საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
მიღების თარიღი 28.03.2008
ძალის დაკარგვა 05.11.2008
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №313
სარეგისტრაციო კოდი 010320010.22.033.011673
გამოქვეყნების წყარო სსმ, 48, 31/03/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-autospace:none; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.35pt 842.0pt; margin:44.95pt 73.35pt .5in 1.0in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.011.673
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №313
2008 წლის 28 მარტი
ქ. თბილისი
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე
საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების მე-17 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე და 37-ე მუხლის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება“.
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო-ანალიტიკური დეპარტამენტის დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 27 ივნისის №480 ბრძანება.
3. ბრძანება ამოქმედდეს 2008 წლის 1 აპრილიდან.
ნ. გილაური
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის დებულება
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. წინამდებარე დებულება განსაზღვრავს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საინფორმაციო ტექნოლოგიების დეპარტამენტის (შემდგომში – დეპარტამენტი) მუშაობის ორგანიზაციას, სტრუქტურას, საქმიანობის პრინციპებსა და სამართლებრივ საფუძვლებს.
2. დეპარტამენტი არის სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფი, რომლის საქმიანობა განისაზღვრება წინამდებარე დებულებით.
3. დეპარტამენტი თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საერთაშორისო ხელშეკრულებებით, საქართველოს კანონებით, სამინისტროს დებულებით, საქართველოს ფინანსთა მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ბრძანებებით, წინამდებარე დებულებით და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით.
4. დეპარტამენტი მის წინაშე მდგარი ამოცანების შესრულებისას, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, თანამშრომლობს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან.
5. დეპარტამენტის ყოველდღიური საქმიანობის კოორდინაციასა და სამსახურებრივ ზედამხედველობას კანონმდებლობით დადგენილი წესით ახორციელებს დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილე.
მუხლი 2🔗. დეპარტამენტის ამოცანები და ფუნქციები
დეპარტამენტის ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს სამინისტროს სისტემაში ახალი პროგრამული პროდუქტების შექმნისას თანამედროვე სტანდარტებისა და მოთხოვნების შემუშავება;
ბ) უზრუნველყოს სამინისტროს სტრუქტურულ ქვედანაყოფებში (შემდგომში _ ქვედანაყოფები) და სამინისტროს სისტემაში შემავალ სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებებში (შემდგომში _ დაწესებულებები) არსებული საინფორმაციო სისტემების და მონაცემთა ბაზების გამართული მუშაობა;
გ) უზრუნველყოს სამინისტროს ქვედანაყოფებში და დაწესებულებებში არსებული საინფორმაციო სისტემების ინტეგრაცია და მათი საიმედო და ეფექტური მომსახურება;
დ) უზრუნველყოს საინფორმაციო სისტემების უსაფრთხოების სტანდარტების შემუშავება;
ე) უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვის საიმედოობა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
ვ) უზრუნველყოს სამინისტროს ქვედანაყოფები, დაწესებულებები და მათი ტერიტორიული ორგანოები (შემდგომში _ ტერიტორიული ორგანოები) სტანდარტული საინფორმაციო სისტემებით და განსაზღვროს მათთვის ტექნიკური საშუალებების მიწოდების აუცილებლობა და სტანდარტები;
ზ) უზრუნველყოს სამინისტროს ქვედანაყოფებს, დაწესებულებებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული მუშაობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის ზუსტი კონფიგურირება, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელის მომსახურება;
თ) სამინისტროს ქვედანაყოფებისა და დაწესებულებების სპეციფიკის გათვალისწინებით, შეიმუშაოს ახალი პროგრამული პროდუქტები და მოახდინოს ამ პროგრამული პროდუქტების დანერგვა, მოახდინოს პროგრამული სისტემების ცვლილებები ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, გამოიკვლიოს და დაადგინოს შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდები და ალგორითმები, მათ საფუძველზე შეიმუშაოს ტექნიკური პროექტები და დავალებები;
ი) უზრუნველყოს სამინისტროს ვებრესურსების ადმინისტრირება და სამინისტროს ვებგვერდზე საჯარო ინფორმაციის განთავსების ხელშეწყობა;
კ) უზრუნველყოს სამინისტროს საინფორმაციო-საკომუნიკაციო ქსელების სისტემური ადმინისტრირება.
