⚠️ ეს დოკუმენტი ძალადაკარგულია (26.03.2009)
გაუქმებულია:

წყნეთის ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 09.07.2008
ძალის დაკარგვა 26.03.2009
გამომცემი ორგანო საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი
ნომერი №611
სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.022.012014
გამოქვეყნების წყარო სსმ, 100, 15/07/2008
კონსოლიდირებული ვერსიები
matsne.gov.ge 2,166 სიტყვა · ~11 წთ
📄 ტექსტზე გადასვლა ↓
09.07.2008 მიღება
26.03.2009 ძალის დაკარგვა
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
⛔ გაუქმებულია — 1 აქტით

დოკუმენტის ტექსტი

წყნეთის ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ /* Font Definitions */ @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Sylfaen; panose-1:1 10 5 2 5 3 6 3 3 3;} @font-face {font-family:Calibri; panose-1:2 15 5 2 2 2 4 3 2 4;} @font-face {font-family:SPLiteraturuly;} /* Style Definitions */ p.MsoNormal, li.MsoNormal, div.MsoNormal {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoFooter, li.MsoFooter, div.MsoFooter {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.MsoPlainText, li.MsoPlainText, div.MsoPlainText {margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:10.0pt; margin-left:0in; line-height:115%; font-size:10.0pt; font-family:"Courier New";} p.MsoNoSpacing, li.MsoNoSpacing, div.MsoNoSpacing {margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:11.0pt; font-family:"Calibri","sans-serif";} p.parlamdrst, li.parlamdrst, div.parlamdrst {mso-style-name:parlamdrst; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:SPLiteraturuly;} p.abzacixml, li.abzacixml, div.abzacixml {mso-style-name:abzaci_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:justify; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.sulcvlilebaxml, li.sulcvlilebaxml, div.sulcvlilebaxml {mso-style-name:sul_cvlileba_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.zogadinacilixml, li.zogadinacilixml, div.zogadinacilixml {mso-style-name:zogadi_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.gansakutrebulinacilixml, li.gansakutrebulinacilixml, div.gansakutrebulinacilixml {mso-style-name:gansakutrebuli_nacili_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:-42.5pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.sataurixml, li.sataurixml, div.sataurixml {mso-style-name:satauri_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:12.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.tarigixml, li.tarigixml, div.tarigixml {mso-style-name:tarigi_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.satauri2, li.satauri2, div.satauri2 {mso-style-name:satauri2; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.danartixml, li.danartixml, div.danartixml {mso-style-name:danarti_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:right; text-indent:14.2pt; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold; font-style:italic;} p.khelmoceraxml, li.khelmoceraxml, div.khelmoceraxml {mso-style-name:khelmocera_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.ckhrilixml, li.ckhrilixml, div.ckhrilixml {mso-style-name:ckhrili_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; font-size:9.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.mimgebixml, li.mimgebixml, div.mimgebixml {mso-style-name:mimgebi_xml; margin:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:14.