საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაადგილების, საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესი
საბაჟო სახელმწიფო დეპარტამენტის თავმჯდომარის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 04.12.1998
ძალის დაკარგვა 27.03.2006
გამომცემი ორგანო საბაჟო დეპარტამენტი
ნომერი №263
სარეგისტრაციო კოდი 000000360.01(3).003.000421
გამოქვეყნების წყარო სსმ, 6, 24/12/1998
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (2)
| 1 | 9 აყვანილია პასუხისმგებელი საბაჟო კონტროლზე Вpznj yf nfvj;tyysq rjynhjkm Jndtncndtyysq |
| ს T ა r ბ p ა t ჟ v ო g ს k z ე h გ ზ l ე k მ z პ ლ n ი f ა v რ j ი ; y b | 3. სატრანსპორტო საშუალება (მოდელი), მისი კოდი Тhfycgjhnyjt chtlcndj (vjltkm) tt rjl |
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაადგილების, საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესი
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:"Geo ABC";} @font-face {font-family:"Baltica TD";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.0in 1.0in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 360.013.003.421
საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის
თავმჯდომარის ბრძანება №263
1998 წლის 4 დეკემბერი
ქ.თბილისი
"საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადლაადგილების, საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესის" სამოქმედოდ შემოღების მიზნით ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს "საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაადგილების, საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესი".
2. აღნიშნული წესი შემოღებულ იქნეს სამოქმედოდ 1999 წლის 15 იანვრიდან.
3. განისაზღვროს, რომ ზემოაღნიშნული წესები არ ვრცელდება იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც გადაადგილდებიან საქართველოს ტერიტორიაზე მგზავრების საერთაშორისო გადაყვანისა და/ან საქონლის საერთაშორისო გადაზიდვების მიზნით.
4. საქართველოს ტერიტორიაზე შემოსვლისას არ გამოიწეროს ზემოაღნიშნული წესით გათვალისწინებული შსტ-3 ფორმა იმ სატრანსპორტო საშუალებებზე, რომლებიც რეგისტრირებულია აზერბაიჯანის რესპუბლიკის კახის, ზაქათალისა და ბელაქანის რაიონებში.
5. შსტ-3 ფორმის მე-3 გრაფაში მითითებული "ძრავის ნომერი", "ძარის ნომერი", "შასის ნომერი" შეიტანება აღნიშნულ ფორმაში იმ შემთვხვევაში, როდესაც ასეთი მონაცემი მითითებულია სატრანსპორტო საშუალების გამყოლ საბუთებში.
6. შსტ-3ფორმის წარმოდგენა საბაჟო დეპარტამენტში წარმოებს სათანადო რეესტრთან ერთად არსებული წესის და ვადების შესაბამისად.
7. საბაჟო სტატისტიკისა და ანალიზის სამმართველომ (ბ.პაიჭაძე) უზრუნველყოს შესაბამისი კომპიუტერული პროგრამის შემუშავება და სათანადო აღრიცხვის წარმოება არსებული წესით.
8. ტექნიკური უზრუნველყოფის სამმართველომ (ა.ჭანტურია) უზრუნველყოს შსტ-3 ფორმის საჭირო რაოდენობით დაბეჭდვა და გაცემა შესაბამისი საბაჟო ორგანოებისათვის და საბაჟო საგუშაგოებისათვის არსებული წესით.
9. შსტ-3 ფორმის შევსების და წარმოების კონტროლი დაევალოს საბაჟო საქმისა და კონტროლის ორგანიზაციის სამმართველოს (ა.ხიდაშელი).
10. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს თავმჯდომარის მოადგილეს დ. აბესაძეს.
თავმჯდომარე თ. მაღლაკელიძე
საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაადგილების, საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესი
1. წინამდებარე წესებით განისაზღვრება მექანიკური სატრანსპორტო საშუალებების და მისაბმელების (შემდგომში – სატრანსპორტო საშუალებები) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანის და ამ ტერიტორიიდან გატანის პირობები.
2. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილ და ამ ტერიტორიიდან გატანილი სატრანსპორტო საშუალებები, მათი კუთვნილების, წარმოშობის ქვეყნის და მფლობელის მოქალაქეობის მიუხედავად, ექვემდებარება საბაჟო კონტროლსა და გაფორმებას ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად.
3. სატრანსაპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებას აწარმოებენ საქართველოს საბაჟო ორგაოები ამ წესებით განსაზღვრულ ვადებში. საბაჟო გაფორმებისათვის სატრანსპორტო საშუალებების წარდგენაზე პასუხიმგებლობა მთლიანად ეკისრება მის მფლობელს.
4. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი და ამ ტერიტორიიდან გატანილი სატრანსპორტო საშუალებები შეიძლება მოქცეულ იქნეს საქართველოს საბაჟო კოდექსით გათვალისწინებულ საბაჟო რეჟიმებში. საბაჟო რეჟიმში მოქცეული სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება ხორციელდება ამ რეჟიმისათვის მოქმედი ნორმატიული აქტების შესაბამისად.
5. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად შემოტანილი სატრანპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის წარდგენა დანიშნულების საბაჟო ორგანოში უნდა მოხდეს მისი შემოტანის დღიდან ოცდაათი დღის განმავლობაში.
6. სატრანსპორტო საშუალებების დროებითი შემოტანა და (ან) გატანა სრული საბაჟო გაფორმების გარეშე (დაწესებული საბაჟო გადასახადების გადახდა, სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გაფორმება) ხდება მცირე ვადით, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს 45 დღეს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანის და (ან) გატანის დღიდან, ხოლო სატრანსპორტო საშუალებების დროებითი შემოტანა და (ან) გატანა ხანგრძლივი ვადით არ უნდა აღემატებოდეს ერთ წელს საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მისი შემოტანის და (ან) გატანის დღიდან. დროებითი შემოტანის და (ან) გატანის ვადის გაგრძელების უფლება აქვს საქართველოს საბაჟო დეპარტამენტს.
7. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალებების გატანა ამ ტერიტორიიდან უნდა მოხდეს მათი შემოტანის დღიდან არაუგვიანეს ათი დღისა.
8. საქართველოს საბაჟო საზღვარზე სატრანსპორტო საშუალებების გატარება ხორციელდება იმ დოკუმენტის საფუძველზე, რომელიც ადასტურებს წარმომადგენლის საკუთრების ან ფლობის უფლებას ამ სატრანსპორტო საშუალებაზე. სავალდებულოა სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტის ან ნოტარიულად დამოწმებული მისი ასლის წარდგენა.
საკუთრების დამადასტურებელ დოკუმენტად ტექნიკურ პასპორტთან ერთად ჩაითვლება: სასაქონლო ჩეკი, შესყიდვის დოკუმენტი, აგრეთვე ნაჩუქრობის ხელშეკრულება, რომელიც ნოტარიულად იქნება დამტკიცებული შესყიდვის ქვეყანაში.
9. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით სატრანსპორტო საშუალებების შემოტანისას შემოსვლის საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მასზე გამოიწერება შსტ-3 ფორმა დანართი №1-ის შესაბამისად.
10. სატრანსპორტო საშუალებების 45 დღემდე ვადით გატანის შემთხვევაში საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გამოიწერება შსტ-3 ფორმა, რომელიც საქართველოში დაბრუნებისას მფლობელის მიერ წარედგინება შემოსავლის საბაჟო გამშვებ პუნქტს.
11. საქართველოს საბაჟო საზღვარზე გადაადგილებისას სატრანსპორტო საშუალება არსებული წესის თანახმად აღირიცხება საბაჟო გამშვები პუნქტის "მსუბუქი ავტომანქანების სააღრიცხვო ჟურნალში". იქვე ჩაიწერება იმ შსტ-3 ფორმის ნომერი, რომლითაც სატრანსპორტო საშუალება აყვანილი და (ან) მოხსნილი იქნება საბაჟო კონტროლიდან.
12. შსტ-3 ფორმის მეცხრე გრაფაში "აყვანილია კონტროლზე" საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მითითებული თარიღი ითვლება ამ წესის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებში აღნიშნული ვადის ათვლის თარიღად.
