სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების ეფეტურად მართვისა და საზოგადოების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ
საქართველოს მინისტრის ბრძანება ძალადაკარგული
მიღების თარიღი 25.01.1999
ძალის დაკარგვა 27.05.2002
გამომცემი ორგანო საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრი
ნომერი №1-3/30
სარეგისტრაციო კოდი 000000020.01(2).003.000464
გამოქვეყნების წყარო სსმ, 4(11), 05/02/1999
კონსოლიდირებული ვერსიები
დამატებითი მეტამონაცემები (1)
| დასახელება | მომწოდებელი |
დოკუმენტის ტექსტი
სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების ეფეტურად მართვისა და საზოგადოების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:"Geo ABC";} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:26.95pt .5in 35.95pt .75in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 020.013.003.464
საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის მინისტრის
ბრძანება №1-3/30
1999 წლის 25 იანვარი
ქ. თბილისი
სააქციო საზოგადოებების სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტების ეფეტურად მართვისა და საზოგადოების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობების განსაზღვრის შესახებ
"საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს დებულების შესახებ" საქართველოს პრეზიდენტის 08.09.97წ., № 487 ბრძანებულებით დამტკიცებული დებულების III თავის V პუნქტის შესრულების მიზნით, ვბრძანებ:
1. დამტკიცდეს წარმოდგენილი:
ა) "სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანოში, სადაც აქციათა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია, სახელმწიფო წარმომადგენელთან ხელშეკრულების დადებისა და რეგისტრაციის წესი (დანართი № 1);
ბ) ტიპური ხელშეკრულება "სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში, სახელმწიფო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობის შესახებ" (დანართი №2);
გ)"სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის და საწარმოთა ხელმძღვანელების მიერ ანგარიშების წარმოდგენის წესი" (დანართი №3);
დ) "სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის მიერ წარმოსადგენი ანგარიშის ტიპური ფორმა" (დანართი №4).
2. იმ სააქციო საზოგადოებების ხელმძღვანელებმა, სადაც სახელმწიფო საკუთრებაშია აქციათა საკონტროლო პაკეტი, წლიური ბალანსის შედგენის შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში წარადგინონ საწარმოს წლიური ბალანსი (ფორმა №1) აუდიტის დასკვნით, ანგარიში მოგება-ზარალის შესახებ (ფორმა №2), ანგარიში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ (ფორმა №3-დ) აუდიტის კონფიდენციალური დასკვნა (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სახელმწიფო სტატისტიკური ანგარიშგება (ფორმა №1-სფ).
3. გაუქმდეს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს 1996 წლის 1 აგვისტოს №1-3/ 419 ბრძანება.
4. დაევალოს:
ა) საწარმოებში სახელმწიფო წილის, აქციების აღრიცხვისა და მართვის დეპარტამენტს და სამინისტროს ტერიტორიულ ორგანოებს, სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლებთან, სადაც აქციათა პაკეტი სახელმწიფო საკუთრებაშია, ხელშეკრულების დადებისა და რეგისტრაციის დროს, იხელმძღვანელონ წარმოდგენილი წესის მიხედვით;
ბ) სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლებსა და სახელმწიფო საწარმოთა ხელმძღვანელებს ანგარიშების წარმოდგენის დროს იხელმძღვანელონ ამ ბრძანებით დამტკიცებული წესის მიხედვით;
გ) ტერიტორიულ ორგანოებთან ურთიერთობისა და ინფორმაციის დეპარტამენტს, ბრძანების შესახებ ინფორმაციის მიწოდება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოსათვის, დარგობრივი სამინისტროებისათვის და გამოქვეყნება პრესაში;
დ) სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტს, ბრძანებისა და დანართების რეგისტრაცია იუსტიციის სამინისტროში, დადგენილი წესის შესაბამისად.
5. კონტროლი ბრძანების შესრულებაზე დაევალოს მინისტრის პირველ მოადგილეს, ქ-ნ ი.ქავათარაძეს.
