„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
დოკუმენტის ტექსტი
სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 090.012.003.877
საქართველოს ფინანსთა მინისტრისა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო დეპარტამენტის თავმჯდომარის
ერთობლივი ბრძანება №219/235
1999 წლის 4 ოქტომბერი
ქ. თბილისი
„საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 იანვრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ დებულებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე
„საქართველოში ალკოჰოლიანი სასმელების, ლუდისა და თამბაქოს ნაწარმის წარმოებაზე, იმპორტსა და რეალიზაციაზე აქციზური მარკების შემოღების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1998 წლის 28 მაისის №355 ბრძანებულების შესრულების მიზნით, შეტანილ იქნეს ცვლილებები და დამატებები საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის 1999 წლის 28 ინავრის №23/18 ბრძანებით დამტკიცებულ „საქართველოში აქციზური მარკების აღრიცხვის, რეალიზაციისა და კონტროლის წესის შესახებ“ დებულებაში:
1. მე-2 მუხლის 1-ლი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს აქციზური მარკების სამსახურის მიერ მარკირებას დაქვემდებარებული ადგილობრივი პროდუქციის მწარმოებლებზე აქციზური მარკების გაცემა ხორციელდება მათ შესაძენად შესაბამის ანგარიშზე აქციზის გადახდის შესახებ საგადასახ ა დო ინსპექციიდან წარმოდგენილი ცნობის და აქციზის გადახდის შესახებ საგადასახადო დავალების ასლის ან ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის, ასევე აქციზური მარკების ანგარიშზე წარმოშობილი ზედმეტობით აქციზური მარკების შესაძენად შესაბამისი საგადასახდო ინსპექციის მიერ გაცემული და საქართველოს საგადასახადო სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დამოწმებული ცნობის საფუძველზე. აქციზური მარკებით მარკირებას დაქვემდებარებული პროდუქციის იმპორტიორებზე – აქციზის გადასახადის (იმპორტულ თამბაქოს ნაწარმზე ფიქსირებული გადასა ხა დის) საქართველოს ცენტრალური ბიუჯეტის შესაბამის ანგარიშზე ჩარიცხვის დამადასტურებელი, საგადასახადო დავალების ან ნაღდი ანგარიშსწორების დამადასტურებელი ქვითრის ასლის საფუძველზე.
2. დებულების მე-4 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 პუნქტი:
„7. გამოუსადეგარი, დაზიანებული აქციზური მარკების დიდ რაოდენობისა და არათანმიმდევრული წყობის შემთხვევაში დროებითი კომისიის გადაწყვეტილებით შესაძლებელია მათი რაოდენობის მიხედვით, თვლით მიღება და შემდეგ დადგენილი წესის შესაბამისად განადგურება.“.
აღნიშნული დამატებები და ცვლილებები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით მისი რეგისტრაციისა და გამოქვეყნების შემდეგ.
დ. ონოფრიშვილი
მ. ჩიკვილაძე