⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.12.2006)
გაუქმებულია:

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 17.03.2006
ძალის დაკარგვა 22.12.2006
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №217
სარეგისტრაციო კოდი 230150070.22.033.008303
გამოქვეყნების წყარო სსმ, 41, 27/03/2006
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,714 სიტყვა · ~14 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
17.03.2006 მიღება
22.12.2006 ძალის დაკარგვა
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:sggg1;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} h1 {margin:0in; margin-bottom:.0001pt; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:AcadNusx; font-weight:normal;} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:150%; font-size:14.0pt; font-family:sggg1;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.tavixml, li.tavixml, div.tavixml {mso-style-name:tavi_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tavisataurixml, li.tavisataurixml, div.tavisataurixml {mso-style-name:tavi_satauri_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:0in; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:35.95pt 63.0pt 44.95pt 45.0pt;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 230.150.070.22.033.008.303 საქართველოს ფინანსთა მინისტრის ბრძანება №217 2006 წლის 17 მარტი ქ. თბილისი ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ ინსტრუქციის დამტკიცების თაობაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 123-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის, 123-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს ინსტრუქცია ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ“ (და­ნართი №1) თანდართულ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ ფორმასთან ერთად. 2. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს: ა) საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო დეპარტამენტის 1995 წლის 31 იანვრის №16 ბრძანებით დამტკიცებული ,,ინსტრუქცია საქართველოს რესპუბლიკის საბაჟო ორგანოების მიერ საბაჟო კონტროლს დაქვემდებარებულ ტვირთებზე საბაჟო კონტროლის გაძლიერებისათვის შიდა საბაჟო ტრანზიტის ფორმა (№1-ით) სარგებლობის შესახებ;“ ბ) საქართველოს საბაჟო დეპარტამენტის 1998 წლის 4 დეკემბრის №263 ბრძანება ,,საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებისა და მისაბმელების გადაადგილების საბაჟო კონტროლისა და გაფორმების წესის შესახებ“. 3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე საბაჟო ორგანოებმა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლსა და აღრიცხვაზე აყვანისას ,,შიდა საბაჟო ტრანზიტის“ ფორმის ნაცვლად, გამოიყენონ ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის“ ფორმა. 4. ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. ა. ალექსიშვილი დანართი №1 ინსტრუქცია საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობის შევსების წესის შესახებ თავი I ზოგადი დებულებანი     მუხლი 1🔗 საქონლის და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო საზღვარზე შემოტანის, ასევე საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილების დროს საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა ხორცი­ელდება ,,საბაჟო კონტროლის ქვეშ საქონლისა და სატრანსპორტო საშუალების აღრიცხვის მოწმობით“ (შემდგომში – მოწმობა) (დანართი №1).     