⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (22.09.2008)
გაუქმებულია:
📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ

მიღების თარიღი 13.03.2008
ძალის დაკარგვა 22.09.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია
ნომერი №7
სარეგისტრაციო კოდი 300280010.16.009.011616
გამოქვეყნების წყარო სსმ, 42, 20/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 1,405 სიტყვა · ~7 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
13.03.2008 მიღება
22.09.2008 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
📋 აუქმებს — 1 აქტი

დოკუმენტის ტექსტი

ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:AcadNusx;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoBodyTextIndent, li.MsoBodyTextIndent, div.MsoBodyTextIndent {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:27.0pt; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:-27.0pt; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family:AcadNusx;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.MsoRMPane, li.MsoRMPane, div.MsoRMPane {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoListParagraph, li.MsoListParagraph, div.MsoListParagraph {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:.5in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; line-height:18.0pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.Char2 {mso-style-name:" Char2"; font-family:AcadNusx;} span.Char1 {mso-style-name:" Char1";} span.Char {mso-style-name:" Char"; font-weight:bold;} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 300.280.010.16.009.011.616 საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დადგენილება №7 2008 წლის 13 მარტი ქ. თბილისი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის შესახებ მომხმარებელთა უფლებების დაცვის, გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესრულებისას წარმოქმნილი სამართლებრივი ურთიერთობების მოწესრიგების მიზნით, „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის და 46​2-ე მუხლის შესაბამისად, ვადგენთ: მუხლი 1🔗. დამტკიცდეს „ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისა და საფასურის გადახდის წესები“. მუხლი 2🔗. ამ დადგენილების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სს „თელასის“ 10(6) კვ და 380/220 ვ ძაბვის საფეხურის გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების საფასურის დადგენის შესახებ“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი ეროვნული კომისიის 2007 წლის 20 ივლისის №12 დადგენილება (სსმ III, 23.07.2007წ., №104, მუხლი 1142🔗). მუხლი 3🔗. დადგენილება ძალაშია გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს. თავმჯდომარე             გ. ჩალაგაშვილი ელექტროენერგიის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისა და საფასურის გადახდის წესები     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები 1. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტის გამანაწილებელ ქსელზე (შემდგომში – გამანაწილებელი ქსელი) ახალი მომხმარებლის მიერთების წესები (შემდგომში – წესები) ადგენს განაწილების ლიცენზიანტის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთებისა და მომსახურების პირობებს და სავალდებულოა საქართველოს ტერიტორიაზე ყველა იმ პირისთვის, რომელიც ახორციელებს ელექტროენერგიის განაწილებას, მოხმარებას ან სურს მიუერთდეს გამანაწილებელ ქსელს. 2. ამ წესებში გამოყენებულ ტერმინებს აქვს იგივე მნიშვნელობა, რაც განსაზღვრულია „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონით. 3. ელექტროენერგიის განაწილების ლიცენზიანტი გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ განაცხადის მიღების შემთხვევაში კისრულობს ვალდებულებას გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) უზრუნველყოს ელექტროენერგიით მომარაგებისათვის საჭირო მომსახურებითა და საშუალებებით ამ წესებისა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო გამანაწილებელ ქსელზე ახალი მიერთების მსურველი (განმცხადებელი) კისრულობს ვალდებულებას გადაიხადოს ამ წესებით განსაზღვრული გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური და დაიცვას მოქმედი კანონმდებლობითა და ამ წესებით განსაზღვრული პირობები. 4. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთება საჭიროებს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდას. მიერთების საფასური ერთჯერადი გადასახდელია. ამასთან, მხარეები შეიძლება შეთანხმდნენ მიერთების საფასურის საავანსო და ეტაპობრივი გადახდის წესზეც.     მუხლი 2🔗. ახალი მომხმარებლის მიერთება 1. ამ წესების მოთხოვნები ვრცელდება მხოლოდ იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებაზე, რომლებიც არ არიან მიერთებულნი გამანაწილებელ ქსელთან და არ ხდებოდა მათთვის კანონმდებლობით დადგენილი პირობების შესაბამისად ელექტროენერგიის მიწოდება. 2. თუ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში ამ ახლად აშენებული ობიექტის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით საჭიროა გამანაწილებელ ქსელთან ახალი მომხმარებლის მიერთება, პირმა (ან პირთა ჯგუფმა), რომელსაც სურს მიუერთდეს გამანაწილებელ ქსელს, სათანადო განაცხადით უნდა მიმართოს განაწილების ლიცენზიანტს. 3. ეს წესები არ ვრცელდება იმ საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის ელექტროენერგიით უზრუნველყოფაზე, რომელზეც გაცემულია ტექნიკური პირობა და ხდება (ან ხდებოდა) ელექტროენერგიით მომარაგება. 4. მომხმარებლის სამართლებრივი ფორმის ან მისი უძრავი ქონების, ან ამ ქონების ნაწილზე მფლობელის ან მესაკუთრის შეცვლა, მომხმარებლისათვის (ან ახალი მომხარებლებისათვის) არ წარმოადგენს გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურის გადახდის ან შეცვლის საფუძველს. 5. გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 380/220 ვ ძაბვის საფეხურზე დგინდება მისაერთებელი სიმძლავრის ერთ ერთეულზე (1 კვტ.). 6. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასურში შედის ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაო და ხარჯი (სრული ტექნოლოგიური ციკლი) ელექტროენერგიის აღრიცხვის საანგარიშსწორებო ხელსაწყოს (მრიცხველის) ჩათვლით (გარდა ამ მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-8 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევებისა). 7. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ვ ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური 1 კვტ. მისაერთებელ სიმძლავრეზე დღგ-ის ჩათვლით, განისაზღვროს შემდეგი ოდენობით: ა) 0 კვტ-დან და 6 კვტ-ის ჩათვლით – 0 ლარი; ბ) 6 კვტ-დან 20 კვტ-ის ჩათვლით – 20 ლარი; გ) 20 კვტ-დან 50 კვტ-ის ჩათვლით – 70 ლარი; დ) 50 კვტ-დან 100 კვტ-ის ჩათვლით – 120 ლარი; ე) 100 კვტ-დან ზევით – 170 ლარი. 8. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ძაბვაზე მისაერთებელი სიმძლავრის ახალი მომხმარებლის მიერთებისას, ამ მომხმარებლის კუთვნილი ტერიტორიიდან, არსებულ გამანაწილებელ ქსელამდე 100 მ-ზე ზევით სადენის გამოყენების შემთხვევაში, სხვაობას იხდის მომხმარებელი. ასევე ამ მომხმარებლის მიერ უნდა ანაზღაურდეს მისი მოხმარების, ინდივიდუალური აღრიცხვის სამფაზა მრიცხველის ღირებულება (ასეთის არსებობის შემთხვევაში). 9. გამანაწილებელი ქსელის 380/220 ძაბვაზე ახალი მომხმარებლის მიერთებისას განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, განაცხადის მიღებისთანავე დაიწყოს მიერთებისათვის სათანადო მოქმედების განხორციელება. 10. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია, გამანაწილებელი ქსელის 10(6) კვ. ძაბვაზე და უფრო მაღალი ძაბვის საფეხურზე განაწილების ქსელზე მიერთების ტექნიკური პირობა უფასოდ გასცეს განაცხადის მიღებიდან ორი კვირის განმავლობაში. გაცემული ტექნიკური პირობის ცალმხრივად შეცვლა დაუშვებელია, აღნიშნული შეიძლება განხორციელდეს განმცხადებელსა და განაწილების ლიცენზიატს შორის ურთიერთშეთანხმებით. მიერთების ტექნიკური პირობა სხვა ინფორმაციასთან ერთად უნდა შეიცავდეს შემდეგ ინფორმაციას: ა) მიერთების წერტილს; ბ) მიერთების ძაბვის საფეხურს; გ) მისაერთებელ სიმძლავრეს (პროექტის შესაბამისად). 