13. შსტ-3 ფორმის მერვე გრაფაში საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ მიეთითება საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სატრანსპორტო საშუალებების სატვირთო საბაჟო დეკლარაციის (სსდ) გაფორმების გარეშე გადაადგილების ვადა, ამ წესის მეხუთე, მეექვსე და მეშვიდე პუნქტებში აღნიშნული ვადის შესაბამისად.
14. საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ შსტ-3 ფორმის შევსება უნდა მოხდეს მკაფიოდ, რომ გარკვევით იკითხებოდეს საბაჟო გამშვები პუნქტის პასუხისმგებელი თანამშრომლის ბეჭდის ნომერი და ფორმაში აღნიშნული სხვა რეკვიზიტები.
15. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ნებისმიერი საბაჟო რეჟიმით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების მფლობელი, რომლიც ახდენს ამ სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებას, ვალდებულია სხვა დოკუმენტებთან ერთად იქონიოს საბაჟო გამშვები პუნქტის მიერ გამოწერილი შსტ-3 ფორმა.
შსტ-3 ფორმა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმებისათვის აუცილებელ დოკუმენტს.
16. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მუდმივად შემოტანილ და (ან) გატანილ სატრანსპორტო საშუალებაზე საბაჟო ორგანოების მიერ გაფორმდება სსდ.
17. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე სსდ-ს გაფორმების გარეშე გადაადგილებულ სატრანსპორტო საშუალებაზე ამ წესით დადგენილი ვადის კონტროლს ახორციელებს საგზაო პოლიცია სატრანსპორტო საშუალების მფლობელის მიერ წარდგენილი შსტ-3 ფორმის მეცხრე გრაფაში მითითებული ჩანაწერის მიხედვით.
18. სატრანსპორტო საშუალების საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან (ექსპორტი და ხანგრძლივი ვადით დროებითი გატანა) გატანის საფუძველს წარმოადგენს საბაჟო ორგანოების მიერ გაფორმებული სსდ.
19. საგზაო პოლიციის შესაბამისი სამსახურები არ აწარმოებენ:
- საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციასა და შესაბამისი სანომრე ნიშნების გაცემას საბაჟო ორგანოების მიერ გაცემული სატვირთო საბაჟო დეკლარაციის წარდგენის გარეშე;
- დროებით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებაზე რეგისტრაციის ვადის გაგრძელებას, საბაჟო ორგანოების მიერ ვადის გაგრძელების დამადასტურებელი სსდ-ს გარეშე.
20. სატრანსპორტო საშუალებებისათვის განკუთვნილი ნომრიანი აგრეგატების (ძარა, ძრავი) საბაჟო გაფორმება ხორციელდება არსებული წესით. საგზაო პოლიციაში მათი რეგისტრაციის საფუძველს წარმოადგენს სსდ.
უკვე დროებით შემოტანილ სატრანსპორტო საშუალებებზე ნომრიანი აგრეგატების შეცვლის შემთხვევაში, გამოცვლილი აგრეგატები გატანილ უნდა იქნას ქვეყნის ტერიტორიიდან ან უნდა დაიბეგროს თავისუფალ მიმოქცევაში გაშვების საბაჟო რეჟიმით გათვალისწინებული წესების შესაბამისად, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
21. სატრანსპორტო საშუალების მუდმივად გატანისას საბაჟო ორგანოებისათვის მისი საბაჟო გაფორმების საფუძველს წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციიდან მოხსნის დამადასტურებელი საგზაო პოლიციის მიერ გაცემული დოკუმენტი – სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი (დანართი №2) და სარეგისტრაციო მოწმობა, რომელსაც მარჯვენა კუთხე ექნება მოჭრილი.
22. შემოტანის და (ან) გატანის შსტ-3 ფორმა და მასში გაკეთებული ჩანაწერები წარმოადგენენ საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის ან დროებითი (მცირე ვადიანი) რეჟიმით შემოტანილი და ან გატანილი სატრანსპორტო საშუალებების უკან დაბრუნების საფუძველს.