მ. უკლება
დანართი №1
სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში, სადაც აქციათა საკონტროლო პაკეტი სახელმწიფოს საკუთრებაშია, სახელმწიფო წარმომადგენელთა ხელშეკრულების დადებისა და რეგისტრაციის წესი
1. ხელშეკრულება სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენის შესახებ, იდება საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსა (შემდგომში "მესაკუთრე") და საქართველოს მოქალაქეს შორის (შემდგომში "წარმომადგენელი"), რომელსაც გააჩნია შესაბამისი პროფესიული გამოცდილება და კვალიფიკაცია (გარდა სახელმწიფო მოხელეებისა და სახელმწიფო ან ადგილობრივი მართვის ორგანოებში არჩეული პირებისა). წარმომადგენელი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის, "მეწარმეთა შესახებ" კანონის, ამ წესისა და მესაკუთრესთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, ახორციელებს სახელმწიფო ინტერესების წარმოდგენას საზოგადოების მმართველობის ორგანოში.
მესაკუთრის დავალებით, წარმომადგენელთან ხელშეკრულება შესაძლებელია დადოს სახელმწიფო ქონების მართვის ტერიტორიულმა ორგანომ შესაბამისი რწმუნების მიღების შემთხვევაში.
2. წარმომადგენლის კანდიდატურა წარედგინება მესაკუთრეს შესაბამისი სახელმწიფო აღმასრულებელი ორგანოს, დარგობრივი სამინისტროს, ან მესაკუთრის ტერიტორიული ორგანოს მიერ.
ამასთან, მესაკუთრეს ეგზავნება სარეკომენდაციო წერილი კანდიდატის საპასპორტო მონაცემებით და დამამტკიცებელი დოკუმენტები, კანდიდატის პროფესიული გამოცდილების და კვალიფიკაციის შესახებ.
3. გადაწყვეტილებას წარმომადგენელთან ხელშეკრულების დადების შესახებ იღებს მესაკუთრე, შესაბამის სახელმწიფო აღმასრულებელ ორგანოსთან, დარგობრივ სამინისტროსთან შეთანხმებით.
ამასთან, ახალი ხელშეკრულების დადება საქართველოს მოქალაქესთან, რომელიც ხელშეკრულებით უკვე ასრულებდა სახელმწიფო წარმომადგენლის ინტერესებს სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანოში, ხდება იმ მუშაობის შეფასების საფუძველზე, რომელიც მის მიერ იქნა გაწეული და ასევე იმის გათვალისწინებით, თუ რამდენად დროულად ხდებოდა ანგარიშსწორება ბიუჯეტთან, გადასახადების გადახდის ჩათვლით, ასევე რეგულარული ანგარიშვალდებულება საზოგადოების საფინანსო საქმიანობის შედეგების შესახებ.
ხელშეკრულებას მესაკუთრის მხრიდან ხელს აწერს სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი.
4. ხელშეკრულების დადების და რეგისტრაციის შემდეგ წარმომადგენელი ახორციელებს თავის უფლებამოსილებას ხელშეკრულების საფუძველზე და წარმოადგენს სახელმწიფოს ინტერესებს საზოგადოების მმართველობით ორგანოში.
5. წარმომადგენლის უფლებამოსილება საზოგადოების მმართველობით ორგანოში წყდება:
ა) ხელშეკრულების ვადის გასვლისას;
ბ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების გაყიდვისას;
გ) სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციების მართვის უფლებით გადაცემისას;
დ) დადებული ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ სხვა შემთხვევაში.
გადაწყვეტილება, წარმომადგენლის უფლებამოსილების შეწყვეტის შესახებ ეცნობება შესაბამის დარგობრივ უწყებას.
6. წარმომადგენლის ანაზღაურების მოცულობას, წესს და პირობებს განსაზღვრავს საერთო კრება "მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად.
7. მესაკუთრის მიერ წარმომადგენელზე დაკისრებული ვალდებულებების ეფექტურად განხორციელებისათვის, მესაკუთრე აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დარგობრივ უწყებასთან ერთად განიხილავს გადაწყვეტილებების პროექტებს და წინადადებებს კენჭისყრისათვის, რომელსაც წარმომადგენელი წარუდგენს მესაკუთრეს დადებული ხელშეკრულების შესაბამისად. მესაკუთრე აძლევს წარმომადგენელს შესაბამის მითითებებს წერილობით.