მუხლი 3🔗. დეპარტამენტის უფლებამოსილებანი
დაკისრებული ფუნქციებისა და ამოცანების შესრულებისას დეპარტამენტი თავისი კომპეტენციის ფარგლებში უფლებემოსილია:
ა) სამინისტროს ქვედანაყოფებისგან, დაწესებულებებისა და ტერიტორიული ორგანოებისაგან გამოითხოვოს დეპარტამენტის ფუნქციების შესასრულებლად საჭირო მონაცემები და ინფორმაცია;
ბ) მოიძიოს, შეაგროვოს და გადაამუშაოს სამინისტროს საქმიანობის ეფექტურობის გაუმჯობესებისათვის საჭირო ინფორმაცია;
გ) დაიცვას სამინისტროს სისტემაში არსებული ინფორმაცია თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
დ) შეიმუშაოს სამინისტროს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე ახალი პროგრამული სისტემები და მოახდინოს მათი დანერგვა სამინისტროს მთელ სისტემაში;
ე) განახორციელოს პროგრამული სისტემების ცვლილებები ახალი მოთხოვნილებების გათვალისწინებით, გამოიკვლიოს და დაადგინოს სამინისტროში შემოსული ინფორმაციის დამუშავების მეთოდები და ალგორითმები, მათ საფუძველზე შეიმუშაოს ტექნიკური პროექტები და დავალებები;
ვ) შეიმუშაოს ანალიტიკურ-სტატისტიკური ფორმები და მონაწილეობა მიიღოს საქართველოს სახელმწიფო ფინანსების ფაქტობრივი მაჩვენებლების ამსახველი სტატისტიკურ-საინფორმაციო კრებულების შედგენა-გამოცემის სამუშაოებში, სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვის და შესრულების მიმდინარეობის შესახებ საინფორმაციო ფორმების დამუშავებაში;
ზ) დეპარტამენტის კურატორი მინისტრის მოადგილის მეშვეობით მინისტრის სათათბირო საბჭოს სხდომაზე განსახილველად წარადგინოს დეპარტამენტის საქმიანობასთან დაკავშირებული საკითხები.
მუხლი 4🔗. დეპარტამენტის ხელმძღვანელობა
1. დეპარტამენტს ხელმძღვანელობს დეპარტამენტის უფროსი, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი;
2. დეპარტამენტის უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს დეპარტამენტის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე, აგრეთვე მოადგილეების და დეპარტამენტში შემავალი სამმართველოების მეშვეობით წყვეტს დეპარტამენტის ფუნქციებითა და ამოცანებით განსაზღვრულ საკითხებს, დადგენილი წესით აბარებს ანგარიშს სამინისტროს ხელმძღვანელობას დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ.
3. დეპარტამენტის უფროსს ჰყავს 2 მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
4. დეპარტამენტის უფროსის ადგილზე არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დეპარტამენტის უფროსის ერთ-ერთი მოადგილე.
მუხლი 5🔗. დეპარტამენტის სტრუქტურა
დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეულებია:
ა) სისტემური ადმინისტრირების სამმართველო;
ბ) პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო;
გ) ვებ-რესურსების მართვის სამმართველო;
დ) ტექნიკური მხარდაჭერის სამმარველო;
ე) სისტემური ანალიზის სამმართველო.
მუხლი 6🔗. სისტემური ადმინისტრირების სამმართველო
სისტემური ადმინისტრირების სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) უზრუნველყოს სამინისტროს ქვედანაყოფებს, დაწესებულებებსა და ტერიტორიულ ორგანოებს შორის საინფორმაციო-საკომუნიკაციო საშუალებების გამართული საიმედო მუშაობა და შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა, სამინისტროს ლოკალური კომპიუტერული ქსელების ადმინისტრირება;
ბ) უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვა არასანქცირებული შეღწევადობისაგან;
გ) უზრუნველყოს ინფორმაციის დაცვის საიმედოობა თანამედროვე პროგრამული და ტექნიკური საშუალებების გამოყენებით;
დ) უზრუნველყოს მონაცემთა ბაზების ადმინისტრირება და მონაცემთა რეზერვირება;
ე) უზრუნველყოს სარეზერვო ცენტრის მომსახურება;
ვ) უზრუნველყოს სერვერების ადმინისტრირება.