23. შსტ-3 ფორმაში მითითებული ვადის შეუსრულებლობა, ადრე შემოტანილი (ადრე გატანილი) სატრანსპორტო საშუალების გაუტანლობა (შემოუტანლობა), თუ გატანა (შემოტანა) სავალდებულოა, განიხილება, როგორც საბაჟო წესების დარღვევა და გამოიწვევს სატრანსპორტო საშუალების მფლობელის დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
24. საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გაფორმება საბაჟო ორგანოების მიერ ხორციელდება სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეზე.
25. ნებადართულია საქართველოში იმ სატრანსპორტო საშუალებების დროებითი (ხანგრძლივი ვადით) შემოტანა, რომლებიც რეგისტრირებულია სხვა ქვეყანაში იმ პირზე, რომელიც არ არის საქართველოს პირი.
დროებით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალება შეიძლება გამოყენებულ იქნეს მესამე პირის მიერ, თუ იგი აღჭურვილია სათანადო რწმუნებით, დროებითი შემოტანისათვის უფლებამოსილი პირის მიერ.
26. დასაშვებია უკან გატანის პირობით საქართველოს ტერიტორიაზე შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მოქალაქეზე გასხვისება იმ შემთხვევაში, თუ ეს სატრანსპორტო საშუალება მოხსნილი იქნება რეგისტრაციიდან აღრიცხვის ქვეყანაში და უზრუნველყოფილი იქნება სატრანსპორტო საშუალებების თავისუფალ მიმოქცევაში გაშვებაზე გათვალისწინებული გადასახადების გადახდა.
27. უცხოელი მოქალაქის კუთვნილი დროებით შემოტანილი სატრანსპორტო საშუალების საქართველოს მოქალაქეზე მინდობილობით გადაცემის შემთხვევაში ამ სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნებაზე პასუხიმგებლობა საბაჟო ორგანოების მიერ ეკისრება საქართველოს მოქალაქეს.
იმ სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო გაფორმება, რომლებიც აღრიცხვაზეა რეგისტრაციის ქვეყანაში და მისი შემოყვანა მოხდა საქართველოს მოქალაქის მიერ უცხო ქვეყნის მინდობილობით, ან შემოყვანილია უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ და მინდობილობით გადაეცა საქართველოს მოქალაქეს, უნდა მოხდეს დროებითი შემოტანის საბაჟო რეჟიმით, სამი თვის ვადით.
აღნიშნული ვადის ამოწურვის შემთხვევაში უნდა მოხდეს სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნება, ან საბაჟო რეჟიმის შეცვლა.
28. საქართველოს მოქალაქის კუთვნილი სატრანსპორტო საშუალების უცხოელ მოქალაქეზე მინდობილობით გადაცემის შემთხვევაში, თუ სატრანსპორტო საშუალება გააქვთ საქართველოდან, ამ სატრანსპორტო საშუალების უკან დაბრუნებაზე საბაჟო ორგანოს მიერ პასუხიმგებლობა ეკისრება საქართველოს მოქალაქეს.
29. დაუშვებელია საქართველოდან დროებით გატანილი სატრანსპორტო საშუალების საზღვარგარეთ რაიმე ფორმით გასხვისება.
30. სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გაფორმებისათვის საბაჟო ორგანოს უნდა წარედგინოს შემდეგი დოკუმენტები:
- განცხადება;
- სატრანსპორტო საშუალების ტექნიკური პასპორტი ან მისი ნოტარიულად დამოწმებული ასლი;
- დოკუმენტი, სადაც აღნიშნულია სატრანსპორტო საშუალების გასაყიდი ფასი;
- შიდა საბაჟო ტრანზიტის შსტ-3 ფორმა;
- მუდმივად გატანისას – სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი;
- სხვა დოკუმენტები, რომელიც აუცილებელია საბაჟო გაფორმებისათვის.
