⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.03.2009)
გაუქმებულია:

ქ. რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 27.03.2008
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №267
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.011704
გამოქვეყნების წყარო სსმ, 52, 07/04/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,104 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
27.03.2008 მიღება
26.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

ქ. რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.011.704 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №267 2008 წლის 27 მარტი ქ. თბილისი ქ. რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუქნტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. რეორგანიზებულ იქნეს ქ. რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების თანდართული წესდება. 3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის –   ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – ქ. რუსთავის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) ახორციელებს იმ ბავშვთა სადღეღამისო და დღის სკოლისგარეშე სააღმზრდელო მომსახურებას, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას როგორც დღის, ასევე დღე-ღამის განმავლობაში და ემსახურება ოჯახის მხარდამჭერი მომსახურების ჩამოყალიბებასა და განვითარებას. 2. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო). 3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში. იგი ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ წესდებით. 4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. დაწესებულების მისამართია: ქ. რუსთავი, მეგობრობის ქ.№24.     მუხლი 2🔗. დაწესებულების საქმიანობის ძირითადი პრინციპები 1. დაწესებულების საქმიანობის მიზანს წარმოადგენს ბავშვის კეთილდღეობა. დაწესებულება ხელმძღვანელობს „ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა ევროპული კონვენციისა“ და „ბავშვთა უფლებათა კონვენციის“ მიერ აღიარებული პრინციპებით. 2. დაწესებულება აღიარებს თითოეული ბავშვისადმი ინდივიდუალური მიდგომის აუცილებლობას. 3. დაწესებულება მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში აღიარებს ოჯახისა და ბავშვის თანამონაწილეობას, მათი ინტერესების სრული გათვალისწინებით, თუკი ეს ინტერესები მიმართულია ბავშვის კეთილდღეობისაკენ. 4. დაწესებულებაში მომსახურების მიღება არის მომხმარებლის თავისუფალი არჩევანი და არა იძულებითი ღონისძიება, ისევე როგორც მომსახურების შეწყვეტა. 5. დაწესებულების საქმიანობა არის აგებული გამჭვირვალობისა და ღიაობის პრინციპზე, თითოეული მომხმარებლის ინფორმაციის კონფიდენციალურობის პრინციპის დაცვით. 6. დაწესებულება ითვალისწინებს ბავშვისა და მისი ოჯახის ინტერესებს მომსახურების დაგეგმვისა და მიწოდების პროცესში. 7. დაწესებულება უზრუნველყოფს როგორც დღის, ასევე დღე-ღამის განმავლობაში ბავშვთა მოვლასა და აღზრდას, რაც გულისხმობს: ა) კვებას; ბ) ფსიქოლოგიურ მომსახურებას; გ) ფორმალური განათლების ხელშეწყობას, როგორიცაა: გაკვეთილების მომზადებაში დახმარება, დამატებითი მომზადება უცხო ენასა და კომპიუტერში და სხვა; დ) არაფორმალური განათლების ხელშეწყობას, ინტერაქტიული თამაშების, დისკუსიების, ლიტერატურული კითხვის, როლური თამაშებისა და სხვა მეთოდებით; ე) შემოქმედებითი უნარების განვითარებას, როგორიცაა: თიხასა და ხეზე მუშაობა, ხატვა, ძერწვა, სიმღერა და სხვა; ვ) ჯანსაღი ცხოვრების წესის სწავლებასა და პრაქტიკული საყოფაცხოვრებო უნარების განვითარებას; ზ) კულტურულ-სპორტულ ღონისძიებებში აღსაზრდელთა ჩართვას.     მუხლი 3🔗. დაწესებულების მიზნები და ამოცანები 1. დაწესებულების ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას; ბ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა. 2. დაწესებულების საქმიანობა ეფუძნება პიროვნების თავისუფალი განვითარებისა და ბავშვის უფლებებისა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებს.     მუხლი 4🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება 1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. 2. დაწესებულებაში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) ბავშვის სახელს და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) დაწესებულებაში ბავშვის მიღების დამადასტურებელ დოკუმენტაციას, მათ შორის სოციალური მუშაკის რეკომენდაციას ბავშვის დაწესებულებაში მიღების აუცილებლობის ან მიზანშეწონილობის შესახებ; გ) ინფორმაციას ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობის, გადატანილი დაავადებებისა და ჩატარებული პროფილაქტიკური აცრების შესახებ; დ) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ, მზრუნველმა ან მშობელმა.     