" უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის წესის" დამტკიცების შესახებ
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს დადგენილება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 15.01.1999
ძალის დაკარგვა 21.02.2001
გამომცემი ორგანო საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო
ნომერი №1
სარეგისტრაციო კოდი 000000090.00(9).009.000457
გამოქვეყნების წყარო სსმ, 3(10), 31/01/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
" უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის წესის" დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFootnoteText, li.MsoFootnoteText, div.MsoFootnoteText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} span.MsoFootnoteReference {vertical-align:super;} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:right; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:27.0pt .5in 27.0pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.009.003.457.
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს
დადგენილება №1
1999 წლის 15 იანვარი
ქ. თბილისი
" უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის წესის" დამტკიცების შესახებ
" საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ ორგანული კანონის" მე-2, მე-8, 59-ე და 73-ე მუხლებისა და "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის მე -19 მუხლის შესაბამისად
საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭო ა დ გ ე ნ ს :
1. დამტკიცდეს უცხოური ვალუტის მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის თანდართული წესი.
2. ეს წესი ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანვე.
თავმჯდომარე ი. მანაგაძე
უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის წესი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი
1. ეს წესი შემუშავებულია "საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ ორგანული კანონის", "კომერცული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონისა და სხვა ნორმატიული აქტების, აგრეთვე საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდებისა და შეთანხმების მუხლების საფუძველზე.**
2. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლით კურსს ადგენს საქართველოს ეროვნული ბანკი.
3. უცხოური ვალუტების მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის გაცვლითი კურსი გამოიყენება სახელმწიფო ბიუჯეტთან ანგარიშსწორებისა და საბუღალტრო აღრიცხვის მიზნებისათვის.
4. უცხოური ვალუტების ჩამონათვალს, რომელთა მიმართ საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს ლარის გაცვლით კურსს, განსაზღვრავს საქართველოს ეროვნული ბანკი.
მუხლი 2🔗. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენა
1. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დასადგენად გამოიყენება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საბირჟო ვაჭრობათა შედეგების მიხედვით დაფიქსირებული სავალუტო კურსები.
2. ყოველ სამუშაო-საბანკო დღეს მუშაობის დაწყებიდან დღის 11 საათსა და 15 წუთამდე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო აგროვებს ინფორმაციას შიდა სავალუტო ბაზარზე უცხოური ვალუტების მიმართ მოქმედი ლარის გაცვლითი კურსის შესახებ. ამასთან, საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო ყოველი სამუშაო-საბანკო დღის არა უგვიანეს 11 საათისა და 15 წუთისა თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟიდან იღებს წინასწარ განაცხადს, რომელშიც ნაჩვენებია თანაფარდობა საბირჟო ვაჭრობაში მონაწილეობის მსურველი კომერციული ბანკების უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნასა და მიწოდებას შორის.
3. მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე ქვეყანაში ინფლაციის დონის, საგადამხდელო ბალანსის დინამიკის, საქართველოს ეროვნული ბანკის საერთაშორისო რეზერვების მდგომარეობის, მსოფლიო სავალუტო ბაზარზე მიმდინარე მომენტში არსებული კონიუნქტურისა და ფულად-საკრედიტო და სავალუტო პოლიტიკის ძირითადი მიმართულებებით განსაზღვრული სხვა მაკრეკონომიკური პარამეტრების გათვალისწინებით, საქართველოს ეროვნული ბანკის ხელმძღვანელობა იღებს გადაწყვეტილებას თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის ვაჭრობაზე განსახორციელებელ ინტერვენციათა* (უცხოური ვალუტებისა თუ ლარის მიმართ) მოცულობების შესახებ.
4. საბირჟო ვაჭრობები თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე იწყება ყოველ სამუშაო-საბანკო დღეს 11 საათსა და 30 წუთზე.
5. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრა ხორციელდება ღია ფიქსინგის წესით ანუ საბირჟო ვაჭრობა წყდება და კურსი მოცემული უცხოური ვალუტის მიმართ ფიქსირდება მაშინ, როდესაც მოთხოვნა ამავე ვალუტაზე გაუთანაბრდება მიწოდების დონეს.
6. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე საბირჟო ვაჭრობების ჩატარება წარმოებს თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის დამფუძნებელთა 1998 წლის 15 აპრილის კრების (ოქმი N18) გადაწყვეტილებით დამტკიცებული "თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე ვალუტის ყიდვა-გაყიდვის წესები" -ს დაცვით.
7. ლარის გაცვლითი კურსი იმ უცხოური ვალუტების მიმართ, რომლებზეც არ დაიდება გარიგებები თბილისის ბანკთაშორისი სავალუტო ბირჟის სესიაზე, განისაზღვრება თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე აშშ დოლარის მიმართ დაფიქსირებული ლარის გაცვლითი კურსისა და მიმდინარე მომენტში მსოფლიო სავალუტო ბაზარზე აშშ დოლარის მიმართ ამ უცხოური ვალუტების კურსის კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.
8. საერთაშორისო სავალუტო ბაზარზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის მიღების წყაროდ გამოიყენება საინფორმაციო ელექტრონული სისტემა - "როიტერს" -ის მონიტორზე იმ პერიოდისათვის მოქმედი კოტირებები.
9. თბილისის ბანკთაშორის სავალუტო ბირჟაზე დადებული გარიგებების შედეგების შესაბამისად, ყოველი სამუშაო-საბანკო დღის 1 საათისათვის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი (მისი არყოფნის შემთხვევაში პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ვიცე-პრეზიდენტი) შესაბამისი ბრძანების საფუძველზე, ადგენს უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლით კურსს, რომელიც ქვეყნდება სპეციალური საკურსო ბიულეტენის სახით, კურსის დადგენიდან მომდევნო კალენდარულ დღეს.
10. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსი ძალაში შედის დადგენის დღიდან მომდევნო კალენდარულ დღეს (ამასთან, ლარის გაცვლითი კურსის ძალაში შესვლა არ არის დაკავშირებული სპეციალური საკურსო ბიულეტენის გამოქვეყნებასთან).
11. საქართველოს ტერიტორიაზე მოქმედი საბანკო დაწესებულებები ბალანსის სავალუტო მუხლების გადაფასებას ახდენენ ყოველდღიურად, საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის მიხედვით.
მუხლი 3🔗. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის შესახებ ინფორმაციის გამოქვეყნება
1. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითიკურსის დადგენის შემდეგ იმავე სამუშაო დღის ბოლომდე საქართველოს ეროვნული ბანკის სავალუტო სამმართველო საინფორმაციო ელექტრონული სისიტემა "როიტერს"-ის მეშვეობით უზრუნველყოფს ინფორმაციის გაშვებას საბანკო-საფინანსო სისტემაში.
2. უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსი კავშირგაბმულობის შესაბამისი არხებით გადაეცემა სებ-ის რეგიონულ განყოფილებებს.
3. ბრძანება უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის დადგენის შესახებ ხელის მოწერისთანავე გადაეცემა საქართველოს ეროვნული ბანკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს იმავე სამუშაო დღის ბოლომდე მათი მასობრივი ინფორმაციის საშუალებებში გასავრცელებლად.
მუხლი 4🔗. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებების, მათი ფილიალების, ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა და ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მიერ უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრა და გამოცხადება
1. საქართველოში მოქმედი საბანკო დაწესებულებები, მათი ფილიალები, ვალუტის გადამცვლელი პუნქტები და ფიზიკური და არასაბანკო იურიდიული პირების ვალუტის გადამცვლელი პუნქტები (შემდგომში "საბანკო დაწესებულებები") ლარით უცხოური ვალუტების შესყიდვისა და გაყიდვის კურსებს განსაზღვრავენ დამოუკიდებლად.
ამასთან, საბანკო დაწესებულებათა ფილიალებისა და ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისათვის უცხოური ვალუტების ჩამონათვალსა და მათ მიმართ ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრას ახორციელებენ მათი სათავო საბანკო დაწესებულებები.
2. საბანკო დაწესებულებების მიერ უცხოური ვალუტების მიმართ განსაზღვრული ლარის გაცვლითი კურსი ორიენტირებული უნდა იყოს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ უცხოური ვალუტების მიმართ დადგენილ ლარის გაცვლით კურსზე.
3. საბანკო დაწესებულებებს იმ უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსის განსაზღვრა, რომლებზეც საქართველოს ეროვნული ბანკი არ ახდენს გაცვლითი კურსის დადგენას, შეუძლიათ განახორციელონ აშშ დოლარის მიმართ მათ მიერ გამოცხადებული ლარის გაცვლითი კურსისა და საერთაშორისო სავალუტო ბაზრებზე აშშ დოლარის მიმართ ამ უცხოური ვალუტების კურსის კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.
4. საბანკო დაწესებულებები ვალდებული არიან საკურსო-საინფორმაციო სტენდზე მიუთითონ მხოლოდ ლარით უცხოური ვალუტების შესყიდვისა და გაყიდვის კურსები.
5. საბანკო დაწესებულებებს ეკრძალებათ ერთი სახეობის უცხოური ვალუტის კურსის გამოცხადება მეორე სახეობის უცხოური ვალუტის მიმართ.
6. ერთი სახეობის უცხოური ვალუტის გადაცვლა მეორე სახეობის უცხოურ ვალუტაზე უნდა განხორციელდეს საკურსო-საინფორმაციო სტენდზე გამოცხადებული ლარით უცხოური ვალუტების შესყიდვისა და გაყიდვის კურსებიდან გამომდინარე კროს-კურსული გადაანგარიშების საფუძველზე.
7. საბანკო დაწესებულებებს ეკრძალებათ საკურსო-საინფორმაციო სტენდზე მათ მიერ გამოცხადებული კურსებით გადაცვლის ოპერაციების არგანხორციელება.
8. საბანკო დაწესებულებებისა და მათი ფილილებისათვის ნებადართულია საქართველოს რეზიდენტი და არარეზიდენტი იურიდიული პირებისა და მეწარმე ფიზიკური პირების დავალებით ხელშეკრულების საფუძველზე განახორციელონ საკონსერვო ოპერაციები მათ მიერ საკურსო-საინფორმაციო სტენდზე გამოცხადებული უცხოური ვალუტების მიმართ ლარის გაცვლითი კურსისაგან განსხვავებული კურსით (აღნიშნული არ ეხება ვალუტის გადამცვლელ პუნქტებს, მიუხედავად ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმისა).
მუხლი 5🔗. სანქციები
საბანკო დაწესებულებების მიერ ამ წესის მე-2 მუხლის მე-11 პუნქტისა და მე-4 მუხლის მოთხოვნების დარღვევის ან შეუსრულებლობის შემთხვევაში ეროვნული ბანკი მათ მიმართ განახორციელებს სანქციებს "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ" საქართველოს კანონის 30-ე მუხლის შესაბამისად.
* საერთაშორისო სავალუტო ფონდი შექმნილია და მოქმედებს საერთაშორისო სავალუტო ფონდის წესდებისა და შეთანხმების მუხლების საფუძველზე.
* ინტერვენცია - ბანკთაშორის სავალუტო ბირჟებზე ცენტრალური ბანკების ჩარევის ფორმა ეროვნულ და უცხოურ ვალუტაზე მოთხოვნისა და მიწოდების რეგულირების მიზნით.