შიდა საბაჟო ტრანზიტი N 000000 ფორმა 3
Внутри таможенный транзит Форма
INLAND CUSTOMS TRANZIT
1
1.საბაჟო რეჟიმი
Nfvj;tyysq ht;bv
2. მიმღები საბაჟო
გამშვები პუნქტი
Пhbtv nfvj;
ghjgecryjq geyrn
ს T
ა r
ბ p
ა t
ჟ v
ო g
ს k
z
ე h
გ
ზ l
ე k
მ z
პ
ლ n
ი f
ა v
რ j
ი ;
y
b
3. სატრანსპორტო
საშუალება (მოდელი),
მისი კოდი
Тhfycgjhnyjt chtlcndj
(vjltkm) tt rjl
4. დანიშნულების საბაჟო ორგანო
Nfvj;tyysq jhufy yfpyfxtybz
თანმხლები დოკუმენტი N
Cjghjdjlbntkmysq ljrevtyn
6. დანიშნულების ქვეყანა, მისი კოდი N
Cnhfyf yfpyfxtybbz tt rjl
ძარის N
repjdf
ძრავის N
ldbufntkz
8. დანიშნულების საბაჟოში გამოცხადების
ვადა
Lfnf zdrb d nfvj;y. yfpyfxtybz-------------
საქართველოს ტერიტორიის დატოვების ვადა
lfnf jcnjfdktybz nthhbnjhbb Гhepbb--------
საქართველოს ტერიტორიაზე დაბრუნების
ვადა
lfnf djpdhfotybz yf nthhbnjhb. Гhepbb
შასის N ifccb
5. ქვეყანა საიდანაც
შემოტანილია, მისი კოდი N
Cnhfyf bp rjnjhjq ddtptyj
tt rjl
7. მესაკუთრე ან მისი ნდობით
აღჭურვილი პირი (მისამართი
და პასპორტის მონაცემები)
Вkfltktw b tuj lfdthtyyjt
kbwj (flhtc b gfcgjhnyst
lfyyst)
1
9 აყვანილია პასუხისმგებელი
საბაჟო კონტროლზე
Вpznj yf
nfvj;tyysq
rjynhjkm
Jndtncndtyysq
10. გაფორმდა სსდ N
Jajhvktyj ГДТ
11.მოხსნილია საბაჟო
კონტროლიდან
Cyznj c nfvj;tyyjuj
rjynhjkz
შენიშვნა:
1.წინამდებარე ფორმა წარმოადგენს სატრანსპორტო საშუალების საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის აუცილებელ დოკუმენტს, მოქმედებს საქართველოს ტერიტორიაზე და მფლობელი ვალდებულია იქონიოს ის სატრანსპორტო საშუალების სრულ საბაჟო გაფორმებამდე, ხოლო ტრანზიტის შემთხვევაში - საქართველოს ტერიტორიის დატოვებამდე. სატრანსპორტო საშუალების მოკლე ვადით დროებით გატანის ან დროებით შემოტანის შემთხვევაში დოკუმენტი ინახება მთელი მოძრაობის განმავლობაში.
2.სატრანსპორტო საშუალების საბაჟო გაფორმების დროს ხდება დაწესებული გადასახადების გადახდა და ფორმდება სატვირთო საბაჟო დეკლარაცია.
სატვირთო საბაჟო დეკლარაციის გარეშე გადაადგილების ვადა:
- ტრანზიტისას - შემოტანის დღიდან 10 დღის ვადაში უნდა დატოვოს საქართველოს ტერიტორია;
- დროებითი შემოტანისას და/ან დროებითი გატანისას - 45 დღე შემოტანის და/ან გატანის დღიდან;
- მუდმივად შემოტანისას ან დროებით ხანგრძლივი (45 დღეზე მეტი) ვადით შემოტანისას - 30 დღე შემოტანის დღიდან.
3.ვადების დარღვევა იწვევს მფლობელის დაჯარიმებას მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად: ფიზიკური პირის - ასიდან ასოცდაათ, ხოლო იურიდიული პირის - სამასიდან ხუთას ლარამდე.
წინამდებარე ფორმა წარედგინება საბაჟო ორგანოებსა და საგზაო პოლიციას.
გავეცანი
მფლობელის ხელმოწერა თარიღი
Ghbvtxfybt:
1\ Нfcnjzofz ajhvf ltbqcndetn yf dctq nthhbnjhbb Гhepbb b zdkztncz ytj,[jlbvsv ljrevtynjv ghb jceitcndktybbb nfvj;tyyjuj rjynhjkz b jajhjvktybb nhfycgjhnjyjuj chtlcndf.