მუხლი 7🔗. პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველო
პროგრამული უზრუნველყოფის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ახალი საინფორმაციო სისტემების შემუშავება;
ბ) არსებულ სისტემებში ცვლილებების შეტანა;
გ) სამინისტროს ქვედანაყოფების, დაწესებულებების და ტერიტორიული ორგანოების საინფორმაციო სისტემებითა და კომპიუტერული პროგრამებით უზრუნველყოფა;
დ) ახალი პროგრამული პროდუქტების შემუშავება მონაცემთა დამუშავების, ანალიზისა და სტატისტიკური ინფორმაციის მისაღებად.
მუხლი 8🔗. ვებრესურსების მართვის სამმართველო
ვებრესურსების მართვის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ვებარქიტექტურის შემუშავება და დიზაინის განსაზღვრა;
ბ) კონტენტის მართვა;
გ) პორტალზე ინფორმაციის განთავსება;
დ) ვებ-ინტერფეისის კორექტირება;
ე) ფინანსთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კომუნიკაციების დეპარტამენტთან მჭიდრო თანამშრომლობა.
მუხლი 9🔗. ტექნიკური მხარდაჭერის სამმარველო
ტექნიკური მხარდაჭერის სამმარველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემის იდენტიფიცირება და მისი სისტემური ანალიზის სამმართველოსათვის მიწოდება;
ბ) პროგრამული პროდუქტების დანერგვა და ინსტალირება;
დ) შექმნილი პროგრამული პროდუქტების ტესტირება;
ე) შიდა ტრეინინგების ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სათანადო კონსულტაციების გაწევა არსებული პროგრამული სისტემების მომხმარებლებისათვის;
ზ) ტექნიკის გამართული მუშაობის მხარდაჭერა;
თ) სამინისტროს სისტემაში საინფორმაციო სისტემების ტექნიკური მხარდაჭერის კოორდინაცია.
მუხლი 10🔗. სისტემური ანალიზის სამმართველო
სისტემური ანალიზის სამმართველოს ძირითადი ამოცანები და ფუნქციებია:
ა) ბიზნესლოგიკის შესწავლა;
ბ) საინფორმაციო ტექნოლოგიების კუთხით წამოჭრილი პრობლემების გაანალიზება და მათი გადაჭრის მიზნით შესაბამისი მოთხოვნების მომზადება;
გ) ერთიანი სტრატეგიის და სამოქმედო გეგმის შემუშავება;
დ) სამოქმედო გეგმის კოორდინაცია;
ე) პროექტების მომზადება და მართვა (კოორდინაცია);
ვ) ფუნქციონალური და ტექნიკური სპეციფიკაციების მომზადება-დოკუმენტირება;
ზ) საინფორმაციო სისტემების სტანდარტების შემუშავება;
თ) საინფორმაციო-საკომუნიკაციო სისტემების შესყიდვების კოორდინაცია და მათი აღრიცხვიანობის მეთოდოლოგიის შემუშავება;
ი) შიდა ტრენინგების ორგანიზება;
კ) შიდა საკვალიფიკაციო სემინარების მომზადება;
ლ) პერიოდულად და მოთხოვნის შესაბამისად დეპარტამენტის მიერ გაწეული სამუშაოს შესახებ ანგარიშების მომზადება.
მუხლი 11🔗. სამმართველოს უფროსი
1. დეპარტამენტში შემავალ სამმართველოს ხელმძღვანელობს სამმართველოს უფროსი, რომელსაც კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.
2. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსი თავისი კომპეტენციის ფარგლებში:
ა) წარმართავს სამმართველოს საქმიანობას;
ბ) ანაწილებს სამმართველოში შემოსულ მასალებს;
გ) ახორციელებს ზედამხედველობას და პასუხისმგებელია სამმართველოს მოსამსახურეთა მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებაზე;
დ) დეპარტამენტის უფროსს წარუდგენს ანგარიშს სამმართველოს მიერ გაწეული საქმიანობის თაობაზე;
ე) ახორციელებს მინისტრის, კურატორი მინისტრის მოადგილის, დეპარტამენტის უფროსისა და დეპარტამენტის უფროსის მოადგილის ცალკეულ დავალებებს.
3. დეპარტამენტში შემავალი სამმართველოს უფროსები ანგარიშვალდებულნი არიან დეპარტამენტის უფროსისა და უფროსის მოადგილის წინაშე და ასრულებენ მათ დავალებებს.
მუხლი 12🔗. მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნა და თანამდებობიდან გათავისუფლება
დეპარტამენტის მოსამსახურეებს კანონმდებლობით დადგენილი წესით თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი.