სს "ბოლნისგაზი" - აქციონერთა მორიგი კრების მოწვევის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა
სააქციო საზოგადოების მორიგი კრების მოწვევის შესახებ
გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 26 ივლისს დღის 15 საათზე „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, სს „ბოლნისიგაზის“ დირექტორატი იწვევს საზოგადოების აქციონერებს სს-ის მორიგ საერთო კრებაზე, რომელიც გაიმართება ქ. ბოლნისში, მ. კოსტავას ქ. №48, სააქციო საზოგადოების ადმინისტრაციულ შენობაში.
დღის წესრიგი
1. 2010 წლის წლიური ანგარიში:
ა) წლიური ანგარიშის წარმოდგენა დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშთან ერთად;
ბ) საზოგადოების მიერ 2010 წლის მოგება-ზარალის შესახებ.
2. დირექტორატის ანგარიშის დამტკიცება.
3. სამეთვალყურეო საბჭოს ანგარიშის დამტკიცება.
4. 2011 წლისათვის აუდიტორის არჩევის შესახებ.
5. სხვადასხვა.
დღის წესრიგის საკითხების გამო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება აქციონერებს შეუძლიათ სს-ის დირექტორატში.