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.saxexml, li.saxexml, div.saxexml {mso-style-name:saxe_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:0in; margin-bottom:.0001pt; text-align:center; text-indent:14.15pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.adgilixml, li.adgilixml, div.adgilixml {mso-style-name:adgili_xml; margin-top:6.0pt; margin-right:0in; margin-bottom:6.0pt; margin-left:0in; text-align:center; text-indent:14.2pt; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} p.kodixml, li.kodixml, div.kodixml {mso-style-name:kodi_xml; margin-top:0in; margin-right:0in; margin-bottom:12.0pt; margin-left:255.1pt; text-align:right; page-break-after:avoid; font-size:10.0pt; font-family:"Sylfaen","serif";} p.muxlixml, li.muxlixml, div.muxlixml {mso-style-name:muxli_xml; margin-top:12.0pt; margin-right:0in; margin-bottom:0in; margin-left:42.5pt; margin-bottom:.0001pt; text-indent:-42.5pt; line-height:12.0pt; page-break-after:avoid; font-size:11.0pt; font-family:"Sylfaen","serif"; font-weight:bold;} /* Page Definitions */ @page Section1 {size:8.5in 11.0in; margin:1.0in 1.25in 1.0in 1.25in;} div.Section1 {page:Section1;} /* List Definitions */ ol {margin-bottom:0in;} ul {margin-bottom:0in;} სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 040.030.000.22.022.012.014 საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის ბრძანება №611 2008 წლის 9 ივლისი ქ. თბილისი წყნეთის ბავშვთა სახლის რეორგანიზაციის, საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების  დაფუძნებისა და მისი წესდების დამტკიცების შესახებ „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის 55-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის, „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის პირველი პუნქტისა და 21-ე მუხლის პირველი პუნქტის, „საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №37 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „მ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, ვბრძანებ: 1. რეორგანიზებულ იქნეს წყნეთის ბავშვთა სახლი, საჯარო სამართლის იურიდიულ პირად – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებად. 2. დამტკიცდეს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდება.  3. ბრძანება ძალაში შევიდეს გამოქვეყნებისთანავე. გ. ნოდია საჯარო სამართლის იურიდიული პირის – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულების წესდება     მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი 1. საჯარო სამართლის იურიდიული პირი – წყნეთის ობოლ და მშობელთა მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულება (შემდგომში – დაწესებულება) არის საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) მმართველობის სფეროში შემავალი იურიდიული პირი, რომელიც ახორციელებს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვთა (შემდგომში – აღსაზრდელი) სააღმზრდელო საქმიანობას. 2. დაწესებულება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომლის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 3. დაწესებულება დამოუკიდებელია თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და შეთანხმებებით, „განათლების შესახებ“, „ზოგადი განათლების შესახებ“, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონებით, სხვა შესაბამისი ნორმატიული აქტებით და ამ წესდებით. 4. დაწესებულებას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიში, ემბლემა, ბეჭედი მცირე სახელმწიფო გერბის გამოსახულებით და იურიდიული პირის სხვა რეკვიზიტები. 5. დაწესებულების მისამართია: დაბა წყნეთი, სტალინის ქ. №40.     მუხლი 2🔗. დაწესებულების მიზნები და ამოცანები 1. დაწესებულების ძირითადი მიზანია: ა) ოჯახურ გარემოსთან მიახლოებული პირობების შექმნა, რომელიც ხელს შეუწყობს ბავშვის გონებრივ, ემოციურ და ფიზიკურ განვითარებას; ბ) აღსაზრდელთა ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის, ფსიქოსამედიცინო, პედაგოგიური რეაბილიტაციისა და საზოგადოებაში ინტეგრაციის ხელშეწყობა; გ) სააღმზრდელო პროგრამების ათვისება, აღსაზრდელთა სწავლება და პიროვნების აღზრდა საზოგადოებისა და სახელმწიფოს ინტერესების გათვალისწინებით; დ) აღსაზრდელთა უფლებებისა და ინტერესების დაცვა; ე) აღსაზრდელთა ნიჭის, უნარისა და პოტენციალის გამოვლენისათვის შესაბამისი გარემოს შექმნა; ვ) დეინსტიტუციონალიზაციის პროცესის ხელშეწყობა (რეინტეგრაცია, შვილობილობა და სხვა). 