მუხლი 5🔗. დაწესებულებაში აღსაზრდელთა მიღების წესი 1. დაწესებულებაში მიიღებიან 6-დან 18 წლამდე ასაკის ის აღსაზრდელები, რომელთა ოჯახებიც ვერ უზრუნველყოფენ ბავშვის სრულყოფილ ზედამხედველობას როგორც დღის, ასევე დღე-ღამის განმავლობაში. 2. დაწესებულების მომსახურების შეწყვეტა არის ნებაყოფლობითი, გარდა იმ შემთხვევისა, რომელიც განსაზღვრულია წესდებით. დაწესებულებაში ბავშვები მიიღებიან სოციალური მუშაკის რეკომენდაციის საფუძველზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივ ორგანოსთან შეთანხმებით.     მუხლი 6🔗. აღსაზრდელის უფლებები და ვალდებულებები 1. დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; ბ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის ან დაწესებულების სხვა თანამშრომლის უკანონო და არამართლზომიერი ქმედებები იმავე დაწესებულებაში ან ზემდგომ ორგანოში; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები. ზ) მშობლის ან კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით უარი თქვას დაწესებულების მომსახურებაზე. 2. აღსაზრდელი ვალდებულია შეასრულოს დაწესებულების შინაგანაწესი, გაუფრთხილდეს დაწესებულების ქონებას, პატივი სცეს სხვა აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს.     მუხლი 7🔗. დაწესებულების ექიმი და ფსიქოლოგი 1. დაწესებულების აღსაზრდელთა სამედიცინო მომსახურებას უზრუნველყოფს ექიმი-სპეციალისტი, რომელსაც მოპოვებული აქვს სახელმწიფო სერტიფიკატი შემდეგ სპეციალობებში: „საოჯახო მედიცინა“ და „პედიატრია“. 2. ექიმი დაწესებულებაში: ა) ახორციელებს აღსაზრდელთა პირველად და გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას; ბ) ახორციელებს სანიტარიულ-ჰიგიენურ და ეპიდრეჟიმზე მეთვალყურეობას; გ) უზრუნველყოფს კვების პროდუქტების უსაფრთხოებას და კვების რაციონის შესაბამისობას დადგენილი ფიზიოლოგიური მოთხოვნილების ნორმებთან; დ) გადამდები დაავადებების გავრცელებისაგან აღსაზრდელთა დაცვის მიზნით ახორციელებს დაწესებულების თანამშრომელთა ჯანმრთელობის მდგომარეობის მეთვალყურეობას. 3. აღსაზრდელთა ჰარმონიული ფსიქოსოციალური განვითარების მიზნით დაწესებულებაში საკონსულტაციო და პროფილაქტიკურ სამუშაოებს ახორციელებს ფსიქოლოგი, რომელიც ბავშვებთან და მათი ოჯახის სხვა წევრებთან ახორციელებს ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობას.     მუხლი 8🔗. დაწესებულების აღმზრდელები: აღმზრდელი ვალდებულია: ა) შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) აღსაზრდელებთან მუშაობა წარმართოს მათი ინდივიდუალური თვისებების, უნარისა და მიდრეკილებების გათვალისწინებით; დ) აირჩიოს აღსაზრდელთან მიდგომის ისეთი მეთოდები, სწავლის ფორმა და საშუალებები, რომლებიც უზრუნველყოფენ აღსაზრდელთა საუკეთესო ინტერესების დაცვას და განხორციელებას;     მუხლი 9🔗. დაწესებულების მართვა: დაწესებულების მართვას ახორციელებს: ა) დირექცია; ბ) სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 10🔗. დირექცია 1. დაწესებულების დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილისა და ბუღალტრისაგან. 2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დაწესებულების დირექტორს თანამდებობიდან ათავისუფლებს მინისტრი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 5. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 6. დაწესებულების დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს დაწესებულების საქმისწარმოებას, ზედამხედველობს დაწესებულების წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.     მუხლი 11🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები 1. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმართავს დაწესებულების საქმიანობას, ახდენს დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას; ბ) ზედამხედველობს დაწესებულების აღმზრდელობით, საფინანსო-სამეურნეო საქმიანობას და პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით; დ) უზრუნველყოფს თანამშრომლებთან შრომის ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას. ე) უფლებამოსილია თანამშრომლებს ვადამდე შეუწყვიტოს შრომის ხელშეკრულება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნებისა და წესის გათვალისწინებით; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს საჩივრებს; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს; თ) დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს დაწესებულების ბიუჯეტს; ი) უფლებამოსილია განახორციელოს საქართველოს კანონმდებლობითა და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 2. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები; ბ) პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს; გ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და დაწესებულების ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; დ) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს დაწესებულების სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ.     