მუხლი 2🔗 ინსტრუქციაში გამოყენებულ ტერმინთა განმარტებები: ა) სასაქონლო პარტია – ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგ­ზავნილი ერთი სატრანსპორტო საშუალებით (სარკინიგზო ტრანსპორტის შემთხვევაში ერთი ან რამდენიმე დასახელების საქონელი, გაგზავნილი ერთი გამგზავნის მიერ ერთი მიმღების მისამართით, წარდგენილი საბაჟო გაფორმებისათვის ერთდროულად, ერთი შემადგენლობით); ბ) სატრანსპორტო დოკუმენტები – სატრანსპორტო ზედდებული, კონოსამენტი ან საქონლის თანხმლები სხვა დოკუმენტები, რომელთა საფუძველზეც ხორციელდება საქონლის საერთაშორისო და/ან საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ მათი გადაზიდვა; გ) საერთო წონა – დატვირთული სატრანსპორტო საშუალების წონა საქო­ნელთან ერთად; დ) წონა – საქონლის წონა თანდართული სატრანსპორტო დოკუ­მენტების მიხედვით, ან მისი ფიზიკური აწონვის შემდგომ; ე) გამგზავნი საბაჟო ორგანო – საბაჟო ორგანო, რომელიც ახორცი­ელებს მოწმობის შევსებას და საიდანაც იწყება საქონლის და სატრანსპორტო საშუ­ალებების გადაადგილებაზე კონტროლი (მათ შორის, საზღვაო ტრანსპორ­ტი­დან საქონ­ლის და სატრანსპორტო საშუალებების გადმოტვირთვის ან სატრასპორტო საშუალების შეცვლის ან გადამისამართების დროს).     მუხლი 3🔗 აღნიშნული მოწმობით ხორციელდება: ა) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანის კონტროლი და აღრიცხვა 30 დღემდე ვადით; ბ) საბაჟო ტერიტორიაზე ტრანზიტის საბაჟო რეჟიმით გადაადგილებული საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა; გ) საბაჟო გაფორმების შემდეგ საქართველოს საბაჟო ტერიტორიიდან გასატანი საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა; დ) საბაჟო საზღვრის გადმომკვეთი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, თუ მათი საბაჟო გაფორმება არ ხდება საბაჟო გამშვებ პუნქტში ან საბაჟო საგუშაგოზე; ე) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ორ სხვადასხვა საბაჟო კონტროლის ზონას შორის გადაადგილებული საბაჟო კონტროლის ქვეშ მყოფი საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა; ვ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული ერთი სატრანსპორტო საშუალებიდან მეორე სატრანსპორტო საშუალებაზე გადატვირთული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა, გარდა საზღვაო და საჰაერო ტრანსპორტზე საქონლის გადატვირთვისას; ზ) საბაჟო კონტროლის ქვეშ გადაადგილებული სატრანსპორტო საშუ­ალებებიდან საქონლის ნაწილის გადმოტვირთვის შემთხვევაში სატრანს­პორტო საშუალებებში დარჩენილი და გადაადგილებული საქონლის საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა; თ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საბაჟო კონტროლის ქვეშ სხვა საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების გადაადგილების საბაჟო კონტროლი და აღრიცხვა.     მუხლი 4🔗 აღნიშნული მოწმობა არ გამოიწერება: ა) მგზავრთა საერთაშორისო გადაყვანისათვის გამოყენებულ სატრან­ს­პორტო საშუალებებზე, თუ ისინი საერთაშორისო შეთანხმებების საფუძველზე ასრულებენ რეგულარულ რეისებს; ბ) ცარიელ სარკინიგზო შემადგენლობაზე; გ) საავტომობილო გადაზიდვებისათვის განკუთვნილი, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე შემოსული და/ან გასული ცარიელ სატრანსპორტო საშუალებებზე, გარდა ამ ინსტრუქციის მე-3 მუხლის ,,ბ“ პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა; დ) TIR წიგნაკით გადაადგილებულ საქონელსა და სატრანსპორტო საშუალე­ბებზე.     მუხლი 5🔗 მოწმობის გამოწერას ახორციელებს გამგზავნი საბაჟო ორგანო.     