2. დაწესებულების საქმიანობა აგებულია დემოკრატიულ და პიროვნების თავისუფალი განვითარების, ბავშვის უფლებებსა და მისი საუკეთესო ინტერესის დაცვის პრინციპებზე დაყრდნობით.     მუხლი 3🔗. აღზრდის პროცესის ორგანიზება 1. დაწესებულებაში აღზრდის პროცესის ორგანიზება ხორციელდება კანონმდებლობით დადგენილი წესით დამტკიცებული სტანდარტების შესაბამისად. 2. დაწესებულებაში ინახება ბავშვის პირადი საქმე, რომელიც მოიცავს: ა) ბავშვის სახელსა და გვარს, ოჯახის საკონტაქტო ინფორმაციას, სქესს, დაბადების თარიღსა და ადგილს; ბ) დაწესებულებაში ბავშვის მიღების შესახებ დოკუმენტაციას, მათ შორის, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნას აღსაზრდელის დაწესებულებაში განთავსების შესახებ; გ) სამედიცინო ბარათს; დ) ინფორმაციას აღსაზრდელის მდგომარეობასთან დაკავშირებით, რომელიც უნდა შეიცავდეს ინფორმაციას ბავშვის ფსიქოემოციურ დარღვევებთან დაკავშირებულ საკითხებზე (მაგ: გაქცევის მცდელობა, ფიზიკური დაზიანებები და ა.შ.) თარიღებისა და საქმესთან დაკავშირებული პირებისა და გარემოებების გათვალისწინებით; ე) სხვა დოკუმენტაციას, რომელიც წარმოადგინა ბავშვის მეურვემ ან მზრუნველმა თუ მშობელმა.     მუხლი 4🔗. სააღმზრდელო დაწესებულებაში ჩასარიცხ პირთა წრე და მათი განთავსების წესი  1. დაწესებულებაში განთავსდება 6-დან 18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვი: ა) ობოლი; ბ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან ქმედუუნაროდ ან შეზღუდულქმედუნარიანად; გ) რომლის მშობლები სასამართლოს მიერ აღიარებულნი არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გარდაცვლილად; დ) რომლის მშობლები იმყოფებიან წინასწარი პატიმრობის ადგილებში ან სასამართლოს განაჩენით – სასჯელაღსრულების დაწესებულებებში; ე) რომლის მშობლები თავს არიდებენ საკუთარი ბავშვის აღზრდის პროცესში მონაწილეობის მიღებას, რის გამოც ჩამოერთვათ მშობლის უფლება ან ჩამოერთვათ ბავშვი მშობლის უფლების შეზღუდვის გარეშე; ვ) რომლის მშობლები ვერ ახორციელებენ სრულყოფილად ბავშვის აღზრდას ჯანმრთელობის მდგომარეობის ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გამო; ზ) რომლის მშობლების ადგილსამყოფელი უცნობია, მაგრამ მშობლები არ არიან უგზო-უკვლოდ დაკარგულად ცნობილნი სასამართლოს მიერ. 2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს შესაბამისი დასკვნის გარეშე ბავშვის დაწესებულებაში განთავსება და დაწესებულებიდან გაყვანა ან/და სხვა დაწესებულებაში გადაყვანა დაუშვებელია. 3. ნაპოვნი, აღსაზრდელის ჯანმრთელობისა და ფსიქიკური მდგომარეობის შემოწმების შემდეგ იგი განთავსდება დაწესებულებაში სხვა აღსაზრდელებთან ერთად. 4. დაწესებულებაში ბავშვები მიიღებიან: ა) სამედიცინო დაწესებულებებიდან; ბ) ოჯახებიდან; გ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში. 5. დაწესებულებაში არ მიიღება აღსაზრდელი: ა) მწვავე ინფექციური დაავადებით; ბ) ტუბერკულოზის აქტიური ფორმით; გ) აქტიური სიფილისით; დ) კანის გადამდები დაავადებით; ე) თავისა და ზურგის ტვინის თიაქრების ღია ფორმით; ვ) ცნს-ის მწვავე დაავადებით; ზ) რომლებიც საჭიროებენ სტაციონარულ მკურნალობას. 6. დაწესებულებიდან აღსაზრდელი ამოირიცხება, თუ: ა) იგი დაბრუნდა საკუთარ ოჯახში; ბ) იგი გადადის სხვა ბავშვთა სახლში ან სხვა ობოლ და მზრუნველობამოკლებულ ბავშვთა სააღმზრდელო დაწესებულებაში; გ) იგი შვილობილად და/ან შვილად იქნა აყვანილი; დ) მას დაენიშნა მეურვე ან მზრუნველი; ე) თუ ის აყენებს ზიანს სხვა აღსაზრდელებს და საფრთხეს უქმნის მათ სიცოცხლეს; ვ) თუ ის შეგნებულად და ხანგრძლივად არ ემორჩილება დაწესებულების შინაგანაწესს. 7. ბავშვის დაწესებულებიდან გადაყვანისას უნდა გაიცეს აღსაზრდელის პირადი საქმის შემდეგი დოკუმენტები: ა) დაბადების მოწმობა; ბ) ცნობა დაწესებულებაში ყოფნის შესახებ; გ) სამედიცინო ბარათი; დ) ინფორმაცია მშობლების ან ახლო ნათესავების შესახებ. 