8. ხელშეკრულება იდება 3 ეგზემპლარად, იკინძება და მტკიცდება მესაკუთრის ბეჭდით.
9. ხელშეკრულების რეგისტრაცია ხდება მორიგი ნომრის მინიჭებით სარეგისტრაციო ჟურნალში. მტკიცდება ხელმოწერით უფლებამოსილი პირის მიერ, ისმება ბეჭედი და ხდება თარიღის აღნიშვნა თითოეული ხელშეკრულების პირველი გვერდის წინა ფურცელზე.
10. რეგისტრაციაზე უარი შესაძლებელია, როდესაც ხელშეკრულების შინაარსი არ პასუხობს მოქმედ კანონმდებლობას.
11. რეგისტრაციის შემდეგ მესაკუთრე გადასცემს წარმომადგენელს ხელშეკრულების მეორე ეგზემპლარს რეგისტრაციის ნიშნით. მესამე ეგზემპლარი წარედგინება შესაბამის დარგობრივ სამინისტროს, ვისი რეკომენდაციითაც გაფორმდა ეს ხელშეკრულება წარმომადგენელთან.
დანართი № 2
ხ ე ლ შ ე კ რ უ ლ ე ბ ა
სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში, სახელმწიფო წარმომადგენლის უფლება-მოვალეობების შესახებ
I. ხელშეკრულების მხარეები
სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს უფლებამოსილი წარმომადგენელი ________________
__________________________________________________________ მოქმედი სამინისტროს
(სახელი,გვარი,თანამდებობა)
მიერ გაცემული ____________ რწმუნებულის საფუძველზე, ერთის მხრივ (შემდგომში – მესაკუთრე), მეორეს მხრივ მოქალაქე ___________________________________________
(სახელი, გვარი, პროფესია)
(შემდგომში – წარმომადგენელი), საქართველოს სამოქალაქო კოდექსისა და "მეწარმეთა შესახებ" კანონის შესაბამისად, ვდებთ წინამდებარე ხელშეკრულებას შემდეგზე:
II. ხელშეკრულების საგანი
მესაკუთრე ირჩევს (ნიშნავს) ს/ს _______________აქციონერთა საერთო კრებაზე, საზოგადოების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენელს, ხოლო წარმომადგენელი იღებს ვალდებულებას წარმოადგინოს და დაიცვას მესაკუთრის ინტერესები აღნიშნული სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანოში.
III. წარმომადგენლის უფლება-მოვალეობები
3.1. წარმომადგენელი ვალდებულია "მეწარმეთა შესახებ" კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, მიიღოს მონაწილეობა სააქციო საზოგადოების მართვის ორგანოს მუშაობაში.
3.2. წარმომადგენელს უფლება აქვს განახორციელოს შემდეგი ქმედებები:
3.2.1. აქციონერთა საერთო კრებაზე მხარი დაუჭიროს ან უარყოს კენჭისყრაზე გამოტანილი საკითხები, მიიღოს მისთვის აუცილებელი ინფორმაცია, საჭიროების შემთხვევაში მოიწვიოს აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება (მესაკუთრესთან შეთანხმებით), დადგენილი წესით გაასაჩივროს საერთო კრების გადაწყვეტილება, მოითხოვოს განმარტებები დღის წესრიგით გათვალისწინებული თითოეული საკითხის შესახებ, მოითხოვოს სამეურნეო მოქმედებებისა და წლიური ბალანსის სპეციალური შემოწმება;
3.3. წარმომადგენელი ვალდებულია მესაკუთრესთან წერილობით შეათანხმოს შემდეგი საკითხები:
3.3.1. გადაწყვეტილება საზოგადოების წესდების, საწესდებო კაპიტალის, საქმიანობის საგნის შეცვლისა და საწარმოს ლიკვიდაციის შესახებ;
3.3.2. გადაწყვეტილება ბირჟაზე აქციებისა და საწარმოს სხვა ფასიანი ქაღალდების სავაჭროდ დაშვების შესახებ;
