დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 01.07.2011
ძალის დაკარგვა 14.05.2013
გამომცემი ორგანო საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი
ნომერი №26
სარეგისტრაციო კოდი 360050000.22.023.016067
გამოქვეყნების წყარო ვებგვერდი, 110701012, 01/07/2011
კონსოლიდირებული ვერსიები
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით
- საჯარო სამართლის იურიდიული პირის - დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 14.05.2013
დოკუმენტის ტექსტი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;}
@font-face {font-family:"Cambria Math"; panose-1:2 4 5 3 5 4 6 3 2 4;}
@font-face {font-family:Tahoma; panose-1:2 11 6 4 3 5 4 4 2 4;}
@font-face {font-family:LitNusx;}
@font-face {font-family:LitMtavrPS; panose-1:0 0 0 0 0 0 0 0 0 0;}
/* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoCommentText, li.MsoCommentText, div.MsoCommentText {mso-style-link:"Comment Text Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoHeader, li.MsoHeader, div.MsoHeader {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";}
p.MsoBodyText, li.MsoBodyText, div.MsoBodyText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:12.0pt; font-family:LitNusx;}
p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";}
p.MsoCommentSubject, li.MsoCommentSubject, div.MsoCommentSubject {mso-style-link:"Comment Subject Char"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Times New Roman","serif"; font-weight:bold;}
p.MsoAcetate, li.MsoAcetate, div.MsoAcetate {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:8.0pt; font-family:"Tahoma","sans-serif";}
span.CommentTextChar {mso-style-name:"Comment Text Char"; mso-style-link:"Comment Text"; font-family:"Arial","sans-serif";}
p.Normal, li.Normal, div.Normal {mso-style-name:"\[Normal\]"; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Arial","sans-serif";}
span.CommentSubjectChar {mso-style-name:"Comment Subject Char"; mso-style-link:"Comment Subject"; font-family:"Arial","sans-serif"; font-weight:bold;}
p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;}
p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";}
p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;}
/* Page Definitions */ @page Section1 {size:595.3pt 841.9pt; margin:56.7pt 42.5pt 56.7pt 85.05pt;}
div.Section1 {page:Section1;}
/* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;}
ul {margin-bottom:0in;}
საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრის
ბრძანება №26
2011 წლის 1 ივლისი
ქ. თბილისი
დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
„დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ” საქართველოს კანონის
მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის
„თ” ქვეპუნქტისა და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 61-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე
, ვბრძანებ :
1. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ს – დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანდართული დებულება;
2. ძალადაკარგულად გამოცხადდეს
„დაცული ტერიტორიების სააგენტოს დებულების დამტკიცების შესახებ
“ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრის 2008 წლის 28 იანვრის №96 ბრძანება;
3. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
მინისტრის პირველი მოადგილე,
მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი გ
. მამაცაშვილი
საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ს – დაცული ტერიტორიების სააგენტოს დ ე ბ უ ლ ე ბ ა
მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებები
1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი
ს – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო) არის საქართველოს გარემოს დაცვის სამინისტროს (შემდგომში –სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელიც სახელმწიფოს კონტროლით დამოუკიდებლად ახორციელებს თავის საქმიანობას.
2 დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად სააგენტოს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ.
3. სააგენტო საქმიანობას წარმართავს საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე.
4. სააგენტოს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა,
რომელსაც ინდივიდუალურ-ადმინისტრაციული აქტით ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე, ბეჭედი სახელმწიფო გერბის გამოსახულებით, ასევე სხვადასხვა სახის ბეჭდები (მათ შორის, ემბლემის გამოსახულებით), შტამპები და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები.
5. სააგენტოს ბეჭდების და შტამპების აღწერილობას, ნიმუშებსა და გამოყენების წესს ამტკიცებს სააგენტოს თავმჯდომარე.
6. სააგენტოს ემბლემა გამოიყენება სააგენტოს ბლანკებსა და სააგენტოს შესასვლელის აბრაზე, აგრეთვე სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ბლანკებზე, შენობების შესასვლელების აბრებზე, ასევე თანამშრომელთა სავიზიტო ბარათებზე, ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
7. სააგენტოს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, გულუას ქუჩა
№6.