8. ბავშვის დაწესებულებიდან გადაყვანისას ამ მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული დოკუმენტების გარდა გაიცემა აგრეთვე შემდეგი დოკუმენტები (მათი არსებობის შემთხვევაში): ა) პოლისი; ბ) საბუთები, რომლებიც ადასტურებენ ბავშვის უფლებას მემკვიდრეობაზე, ფულად სახსრებზე, საცხოვრებელ ფართზე, სადაც ცხოვრობდა ბავშვი ან მისი მშობელი; გ) ალიმენტის ცნობა. 9. აღსაზრდელის ჯანმრთელობის გაუარესების შემთხვევაში ან მისი გარდაცვალებისას დაწესებულება დაუყოვნებლივ აცნობებს ამის შესახებ მის კანონიერ წარმომადგენელს და შესაბამის საგანმანათლებლო რესურსცენტრს.     მუხლი 5🔗. აღსაზრდელის უფლებები დაწესებულების აღსაზრდელს უფლება აქვს: ა) კანონმდებლობით დადგენილი წესით მიიღოს განათლება; ბ) ფლობდეს ინფორმაციას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების შესახებ; გ) თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად გაასაჩივროს აღმზრდელის, დირექტორის, დაწესებულების სხვა თანამშრომლის ან დაწესებულების უკანონო და სხვა არამართლზომიერი ქმედებები კანონმდებლობით დადგენილი წესით; დ) გამოთქვას საკუთარი აზრი და მოითხოვოს მისი პატივისცემა; ე) დაცული იყოს ყველა ფორმის ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობისაგან; ვ) განავითაროს თავისი შემოქმედებითი უნარ-ჩვევები.     მუხლი 6🔗. დაწესებულების მართვა დაწესებულების მართვას ახორციელებს: ა) დირექცია; ბ) სამეთვალყურეო საბჭო.     მუხლი 7🔗. დირექცია       1. დაწესებულების დირექცია შედგება დირექტორის, დირექტორის მოადგილის./მოადგილეების და ბუღალტერიისაგან. 2. დაწესებულებას მართავს დირექტორი, რომელიც ინიშნება 4 წლის ვადით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) მიერ ამ წესდებით განსაზღვრული წესის შესაბამისად. დირექტორად პირი შეიძლება დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 3. დირექტორს სამინისტროს მიერ ჩატარებული შესარჩევი კონკურსის საფუძველზე ნიშნავს მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით. 4. დირექტორის კანდიდატების ნუსხა, რომლებიც დააკმაყოფილებენ დადგენილ აუცილებელ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, წარედგინება დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოს მათი სასურველი კანდიდატის შერჩევისათვის. 5. სამეთვალყურეო საბჭო შერჩეულ სასურველ კანდიდატს წარუდგენს მინისტრს, რომელიც ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ნიშნავს დირექტორს. 6. დირექტორს ათავისუფლებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. 7. დირექტორის მოადგილეს/მოადგილეებს ნიშნავს დაწესებულების დირექტორი სამეთვალყურეო საბჭოსთან შეთანხმებით. დირექტორის მიერ თავისი უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში მის მოვალეობას ასრულებს დირექტორის მოადგილე. რამდენიმე მოადგილის არსებობის შემთხვევაში – დირექტორის ერთ-ერთი მოადგილე დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისად. 8. დაწესებულების დირექცია ამზადებს დირექტორის გადაწყვეტილებათა პროექტებს, უზრუნველყოფს საქმისწარმოებას, ზედამხედველობს წესდების, შინაგანაწესისა და დირექტორის გადაწყვეტილებათა შესრულებას.     მუხლი 8🔗. დირექტორის უფლება-მოვალეობები 1. დაწესებულების დირექტორი: ა) წარმართავს დაწესებულების საერთო საქმიანობას, ახდენს ადმინისტრაციისა და სამეთვალყურეო საბჭოს საქმიანობის კოორდინაციას; ბ) ზედამხედველობას ახორციელებს დაწესებულების აღმზრდელობით და საფინანსო-სამეთვალყურეო საქმიანობაზე, პასუხისმგებელია ამ პროცესების ორგანიზაციაზე; გ) კანონმდებლობით დადგენილი წესით დებს გარიგებებს დაწესებულების სახელით; დ) უზრუნველყოფს აღმზრდელებთან ხელშეკრულებების დადებასა და შესრულებას, დებს ხელშეკრულებებს დაწესებულების ტექნიკურ თანამშრომლებთან; ე) უფლებამოსილია ვადამდე შეწყვიტოს ხელშეკრულება აღმზრდელებთან, სხვა თანამშრომლებთნ, ხელშეკრულების პირობის დარღვევის, სამსახურისათვის შეუფერებელი ქმედების ჩადენისათვის; ვ) საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი წესით განიხილავს აღმზრდელთა, დაწესებულების თანამშრომელთა და დაინტერესებულ პირთა სხვა საჩივრებს; ზ) სამინისტროსთან შეთანხმებით ამტკიცებს საშტატო განრიგს; თ) სამეთვალყურეო საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგენს ბიუჯეტს; ი) უფლებამოსილია განახორციელოს კანონმდებლობით და წესდებით გათვალისწინებული სხვა საქმიანობა. 