სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 13.05.2008
ძალის დაკარგვა 10.02.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ფინანსთა მინისტრი
ნომერი №425
სარეგისტრაციო კოდი 190040000.22.033.011826
გამოქვეყნების წყარო სსმ, 72, 14/05/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (14)
| 1 | ნაშთი პერიოდის დასაწყისში |
| 2 | მიმდინარე წლის მოცულობა |
| 3 | სულ მიმდინარე წლის შემოსულობა (1+2) |
| 4 | შრომის ანაზღაურება |
| 5 | საქონელი და მომსახურება |
| 6 | პროცენტი |
| 7 | სუბსიდიები |
| 8 | გრანტები |
| 9 | სოციალური უზრუნველყოფა |
| 10 | სხვა ხარჯები |
| 11 | არაფინანსური აქტივები |
| 12 | ფინანსური აქტივები |
| 13 | ვალდებულებები |
| 14 | სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული მოცულობა |
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 05.02.2009
დოკუმენტის ტექსტი
სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} h2 {margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:3.0pt; margin-left:0in; page-break-after:avoid; font-size:14.0pt; font-family:"Arial","sans-serif"; font-style:italic;} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";} p.Char, li.Char, div.Char {mso-style-name:" Char"; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; page-break-before:always; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif"; color:white; letter-spacing:1.0pt; font-weight:bold;} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 190.040.000.22.033.011.826
საქართველოს ფინანსთა მინისტრის
ბრძანება №425
2008 წლის 13 მაისი
ქ. თბილისი
სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის დამტკიცების შესახებ
„საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-4 პუნქტის, „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის „ძ“ ქვეპუნქტისა და მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:
მუხლი 1🔗.
1. დამტკიცდეს „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის წესი“ და „სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა“ №1 დანართის შესაბამისად.
2. ავტონომიური რესპუბლიკების რესპუბლიკური ბიუჯეტების და ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულების ბიუჯეტების მიერ მიღებული გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა და განკარგვა განხორციელდეს ამ წესის შესაბამისად.
3. ამ ბრძანების ამოქმედებისთანავე ძალადაკარგულად გამოცხადდეს „სამინისტროების და უწყებების მიერ ფულადი გრანტების აღრიცხვისა და ხარჯვის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2008 წლის 29 იანვრის №94 ბრძანება.
მუხლი 2🔗.
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
ნ. გილაური
სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტებისა და მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის
წ ე ს ი
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. წინამდებარე წესი განსაზღვრავს სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის და ხარჯვის მექანიზმს. ეს წესი აგრეთვე ვრცელდება სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებულ მონეტიზებულ გრანტებზე.
2. ამ წესის მიზნებისათვის გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) მიზნობრივი დაფინანსება – საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული საერთაშორისო ხელშეკრულების ფარგლებში კონკრეტული მიზნებისათვის მიღებული დაფინანსება;
ბ) მონეტიზებული გრანტი – სამინისტროების და უწყებების მიერ სასაქონლო/ნატურალური ფორმით მიღებული გრანტის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა.
მუხლი 2🔗. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვა
1. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვისა და საჯაროობის უზრუნველყოფის მიზნით, სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება აღირიცხება სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების აღრიცხვის ჟურნალში (შემდგომში – აღრიცხვის ჟურნალი).
2. აღრიცხვის ჟურნალში შეიტანება შემდეგი მონაცემები:
ა) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის დასახელება;
ბ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები და/ან განმკარგავი ორგანიზაციის მისამართი (ადგილმდებარეობა) და საკონტაქტო ტელეფონები;
გ) საგადასახადო ორგანოს მიერ მინიჭებული საიდენტიფიკაციო კოდი;
დ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების თარიღი (ნომერი);
ე) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის მოცულობა;
ვ) გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემის (დონორის) დასახელება.
3. აღრიცხვის ჟურნალში ორგანიზაციის მიერ მიღებული გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება შეიძლება არ იქნეს შეტანილი მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ წარმოდგენილი დოკუმენტები არ შეესაბამება საქართველოს მოქმედ კანონმდებლობას.
4. „სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ ხარჯთაღრიცხვის ცნობა“ (დანართი №1) (შემდგომში – ცნობა) დასტურდება აღრიცხვის ჟურნალში ამ მუხლის მე-2 პუნქტში აღნიშნული მონაცემების შეტანის შემდეგ.
5. წლიური საბიუჯეტო კანონის პროექტში სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტის კანონის შემოსულობებში და გადასახდელებში აღირიცხება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემსა (დონორსა) და გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღებს შორის საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი წერილობითი ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების საფუძველზე.
6. სამინისტროების და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება ჩაირიცხება ხაზინის ერთიანი ანგარიშის 302007000 სახაზინო კოდზე – გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრები. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახსრებით გაწეული ხარჯების დაბრუნება ხორციელდება ხაზინის ერთიანი ანაგარიშის სახაზინო კოდზე 302009941.
7. წლიური საბიუჯეტო კანონის დამტკიცების შემდგომ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების სახით მიღებული სახსრების სახაზინო კოდზე ფაქტობრივად ჩარიცხული გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მოცულობის მიხედვით ან საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებაში შეტანილი ცვლილებების საფუძველზე, „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 24-ე მუხლის და წლიური საბიუჯეტო კანონით განსაზღვრული წესის შესაბამისად, ზუსტდება სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობები და გადასახდელები.