მუხლი 2🔗. სააგენტოს საქმიანობის სფერო და ამოცანები
1. სააგენტოს საქმიანობის სფერო განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით.
2. სააგენტოს საქმიანობის სფეროს წარმოადგენს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების, დაცული ლანდშაფტების, ბიოსფერული რეზერვატების, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების და საერთაშორისო მნიშვნელობის მქონე ჭარბტენიანი ტერიტორიების (შემდგომში – დაცული ტერიტორიების) სისტემის მართვა.
3. სააგენტოს ამოცანებია:
ა) სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტებისა და შესაბამისად მათი ადმინისტრაციების მართვის უზრუნველყოფა;
ბ) სხვა ორგანიზაციებთან ერთად დაცული ლანდშაფტების და გამონაკლის შემთხვევებში აღკვეთილების, ბიოსფერული რეზერვატებისა და მსოფლიო მემკვიდრეობის უბნების
და ბუნების ძეგლების ცალკეული ზონების მართვა;
გ) მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების კონტროლი;
დ) დაცული ტერიტორიების მოვლა-პატრონობის, მეთვალყურეობის, შენარჩუნების, აღდგენისა და დაცვის ღონისძიებების გატარება;
ე) დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის პროცესის წარმართვა და კოორდინაცია;
ვ) მონიტორინგის და სამეცნიერო კვლევის ორგანიზება, დაკვირვების მონაცემების დამუშავება, შენახვა და გავრცელება;
ზ) დაცული ტერიტორიების ადმინისტრირება და თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან;
თ) დაცული ტერიტორიებისთვის ფულადი სახსრების მოზიდვის ხელშეწყობა;
ი) დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებული საერთაშორისო თანამშრომლობა და მონაწილეობის მიღება შესაბამის პროგრამებში;
კ) შესაბამისი ფუნქციების მქონე სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან კოოპერირება;
ლ) თანამშრომლობა საზოგადოების ფართო ფენებთან;
მ) დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების აღრიცხვის სისტემის უზრუნველყოფა;
ნ) დაცული ტერიტორიების სისტემის განვითარების მიზნობრივი პროგრამების შემუშავება (საგანმანათლებლო, ტურიზმის, სამეცნიერო და სხვა პროგრამები);
ო) საგანმანათლებლო საქმიანობის ორგანიზაცია და განხორციელება;
პ) საუწყებათაშორისო თანამშრომლობა დაცული ტერიტორიების განვითარებასთან დაკავშირებით;
ჟ) საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით განსაზღვრული სხვა ქმედებები.
მუხლი 3🔗. სააგენტოს უფლებამოსილება
1. სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეიმუშაოს და განახორციელოს სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების თემატური გეგმა, რომელიც უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიების მთელი სისტემის ეკოსისტემების ბუნებრივი შემადგენლობის შენარჩუნებასა და აღდგენას;
ბ) კანონით დადგენილი წესით მოამზადოს პროექტები დაცული ტერიტორიების შექმნისა და დაცული ტერიტორიების ფართობების შეცვლის შესახებ;
გ) სამინისტროს კოორდინაციით შეიმუშაოს და კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოს ცალკეული სახეობებისა და ჰაბიტატების დაცვის, მოვლის, გამრავლების და აღდგენის ღონისძიებების განხორციელება;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში და მასზე კანონმდებლობით დაკისრებული მოვალეობების შესრულების მიზნით, განახორციელოს წარმომადგენლობა (მათ შორის სასამართლო ორგანოში);
ე) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა აღკვეთა, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის შედგენა და გადაცემა შემდგომი რეაგირებისათვის შესაბამისი ორგანოებისათვის;
ვ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტების მენეჯმენტის გეგმების შემუშავება და მისი მონიტორინგი;
ზ) განახორციელოს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე სახელმწიფო პროგრამებისა და კანონით დაშვებული სხვა საქმიანობის მონიტორინგი და მათ შესრულებაზე, დადგენილი წესით, ზედამხედველობა;
თ) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილებისა და დაცული ლანდშაფტების ფუნქციონირებისათვის აუცილებელი სამშენებლო საქმიანობის, კეთილმოწყობის სამუშაოების (ბილიკები, ზღუდეები, თავშესაფრები, გზამკვლევები და სხვა), ინფრასტრუქტურის და აღჭურვილობით უზრუნველყოფის ორგანიზაცია;
ი) განახორციელოს სახელმწიფო ნაკრძალებში, ეროვნულ პარკებში, ბუნების ძეგლებში, აღკვეთილებსა და დაცული ლანდშაფტებში ინფრასტრუქტურის, აღჭურვილობისა და დაცვის საშუალებების აღრიცხვასა და შენახვასთან დაკავშირებული საქმიანობის ზედამხედველობა;
კ) განსაზღვროს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტული მომსახურების ტარიფები;
ლ) განახორციელოს დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა მომსახურებისათვის საერთო წესების შემუშავება და მათ შესრულებაზე კონტროლის განხორციელება;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში, შეიმუშაოს შესაბამისი საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტები და დადგენილი წესით წარუდგინოს სამინისტროს;
ნ) სრულყოს მართვის მექანიზმები, შეიმუშაოს და განხორციელოს შესაბამისი პროგრამები დაცული ტერიტორიების თანამშრომლების წვრთნისა და კვალიფიკაციის ამაღლებისთვის;
ო) უზრუნველყოს ბუნებრივი რესურსებით სარგებლობის რეგულირება, ორგანიზაცია და ბუნებათსარგებლობის რეჟიმის დაცვა.