მუხლი 6🔗 მოწმობის კონტროლიდან მოხსნა ხორციელდება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით განსაზღვრულ იმ საბაჟო ორგანოში, სადაც მთავრდება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების გადაადგილებაზე კონტროლი ან სადაც მოხდა საქონლის სხვა სატრანსპორტო საშუალებაში გადატვირთვა ან გადამისამართება.     მუხლი 7🔗 1. იმ შემთხვევაში, თუ არ ხდება სხვა ქვეყნის შესაბამისი ორგა­ნოს მიერ დადე­ბული ლუქის ახსნა, მოწმობა ივსება დეკლარანტის მიერ წარმოდგენილ სატრანსპორტო დოკუმენტებში არსებული მონაცემების მიხედვით; ამასთან, ყველა სატრანსპორტო დოკუმენტზე საბაჟო მოხელის მიერ დაისმება პირადნომრიანი ბეჭედი. სხვა შემთხვევაში შესაძლებელია მოწ-მობაში შევიდეს ზეპირი დეკლარირე­ბის მონაცემები ან საბაჟო შემოწმების შედეგები. 2. ერთი მოწმობა ივსება მხოლოდ ერთ სასაქონლო პარტიაზე. 3. მოწმობის ძირითად ფურცელზე შეიძლება გაცხადდეს ცნობები სეს სნ-ის ერთ ჯგუფში (ორნიშნა კოდით) კლასიფიცირებულ ერთ ან რამდენიმე საქონელზე (აქციზური საქონლის შემთხვევაში – ერთი ცხრა ნიშნა კოდით); 4. მოწმობის დამატებით ფურცელზე შეიძლება გაცხადდეს ცნობები სეს სნ-ის სამ სხვადასხვა ჯგუფში (ორნიშნა კოდით) კლასიფიცირებულ სამ ან რამდენიმე საქონელზე (აქციზური საქონლის შემთხვევაში – ერთი ცხრანიშნა კოდით). 5. მოწმობა ივსება ქართულ ენაზე კომპიუტერის საბეჭდი მოწყობილობის გამოყენებით. დასაშვებია მე-9 გრაფაში მონაცემების ხელით ჩაწერა, რაც დადასტურებული უნდა იყოს საბაჟო მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. 6. დასაშვებია მოწმობის უკანა გვერდის გამოყენება სხვადასხვა მაკონტროლებელი ორგანოების შენიშვნების, აღნიშვნებისა და დამღები­სათვის. 7. მოწმობის კომპლექტი შედგება 2 სხვადასხვა ფერის (ყვითელი და ცისფერი) ფურცლისაგან და ნაწილდება შემდეგნაირად: ა) პირველი ფურცელი (ყვითელი) ეგზავნება საბაჟო დეპარტამენტს დადგენილი წესით; ბ) მეორე ფურცელი (ცისფერი) თან მიყვება საქო­ნელსა და სატრანსპორტო საშუალებას დანიშნულების საბაჟო ორგანომდე. 8. მოწმობის დამატებითი ფურცლების გრაფების შევსების წესი იგივეა, რაც ძირითადი ფურცლის შესაბამისი გრაფებისა.     მუხლი 8🔗 საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის გამოწერა და კონტროლიდან მოხსნა რეგისტრირდება სპეციალურ რეგისტრაციის ჟურნალში.     მუხლი 9🔗 საბაჟო ორგანოს მიერ მოწმობის შევსებისას ან კონტროლიდან მოხსნისას, შეიძლება მოთხოვნილ იქნეს კანონმდებლობით გათვალისწინებული დამატებითი საბუთები და/ან ცნობები. თავი II მოწმობის შევსების წესი     მუხლი 10🔗. მოწმობის შევსების წესი 1. გამგზავნი საბაჟო ორგანოს მიერ ივსება შემდეგი გრაფები: 1, 2, 4, 5, 6, 7, 7ა, 8, 8ა, 9, 10, 11, 12, 13, 14, 15, 16, 17, 18, 19, 20, 21, 22, 23, 24, 25, A, B, C. 2. გრაფა A – გრაფაში აღინიშნება გამგზავნი საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და და-სახელება. 3. გრაფა 1 – ,,ექსპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავ­ნის (გამომგზავნების) რეკვიზიტები: ა) იურიდიული პირის ან მისი სტრუქტურული ქვედანაყოფის სახელწოდება და იურიდიული მისამართი; ბ) ფიზიკური პირის შემთხვევაში – სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი; გ) ერთზე მეტი ფიზიკური პირის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ,,იხ. დანართი“ და მოწმობას თან დაერთვის საბაჟო მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით დამოწმებული პირების სრული სია მათი კუთვნილი საქონლის რაოდენობა ადგილების