3.3.3. გადაწყვეტილება საწარმოს ნატურით გაყოფისა და სხვა საზოგადოებებთან შერწყმის შესახებ;
3.3.4. გადაწყვეტილება მოგების გამოყენების შესახებ;
3.3.5. გადაწყვეტილება კაპიტალდაბანდებათა შეძენისა და გასხვისების შესახებ;
3.3.6. გადაწყვეტილება ფილიალების შექმნისა და მათი ლიკვიდაციის შესახებ;
3.3.7. გადაწყვეტილება საწარმოს ძირითადი საშუალებებით სხვა საზოგადოებათა საწესდებო კაპიტალში მონაწილეობის შესახებ;
3.3.8. გადაწყვეტილება ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და დაგირავების შესახებ;
3.3.9. გადაწყვეტილება ნებისმიერი ფორმით ქონების სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ;
3.3.10.გადაწყვეტილება სესხებისა და კრედიტების აღების შესახებ;
3.4. წარმომადგენელი ვალდებულია:
3.4.1. მესაკუთრეს შესათანხმებლად წარუდგინოს 3.3. პუნქტში ჩამოთვლილი საკითხები არა უგვიანეს 20 დღის ვადაში გადაწყვეტილების მიღებამდე;
3.4.2. მესაკუთრესა და შესაბამის დარგობრივ უწყებას, ყოველ 6 თვეში ერთხელ წარუდგინოს ანგარიში დამტკიცებული ფორმის შესაბამისად;
3.4.3. არ გასცეს მესამე პირზე მესაკუთრისაგან მიღებული ინფორმაცია ან არ გამოიყენოს აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოების ინტერესების საზიანოდ;
3.5. წარმომადგენელი, მასზე დაკისრებული მოვალეობების არაკეთილსინდისიერად შესრულების შემთხვევაში, პასუხს აგებს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად;
3.6. წარმომადგენელს უფლება აქვს მნიშვნელოვანი გარემოებების არსებობისას, ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, მესაკუთრესთან 60 კალენდარული დღით ადრე შეთანხმებით.
IV. მესაკუთრის უფლება-მოვალეობანი
4.1. მესაკუთრე ვალდებულია:
4.1.1. წარმომადგენელს დროულად მისცეს მითითებები შესათანხმებელ საკითხებთან დაკავშირებით;
4.1.2. წარმომადგენელს მიაწოდოს ინფორმაცია აქციათა პაკეტის ან მისი გარკვეული ნაწილის გაყიდვის შესახებ;
4.1.3. განუსაზღვროს წარმომადგენელს შესაბამისი ანაზღაურება გაწეული სამუშაოსათვის (აქციონერთა საერთო კრების გადაწყვეტილებით).
4.2. მესაკუთრეს უფლება აქვს ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება, წარმომადგენლის მხრიდან წინამდებარე ხელშეკრულების მე-3 თავით გათვალისწინებულ ქმედებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში.
V. ხელშეკრულების მოქმედების ვადა
5.1. წინამდებარე ხელშეკრულება დადებულია 1 წლის ვადით, ხელშეკრულების ვადის გაგრძელება შესაძლებელია მხარეთა ურთიერთშეთანხმებით;
5.2. ხელშეკრულება ძალადაკარგულად ითვლება სახელმწიფო საკუთრებაში არსებული აქციათა პაკეტის გაყიდვის ან მართვის უფლებით გადაცემის შემთხვევაში, აგრეთვე ხელშეკრულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობისას.
IV. სხვა პირობები
6.1. ხელშეკრულება ძალაში შედის მხარეთა მიერ ხელმოწერის დღიდან.
6.2. წინამდებარე ხელშეკრულება ფორმდება 3 ეგზემპლარად და ინახება:
- სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროში;
- სახელმწიფო უფლებამოსილ წარმომადგენელთან;
- აღმასრულებელი ხელისუფლების შესაბამის დარგობრივ უწყებაში.