2. სააგენტოს იმ თანამდებობის პირთა ნუსხა, რომლებსაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ-საშტატო იარაღი განისაზღვრება “იმ თანამდებობის პირთა თანამდებობრივი ნუსხის დამტკიცების შესახებ, რომელთაც უფლება აქვთ ატარონ სამსახურებრივ – საშტატო იარაღი” საქართველოს პრეზიდენტის 2003 წლის 27 ოქტომბრის N538 ბრძანებულებით.
მუხლი 4🔗 სააგენტოს ქონება
კანონმდებლობით და ამ დებულებით სააგენტოსთვის განსაზღვრული მიზნების განსახორციელებლად, სააგენტოს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა შესაბამისი ქონება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
მუხლი 5🔗. სააგენტოს დაფინანსება
სააგენტოს შემოსავლის წყარო შეიძლება იყოს:
ა) საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი თანხები;
ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებით მიღებული შემოსავალი;
გ) ხელშეკრულების საფუძველზე სამუშაოს შესრულებით მიღებული შემოსავალი;
დ) საერთაშორისო ორგანიზაციების, სამთავრობო დაწესებულებებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქველმოქმედო ფონდების, აგრეთვე ფიზიკური და იურიდიული პირების შემოწირულობანი;
ე) დაცულ ტერიტორიებზე დაშვებული კვლევითი, საგანმანათლებლო, რეკრეაციული, ტურისტული, სამეურნეო და სხვა საქმიანობით მიღებული შემოსავლები;
ვ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავალი.
მუხლი 6🔗. სააგენტოს საქმიანობა, რომელიც საჭიროებს თანხმობას
1.
სააგენტომ სამინისტროს თანხმობით შეიძლება განახორციელოს შემდეგი მოქმედებები:
ა) უძრავი ქონების შეძენა, სააგენტოს საკუთრებაში არსებული ქონების გასხვისება და დატვირთვა;
ბ) სესხის აღება;
გ) თავდებობა;
დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა;
ე) თანამშრომელთა მატერიალური წახალისებისათვის გამოსაყოფი სახსრების, აგრეთვე საჯარო სამართლის იურიდიული პირის მიერ შესაძენი საწვავისა და გასაწევი საკომუნიკაციო ხარჯების ლიმიტების განსაზღვრა;
ვ) სხვა გადაწყვეტილებები საჯარო სამართლის იურიდიული პირის ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა.
3. სააგენტოს, უფლება აქვს მისთვის გადაცემული სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონება სარგებლობის უფლებით გადასცეს/გაასხვისოს სხვა პირზე მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
4. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.
მუხლი 7🔗. სახელმწიფო კონტროლი
1. სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტიანობის და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო.
2. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს სააგენტოს არამართლზომიერი გადაწყვეტილება.
მუხლი 8🔗. საბუღალტრო ანგარიშგება
1. სააგენტო ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს სამინისტროს.
2. სააგენტოს წლიურ ბალანსს ამოწმებს სამინისტროს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.