Вkfltktw j,zpfy bvtnm lfyye. ajhve lj jrjyxfntkmyjuj jajhvktybz nhfycgjhnjyjuj chtlcndf d nfvj;tyyjv jhufyt, f d ckexft nhfypbnf ljcnfdktybbz nthhbnjhbb Гhepbb.
Пhb dhtvtyyjv ddjpt b$bkb dsdjpt yf chjr lj 45 lytq, yfcnjzofz ajhvf cj[hfyztncz yf dtcm erfpfyysq gthиjl\
2\ Пhb nfvj;tyjv jajhvktybbq nhfycgjhnyjuj chtlcndf pfgjkyztncz
uhepjdfz nfvj;tyyfz ltrkfhfwbz b jceotcndkztncz jgkfnf ecnfyjdktнys[ nfvj;tyys[ gjikby b gkgnt;tq\
Зfgjkytybt uhepjdjq nfvj;tyyjq ltrkfhfwbq yf nhfycgjhnyjt chtlcndj yt jceitcndkztncz ghb dhtvtyyjv ddjpt b $ bkb dsdjpt yf chjr lj 45 lytq cj lyz dhtvtyyjuj ddjpf b$bkb dsdjpf\ Пhb ddjpt lkz dsgecrf d cdj,jljyjt j,hfotybt bkb dhtvtyyjv ddjpt chjrjv jn 45 lytq lj 1 ujlf uhepjdfz nfvj;tyyfz ltrkfhfwbz pfgjkyztncz d ntxtybb 30 lytq cj lyz ddjpf nhfycgjhnyjuj chtlcndf\
Пhb nhfypbnt nhfycgjhnyjt chtlcndj d ntxtybb 10 lytq cj lyz ddjpf ljk;yj gjrbyenm nthhbnjhb. Гhepbb\
3\ Нfheityt erfpfyys[ chjrjd dktxеn flvbybcnhfnbdye. jndtncndtyyjcnm d dblt inhfaf|
- lkz abpbxtcrb[ kbw – jn cnf lj cnf gznbltcznb kfhb+
- lkz .hblbxtcrs[ kbw – jn nht[cjn lj gznmcjn kfhb\
Нfcnjzofz ajhvf ghtlcnfdkztncz nfvj;tyнsv jhufyоv b ljhj;tyyjq gjkbwbb\
пjlgbcm dkfltkmwf дfnf
Note:
1. This declaration form is valid on the whole territory of Georgia and it is the customs control and registration document required for transport means. Holder should retain it until customs clearance has been completed; in the case of transit , the declaration should be retained until it's left the territory of Georgia, this document should be retained until completion of the entire movement of transport means on the territory of Georgia.
2. For customs registration of transport means, the customs duty should be paid and the customs declaration should be filde in.
Terms for the movement without having the customs declaration:
- During trensit - vehicle hes to leave the territory of Georgia in 10 days.
- During temporary movement in/out – vehicle hes to leave the territory of Georgia in 45 days.
- During long period (more than 45 days) transit – 30 days from moving in the territory of Georgia.
3. In the case, if these terms are broken, the owner shall be fined according to the established legislation: natural person with 100-150 GEL, legal entiti with 300-500 GEL.
The present declaration for shall be presented to the Customs Bodies and Traffic Police.
Signature of the owner Data
დანართი №2
სატრანსპორტო საშუალების სააღრიცხვო ბარათი
სპ-ს დანაყოფი
რეგისტრ. თარიღი:
რეგისტრაციის საფუძველი: სერია და ნომერი: გაცემის თარიღი
ტექნიკური მონაცემები მფლობელი
მარკა-მოდელი:
გამოშვ. წელი:
აგრეგატის ნომერი: პასპორტი:
VIN : ID :
ძარის ნომერი: დაბადების თარიღი:
შასის ნომერი:
მისამართი:
ძარის ტიპი:
საკუთარი წონა:
სრული მასა:
ფერი:
ტექნიკური მოწმობა: ტელეფონი
გაცემის თარიღი:
სპ-ს აღნიშვნები