მითითებით; დ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების შემომყვანის რეკვიზიტები; ე) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი. 4. გრაფა 2 – ,,ფორმები“ – გრაფის პირველ განყოფილებაში აღინიშნება ფურცლის რიგითი ნომერი, მეორეში – მოწმობის ფურცლების საერთო რაოდენობა ძირითადი და დამატებითი ფურცლების ჩათვლით (მაგალითად, თუ გვაქვს ერთი მოწმობა ორი დამატებითი ფურცლით, მაშინ ძირითადი ფურცლის მე-2 გრაფის პირველ განყოფილებაში უნდა აღინიშნოს – 1, მეორე განყოფილებაში – 3, პირველ და-მატებით ფურცელში – 2 და 3, მეორეში – 3 და 3). 5. გრაფა 4 – ,,საქონლის რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება: ა) საქონლის რაოდენობა; ბ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება. 6. გრაფა 5 – ,,ადგილების რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება: ა) სასაქონლო პარტიის ადგილების საერთო რაოდენობა, რაც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში; ბ) საქონლისათვის, რომელიც გადაიზიდება კონტეინერებით, ყუთებით, ქვეშით და ა.შ. რაოდენობა იმ უმცირესი შეფუთვისა, რომელიც მოცემულია სატრანსპორტო დოკუმენტებში, როგორც სატვირთო ადგილი; გ) იმ უმცირესი შეფუთვის რაოდენობა, რითაც შესაძლებელია მათი კუთვნილების იდენტიფიცირება, რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება. 7. გრაფა 6 – ,,იმპორტიორი“ – გრაფაში აღინიშნება: ა) საქონლის მიმღების (მიმღებების) რეკვიზიტები: ა.ა) თუ საქონლის მიმღები იურიდიული პირია, მისი სრული სახელწოდება და მისამართი; ა.ბ) თუ საქონლის მიმღები ფიზიკური პირია, გრაფაში აღინიშნება მისი სახელი, გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი; ბ) ერთზე მეტი ფიზიკური პირის შემთხვევაში აღნიშნულ გრაფაში მიეთითება ,,იხ. დანართი“ და მოწმობას თან დაერთვის საბაჟო მოხელის მიერ პირადნომრიანი ბეჭდით დამოწმებული პირების სრული სია მათი კუთვნილი საქონლის ადგილების მითითებით; გ) საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას გრაფაში ჩაიწერება ამ სატრანსპორტო საშუალების შემომყვანის რეკვიზიტები; დ) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – მძღოლის სახელი და გვარი, მისამართი და პასპორტის ნომერი. 8. გრაფა 7 – ,,გამომგზავნი ქვეყანა“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის მოკლე დასახელება. გამომგზავნი ქვეყანა განისაზღვრება სატრანსპორტო დოკუმენტებში მოყვანილი ცნობების საფუძველზე, რომელთა თანახმად ხორციელდებოდა საქონლის საერთაშორისო გადაზიდვა, ხოლო თუ გამომგზავნი ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი. 9. გრაფა 7ა – ,,გამომგზავნი ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის გამომგზავნი ქვეყნის ციფრული კოდი. 10. გრაფა 8 – ,,დანიშნულების ქვეყანა“ – გრაფაში მიეთითება დანიშნუ­ლების ქვეყნის მოკლე დასახელება, ხოლო თუ დანიშნულების ქვეყანა რამდენიმეა, მიეთითება პირველი. 11. გრაფა 8ა – ,,დანიშნულების ქვეყნის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება დანიშნულების ქვეყნის ციფრული კოდი. 12. გრაფა 9 – ,,სატრანსპორტო საშუალება ქვეყანაში“ – გრაფაში აღინიშ­ნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც ხდება ქვეყნის შიგნით საქონლის მიწოდება დანიშნულების საბაჟო ორგანომდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისის და ბორტის ნომრები, ავტოტრანსპორტის სარეგისტრაციო ნომერი, სარკინიგზო ვაგონის ნომერი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მსგავსი მონაცემები). 