მუხლი 9🔗. სააგენტოს ხელმძღვანელობის ორგანიზება, ხელმძღვანელთა უფლებები და მოვალეობები
1. სააგენტოს ხელმძღვანელობს თავმჯდომარე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს საქართველოს გარემოს დაცვის მინისტრი (შემდგომში - მინისტრი).
2. სააგენტოს თავმჯდომარე:
ა) წარმოადგენს სააგენტოს სხვა სახელმწიფო ორგანოებთან, ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან ურთიერთობისას;
ბ) იყენებს ბიუჯეტის სახსრებს და კანონმდებლობით დადგენილი წესით ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე მათი მიზნობრივი გამოყენებისათვის;
გ) პასუხისმგებელია სააგენტოს საქმიანობის მომწესრიგებელი სამართლებრივი აქტების ზუსტ შესრულებაზე და ანგარიშვალდებულია მინისტრის წინაშე;
დ) მინისტრს წარუდგენს წინადადებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროს რეგულირების შესახებ;
ე) ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ამტკიცებს „დაცული ტერიტორიების სააგენტოს სისტემაში მოსამსახურეთა საკონკურსო-საატესტაციო კომისიის დებულებას”;
ვ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლებს;
ზ) ამ დებულების მე-10 მუხლით განსაზღვრული სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელების ვაკანტური თანამდებობის არსებობის შემთხვევაში, უფლებამოსილია დააკისროს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის მოვალეობების შესრულება იმავე სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს და მისცეს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელის თანამდებობრივი სარგო;
თ) სამინისტროსთან შეთანხმებით განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საშტატო განრიგს და ხელფასის ფონდს;
ი) განსაზღვრავს სააგენტოს ცენტრალური აპრატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების დისციპლინური პასუხისმგებლობის და წახალისების ზომებს;
კ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
ლ) აუქმებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების ხელმძღვანელების ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს;
მ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში ამყარებს კონტაქტებს და დებს ხელშეკრულებებს სააგენტოს საქმიანობის სფეროში შემავალ საკითხებზე;
ნ) შეიმუშავებს სააგენტოს სამოქმედო გეგმასა და პრიორიტეტებს;
ო) კონტროლს უწევს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების და სააგენტოს ცენტრალურ აპარატში შემავალი სტრუქტურული ქვედანაყოფების საქმიანობას. ორგანიზებას უწევს მათ მჭიდრო თანამშრომლობას და შეთანხმებულ ქმედებას;
პ) ამტკიცებს სააგენტოს შინაგანაწესს;
ჟ) განკარგავს სააგენტოს შემოსავლებს;
რ) ახორციელებს სხვა ფუნქციებს, რომლებიც მას ეკისრება საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით.
3. სააგენტოს თავმჯდომარეს ჰყავს ორი მოადგილე, რომელთაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს თავმჯდომარე.
4. თავმჯდომარის მოადგილეებს შორის უფლება-მოვალეობებს ანაწილებს თავმჯდომარე ინდივიდუალურ
ი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მუხლი 10🔗. სააგენტოს ცენტრალური აპარატის სტრუქტურა
სააგენტოს ცენტრალური აპარატი შედგება შემდეგი სტრუქტურული ქვედანაყოფებისგან:
ა) განვითარების სამსახური;
ბ) დაგეგმვის სამსახური;
გ) ეკონომიკური სამსახური;
დ) ადმინისტრაციული სამსახური;
ე) საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური;
ვ) იურიდიული სამსახური;
ზ) შიდა აუდიტის სამსახური.