VII. მხარეთა რეკვიზიტები
სახელმწიფო ქონების მართვის მოქალაქე
სამინისტრო ან მისი ტერიტორიული (წარმომადგენელი)
ორგანოს უფლებამოსილი წარმომად-
გენელი (მესაკუთრე)
_______________________________ _____________________________
(გვარი, სახელი, მამის სახელი) (გვარი, სახელი, მამის სახელი)
_______________________________ _____________________________
(თანამდებობა) (საცხოვრებელი ადგილი)
________________________________ _____________________________
(პასპორტი, პირადობის მოწმობა) (პასპორტი, პირადობის მოწმობა)
________________________________ _____________________________
(ხელმოწერა) (ხელმოწერა)
დანართი № 3
სააქციო საზოგადოების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლისა და საწარმოთა ხელმძღვანელების მიერ ანგარიშების წარმოდგენის წესი
ანგარიშის წარმოდგენის აღნიშნული წესი ეხება მხოლოდ იმ საწარმოთა ხელმძღვანელებს (შემდგომში – საწარმოს ხელმძღვანელი), რომლის აქციათა პაკეტი სახელმწიფო საკუთრებაშია და სააქციო საზოგადოებების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლებს (შემდგომში –სახელმწიფო წარმომადგენელი), რომლებიც მოქმედებენ სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე.
1. "სახელმწიფო წარმომადგენელი", სამეურნეო წლის განმავლობაში ყოველ 6 თვეში ერთხელ, დარგობრივ უწყებასა და სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარუდგენს ანგარიშს დამტკიცებული ფორმის მიხედვით.
2. "საწარმოს ხელმძღვანელი", წლიური ბალანსის დამტკიცების შემდეგ, სახელმწიფო ქონების მართვის სამინისტროს წარუდგენს საწარმოს წლიურ ბალანსს (ფორმა №1) აუდიტის დასკვნით, ანგარიშს მოგება-ზარალის შესახებ (ფორმა №2), ანგარიში სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით მოქმედი საწარმოების წმინდა მოგების განაწილების შესახებ (ფორმა №3-დ), აუდიტის კონფიდენციალურ დასკვნას (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და სახელმწიფო სტატისტიკურ ანგარიშგებას (ფორმა № 1-სფ).
3. "სახელმწიფო წარმომადგენლის" ანგარიში უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:
- ზოგად ინფორმაციას საწარმოს შესახებ;
- ინფორმაციას საწარმოს ხელმძღვანელების შესახებ;
- ინფორმაციას საწარმოს ფილიალების შესახებ;
- ინფორმაციას საწარმოს ინფრასტრუქტურის შესახებ;
- ინფორმაციას საწარმოს სამეურნო საქმიანობის შესახებ;
- ინფორმაციას საჭირო ნედლეულის შესახებ;
- ინფორმაციას სარეალიზაციო ბაზრისა და წლიური ბრუნვის შესახებ;
- ინფორმაციას განხორციელებული ან წარმოებისათვის საჭირო ინვესტიციების შესახებ.
4. წინამდებარე წესით გათვალისწინებული ანგარიშის გაყალბების (დამახინჯების) შემთხვევაში, "საწარმოს ხელმძღვანელისა" და "სახელმწიფო წარმომადგენლის" პასუხისმგებლობა განისაზღვრება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
დანართი № 4
სააქციო საზოგადოების მმართველობით ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის
ა ნ გ ა რ ი შ ი
1. ზოგადი მონაცემები
სახელმწიფო წარმომადგენელი __________________________________________________________
(სახელი, გვარი, თანამდებობა)
საზოგადოების დასახელება ______________________________________________________________
(იურიდიული მისამართი, ტელეფონი, ფაქსი)
ორგანო, რომელმაც გააფორმა სახელმწიფო წარმომადგენელთან ხელშეკრულება
____________________________________________________________________________________
(დასახელება)
საზოგადოების მმართველობის ორგანოში სახელმწიფო წარმომადგენლის უფლებამოსილების ვადა_____________________________________________________________________________________
საანგარიშგებო პერიოდი _______________________________________________________________
საწარმოს რეგისტრაციის თარიღი, ნომერი__________________________________________________
____________________________________________________________________________________
(მარეგისტრირებელი სასამართლო)
გადამხდელის საიდენტიფიკაციო ნომერი ___________________________________________________
ლიცენზიები (სერთიფიკატები) ძირითადი საქმიანობის წარმართვაზე
____________________________________________________________________________________________
(ლიცენზიის არსებობის შემთხვევაში მიუთითეთ ლიცენზიის სახე, გამცემი ორგანოს დასახელება და გაცემის თარიღი)
2. საწარმოს ხელმძღვანელობა
საწარმოს დირექტორი ___________________________________________________________________
(სახელი, გვარი)
სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ___________________________________________________
(სახელი, გვარი)
სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა _______________________________________________