11. ახალი მომხმარებლის მიერთების განაცხადის განხილვისას, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია მიერთების წერტილი, მოთხოვნილი მისაერთებელი სიმძლავრის გათვალისწინებით, განსაზღვროს არსებული გამანაწილებელი ქსელის შესაბამისი საფეხურის ძაბვაზე. 12. ახალი მშენებლობის შემთხვევაში, როდესაც ამ მშენებლობის შედეგად ადგილი აქვს განაწილების ქსელზე სამი ან სამზე მეტი ახალი მომხმარებლის მიერთებას, განაწილების ლიცენზიანტისთვის მიერთების საფასური გადახდილ უნდა იქნეს არსებულ განაწილების ქსელზე სამშენებლო საპროექტო დოკუმენტაციით დადგენილი (განსაზღვრული) მისაერთებელი სიმძლავრისა და ამ წესებით განსაზღვრული პირობების შესაბამისად. 13. ამ წესების პირობების გათვალისწინებით გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების საფასური არ გადაიხდება, თუ განმცხადებლის ელექტროენერგიით მომარაგების მიზნით არსებულ გამანაწილებელ ქსელზე მიერთება და ამ მომხმარებლის ელექტროენერგიით მომარაგება არ საჭიროებს განაწილების ლიცენზიანტის მიერ ელექტრული ქსელის ან სხვა მოწყობილობების შეძენას, მშენებლობას, დამონტაჟებას. 14. საცხოვრებელი ბინის, საწარმოს ან სხვა ობიექტის მშენებლობის შემთხვევაში, ამ ახლად აშენებული ობიექტის გამანაწილებელ ქსელთან მიერთებისა და ამ მომხმარებლების აბონენტად აყვანის შემდეგ, განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ამ მომხმარებლებს (აბონენტებს) მომსახურება გაუწიოს კომისიის მიერ დადგენილი პირობების შესაბამისად და მათ მიერ მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვა და ანგარიშსწორება აწარმოოს ინდივიდუალური მრიცხველის მეშვეობით.     მუხლი 3🔗. მიერთების საფუსურის აღრიცხვა, ანგარიშგება და კორექტირება 1. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია განცალკავებულად აღრიცხოს: ა) ამ წესებით გათვალისწინებული მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი; ბ) ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ყველა სამუშაოს და მომსახურების ღირებულება, ასევე ახლად შექმნილი ქონება (ფინანსური და ტექნიკური მაჩვენებლებისა და პარამეტრების მითითებით) ცალ-ცალკე ახალი მომხმარებლების (ძაბვის და მოთხოვნილი სიმძლავრის) მიხედვით და ჯამურად; გ) ახალი მომხმარებლების მიერთებით გამოწვეული განაწილებული და გატარებული ელექტროენერგიის მოცულობები, მათთან დაკავშირებული შემოსავლები და ხარჯები. 2. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ამ წესებით გათვალისწინებული მიერთების საფასურით მიღებული შემოსავალი გამოიყენოს მიზნობრივად, ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული სამუშაოს და მომსახურების, საჭიროების შემთხვევაში, შესაბამისი ქონების შეძენის დაფინანსების მიზნით.      3. ახალი მომხმარებლის მიერთებასთან დაკავშირებული ჩატარებული სამუშაოს ან/და მომსახურების ღირებულება, ასევე ახლად შექმნილი ქონება არ მიიღებს მონაწილეობას განაწილების და გატარების ტარიფის გაანგარიშებისას. 4. განაწილების ლიცენზიანტი ვალდებულია ყოველი წლის 1 აპრილამდე ფინანსურ ანგარიშთან ერთად წარადგინოს კომისიაში ამ მუხლით მოთხოვნილი განცალკავებული ფინანსური და ტექნიკური ანგარიში, რაც დადასტურებული უნდა იყოს აუდიტორული დასკვნით. ასევე ყოველკვარტალურად კომისიას მიაწოდოს ოპერატიული ინფორმაცია გამანაწილებელ ქსელებზე ახალი მომხმარებლების მიერთების სამუშაოთა შესრულების მიმდინარეობის შესახებ. 5. ამ წესებით დამტკიცებული მიერთების საფასურის კორექტირება შესაძლებელია კომისიის ან განაწილების ლიცენზიანტის ინიციატივით, წესებში შესაბამისი ცვლილებების შეტანით.     მუხლი 4🔗. გარდამავალი დებულებები ეს წესები არ ვრცელდება იმ შემთხვევებზე, როდესაც მის ამოქმედებამდე დადებული იყო მიერთების ხელშეკრულება ახალ მომხმარებელსა და ელექტროენერგიის გამანაწილებელ ლიცენზიატს შორის ან გამანაწილებელი ლიცენზიანტის მიერ გაცემული იყო მიერთების ტექნიკური პირობა მის გამანაწილებელ ქსელზე ახალი მომხმარებლის მიერთების შესახებ.