მუხლი 11🔗. სააგენტოს სტრუქტურული ქვედანაყოფების კომპეტენცია და
ხელმძღვანელობა
1. განვითარების სამსახური:
ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მართავს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის ბუნებრივ რესურსებს;
ბ) სამინისტროს შესაბამის სამსახურებთან კოორდინაციით ზედამხედველობს და მონიტორინგს უწევს დაცული ტერიტორიების შესაბამისი რეჟიმის დაცვისა და ბუნებათსარგებლობის განხორციელებას;
გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების განვითარების პროექტების მიმდინარეობას;
დ) თავისი კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობას ღებულობს მენეჯმენტის გეგმებით განსაზღვრული პროგრამების შემუშავებასა და შესრულებაში;
ე) ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე მეცნიერული კვლევისა და მონიტორინგის საქმიანობის ზედამხედველობას;
ვ) ახორციელებს სამეცნიერო კვლევების შედეგად მიღებული მონაცემების მიზნობრივ დამუშავებას, მათ საფუძველზე დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოსისტემის და ცალკეული სახეობების აღდგენის, შენარჩუნებისა და კონსერვაციის სტრატეგიის შემუშავებას;
ზ) კომპეტენციის ფარგლებში ახორციელებს სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობის ამსახველი მონაცემების განხილვას, მათ შეფასებას და გადაწყვეტილების მისაღებად შესაბამისი რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავებას;
თ) კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობს საერთაშორისო ურთიერთობებში;
ი) ორგანიზაციას უწევს და მონაწილეობს დაცულ ტერიტორიებზე ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობაში;
კ) შეიმუშავებს დაცული ტერიტორიების განვითარების მიზნობრივ პროგრამებს;
ლ) მონაწილეობს ცხოველთა და მცენარეთა (მათ შორის
, ტყის რესურსების), სახეობრივი შემადგენლობის გაუმჯობესების, აღდგენა
-განახლების, ხანძრების პრევენციის, მავნებელთა და დაავადებებისგან დაცვის მიზნით წინადადებებისა და მიზნობრივი პროგრამების შემუშავებაში;
მ) უზრუნველყოფს ეკოტურიზმის განვითარებას და მის მონიტორინგს დაცულ ტერიტორიებზე;
ნ) ზედამხედველობას და კოორდინაციას უწევს დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე პროექტებს;
ო) სააგენტოს ეკონომიკურ სამსახურთან ერთად შეიმუშავებს დაცულ ტერიტორიაზე ტურისტების მომსახურების ტარიფებს;
პ) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
2. დაგეგმვის სამსახური:
ა) წარმართავს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვაში;
ბ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმების შემუშავებაში;
გ) აფასებს მენეჯმენტის გეგმებთან დაკავშირებულ პროგრამებს, აანალიზებს და მათ საფუძველზე შეიმუშავებს რეკომენდაციებს;
დ) აწარმოებს დაცული ტერიტორიების გეოგრაფიულ საინფორმაციო სისტემის (GIS) მონაცემთა ბაზებს;
ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით
, დაცული ტერიტორიების ფარგლებში კოორდინაციას უწევს ინფრასტრუქტურის და ლანდშაფტების დაგეგმვას;
ვ) კოორდინაციას უწევს და მონაწილეობს სახელმწიფო ნაკრძალების, ეროვნული პარკების, ბუნების ძეგლების, აღკვეთილების და დაცული ლანდშაფტის დამხმარე ზონების ეკოლოგიური და სოციალური პროგრამების დაგეგმვაში;
ზ) განსაზღვრავს საერთაშორისო ორგანიზაციებსა და საზღვარგარეთის ქვეყნებთან თანამშრომლობის პრიორიტეტულ მიმართულებებს;
თ) უზრუნველყოფს სააგენტოს თანამშრომლობას საზღვარგარეთის ქვეყნების შესაბამის ორგანოებსა და საერთაშორისო ორგანიზაციებთან;
ი) ამზადებს წინადადებებს და შეიმუშავებს პროგრამებს ტრანსასაზღვრო თანამშრომლობასთან დაკავშირებით;
კ) შეიმუშავებს და მონაწილეობას ღებულობს დაცულ ტერიტორიებთან დაკავშირებულ პროგრამებში;
ლ) ახორციელებს სააგენტოს გეოსაინფორმაციო, ქსელური სისტემებით და რუკებით უზრუნველყოფას;
მ) მონაწილეობას ღებულობს და ზედამხედველობას უწევს დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტების, მარკირების და შესაბამისი ტოპოგრაფიული მასალების შემუშავებაში;
ნ) იწვევს სხვადასხვა სპეციალისტებსა და ექსპერტებს დაცული ტერიტორიების გასაცნობად, შემდგომში ერთობლივი პროექტების განხორციელების მიზნით.