მუხლი 12🔗. სამეთვალყურეო საბჭო 1. დაწესებულებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს სამინისტრო. 2. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4 და არა უმეტეს 6 წევრისა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები ინიშნებიან/ირჩევიან ოთხი წლის ვადით. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4.  სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) 1 წევრი – სამინისტროს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი; ბ) 1 წევრი – აღმზრდელთა წარმომადგენელი; გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 წევრი; დ) იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4-ზე მეტი წევრისაგან, სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას შეავსებს სამინისტროს მიერ დანიშნული მეწარმეთა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელი/წარმომადგენლები. 5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ აირჩევა სიითი შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომაზე განსახილველი საკითხის გადაწყვეტისას ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარის ხმა. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს ფარული კენჭისყრით.     მუხლი 13🔗. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები სამეთვალყურეო საბჭო: ა) მოიზიდავს შემოსავლებს; ბ) აკონტროლებს დაწესებულების შემოსავლების რაციონალურად განკარგვას; გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს დაწესებულების სამოქმედო გეგმას; ე) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს; ვ) ამტკიცებს დაწესებულების საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს; ზ) დაწესებულების თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა შესარჩევი კონკურსის წესს, ხოლო კონკურის შედეგების მიხედვით დანიშნული თანამშრომლების შემდგომში შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.     მუხლი 14🔗. აღმზრდელთა საბჭო 1. დაწესებულების აღმზრდელებს აქვთ გაერთიანების უფლება. აღმზრდელები შეიმუშავებენ წინადადებებს დაწესებულების დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი დაწესებულების მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. დაწესებულების აღმზრდელები, იმ აღმზრდელთა შემადგენლობიდან, რომლებიც დაწესებულებაში ახორციელებენ ბავშვის მოვლას და აღზრდას, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით, 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა გაერთიანების თავმჯდომარეს და თავიანთ წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში.     მუხლი 15🔗.  დაწესებულების ქონება 1.  დასახული მიზნებისა და დაკისრებული ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულებას საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს. 3. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 16🔗. დაწესებულების დაფინანსება 1. დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ფუნქციების შესრულებას. დაწესებულების სახსრების სხვა მიზნებისათვის გამოყენება აკრძალულია.     მუხლი 17🔗. სახელმწიფო კონტროლი დაწესებულების საქმიანობაზე 1. დაწესებულების სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო, რაც გულისხმობს დაწესებულების მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის ზედამხედველობას. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. დაწესებულებას უფლება არა აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს (მათ შორის გააქირაოს, იჯარის, თხოვების ფორმით გადასცეს), დააგირაოს, იპოთეკით ან სხვაგვარად დატვირთოს საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროსთან ან მის ტერიტორიულ ორგანოსთან (მესაკუთრესთან) შეუთანხმებლად. 5. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება.     მუხლი 18🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხდება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 19🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულების ლიკვიდაციას ახორციელებენ ლიკვიდატორები, რომლებსაც ნიშნავს სამინისტრო. ლიკვიდატორი შეიძლება იყოს დაწესებულების ხელმძღვანელი.  3. ლიკვიდატორები თავიანთ საქმიანობას ახორციელებენ საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად. ლიკვიდატორების საქმიანობა შეზღუდულია ლიკვიდაციის მიზნით. 4. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 20🔗. გარდამავალი დებულებანი დაწესებულება წარმოადგენს ქ. რუსთავის მზრუნველობას მოკლებულ ბავშვთა სახლის უფლებამონაცვლეს.