიღების დამადასტურებელ დოკუმენტს – სერტიფიკატს ავსებს ცენტრი და შევსებულ სერტიფიკატებს გადასცემს იმ რესურსცენტრს, რომელშიც მსურველი დარეგისტრირდა ექსტერნად, ხოლო რესურსცენტრი უზრუნველყოფს მათ გაცემას შესაბამისი პირებისათვის კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 15🔗. ცვლილებები და დამატებები ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.