13. გრაფა 10 – ,,კონტეინერი“ – გრაფაში აღინიშნება: ა) 1 – თუ საქონელი იგზავნება კონტეინერით, ხოლო კონტეინერის ნომრები მიეთითება მოწმობის მე-13 გრაფაში; ბ) 0 – თუ საქონელი არ იგზავნება კონტეინერით. 14. გრაფა 11 – ,,სატრანსპორტო საშუალება საზღვარზე“ – გრაფაში აღი­ნიშ­ნება სატარნსპორტო საშუალების მონაცემები, რომლითაც საქონელი მიწო­დებულ იქნა საქართველოს საბაჟო საზღვრამდე (საზღვაო სატრანსპორტო საშუ­ალების დასახელება, საჰაერო ხომალდის რეისისა და ბორტის ნომრები, რკინიგზის ვაგონის ნომერი, ავტოსატრანსპორტო საშუალების სარეგისტრაციო ნომერი და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა ამგვარი მონაცემები). 15. გრაფა 12 – ,,ტრანსპორტის სახეობა“ – გრაფაში ჩაიწერება მე-11 გრაფაში მითითებული სატარნსპორტო საშუალების კოდი. 16. გრაფა 13 – „საქონლის აღწერა და რაოდენობა“ – გრაფაში აღინიშნება: ა) საქონლის დასახელება, რაც იძლევა საქონლის საბაჟო მიზნით იდენტი­ფიცირების შესაძლებლობას, თითოეული მონაცემი ჩაიწერება ახალი სტრიქონით; ბ) კონტეინერებით გადაზიდულ საქონელზე კონტეინერების რაოდენობა და წილადის ხაზის შემდეგ მათი ნომრები, თუ საქონელს არ უკავია მთელი კონტეინერი, მისი ნომრის შემდეგ ჩაიწერება – ,,ნაწილი“; გ) მარკირებულ აქციზურ საქონელზე აქციზური მარკების სერია და რაოდენობა; დ) ,,სხვადასხვა დასახელების საქონელი“ – თუ, რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება; ე) ,,ავტოსატრანსპორტო საშუალების საქართველოში დროებითი შემოტანა“ – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას; ვ) ,,სატრანსპორტო საშუალებების ტრანზიტი“ – ტრანზიტულად გადაადგ­ილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის დროს. 17. გრაფა 14 ,,საქონელი №“ – გრაფაში აღინიშნება: ა) საქონლის რიგითი ნომერი; ბ) 1 – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას და ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის დროს. 18. გრაფა 15 – ,,საქონლის კოდი“ – გრაფაში აღინიშნება: ა) საქონლის კოდი საგარეო-ეკონომიკური საქმიანობის სასაქონლო ნომენკლატურის მიხედვით ორ ნიშნამდე სიზუსტით სავალდებულოდ. აქციზური საქონლის დეკლარირებისას – ცხრა ნიშნამდე სიზუსტით; ბ) 77 – რამოდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასა­ხელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო სხვა მონაცემების დაზუსტება; გ) 99 – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას; დ) 98 – ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალე­ბების შემოსვლის დროს. 19. გრაფა 16 – ,,საერთო წონა (კგ)“ – გრაფაში აღინიშნება: ა) მთელი რიცხვის სახით საერთო წონა კილოგრამებში; ბ) რკინიგზით გადაადგილებული საქონლის შემთხვევაში გრაფაში იწერება საქონ­ლის წონა კილო-გრამებში; გ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება; დ) 1 – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას; ე) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის დროს. 20. გრაფა 17 – ,,წონა (კგ)“ – გრაფაში ჩაიწერება: ა) მთელი რიცხვის სახით მე-13 გრაფაში აღწერილი საქონლის წონა კილოგრამებში; ბ) 1 – რამდენიმე ფიზიკური პირის მიერ საქონლის (რამდენიმე დასახელების საქონლის) შემოტანის შემთხვევაში, როდესაც აუცილებელია მისი რაოდენობის, სახეობის და საბაჟო კონტროლისა და გაფორმებისათვის საჭირო კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მონაცემების დაზუსტება; გ) 1 – საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე საქართველოს საბაჟო კოდექსის 42-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,თ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ავტოსატრანსპორტო საშუალებების საქართველოში დროებით შემოტანისას; დ) ტრანზიტულად გადაადგილებული ცარიელი ავტოსატრანსპორტო საშუალებების შემოსვლის დროს. 21. გრაფა 18 – ,,გადაიტვირთა მოწმობა №“ – გრაფა ივსება იმ შემთხვევაში, როდესაც მოხდა საქონლის გადატვირთვა სხვა სატრანსპორტო საშუალებაში ან მისი გადამისამართება. გრაფაში აღინიშნება წინმსწრები მოწმობის ნომერი. 