იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
მიღების თარიღი 16.06.2008
ძალის დაკარგვა 30.01.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრი
ნომერი №73
სარეგისტრაციო კოდი 010170000.22.029.011928
გამოქვეყნების წყარო სსმ, 91, 27/06/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
დოკუმენტის ტექსტი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
/* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:12.0pt; font-family:"Times New Roman","serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.170.000.22.029.011.928
საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის
ბრძანება №73
2008 წლის 16 ივნისი
ქ. თბილისი
იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ
,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტისა და ,,საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 22 თებერვლის №34 დადგენილების მე-4 მუხლის მე-2 პუნქტის ,,რ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ვბრძანებ:
1. ,,საქართველოს 2008 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული დაფინანსება განხორციელდეს ხელშეკრულების საფუძველზე ამ ბრძანებით დადგენილი წესით.
2. ხელშეკრულების პირობებში დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციის, საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ხარჯები ერთ დევნილზე და ლტოლვილზე თვეში განისაზღვროს 4 ლარის ოდენობით, საიდანაც:
ა) დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების ობიექტების ადმინისტრაციის ხარჯი განისაზღვროს 2 ლარის ოდენობთ;
ბ) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად განსახლების ობიექტების საყოფაცხოვრებო კომუნალური მომსახურების ხარჯის ოდენობა განისაზღვროს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში დადგენილი ტარიფის (მოსაკრებლის) ოდენობით, მაგრამ არა უმეტეს:
ბ.ა) სასმელი წყლის მიწოდებისა და ჩანადენი სითხის გატარება-გაწმენდის მომსახურებისათვის – 1.50 ლარისა (მათ შორის, სასმელი წყლის მიწოდების მომსახურებისათვის – 1.30 ლარი);
ბ.ბ) დასუფთვებისათვის – 0.40 ლარისა.
ბ.გ) დევნილთა და ლტოლვილთა კომპაქტურად ჩასახლების (განსახლების) ობიექტებში დეზინფექცია-დერატიზაციისათვის – 0.10 ლარისა.
3. დამტკიცდეს იურიდიული და ფიზიკური პირებისათვის ხელშეკრულების გასაფორმებლად საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროში წარმოსადგენი დოკუმენტაციის შემდეგი ნუსხა:
ა) ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან კომპაქტურად განსახლების ობიექტის შესაბამისი იურიდიული პირის ბალანსზე არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ობიექტების ადმინისტრაციებისათვის);
ბ) ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან (თუ პირი ახორციელებს სამეწარმეო საქმიანობას) ან გადამხდელის მოწმობა;
გ) ცნობა სასამართლოდან, რომ მის მიმართ არ მიმდინარეობს გაკოტრების საქმე, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა;
დ) ამ ბრძანების მე-2 პუნქტის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს გადაწყვეტილება შესაბამისი საყოფაცხოვრებო და კომუნალური მომსახურების ტარიფების დაწესების შესახებ და ცნობა ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოდან იმ კომპაქტურად განსახლების ობიექტის (ობიექტების) შესახებ, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს;
ე) კომპაქტურად განსახლების ობიექტების (ობიექტის) ნუსხა, რომელთა მომსახურებას იგი ახორციელებს (ობიექტების ადმინისტრაციებისთვის);
ვ) ხელშეკრულების ხელმოწერაზე უფლებამოსილი პირის უფლებამოსილების და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტები;
ზ) ცნობა საბანკო რეკვიზიტების შესახებ.
4. მომსახურების ხარჯი, რომელიც წარმოადგენს მოსაკრებელს, ჩაირიცხება ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე.
5. ამ ბრძანების მე-4 პუნქტით განსაზღვრული ხარჯების გადარიცხვა ადგილობრივი თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტში ხორციელდება თვითმმართველობის მიერ შესაბამისი მოსაკრებლის დაწესების შესახებ გადაწყვეტილების წარმოდგენის შემდგომ.
6. დაუშვებელია ხელშეკრულების გაფორმება ამ ბრძანების მე-3 პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში.
7. ძალადაკარგულად გამოცხადდეს ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა და ლტოლვილთა ორგანიზებულად ჩასახლების (განსახლების) ობიექტების ადმინისტრაციასთან, საყოფაცხოვრებო და კომუნალურ მომსახურებასთან დაკავშირებული ხელშეკრულების პირობებისა და ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო დოკუმენტაციის ნუსხის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების მინისტრის 2007 წლის 14 მარტის №30 ბრძანება.
8. ბრძანება ძალაშია გამოქვეყნებისთანავე.
თ. მარტიაშვილი