8. ყოველი წლის 1 იანვრისათვის არსებული თავისუფალი ფულადი სახსრები რჩება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის განკარგულებაში და ახალ საბიუჯეტო კანონში იგი აისახება ბიუჯეტის შემოსულობებისა და გადასახდელების ნაწილში.
9. წლის განმავლობაში სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტები/მიზნობრივი დაფინანსება, ამ მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, წლიური საბიუჯეტო კანონის დაზუსტების შემდგომ აისახება საქართველოს ფინანსთა მინისტრის მიერ დამტკიცებულ კვარტალურ განწერაში.
10. სახაზინო სამსახური, გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები სამინისტროსა და უწყების მიერ გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების თანხებით გაწეულ საკასო ოპერაციებზე ხაზინაში არსებული ინფორმაციისა და ამ მუხლის მე-9 პუნქტის შესაბამისად, კვარტალური განწერის დაზუსტების შემდგომ უზრუნველყოფს შესაბამისი ოპერაციების განხორციელებას თანხების ბიუჯეტის შემოსულობებში და გადასახდელებში ასახვის მიზნით.
მუხლი 3🔗. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების განკარგვა
1. სახაზინო სამსახურისათვის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემის საფუძველს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ წლიური საბიუჯეტო კანონის ან/და საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების და აღრიცხვის მონაცემების შესაბამისად დადასტურებული ცნობა.
2. ცნობაში გრანტი/მიზნობრივი დაფინანსება კლასიფიკაციის მუხლების მიხედვით გაიწერება გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები ორგანიზაციის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წარმოდგენილი განაცხადის საფუძველზე.
3. წლის განმავლობაში საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების ცვლილების და წლიური საბიუჯეტო კანონით გათვალისწინებული წესის შესაბამისად გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების/განმკარგავის მიერ საქართველოს ფინანსთა სამინისტროში წინადადებების წარმოდგენის შესაბამისად, დადგენილი წესის მიხედვით, შესაძლებელია ცნობით დადასტურებული კლასიფიკაციის მუხლებს შორის ნაწილობრივი ურთიერთგადანაწილება.
4. გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულებისა და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და მის საფუძველზე გამოცემული ნორმატიული აქტების მოთხოვნების გათვალისწინებით.
5. კანონმდებლობით დადგენილ ვადებში წლიური საბიუჯეტო კანონის დაუმტკიცებლობის შემთხვევაში გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება საგრანტო/მიზნობრივი დაფინანსების ხელშეკრულების პირობებისა და „საქართველოს საბიუჯეტო სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის 23-ე მუხლის მოთხოვნათა შესაბამისად.
6. ახალი საბიუჯეტო წლიდან ერთ წელზე მეტი ხანგრძლივობის გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გაცემა ხორციელდება წლიური საბიუჯეტო კანონის და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ დადასტურებული ცნობის საფუძველზე.
დანართი №1
ხარჯთაღრიცხვის ცნობა
სამინისტროებისა და უწყებების მიერ მიღებული ფულადი გრანტების/მიზნობრივი დაფინანსების შესახებ
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღები საქართველოს ფინანსთა
ორგანიზაციის ხელმძღვანელი მინისტრის მოადგილე
––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––
ბ.ა. ბ.ა.
–––––––––––––200 წელი –––––––––––––200 წელი
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების
განმკარგავი ორგანიზაციის
ხელმძღვანელი
–––––––––––––––––––––––
ბ.ა.
–––––––––––––200 წელი
___________________________________________________________________________
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მიმღების და განმკარგავის დასახელება
___________________________________________________________________________
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების გამცემი (დონორი) ორგანიზაცია
___________________________________________________________________________
ხელშეკრულების რეკვიზიტები: დასახელება, ნომერი, თარიღი
____________________________________________________________________________გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების რეკვიზიტები (ივსება საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მიერ)
ვალუტის დასახელება
უცხოურ ვალუტაში*
ეროვნულ ვალუტაში*
1
გრანტის/მიზნობრივი დაფინანსების მთლიანი მოცულობა
2
მ.შ. მიღებული თანხა
*****
3
მ.შ. სულ დამტკიცებული მოცულობა
*****
4
მ.შ. უკანასკნელი ჩარიცხვა
ლარებში
1
ნაშთი პერიოდის დასაწყისში
2
მიმდინარე წლის მოცულობა
3
სულ მიმდინარე წლის შემოსულობა (1+2)
4
შრომის ანაზღაურება
5
საქონელი და მომსახურება
6
პროცენტი
7
სუბსიდიები
8
გრანტები
9
სოციალური უზრუნველყოფა
10
სხვა ხარჯები
11
არაფინანსური აქტივები
12
ფინანსური აქტივები
13
ვალდებულებები
14
სულ მიმდინარე წლის დამტკიცებული მოცულობა
–––––––––––––––––––––––––
საბიუჯეტო დეპარტამენტის უფროსი
* აღნიშნული მონაცემები წარმოდგენილ უნდა იქნეს ვალუტის ერთეულში