2. დირექტორი ვალდებულია: ა) კეთილსინდისიერად შეასრულოს ნაკისრი ვალდებულებები; დაიცვას პროფესიული ეთიკის ნორმები, პატივი სცეს აღსაზრდელთა და თანამშრომელთა უფლებებს; ბ) გაუფრთხილდეს სახელმწიფო და დაწესებულების ქონებას და მიზანშეწონილად განკარგოს ბიუჯეტით გათვალისწინებული სახსრები; გ) უზრუნველყოს სააღმზრდელო პროცესის განხორციელებაზე კონტროლი; დ) მიაწოდოს ინფორმაცია სამეთვალყურეო საბჭოს სააღმზრდელო და საფინანსო საქმიანობის შესახებ. 3. დირექტორის მიერ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევისა და/ან მის მიერ სააღმზრდელო საქმიანობისათვის შეუფერებელი საქმიანობის გამოვლენისას, სამეთვალყურეო საბჭო უფლებამოსილია განიხილოს დაწესებულების დირექტორის სამსახურიდან გათავისუფლების საკითხი და მიმართოს სამინისტროს შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების მიზნით.     მუხლი 9🔗. სამეთვალყურეო  საბჭო   1. დაწესებულებაში იქმნება სამეთვალყურეო საბჭო, რომლის შემადგენლობას ამტკიცებს მინისტრი. 2. სამინისტროს გადაწყვეტილების შესაბამისად, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა შეიძლება იყოს არანაკლებ 4-ისა და არა უმეტეს 6-ისა. 3. სამეთვალყურეო საბჭოს უფლებამოსილების ვადაა ოთხი წელი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი შეიძლება არჩეულ/დანიშნულ იქნეს ზედიზედ მხოლოდ ორჯერ. 4. სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობაში შედიან: ა) 1 წევრი – სამინისტროს მიერ დანიშნული სოციალური მუშაკი; ბ) 1 წევრი – აღმზრდელთა წარმომადგენელი; გ) სამინისტროს მიერ დანიშნული 2 წევრი; დ) იმ შემთხვევაში, თუ სამეთვალყურეო საბჭო შედგება 4-ზე მეტი წევრისაგან სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობას შეავსებს სამინისტროს მიერ დანიშნული მეწარმეთა ან საზოგადოების სხვა წარმომადგენელი/წარმომადგენლები. 5. სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელობს საბჭოს თავმჯდომარე, რომელიც სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა მიერ უბრალო უმრავლესობით აირჩევა. იგი უფლებამოსილია მოიწვიოს და წარმართოს საბჭოს სხდომები. ხმათა თანაბარი განაწილების შემთხვევაში გადამწყვეტია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარეს ხმა. 6. სამეთვალყურეო საბჭოს სხდომა მოიწვევა საჭიროებისამებრ, მაგრამ არანაკლებ ყოველ სამ თვეში ერთხელ, საბჭოს თავმჯდომარის მიერ. სამეთვალყურეო საბჭოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის უფლება აქვს საბჭოს წევრთა მესამედს და დაწესებულების დირექტორს, სხდომის მოწვევის მიზნის მითითებით. 7. სამეთვალყურეო საბჭო, როგორც წესი, გადაწყვეტილებას იღებს ღია კენჭისყრით. დამსწრეთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით სამეთვალყურეო საბჭოზე ცალკეული საკითხები შესაძლოა მიღებულ იქნეს დახურული კენჭისყრით. 8. აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა ხდება აღმზრდელთა საბჭოს მიერ ამ წესდებით გათვალისწინებული წესის შესაბამისად.     მუხლი 10🔗. სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციები სამეთვალყურეო საბჭო: ა) მოიზიდავს შემოსავლებს; ბ) აკონტროლებს დაწესებულების შემოსავლების რაციონალურად განკარგვას; გ) ამტკიცებს დირექტორის მიერ წარდგენილ ბიუჯეტს; დ) ამტკიცებს დაწესებულების სამოქმედო გეგმას; ე) ირჩევს დირექტორის კანდიდატურისაგან სასურველ კანდიდატურას და დასანიშნად წარადგენს სამინისტროში; ვ) დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს შინაგანაწესს; ზ) ამტკიცებს დაწესებულების საქმიანობასა და ფინანსურ ანგარიშს; თ) დაწესებულების თანამშრომელთა შერჩევის მიზნით, დირექტორის წარდგინებით ამტკიცებს თანამშრომელთა კონკურსის წესს, ხოლო არსებული თანამშრომლების შეფასების მიზნით – თანამშრომელთა შეფასების კრიტერიუმებსა და წესს.     