აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1-14/124
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 110701014, 04/07/2011
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

განცხადება

სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრებ ის მოწვევის შესახებ

 

„მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 54-ე მუხლის საფუძველზე, 2011 წლის 25 ივლისს 15.00 საათზე მოწვეულია სააქციო საზოგადოება საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რიგგარეშე საერთო კრება შემდეგ მისამართზე: ქ. თბილისი, კოსტავას I შეს. №33ა (საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისი).

საერთო კრება ჩატარდება შემდეგი დღის წესრიგით:

1. აქციონერების განცხადებების განხილვა;

2. საზოგადოების წესდების შესახებ;

3. საზოგადოების მართვის ორგანოების შესახებ.

საერთო კრებაში მონაწილეობის უფლების და აქციონერების განკარგულებაში არსებული ხმების რაოდენობის შემოწმება და აქციონერთა რეესტრიდან ამონაწერის მიღება შეგიძლიათ სს საგზაო კომპანია „თბილისის“ აქციონერთა რეესტრის მწარმოებელთან შპს „კაპიტალ-რეგისტრთან“ კრების ჩატარებამდე 10 დღის განმავლობაში (ჭავჭავაძის გამზ. №55, ტელ.: 230384).

აქციონერების რეგისტრაცია იწარმოებს 2011 წლის 25 ივლისს 1400 საათიდან, საერთო კრების ჩატარების მისამართზე. რეგისტრაციის მიზნით აუცილებელია თან იქონიოთ პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია (პირადობის მოწმობა ან პასპორტი) და, წარმომადგენლობის შემთხვევაში, მინდობილობა.

აქციონერებს საერთო კრებასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაცის მიღება შეუძლიათ საზოგადოების ადმინისტრაციის ოფისში – ქ. თბილისი, კოსტავას I შეს., №33ა, ტელ.: 2 931909

სს საგზაო კომპანია „თბილისის” გენერალური

დირექტორი გ. სურამელაშვილი