საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №171 ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა შესვლისა და გასვლის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 15.04.2004
ძალის დაკარგვა 21.10.2004
გამომცემი ორგანო სახელმწიფო უშიშროების სამინისტრო
ნომერი №171
სარეგისტრაციო კოდი 130.01000.11.111.006456
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
- საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციის დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 03.09.2003
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის ბრძანება №171 ,,საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა შესვლისა და გასვლის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:LitNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText2, li.MsoBodyText2, div.MsoBodyText2 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:15.0pt; font-family:"LitNusx","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 46.3pt 56.7pt 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 130.010.000.11.111.006.456
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის
ბრძანება №171
2004 წლის 15 აპრილი
ქ. თბილისი
საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა შესვლისა და გასვლის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 1 მარტის №74 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების მე-12 პუნქტის „ა” და „ჟ” ქვეპუნქტების საფუძველზე, საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სამინისტროს მოსამსახურეთა და უცხო პირთა შესვლისა და გასვლის ორგანიზაციული საკითხების მოწესრიგების მიზნით
1. საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მოსამსახურეთა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში შესვლა განხორციელდეს შესაბამის საგუშაგოზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენის შემდეგ.
2. 2004 წლის პირველ ივლისამდე სამინისტროს მოსამსახურეებმა სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში შესასვლელად პირადობის მოწმობასთან ერთად უნდა წარმოადგინონ დადგენილი ფორმის სპეციალური დროებითი საშვი.
3. ამ ბრძანების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული სპეციალური დროებითი საშვი გაიცემა სამინისტროს იმ მოსამსახურეებზე, რომლებიც კანონმდებლობით დადგენილი წესით დაინიშნენ სამინისტროში შესაბამის თანამდებობებზე 2004 წლი 24 თებერვლიდან.
4. გამონაკლის შემთხვევებში, სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, კადრების განკარგულებაში მყოფი პირი დაიშვება სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში, შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის ხელმძღვანელის წერილობითი მიმართვის საფუძველზე.
5. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სხვა უწყებებისა და დაწესებულებების თანამშრომელთა პერიოდული შესვლა განხორციელდეს წარმომდგენი უწყების ხელმძღვანელის წერილობითი მომართვის საფუძველზე (6 თვის პერიოდულობით), სადაც აღინიშნება პიროვნების გვარი, სახელი, დაკავებული თანამდებობა და მისი სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში შესვლის მიზნები.
6. სხვა უწყების, დაწესებულების მოსამსახურეს რეგისტრაციის გავლისა და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ჩაბარების შემდეგ, გადაეცემა სტუმრის სტატუსის დამადასტურებელი სპეციალური სამკერდე ბარათი.
7. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში უცხო პირთა შესვლა განხორციელდეს სპეციალური შესასვლელებიდან (საგუშაგო) საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ დაშვებული ნებართვის (საშვის) საფუძველზე გამოწერილი საშვის მეშვეობით.
8. სამინისტროს შენობებში შესასვლელად დადგენილია საშვის შემდეგი ფორმები:
ა) №1 – მინისტრთან;
ბ) №2 – მინისტრის მოადგილეებთან (მათ შორის პირველ მოადგილესთან);
გ) №3 – სამინისტროს შესაბამისი სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილ პირთან.
9. პირი, რომელიც საშვის საფუძველზე შედის სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში, გარდა სამინისტროს მოსამსახურისა, ვალდებულია გაიაროს რეგისტრაცია დადგენილი წესით, ჩააბაროს საგუშაგოზე პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, ცეცხლსასროლი იარაღი, აგრეთვე სხვა ელექტრონული და ტექნიკური საშუალებები, რომლებიც დაუბრუნდება მას სამინისტროს ადმინისტრაციული შენობიდან გასვლისას.
10. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის დაშვების და სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში შესვლის უფლების მქონე პირთა ნუსხა განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით.
11. სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობაში საშვის საფუძველზე შემოსული პირი შენობის დატოვებამდე უზრუნველყოფს საშვის დამშვები თანამდებობის პირის მიერ საშვის დამოწმებას ხელმოწერითა და ბეჭდით.
12. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში მოქალაქეთა შესვლის უფლების დამადასტურებელი სპეციალური საშვის თანდართული ფორმები (დანართი №1 – მინისტრთან; დანართი №2 – მინისტრის მოადგილეებთან და დანართი №3 – სტრუქტურული ქვედანაყოფის უფლებამოსილ პირთან).
13. დამტკიცდეს საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სამინისტროს მოსამსახურეთა შესვლის უფლების დამადასტურებელი სპეციალური დროებითი საშვის თანდართული ფორმა (დანართი №4).
14. დაევალოს სამინისტროს ორგანიზაციული უზრუნველყოფის დეპარტამენტს (ო. გოგოძე) ბრძანების მე-2 და მე-7-8 პუნქტებით გათვალისწინებული სპეციალური საშვების დამზადება და სამინისტროს მოსამსახურეთათვის გადაცემა.
15. სამინისტროს ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტმა (შ. ტურაშვილი) უზრუნველყოს სამინისტროში შემოსული სხვა უწყებისა და დაწესებულების მოსამსახურის (სტუმრის) დანიშნულების ადგილამდე გაცილება;
16. სამინისტროს ინსპექტირებისა და საკუთარი უშიშროების დეპარტამენტმა (შ. ტურაშვილი) და სამინისტროს ადმინისტრაციამ (ნ. წერეთელი) მკაცრად დაიცვას ამ ბრძანებით დადგენილი წესი და არ დაუშვას სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში იმ პირთა შემოსვლა, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ ამ ბრძანების მოთხოვნებს.
17. ძალადაკარგულად გამოცხადდეს:
ა) საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2002 წლის 15 ივნისის №0154 საიდუმლო ბრძანება;
ბ) „საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამინისტროს ადმინისტრაციულ შენობებში სხვა უწყებებისა და დაწესებულებების თანამშრომელთა შესვლისა და გასვლის დროებითი წესის შესახებ” საქართველოს სახელმწიფო უშიშროების მინისტრის 2003 წლის 10 ოქტომბრის №346 ბრძანება.
18. ბრძანების შესრულებაზე კონტროლი დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს გიორგი უგულავას.
19. ბრძანება გაეცნოს სამინისტროს პირად შემადგენლობას.
20. ბრძანება გამოიკრას სამინისტროს ადმინისტრაციული შენობების შესასვლელებში თვალსაჩინო ადგილას.
21. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ზ. ადეიშვილი
დანართი 1
დანართი 2
დანართი 3
დანართი 4