მათ შორის:
შრომითი კოლექტივის წარმომადგენლები_________________________________________________
სახელმწიფოს წარმომადგენლები__________________________________________________________
მსხვილი პაკეტების მფლობელთა წარმომადგენლები_________________________________________
3. საწარმოს ფილიალები
ფილიალის დასახელება, ადგილმდებარეობა და საქმიანობის სახე
1. ______________________________________________________________________________________
2._______________________________________________________________________________________
3._______________________________________________________________________________________
4. საწარმოს ორგანიზაციული სტრუქტურა
ადმინისტრაციული პერსონალი ------------------------------------------------------------------------------
(რაოდენობა და საშუალო ხელფასი)
საწარმოო პესრონალი ----------------------------------------------------------------------------------------
(რაოდენობა და საშუალო ხელფასი)
დამხმარე პერსონალი ----------------------------------------------------------------------------------------
(რაოდენობა და საშუალო ხელფასი)
საწარმოს მომუშავეთა რაოდენობა სულ __________________________________________
5. საწარმოს ინფრასტრუქტურა
დაკავებული მიწის ფართობი --------------------------------------------------------------------------------
(ჰექტარი)
საწარმოო ფართი -----------------------------------------------------------------------------------------------
(კვ. მეტრი)
დაშორება ავტომაგისტრალიდან ----------------------------------------------------------------------------
(კმ.)
დაშორება რკინიგზიდან ---------------------------------------------------------------------------------------
(კმ.)
დაშორება პორტიდან -------------------------------------------------------------------------------------------
(კმ.)
გააჩნია თუ არა საწარმოს საკუთარი სარკინიგზო ჩიხი
კი
არა
საწარმოს კომუნიკაციური უზრუნველყოფა --------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
6. საწარმოს სამეურნეო საქმიანობა
წარმოებული პროდუქციის სახეები:
დასახელება
რეალური სიმძლავრე
სათავო საწარმოსა და ფილიალების წილი წარმოებული პროდუქციის მოცულობაში %
სათავო საწარმო
ფილიალები (თუ ასეთები არსებობენ)
საჭირო ნედლეული
დასახელება
მომწოდებელი
სარეალიზაციო ბაზარი და წლიური ბრუნვა
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
7. ინფორმაცია
არსებობს თუ არა საწარმოს განვითარების და ინვესტიციების
მოზიდვის პროექტი
კი
არა
ბიზნესგეგმა
პროექტის არსებობის შემთხვევაში დააკონკრეტეთ
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
-------------------------------------------------------------------------------------------------------------
განხორციელებულა თუ არა ინვესტიცია
კი
არა
უცხოური ინვესტიცია (მოცულობა, გამოყენება)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელმწიფო ინვესტიცია (მოცულობა, გამოყენება)
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
-----------------------------------------------------------------------------------------------------------------
ადგილობრივი (საკუთარი) ინვესტიცია (მოცულობა, გამოყენება)
ინფორმაცია საწარმოს განვითარებისათვის საჭირო ინვესტიციების შესახებ
მოცულობა, გამოყენება
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
თანამშრომლობის შესაძლო ფორმები
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
------------------------------------------------------------------------------------------------------------------
8. ხელშეკრულებები
საწარმოს ხელმძღვანელობის მიერ გაფორმებული ყველა ხელშეკრულება, რომელმაც შეიძლება წარმოქმნას კრედიტორული დავალიანება და რომელიც აღემატება საწესდბო კაპიტალის 5%-ს, აგრეთვე ხელშეკრულებები, რომლებიც პირდაპირ ან ირიბად დაკაშირებული არიან საწარმოს ინტერესებთან.
არსებობს თუ არა ასეთი ხელშეკრულებები
კი
არა
ხელშეკრულების შინაარსი (გაფორმების თარიღი, მოქმედების ვადა)
1. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
2. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
3. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
4. -----------------------------------------------------------------------------------------------------------------
---------------------------------------------------------------------------------------------------------------------
სახელმწიფო წარმომადგენელი:
___________________________________
(ხელმოწერა)
თარიღი: __________________________