ო) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
3. ეკონომიკური სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს ბალანსზე რიცხული მატერიალური ფასეულობების დაცვას;
ბ) ახორციელებს ცენტრალიზებული მომარაგების ორგანიზებას;
გ) წარმართავს სამეურნეო საქმიანობას;
დ) უზრუნველყოფს სააგენტოს შენობაში ხანძარსაწინააღმდეგო წესების დაცვას;
ე) აკონტროლებს სატელეფონო კომპანიებთან, ელექტროენერგიის, გაზისა და წყლის მომწოდებლებთან დადებული ხელშეკრულებების შესრულებას;
ვ) აკონტროლებს საწვავის ხარჯვას სააგენტოში დაშვებული ლიმიტების გათვალისწინებით;
ზ) წარმართავს სასაწყობო მეურნეობას;
თ) ახორციელებს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული სამსახურების ფუნქციონირების მატერიალურ
-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
ი) ორგანიზებას უწევს სისტემაში სახელმწიფო შესყიდვებს;
კ) უზრუნველყოფს სახსრების რაციონალურ ხარჯვას;
ლ) შეიმუშავებს სახელმწიფო შესყიდვების წლიურ გეგმას და განსაზღვრავს ცალკეული შესასყიდი ობიექტის წლიური ღირებულებიდან გამომდინარე შესყიდვის წესს;
მ) ორგანიზებას უწევს ტენდერის გამოცხადებას, ამზადებს სატენდერო დოკუმენტაციას, უზრუნველყოფს მომწოდებელთან ხელშეკრულებების დადებას და აკონტროლებს დადებული ხელშეკრულების შესრულებას;
ნ) ორგანიზაციას უწევს და წარმართავს სააგენტოს სისტემაში საფინანსო
-ეკონომიკურ და ბუღალტრულ აღრიცხვას;
ო) ახორციელებს საფინანსო და საბუღალტრო საქმიანობის ანალიზს, კრებსითი ბალანსების, ანგარიშების მომზადებას;
პ) შეიმუშავებს სააგენტოს ბიუჯეტსა და ხარჯთა ნუსხის პროექტებს;
ჟ) ორგანიზებას უწევს სისტემაში ძირითადი საშუალებების, ფულადი სახსრებისა და საფინანსო
-მატერიალური ფასეულობების ინვენტარიზაციის ჩატარებას;
რ) ადგენს კვარტალურ და წლიურ საფინანსო და სტატისტიკურ ანგარიშებს და წარადგენს მათ სამინისტროში და ხაზინაში;
ს) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს
.
4. ადმინისტრაციული სამსახური:
ა) ახორციელებს სისტემაში კადრების აღრიცხვას;
ბ) ამზადებს სააგენტოს უფლებამოსილების ფარგლებში სააგენტოს სისტემის მოსამსახურეთა დანიშვნა-გათავისუფლების, მივლინებების, შვებულებების, დისციპლინ
ური პასუხისმგებლობისა და წახალისებების
შესახებ ბრძანების პროექტებს;
გ) ახორციელებს სააგენტოს თანამშრომელთა პირადი საქმეების შედგენას;
დ
) ახორციელებს სააგენტოს მოსამსახურეთა პროფესიული მომზადების, გადამზადებისა და კვალიფიკაციის ამაღლების, მათი საკვალიფიკაციო გამოცდების მომზადება-ჩატარების ორგანიზაციას;
ე) ახორციელებს სააგენტოს ფარგლებში სამოქალაქო თავდაცვისა და სამობილიზაციო ღონისძიებებს;
ვ) შეიმუშავებს შრომის შინაგანაწესს და აკონტროლებს მის შესრულებას, აგრეთვე შრომის დისციპლინას;
ზ) ორგანიზებას უწევს საქმისწარმოების ერთიანი წესების შესაბამისად, ცენტრალურ აპარატში საქმისწარმოებას;
თ) უზრუნველყოფს შესაბამისი სამართლებრივი აქტების, სხვა საკონტროლო დავალებების და თავმჯდომარის ინდივიდიუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების შესრულების შემოწმებასა და კონტროლს;
ი
) ახორციელებს საქმისწარმოების დასრულებული დოკუმენტაციის აღრიცხვას და არქივისათვის გადაცემას (არქივირებას
);
კ) უზრუნველყოფს სამსახურებრივ-საშტატო იარაღის და საბრძოლო მასალის აღრიცხვის ორგანიზებას;
ლ
) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
5. საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური:
ა) ორგანიზებას უწევს სააგენტოში და სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოებში მიმდინარე პროცესებისა და გაწეული საქმიანობის გაცნობას საზოგადოებისათვის მასმედიის საშუალებით და აწარმოებს PR-ს („Public Relations”).