22. გრაფა 19 – ,,სატრანსპორტო დოკუმენტები“ – გრაფაში აღინიშნება წარდგენილი დოკუმენტაციის ნომრები (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 23. გრაფა 20 – ,,პასუხისმგებელი“ – გრაფაში აღინიშნება: ა) დეკლარანტის რეკვიზიტები; ბ) დატვირთული სატრანსპორტო საშუალებების შემთხვევაში – გადამზიდველის სალიცენზიო მოწმობის ნომერი; გ) დეკლარანტის ან გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერა, ხოლო არსებობის შემთხვევაში ბეჭედი; დ) საქონლის რკინიგზით გადაადგილების დროს, მოცემულ გრაფა­ში მიეთითება, რომ მოწმობა და საქონელი მიიღო რკინიგზის წარმომადგენელმა. 24. გრაფა 21 – ,,დანიშნულების ადგილი“ – გრაფაში აღინიშნება საქონლის და სატრანსპორტო საშუალების კანონმდებლობით დადგენილი სხვა (არა საბაჟო ორგანო) ადგილი. 25. გრაფა 22 – ,,მოწმობა №“ – გრაფაში აღინიშნება მოწმობის სტამბური ნომერი. 26. გრაფა 23 – ,,დანიშნულების საბაჟო“ – გრაფაში აღინიშნება დანიშნულების საბაჟო ორგანოს ხუთნიშნა ციფრული კოდი და დასახელება. 27. გრაფა 24 – გრაფაში აღინიშნება: ა) ,,მებაჟეს“ გასწვრივ გამგზავნი საბაჟო ორგანოს პასუხისმგებელი მოხელის პირადი ნომერი; ბ) ,,ლუქის ნომრების“ გასწვრივ სატრანსპორტო საშუალებაზე დადებული ლუქის ნომრები. თუ ლუქი არ არის დადებული აღინიშნება – 0; გ) ,,გამოცხადების თარიღის“ გასწვრივ 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოში გამოცხადების თარიღი; დ) ,,დროს“ გასწვრივ შევსების დრო. 28. გრაფა 25 – ,,ადგილი და თარიღი“ – გრაფაში მიეთითება მოწმობის შევსების ადგილი და თარიღი. საქონლის გადაზიდვაზე პასუხისმგებელი პირი ხელმოწერით და ბეჭდით ან შტამპით (არსებობის შემთხვევაში) ადასტურებს მოწმობაში ასახული ინფორმაციის სისწორეს. 29. გრაფა B – გრაფაში აღინიშნება მოწმობის რეგისტრაციის ნომერი. 30. გრაფა C – გრაფაში უნდა დაისვას გამგზავნი საბაჟო ორგანოს დამღა – ,,აყვანილია კონტროლზე“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს გაფორმების თარიღს. საბაჟო კონტროლის დამადასტურებელი დამღა მოწმდება ამავე მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. ბეჭდის დასმა დამღის შიგნით დაუშვებელია. ხელმო-წერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით, სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს ბეჭდისა და დამღის ნომრები და წარწერა.     მუხლი 11🔗. დანიშნულების საბაჟო ორგანოს მიერ გრაფების შევსების წესი 1. გრაფა D – გრაფაში აღინიშნება კონტროლიდან მოხსნის ნომერი, რომელიც მოწმდება პასუხის-მგებელი მოხელის პირადნომრიანი ბეჭდით. 2. გრაფა E – გრაფაში უნდა დაისვას 23-ე გრაფაში მითითებულ დანიშნულების საბაჟო ორგანოს დამღა – ,,მოხსნილია კონტროლიდან“. დამღაში მითითებულ ადგილზე პასუხისმგებელი მოხელე აწერს ხელს და მიუთითებს კონტროლიდან მოხსნის თარიღს. ხელმოწერა შესრულებული უნდა იყოს გარკვევით სრულყოფილად უნდა იკითხებოდეს დამღის ნომერი და წარწერა. თავი III დასკვნითი დებულებანი     მუხლი 12🔗. მოწმობა, თანდართული სატრანსპორტო დოკუმენტები და ცნობები ინახება საქართველოს საბაჟო კანონმდებლობით დადგენილი წესით. დანართი №1