მუხლი 11🔗. აღმზრდელთა საბჭო და აღმზრდელთა წარმომადგენლის არჩევა დაწესებულების სამეთვალყურეო საბჭოში 1. აღმზრდელთა საბჭო წარმოადგენს დაწესებულების აღმზრდელთა გაერთიანებას, რომელიც შეიმუშავებს წინადადებებს დაწესებულების დირექციისა და სამეთვალყურეო საბჭოსადმი დაწესებულების მართვასთან და საქმიანობასთან დაკავშირებით. 2. აღმზრდელთა საბჭო თავისი შემადგენლობიდან, დამსწრეთა უბრალო უმრავლესობით 2 წლის ვადით ირჩევს აღმზრდელთა საბჭოს თავმჯდომარეს და აღმზრდელთა წარმომადგენელს სამეთვალყურეო საბჭოში. სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება აღმზრდელთა სიითი შემადგენლობის ნახევარზე მეტი.     მუხლი 12🔗. დაწესებულების ქონება და საბუღალტრო ანგარიშგება  1. დასახული მიზნებისა და ამოცანების განსახორციელებლად დაწესებულება საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს თანხმობით საქართველოს ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ გადაეცემა სათანადო ქონება მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით. 2. დაწესებულება ვალდებულია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აწარმოოს საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის აღრიცხვა-ანგარიშგება, შეადგინოს ბალანსი და დასამტკიცებლად წარუდგინოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს. დაწესებულების წლიურ ბალანსს ამოწმებს სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს მიერ დანიშნული დამოუკიდებელი აუდიტორი.     მუხლი 13🔗. დაწესებულების  დაფინანსება 1. დაწესებულების დაფინანსების წყაროებია: ა) შესაბამისი ბიუჯეტიდან გამოყოფილი მიზნობრივი სახსრები; ბ) სახელმწიფო შეკვეთის შესრულებიდან მიღებული შემოსავალი; გ) ხელშეკრულების საფუძველზე შესრულებული სამუშაოდან მიღებული შემოსავალი; დ) საქართველოს კანონმდებლობით ნებადართული სხვა შემოსავლები. 2. დაწესებულების ყველა შემოსავალი და ხარჯი აისახება მის ბიუჯეტში. 3. დაწესებულების სახსრებისა და შემოსავლების განკარგვა ხდება კანონმდებლობით დადგენილი წესით და მთლიანად ხმარდება დაწესებულების მიზნებისა და ამოცანების შესრულებას. დაწესებულების სახსრების გამოყენება სხვა მიზნებისათვის აკრძალულია.     მუხლი 14🔗. საქმიანობის სახელმწიფო და საფინანსო კონტროლი   1. დაწესებულების საქმიანობის კანონიერების, მიზანშეწონილობის, ეფექტურობისა და საფინანსო-ეკონომიკური საქმიანობის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს სამინისტრო. 2. სამინისტროს თანხმობას საჭიროებს დაწესებულების მიერ შემდეგი ქმედებების განხორციელება: ა) უძრავი ქონების შეძენა, გასხვისება და დატვირთვა; ბ) სესხის აღება; გ) თავდებობა; დ) საშტატო განრიგისა და ხელფასის ფონდის განსაზღვრა; ე) სხვა გადაწყვეტილებები დაწესებულების ქონებასთან დაკავშირებით, თუ ისინი სცილდება ჩვეულებრივი საქმიანობის ფარგლებს. 3. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ქმედებათა განსახორციელებლად აუცილებელია საქართველოს ფინანსთა სამინისტროს თანხმობა. 4. სამინისტრო უფლებამოსილია შეაჩეროს ან გააუქმოს დაწესებულების დირექტორის არამართლზომიერი გადაწყვეტილება. 5. სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელი ორგანოს უარი ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული ქმედებების განხორციელებაზე უნდა იყოს დასაბუთებული. უარი შეიძლება გასაჩივრდეს ზემდგომ სახელმწიფო ორგანოში ან/და სასამართლოში.     მუხლი 15🔗. წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის წესი  წესდებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. დაწესებულების წესდებას ამტკიცებს მინისტრი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.     მუხლი 16🔗. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია 1. დაწესებულების რეორგანიზაცია და ლიკვიდაცია ხორციელდება საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით; 2. ლიკვიდაციის შემდეგ დარჩენილი ქონება გადადის სახელმწიფოს საკუთრებაში.     მუხლი 17🔗. გარდამავალი დებულებები დაწესებულება წარმოადგენს წყნეთის ბავშვთა სახლის უფლებამონაცვლეს.