ბ) ამყარებს ურთიერთობებს სააგენტოსა და საზოგადოებას შორის და უზრუნველყოფს საზოგადოების ფართო ფენებთან ურთიერთობის კოორდინაციას;
გ) გეგმავს და ახორციელებს დაცული ტერიტორიების (ბოიმრავალფეროვნება, ეკოტურიზმი და სხვა) პოპულარიზაციას სპეციალური ღონისძიებებით;
დ) უცხოელი და ადგილობრივი ჟურნალისტებისა და ტუროპერატორებისათვის დაცულ ტერიტორიებზე აწყობს პრესტურებსა და გაცნობით ტურებს;
ე) ორგანიზებას უწევს სააგენტოს მონაწილეობას საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მოწყობილ გამოფენებზე, ბაზრობებზე, სემინარებში, კონფერენციებსა და სხვა ღონისძიებებში;
ვ) უზრუნველყოფს დაცული ტერიტორიებზე ტურიზმთან დაკავშირებული სარეკლამო-საინფორმაციო პროდუქციის (ბეჭდვითი, ვიდეო, ციფრული და ა. შ) მომზადებას და გავრცელებას. აწარმოებს სარეკლამო და საინფორმაციო (ფოტო და ვიდეო) მასალების შეგროვებას და მათი არქივის შექმნას.
ზ) აწარმოებს სააგენტოს ვებგვერდს და სააგენტოს პოპულარიზაციას სოციალურ ქსელებში;
თ) უზრუნველყოფს საზოგადოებასთან ურთიერთობის გეგმების შედგენა;
ი) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
6. იურიდიული სამსახური:
ა) უზრუნველყოფს სააგენტოს სისტემას სამართლებრივი მომსახურებით;
ბ) მონაწილეობს სააგენტოს კომპეტენციას მიკუთვნებული ნორმატიული აქტებისა და სხვა დოკუმენტების პროექტების მომზადებაში, ახდენს მათ ვიზირებას და სხვა ნორმატიულ აქტებთან შესაბამისობაში მოყვანას;
გ) ამზადებს სამართლებრივ დასკვნებს სააგენტოს საქმიანობასთან დაკავშირებული დავების თაობაზე;
დ) უზრუნველყოფს სასამართლო ორგანოებში სააგენტოს წარმომადგენლობას;
ე) ახორციელებს ამ დებულებითა და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
7. შიდა აუდიტის სამსახური:
ა) ახორციელებს სააგენტოს წინაშე არსებული რისკების დადგენასა და შეფასებას;
ბ) ახორციელებს სააგენტოს ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის ადეკვატურობისა და ეფექტიანობის შეფასებას;
გ) უზრუნველყოფს სააგენტოს ცენტრალური აპარატისა და ტერიტორიული ადმინისტრაციების მიერ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვის კონტროლს;
დ) ახორციელებს დაწესებულების ფუნქციონირებისა და მართვის პროცედურების მწარმოებლურობის, ეფექტურობის, ეფექტიანობისა და ეკონომიურობის გაზრდის მიზნით რეკომენდაციების შემუშავებას;
ე) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების მოსამსახურეთა მიერ დისციპლინისა და კანონიერების დარღვევის სამსახურებრივი ფაქტების გამოვლენას, თავიდან აცილებას, პროფილაქტიკას, აღნიშნულ ფაქტებზე სამსახურებრივ შემოწმებას;
ვ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საქმიანობაში მოსალოდნელი დარღვევების ან/და სამსახურებრივი გადაცდომების პრევენციას ან/და მათი რისკ-ფაქტორების გამოვლენას და ანალიზს;
ზ) ახორციელებს წინასწარი კონტროლის ღონისძიებებს სააგენტოს თავმჯდომარის მიერ „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებამოსილების ფარგლებში;
თ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების დისციპლინისა და კანონიერების დაცვის სამსახურებრივი კონტროლს, სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ მოქალაქეთა კონსტიტუციური უფლებებისა და კანონიერი ინტერესების, სამსახურებრივ გადაცდომათა და სხვა მართლსაწინააღმდეგო ქმედებათა ჩადენის ფაქტების გამოვლენას, ამ ფაქტებთან დაკავშირებული განცხადებებისა და საჩივრების შესწავლას და შესაბამის რეაგირებას;
ი) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომელთა მიერ სამსახურებრივი გადაცდომის ჩადენის ფაქტებზე სამსახურებრივი შემოწმების ჩატარებას, შემოწმების შედეგების შესახებ დასკვნის შედგენას და სააგენტოს თავმჯდომარისთვის წარდგენას;
კ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის ფაქტების ხელშემწყობი მიზეზების დადგენისა და პრევენციის, საქმიანობაში აღმოჩენილი ხარვეზებისა და მათი გამომწვევი მიზეზების აღმოფხვრის მიზნით დაწესებულების ხელმძღვანელისთვის შესაბამისი რეკომენდაციების წარდგენას;
ლ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების თანამშრომლების ინტერესთა შეუთავსებლობის ფაქტების გამოვლენას, მათ მიერ სამსახურებრივი ეთიკის წესების შესრულებაზე კონტროლსა და ზედამხედველობას;
მ) ახორციელებს სააგენტოს ცენტრალური აპარატის და ტერიტორიული ადმინისტრაციების საჯაროობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფას, საზოგადოებრივი კონტროლის მექანიზმების ჩამოყალიბების ხელშეწყობას და მხარდაჭერას, კანონიერების დაცვის სფეროში საზოგადოების მხარდაჭერის მოპოვებას;
ნ) ახორციელებს დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების აღრიცხვას, სისტემატიზაციას, ანალიზს და განზოგადებას;
ო) უზრუნველყოფს კანონმდებლობით დადგენილი წესით დაცულ ტერიტორიებზე ჩადენილი სამართალდარღვევების შესახებ ინფორმაციის საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსათვის მიწოდებას;
პ) უზრუნველყოფს ცხელი ხაზის ფუნქციონირებას;
ჟ) ახორციელებს ამ დებულებით, „სახელმწიფო შიდა აუდიტისა და ინსპექტირების შესახებ“ საქართველოს კანონით და მოქმედი კანონმდებლობით გათვალისწინებულ უფლება-მოვალეობებს.
8. სააგენტოს სტრუქტურულ ქვედანაყოფებს (სამსახურებს) ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი.
9. სამსახურის უფროსი:
ა) ასრულებს სააგენტოს თავმჯდომარისა და თავმჯდომარის მოადგილეების დავალებებსა და მითითებებს;
ბ) იღებს გადაწყვეტილებებს სამსახურის კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებზე;
გ) სამსახურის თანამშრომლებს შორის ანაწილებს ფუნქციებს შესაბამისი კომპეტენციის მიხედვით;
დ) თავმჯდომარეს წარუდგენს რეკომენდაციებს სამსახურის თანამშრომელთა წახალისების ან დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის გამოყენების შესახებ;
ე) მოქმედებს სამსახურის სახელით სააგენტოსთან, აგრეთვე სხვა ორგანოებთან და პირებთან ურთიერთობისას;
ვ) პასუხისმგებელია სამსახურის საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია თავმჯდომარის და კურატორი მოადგილის წინაშე.
მუხლი 12🔗. სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციები
სააგენტოს ტერიტორიული ადმინისტრაციებია:
ა) იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ბ) ლიახვის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
გ) ბიჭვინთა-მიუსერის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
დ) რიწის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ე) ფსხუ-გუმისთის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ვ) მარიამჯვრის სახელმწიფო ნაკრძალის ადმინისტრაცია;
ზ) ალგეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
თ) ყაზბეგის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ი) კოლხეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
კ) ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრცია;
ლ) მტირალას ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
მ) თბილისის ეროვნული პარკის ადმინისტრაცია;
ნ) თუშეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ო) ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
პ) ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ჟ) ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრცია;
რ) კინტრიშის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ს) ქობულეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
ტ) ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია;
უ) აჯამეთის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ფ) გარდაბნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
ქ) ჭაჭუნის აღკვეთილის ადმინისტრაცია;
მუხლი 13🔗. სააგენტოს ლიკვიდაცია
სააგენტოს ლიკვიდაცია ხდება კანონით დადგენილი წესით.
მუხლი 14🔗. დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი
დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.